საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წერილი ორ სპეცრაზმელს - ერთს, რომელმაც ჩახუტების უფლება მომცა და მეორეს, რომელმაც გამომაცილა, მას ვინც მიცავდა მხეცებისაგან" - ექსმაღალჩინოსნის მეუღლე აქციის მძიმე ღამეს იხსენებს
"წერილი ორ სპეცრაზმელს - ერთს, რომელმაც ჩახუტების უფლება მომცა და მეორეს, რომელმაც გამომაცილა, მას ვინც მიცავდა მხეცებისაგან" - ექსმაღალჩინოსნის მეუღლე აქციის მძიმე ღამეს იხსენებს

რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე 6 დე­კემ­ბერს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ნიკა ალა­ვი­ძე და მისი შვი­ლი ვაკო ალა­ვი­ძე და­ა­კა­ვეს. ნიკა ალა­ვი­ძე აღ­ნიშ­ნულ პოსტს 2019 წელს, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში იკა­ვებ­და.

  • გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ათო­ბით სპეც­რაზ­მე­ლი მამა-შვილს ძა­ლა­დობ­რი­ვად აკა­ვებს. ფაქტს შე­ეს­წრო ნიკა ალა­ვი­ძის მე­უღ­ლეც, ნა­თია გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი. ფოტო, სა­დაც მუხ­ლებ­ზე დამ­ხო­ბი­ლი ქალი ჩანს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

ამ­ჟა­მად ალა­ვი­ძეც და მისი ვა­ჟიც გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ნა­თია გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ვრცელ პოსტს ავ­რცე­ლებს და მძი­მე ღა­მეს იხ­სე­ნებს:

"წე­რი­ლი ორ სპეც­რაზ­მელს, ერთს, რო­მელ­მაც ჩა­ხუ­ტე­ბის უფ­ლე­ბაც კი მომ­ცა, ყვე­ლა ნაკ­ვთი მახ­სოვს მისი, სა­ში­ნე­ლი ნიღ­ბის მიღ­მა რომ ჩა­მოს­ტი­რო­და და მე­ო­რეს, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ბო­ლომ­დე რომ გა­მო­მა­ცი­ლა, მას რო­მე­ლიც მი­ცავ­და სა­ში­ნე­ლი მხე­ცე­ბი­სა­გან, უკა­ნა ხაზ­ზე რომ იდ­გნენ და ღმუ­ოდ­ნენ, ისე ეწა­დათ ჩემი ხმის ჩახ­შო­ბა, რო­გორ ცდი­ლობ­და ჩემს დაც­ვას ის ორი, რო­მე­ლიც ცი­სარ­ტყე­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და იმ შავი ფე­რის ღმუ­ილ­ში და ახლა ვფიქ­რობ, რას მე­უბ­ნე­ბო­და მისი სა­ოც­რად სევ­დი­ა­ნი თვა­ლე­ბი... ეს ღამე მა­ინც ვიქ­ნე­ბი შენი შვი­ლი, იქ­ნებ ჩემს მა­გივ­რა­დაც იყ­ვი­რო, ამ მხე­ცებ­ში და ამ მოჩ­ვე­ნე­ბით მშვიდ ღა­მე­ში სრუ­ლი­ად მარ­ტო ვარ, გზას ვე­ღარ ვიგ­ნე­ბო.

ვიცი, ვერც წა­ი­კი­თხავთ თქვენ ამ ჩემ ბო­დი­ალს, ალ­ბათ გა­გე­ცი­ნე­ბათ კი­დეც, რად­გან ის რაც იყო ალ­ბათ, ჩემო წა­მი­ე­რად შე­ცო­დე­ბის შეგ­რძნე­ბა იყო ან იქ­ნებ დაც­ლი­ლე­ბი ხართ ყვე­ლა სი­კე­თის­გან, მაგ­რამ ვდარ­დობ მე თქვენ­ზე, უსაშ­ვე­ლოდ მე­დარ­დე­ბა თქვე­ნი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა, თით­ქოს მკვდრე­ბი ხართ და შე­სა­ბა­მი­სად არა­ნა­ი­რი შეგ­რძნე­ბა არ გა­გაჩ­ნი­ათ, მე კი­დევ ისევ ვდარ­დობ. არა­ფერს არ გთხოვთ, არც რო­მე­ლი­მე პო­ზი­ცი­ა­ზე ყოფ­ნას, უბ­რა­ლოდ, რო­გორც დედა ისე გე­ვედ­რე­ბით, ზუს­ტად ისე რო­გორც მა­შინ, სა­ნამ სა­კუ­თა­რი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ რა­ი­მეს გა­ივ­ლებთ მა­ინც გულ­ში, თქვენს დე­დას და მა­მას, დასა და ძმას ჩა­ხე­დეთ თვა­ლებ­ში, ზუს­ტად იმ დე­დას და­ი­ნა­ხავთ, მე რომ ვედ­რე­ბით შე­მომ­ცქე­რო­დით.

ჩვენ მხო­ლოდ ერთი მტე­რი გვყავს და ეს არის რუ­სე­თის სა­ში­ნე­ლი იმ­პე­რია, რო­მელ­თაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვი­ხო­ცა, მოგ­ვი­წამ­ლა . მე არც გმი­რი ვარ და არც არა­ვინ, დე­დის ემო­ცი­ე­ბი იყო ის, რაც თქვენ იმ ღა­მეს ნა­ხეთ, ხორ­ცი კი და­მი­სე­რეთ, გა­მამ­წა­რეთ, გა­მომ­შიგ­ნეთ და შიგ­ნით ხე­ლე­ბი აფა­თუ­რეთ, მაგ­რამ ჩემი სული იგი­ვეა, ისევ დედა ვარ და ზუს­ტად ვიცი, იქ რომ სა­ერ­თო მტე­რი დაგ­ვსხმო­და თავს, იგი­ვეს გა­ვა­კე­თებ­დი, ისევ ვიყ­ვი­რებ­დი თქვენს და­სახ­მა­რებ­ლად, რად­გან მო­ცე­მუ­ლო­ბა მხო­ლოდ ერ­თია, ერთი ხალ­ხი ვართ, ერთი სის­ხლი გვაქვს, ერთ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ვი­სუნ­თქავთ ჰა­ერს, რაც ჩვენ გვა­ცო­ცხლებს და გვყავს მხო­ლოდ ერთი დიდი და სა­უ­კუ­ნო მტე­რი და ჩვე­ნი მტე­რი რუ­სე­თია!" - წერს ნა­თია გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"წერილი ორ სპეცრაზმელს - ერთს, რომელმაც ჩახუტების უფლება მომცა და მეორეს, რომელმაც გამომაცილა, მას ვინც მიცავდა მხეცებისაგან" - ექსმაღალჩინოსნის მეუღლე აქციის მძიმე ღამეს იხსენებს

"წერილი ორ სპეცრაზმელს - ერთს, რომელმაც ჩახუტების უფლება მომცა და მეორეს, რომელმაც გამომაცილა, მას ვინც მიცავდა მხეცებისაგან" - ექსმაღალჩინოსნის მეუღლე აქციის მძიმე ღამეს იხსენებს

რესპუბლიკის მოედანზე 6 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკა ალავიძე და მისი შვილი ვაკო ალავიძე დააკავეს. ნიკა ალავიძე აღნიშნულ პოსტს 2019 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში იკავებდა.

  • გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ათობით სპეცრაზმელი მამა-შვილს ძალადობრივად აკავებს. ფაქტს შეესწრო ნიკა ალავიძის მეუღლეც, ნათია გოგიჩაიშვილი. ფოტო, სადაც მუხლებზე დამხობილი ქალი ჩანს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ამჟამად ალავიძეც და მისი ვაჟიც გათავისუფლდნენ. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ ნათია გოგიჩაიშვილი ვრცელ პოსტს ავრცელებს და მძიმე ღამეს იხსენებს:

"წერილი ორ სპეცრაზმელს, ერთს, რომელმაც ჩახუტების უფლებაც კი მომცა, ყველა ნაკვთი მახსოვს მისი, საშინელი ნიღბის მიღმა რომ ჩამოსტიროდა და მეორეს, შეიარაღებულმა ბოლომდე რომ გამომაცილა, მას რომელიც მიცავდა საშინელი მხეცებისაგან, უკანა ხაზზე რომ იდგნენ და ღმუოდნენ, ისე ეწადათ ჩემი ხმის ჩახშობა, როგორ ცდილობდა ჩემს დაცვას ის ორი, რომელიც ცისარტყელად მეჩვენებოდა იმ შავი ფერის ღმუილში და ახლა ვფიქრობ, რას მეუბნებოდა მისი საოცრად სევდიანი თვალები... ეს ღამე მაინც ვიქნები შენი შვილი, იქნებ ჩემს მაგივრადაც იყვირო, ამ მხეცებში და ამ მოჩვენებით მშვიდ ღამეში სრულიად მარტო ვარ, გზას ვეღარ ვიგნებო.

ვიცი, ვერც წაიკითხავთ თქვენ ამ ჩემ ბოდიალს, ალბათ გაგეცინებათ კიდეც, რადგან ის რაც იყო ალბათ, ჩემო წამიერად შეცოდების შეგრძნება იყო ან იქნებ დაცლილები ხართ ყველა სიკეთისგან, მაგრამ ვდარდობ მე თქვენზე, უსაშველოდ მედარდება თქვენი უგონო მდგომარეობა, თითქოს მკვდრები ხართ და შესაბამისად არანაირი შეგრძნება არ გაგაჩნიათ, მე კიდევ ისევ ვდარდობ. არაფერს არ გთხოვთ, არც რომელიმე პოზიციაზე ყოფნას, უბრალოდ, როგორც დედა ისე გევედრებით, ზუსტად ისე როგორც მაშინ, სანამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რაიმეს გაივლებთ მაინც გულში, თქვენს დედას და მამას, დასა და ძმას ჩახედეთ თვალებში, ზუსტად იმ დედას დაინახავთ, მე რომ ვედრებით შემომცქეროდით.

ჩვენ მხოლოდ ერთი მტერი გვყავს და ეს არის რუსეთის საშინელი იმპერია, რომელთაც უამრავი ადამიანი დაგვიხოცა, მოგვიწამლა . მე არც გმირი ვარ და არც არავინ, დედის ემოციები იყო ის, რაც თქვენ იმ ღამეს ნახეთ, ხორცი კი დამისერეთ, გამამწარეთ, გამომშიგნეთ და შიგნით ხელები აფათურეთ, მაგრამ ჩემი სული იგივეა, ისევ დედა ვარ და ზუსტად ვიცი, იქ რომ საერთო მტერი დაგვსხმოდა თავს, იგივეს გავაკეთებდი, ისევ ვიყვირებდი თქვენს დასახმარებლად, რადგან მოცემულობა მხოლოდ ერთია, ერთი ხალხი ვართ, ერთი სისხლი გვაქვს, ერთ ქვეყანაში ჩავისუნთქავთ ჰაერს, რაც ჩვენ გვაცოცხლებს და გვყავს მხოლოდ ერთი დიდი და საუკუნო მტერი და ჩვენი მტერი რუსეთია!" - წერს ნათია გოგიჩაიშვილი.

წაიკითხეთ ასევე: