სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიყვარულის გამო მიტოვებული ევროპული ცხოვრება და უარი ჰარვარდის უნივერსიტეტზე - რა არის ცნობილი ასადის ცოლზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის
სიყვარულის გამო მიტოვებული ევროპული ცხოვრება და უარი ჰარვარდის უნივერსიტეტზე - რა არის ცნობილი ასადის ცოლზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის

სი­რი­ელ­მა დიქ­ტა­ტორ­მა ბა­შარ ალ ასად­მა ოჯახ­თან ერ­თად და­მას­კო­დან მოს­კოვს შე­ა­ფა­რა თავი, მას შემ­დეგ რაც მისი რე­ჟი­მი სა­ბო­ლო­ოდ და­ე­ცა. ახლა ის რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს ცოლ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად.

  • დიქ­ტა­ტო­რის მე­უღ­ლე ასმა ალ-ასა­დი, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში გა­ი­ზარ­და, წლე­ბის წინ სი­რი­ის უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დი გახ­და. ის ასო­ცირ­დე­ბო­და დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და ელე­გან­ტუ­რო­ბას­თან.

ასმა ასა­დი 2011 წლამ­დე უცხო­ურ მე­დი­ა­ში აღ­ტა­ცე­ბას იწ­ვევ­და, სა­დაც მას პო­ზი­ცი­ა­სა და ინო­ვა­ცი­ურ იდე­ებს დი­დად აფა­სებ­დნენ. თუმ­ცა, ქალ­მა სა­ბო­ლო­ოდ სხვა გზა აირ­ჩია და დიქ­ტა­ტო­რის მფარ­ვე­ლი გახ­და.

ასმა ასა­დი და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და ლონ­დონ­ში, სი­რი­უ­ლი წარ­მო­შო­ბის მუს­ლი­მა­ნურ ოჯახ­ში, მი­ი­ღო უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა. ინ­გლის­ში მას ემას ეძახ­დნენ. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი მუ­შა­ობ­და ფი­ნან­სურ ანა­ლი­ტი­კო­სად დიდ ბან­კებ­ში.

და­მას­კო­ში, ნათ­ლი­ის და­ბა­დე­ბის დღე­ზე, ასმა ბა­შარ ასადს შეხ­ვდა, რო­მე­ლიც მა­შინ ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენ­ტი არ იყო. მათი რო­მა­ნი სწრა­ფად გან­ვი­თარ­და და 2000 წლის დე­კემ­ბერ­ში სა­ი­დუმ­ლოდ იქორ­წი­ნეს. ას­მამ ბრი­ტა­ნეთ­ში ძვე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ტო­ვა და უარი თქვა ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე.

რო­გორ მო­ახ­დი­ნა ასმა ალ ასად­მა და­სავ­ლეთ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა

სა­ნამ ასმა პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლე იყო, ის არ ჩნდე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა ქმარ­მა უცხო­ეთ­ში ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზი­ტე­ბი და­ი­წყო, ქალ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. სა­ნამ მისი ქმა­რი ბა­შარ ასა­დი რე­ფორ­მა­ტო­რი­სა და ლი­ბე­რა­ლის იმიჯს იქ­მნი­და, პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბო­და ას­მაც.

ქალ­მა შე­იც­ვა­ლა სტი­ლი, და­ი­წყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებ­ზე სი­ა­რუ­ლი, სა­უ­ბა­რი გა­ნათ­ლე­ბა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბებ­ზე. ასმა ასა­დი ზრუ­ნავ­და სა­კუ­თარ რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე სი­რი­ა­შიც, ის­წავ­ლა არა­ბუ­ლი და გა­და­წყვი­ტა ქვეყ­ნის კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის აღ­დგე­ნა­ზე ეზ­რუ­ნა.

მას ადა­რებ­დნენ ჯაკ­ლინ კე­ნე­დის, ეძახ­დნენ არაბ პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას. 2009 წელს პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად შეხ­ვდნენ ბრედ პიტი და ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი.

2010 წელს ას­მამ ინ­ტერ­ვიუ მის­ცა ჟურ­ნა­ლი Vogue-ს, სა­დაც მას „უდაბ­ნოს ვარ­დი და – ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა და მიმ­ზიდ­ვე­ლი პირ­ვე­ლი ლედი უწო­დეს".

ის კვლავ სა­უბ­რობ­და სი­რი­ის გა­ნახ­ლე­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, თუმ­ცა 2012 წლის და­სა­წყის­ში ქვე­ყა­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და­ი­წყო.

რო­გორ იქცა „უდაბ­ნოს ვარ­დი­დან“ სის­ხლი­ან დიქ­ტა­ტო­რის ცო­ლად

ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ასმა ასა­დი დიდი ხანი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და გავ­რცე­ლე­ბულ ხმებს, რომ თით­ქოს ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუნ­და სა­ცხოვ­რებ­ლად. და­სავ­ლე­თი ელო­და პირ­ვე­ლი ლე­დის პო­ზი­ცი­ას – გა­აგ­რძე­ლებ­და ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დაც­ვას თუ ქმარს და­ეხ­მა­რე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ასმა მი­ტინგზე გა­მოჩ­ნდა.

"პრე­ზი­დენ­ტი არის მთე­ლი სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი, არამ­ხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის, და პირ­ვე­ლი ლედი მხარს უჭერს მას ამ როლ­ში," – ეს იყო ასმა ასა­დის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რი.

ამ დღის შემ­დეგ, სი­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფონ­ზე, ასმა ასა­დის რე­პუ­ტა­ცია გა­ნად­გურ­და. თუმ­ცა ამა­ზე დი­დად არ ღე­ლავ­და. ქალი ზღვის­პი­რა ბი­ნა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. სა­კუ­თარ გარ­დე­რობს მო­დურ კო­ლექ­ცი­ე­ბი­დან ავ­სებ­და, მხო­ლოდ ლუქს მა­ღა­ზი­ე­ბი­დან და ბრენ­დე­ბი­დან.

იც­ვამ­და მხო­ლოდ Christian Louboutin-ის ფეხ­საც­მე­ლებს, იკე­თებ­და ძვი­რა­დღი­რე­ბულ სამ­კა­უ­ლებს. ამ დრო­ის­თვის Vogue-მა მისი ინ­ტერ­ვიუ სა­კუ­თა­რი პლატ­ფორ­მი­დან წა­შა­ლა. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პი­რა­დი მარ­ცხი აღ­მოჩ­ნდა ას­მას­თვის.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ბა­შარ ასა­დი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად იბ­რძო­და და სის­ხლი­ან დიქ­ტა­ტო­რად და სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვედ იქცა, მისი ცოლი, რო­მე­ლიც ფი­ნან­სე­ბის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო, სი­რი­ის ეკო­ნო­მი­კის მარ­თვა­ში ჩა­ერ­თო.

ას­მამ და­ი­წყო რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სი, ასე­ვე ჰქონ­და სა­კუ­თარ საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც 2007 წელს შექ­მნა. სა­ნამ ქვე­ყა­ნა ინ­გრე­ო­და, ასმა ასა­დი მდიდ­რდე­ბო­და. მის ხელ­ში იყო ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, ბან­კე­ბი.

"როცა სა­უბ­რო­ბენ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც ომში გამ­დიდ­რდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასმა ასა­დის როლი გა­აზ­რე­ბა. ის იყო ვარ­დი უდაბ­ნო­ში, მაგ­რამ ახლა იქცა სი­რი­ის რკი­ნის ლე­დად," – წერ­და და­სავ­ლუ­რი მე­დია.

2020 წელს აშშ-მ პი­რა­დი სან­ქცი­ე­ბი და­ა­კის­რა ასმა ალ ასადს.

