მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ ერთი გამხდარა ცუდად, გონება დაუკარგავს..." - გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები: რა არის გარდაცვალების პირველადი ვერსია
"ჯერ ერთი გამხდარა ცუდად, გონება დაუკარგავს..." - გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები: რა არის გარდაცვალების პირველადი ვერსია

გუ­და­ურ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ა­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. ერთ-ერთ კო­ტე­ჯში 12 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს, მათ­გან 11 უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა, ერთი კი - სა­ქარ­თვე­ლოს.

  • ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ცხედ­რებს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ.

"გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბის სი­ახ­ლო­ვეს, შიდა, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო გე­ნე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც გუ­შინ, სა­ვა­რა­უ­დოდ მას შემ­დეგ ჩარ­თეს, რაც ობი­ექტს დე­ნის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა.გარ­დაც­ვლი­ლი 12 პი­რი­დან 11 უცხო ქვეყ­ნის, ხოლო ერთი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა.

ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ ექ­სპერტ - კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის გა­მო­კი­თხვე­ბი. და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. ასე­ვე გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო- სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

AMBEBI.GE დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად ყაზ­ბე­გის მერს, ბა­კურ ავ­სა­ჯა­ნიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­და­ურ­ში, ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, სულ 12 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, მათ­გან ერთი ქარ­თვე­ლია, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ინ­დო­ე­ლე­ბი არი­ან. მათ ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ კო­ტე­ჯი, რო­გორც ვიცი ეს კო­ტე­ჯი არის ად­გი­ლობ­რი­ვის, გვა­რად მარ­სა­გიშ­ვი­ლის. თვი­თონ ეს ადა­მი­ა­ნი სხვა­გან ცხოვ­რობს და ეს კო­ტე­ჯი მი­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და მათ­თვის. რო­გორც შე­ვი­ტყვე, მათ პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი ჰქონ­დათ, ამ­ბო­ბენ, კა­ფეს ამუ­შა­ვებ­დნე­ნო და ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ რო­გორც კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი, ასე­ვე კო­ტე­ჯი, სა­დაც ღა­მით იძი­ნებ­დნენ.

ახა­ლი გუ­და­უ­რის ასავ­ლელ­თან მდე­ბა­რე­ობს ეს კო­ტე­ჯი. გუ­შინ იყო ძლი­ე­რი ქარი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე გუ­და­ურ­შიც და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით გა­ი­თი­შა ელექტრო­ე­ნერ­გია. რო­გორც ირ­კვე­ვა, მათ ჩარ­თეს შიგ­ნით, შე­სას­ვლელ ოთახ­ში გე­ნე­რა­ტო­რი და თა­ვი­ან­თი ოთა­ხე­ბის კა­რე­ბი ღია ჰქონ­დათ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი საკ­მა­რი­სი იყო იმის­თვის, რომ ამ გა­მო­ნა­ბოლ­ქვით მო­წამ­ლუ­ლიყ­ვნენ.

ამ დრო­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ამით არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. ყვე­ლა­ნი ად­გილ­ზეა და­ღუ­პუ­ლი. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არი­ან რო­გორც მა­მა­კა­ცე­ბი, ასე­ვე ქა­ლე­ბი. ეტყო­ბა ერთი ცუ­დად გახ­და, მაგ­რამ მან გა­მოს­ვლა გა­რეთ მა­ინც ვერ შეძ­ლო და გო­ნე­ბა და­კარ­გა. ბი­ნა­ში სულ ორ ადა­მი­ანს აე­რია გული, ცუ­დად გახ­და. შიგ­ნით არის გე­ნე­რა­ტო­რი ჩარ­თუ­ლი, ერთი მა­ინც რო­გორ ვერ მიხ­ვდა, რომ ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბო­და. გა­მო­ნა­ბოლ­ქვით არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თველს, ქალ­ბა­ტო­ნია. რო­გორც ჩანს, ისიც მათ­თან მუ­შა­ობ­და და ერთი კო­ტე­ჯი მთლი­ა­ნად ჰქონ­დათ ნა­ქი­რა­ვე­ბი. ახლა და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. მძი­მე ტრა­გე­დი­აა

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ჯერ ერთი გამხდარა ცუდად, გონება დაუკარგავს..." - გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები: რა არის გარდაცვალების პირველადი ვერსია

"ჯერ ერთი გამხდარა ცუდად, გონება დაუკარგავს..." - გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები: რა არის გარდაცვალების პირველადი ვერსია

გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ერთ-ერთ კოტეჯში 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათგან 11 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ერთი კი - საქართველოს.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

"გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც გუშინ, სავარაუდოდ მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა.გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.

ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ - კრიმინალისტები, მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა" - ნათქვამია განცხადებაში.

AMBEBI.GE დეტალების გასარკვევად ყაზბეგის მერს, ბაკურ ავსაჯანიშვილს დაუკავშირდა:

- უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გუდაურში, ინდოეთის მოქალაქეები არიან გარდაცვლილები, სულ 12 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან ერთი ქართველია, დანარჩენები ინდოელები არიან. მათ ნაქირავები ჰქონდათ კოტეჯი, როგორც ვიცი ეს კოტეჯი არის ადგილობრივის, გვარად მარსაგიშვილის. თვითონ ეს ადამიანი სხვაგან ცხოვრობს და ეს კოტეჯი მიქირავებული ჰქონდა მათთვის. როგორც შევიტყვე, მათ პატარა ბიზნესი ჰქონდათ, ამბობენ, კაფეს ამუშავებდნენო და ნაქირავები ჰქონდათ როგორც კომერციული ფართი, ასევე კოტეჯი, სადაც ღამით იძინებდნენ.

ახალი გუდაურის ასავლელთან მდებარეობს ეს კოტეჯი. გუშინ იყო ძლიერი ქარი მთელ საქართველოში, ასევე გუდაურშიც და გარკვეული პერიოდით გაითიშა ელექტროენერგია. როგორც ირკვევა, მათ ჩართეს შიგნით, შესასვლელ ოთახში გენერატორი და თავიანთი ოთახების კარები ღია ჰქონდათ. როგორც ამბობენ, ნახევარი საათი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ გამონაბოლქვით მოწამლულიყვნენ.

ამ დროის ინფორმაციით, სწორედ ამით არიან გარდაცვლილები. ყველანი ადგილზეა დაღუპული. გარდაცვლილებს შორის არიან როგორც მამაკაცები, ასევე ქალები. ეტყობა ერთი ცუდად გახდა, მაგრამ მან გამოსვლა გარეთ მაინც ვერ შეძლო და გონება დაკარგა. ბინაში სულ ორ ადამიანს აერია გული, ცუდად გახდა. შიგნით არის გენერატორი ჩართული, ერთი მაინც როგორ ვერ მიხვდა, რომ ეს კატეგორიულად არ შეიძლებოდა. გამონაბოლქვით არიან გარდაცვლილები. რაც შეეხება ქართველს, ქალბატონია. როგორც ჩანს, ისიც მათთან მუშაობდა და ერთი კოტეჯი მთლიანად ჰქონდათ ნაქირავები. ახლა დაწყებულია გამოძიება. მძიმე ტრაგედიაა

წაიკითხეთ ასევე: