საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
IT, HR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე გაერთიანდნენ და მსვლელობას მართავენ
IT, HR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე გაერთიანდნენ და მსვლელობას მართავენ

IT, HR, ტრე­ნე­რე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­ერ­თი­ან­დნენ და მსვლე­ლო­ბას მარ­თა­ვენ. ამ დრო­ის­თვის ისი­ნი რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სკან­დი­რე­ბენ: "სა­ქარ­თვე­ლო“, "გა­ი­ფი­ცე“.

ასე­ვე მათ ად­გილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბი აქვთ მი­ტა­ნი­ლი.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ითხო­ვენ.

მსვლე­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შსს-ს რამ­დე­ნი­მე ეკი­პა­ჟიც მიჰ­ყვე­ბა.

ასე­ვე, დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე, სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე მსვლე­ლო­ბაც არის და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, აქ­ცი­ე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ 28 ნო­ემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო 2028 წლის ბო­ლომ­დე ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კითხს დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს.

ავტორი:

IT, HR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე გაერთიანდნენ და მსვლელობას მართავენ

IT, HR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე გაერთიანდნენ და მსვლელობას მართავენ

IT, HR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე გაერთიანდნენ და მსვლელობას მართავენ. ამ დროისთვის ისინი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "საქართველო“, "გაიფიცე“.

ასევე მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მსვლელობის პარალელურად, აქციის მონაწილეებს შსს-ს რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.

ასევე, დედაქალაქის მასშტაბით დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების რამდენიმე მსვლელობაც არის დაანონსებული.

ცნობისთვის, აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.