მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს უფ­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ლი­ე­ტუ­ვი­სა და ეს­ტო­ნე­თის მთავ­რო­ბე­ბის აღ­ნიშ­ნულ ან­ტი­ქარ­თულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას [სან­ქცი­ებს] შემ­ხვედ­რი ზო­მე­ბი და­უ­პი­რის­პი­როს, თუმ­ცა, ლი­ე­ტუ­ვე­ლი და ეს­ტო­ნე­ლი ხალ­ხის პა­ტი­ვის­ცე­მის გამო, ამ­გვა­რი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მიგ­ვაჩ­ნია - ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფოს­თან დავ­რჩეთ ცალ­მხრი­ვი მე­გობ­რო­ბის რე­ჟიმ­ში,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რი­თაც ლი­ე­ტუ­ვი­სა და ეს­ტო­ნე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, მათ შო­რის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მი­მართ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

  • გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად­ვე, ეს­ტო­ნე­თი­სა და ლი­ე­ტუ­ვას მთავ­რო­ბე­ბი არა სა­კუ­თა­რი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, არა­მედ უცხო ქვეყ­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კარ­ნა­ხით მოქ­მე­დე­ბენ და „სწო­რედ ეს არის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მთავ­რო­ბე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან, სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იმოქ­მე­დონ“.

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, ლი­ე­ტუ­ვი­სა და ეს­ტო­ნე­თის მთავ­რო­ბებ­მა მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოცამ­დე წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს უფ­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ლი­ე­ტუ­ვი­სა და ეს­ტო­ნე­თის მთავ­რო­ბე­ბის აღ­ნიშ­ნულ ან­ტი­ქარ­თულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შემ­ხვედ­რი ზო­მე­ბი და­უ­პი­რის­პი­როს. თუმ­ცა, ლი­ე­ტუ­ვე­ლი და ეს­ტო­ნე­ლი ხალ­ხის პა­ტი­ვის­ცე­მის გამო, ამ­გვა­რი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მიგ­ვაჩ­ნია. ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფოს­თან დავ­რჩეთ ცალ­მხრი­ვი მე­გობ­რო­ბის რე­ჟიმ­ში, რათა ჩვე­ნი მხრივ არ შე­ვუქ­მნათ საფრ­თხე ტრა­დი­ცი­ულ მე­გობ­რო­ბას ქარ­თველ, ეს­ტო­ნელ და ლი­ე­ტუ­ველ ხალ­ხებს შო­რის.

ფარ­თოდ არის ცნო­ბი­ლი, რომ ეს­ტო­ნე­თი და ლი­ე­ტუ­ვა არი­ან სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, რომ­ლებ­საც ევ­რო­კავ­ში­რის მას­შტა­ბით დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად აქვთ შე­ზღუ­დუ­ლი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და რო­მელ­თა მთავ­რო­ბე­ბი არა სა­კუ­თა­რი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, არა­მედ უცხო ქვეყ­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კარ­ნა­ხით მოქ­მე­დე­ბენ. სწო­რედ ეს არის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მთავ­რო­ბე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან, სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იმოქ­მე­დონ. სამ­წუ­ხა­როა, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 33-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ლი­ე­ტუ­ვი­სა და ეს­ტო­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­მა საბ­ჭო­ურ მენ­ტა­ლი­ტეტს დღემ­დე ვერ და­აღ­წი­ეს თავი.

ჩვენს მე­გო­ბარ ეს­ტო­ნელ და ლი­ე­ტუ­ველ ხალ­ხებს ვუ­სურ­ვებთ სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გან­მტკი­ცე­ბას და ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სოს 2025 წელს!“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას [სანქციებს] შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია - ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიმართ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

  • განცხადების თანახმადვე, ესტონეთისა და ლიეტუვას მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ და „სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფოების მთავრობები იძულებული არიან, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ“.

"როგორც ცნობილია, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენლისთვის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.

საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს. თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რათა ჩვენი მხრივ არ შევუქმნათ საფრთხე ტრადიციულ მეგობრობას ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის.

ფართოდ არის ცნობილი, რომ ესტონეთი და ლიეტუვა არიან სახელმწიფოები, რომლებსაც ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და რომელთა მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფოების მთავრობები იძულებული არიან, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ. სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის 33-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი.

ჩვენს მეგობარ ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს ვუსურვებთ სუვერენიტეტის განმტკიცებას და ყოველივე საუკეთესოს 2025 წელს!“,- აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.