2018 წელს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ასმა ასადს გულ-მკერ­დის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ის აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რობ­და სა­კუ­თარ და­ა­ვა­დე­ბა­ზე, აცხა­დებ­და რომ სი­რი­ის კლი­ნი­კებ­ში მკურ­ნა­ლობ­და. შემ­დეგ, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლე ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სებს გა­დი­ო­და: ამის გამო ას­მას თმა დასცვივ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თავ­სა­ბუ­რა­ვი და­ი­წყო გა­მო­ჩე­ნა.

სა­ბო­ლო­ოდ ქალ­მა და­ა­ვა­დე­ბა და­ა­მარ­ცხა და უდაბ­ნოს ვარ­დი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად დაბ­რუნ­და. ის ძვე­ლე­ბუ­რად ხვდე­ბო­და ხალ­ხს თა­ვი­სი საქ­ველ­მოქ­მე­დო კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში.

2024 წლის მა­ის­ში ასმა ალ ასადს მწვა­ვე მი­ე­ლო­ი­დუ­რი ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ამის შემ­დეგ ქალი გაქ­რა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

ას­მა­სა და ბა­შა­რას სამი შვი­ლი ჰყავთ – 23 წლის ჰა­ფე­ზი, 21 წლის ზე­ი­ნი და 20 წლის კა­რი­მი. უფ­რო­სი სა­ჯა­როდ მხარს უჭერ­და თა­ვის მა­მას, ხოლო ქა­ლიშ­ვი­ლი­სა და უმ­ცრო­სი ვა­ჟის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი.

ასმა ასა­დის სტი­ლი

სი­რი­ის პირ­ველ ლე­დის სტილს აფა­სებ­დნენ, რო­გორც ზო­მი­ერ­სა და მკაცრს. ის კარ­გად აერ­თი­ა­ნებ­და კლა­სი­კას და აღ­მო­სავ­ლურ ელე­მენ­ტებს. მისი მოდა იყო იმე­დის სა­ფუძ­ვე­ლი და ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ლო­დი­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის მხრივ სი­რი­ა­ში.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ასმა ასა­დის სა­ო­ცა­რი იმი­ჯის მიღ­მა იმა­ლე­ბო­და მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი, რო­მე­ლიც ომის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ი­ღო. ასმა და ბა­შარ ალ ასა­დებ­მა 24 წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ და­მას­კოს მდიდ­რულ რე­ზი­დენ­ცია და­ტო­ვა, და მათი მდიდ­რუ­ლი დი­ნას­ტია სი­რი­ა­ში სა­ბო­ლო­ოდ და­იმ­სხვრა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

სიყვარულის გამო მიტოვებული ევროპული ცხოვრება და უარი ჰარვარდის უნივერსიტეტზე - რა არის ცნობილი ასადის ცოლზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის

სიყვარულის გამო მიტოვებული ევროპული ცხოვრება და უარი ჰარვარდის უნივერსიტეტზე - რა არის ცნობილი ასადის ცოლზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის

სირიელმა დიქტატორმა ბაშარ ალ ასადმა ოჯახთან ერთად დამასკოდან მოსკოვს შეაფარა თავი, მას შემდეგ რაც მისი რეჟიმი საბოლოოდ დაეცა. ახლა ის რუსეთში ცხოვრობს ცოლთან და შვილებთან ერთად.

  • დიქტატორის მეუღლე ასმა ალ-ასადი, რომელიც ლონდონში გაიზარდა, წლების წინ სირიის უკეთესი მომავლის იმედი გახდა. ის ასოცირდებოდა დემოკრატიასა და ელეგანტურობასთან.

ასმა ასადი 2011 წლამდე უცხოურ მედიაში აღტაცებას იწვევდა, სადაც მას პოზიციასა და ინოვაციურ იდეებს დიდად აფასებდნენ. თუმცა, ქალმა საბოლოოდ სხვა გზა აირჩია და დიქტატორის მფარველი გახდა.

ასმა ასადი დაიბადა და გაიზარდა ლონდონში, სირიული წარმოშობის მუსლიმანურ ოჯახში, მიიღო უმაღლესი განათლება. ინგლისში მას ემას ეძახდნენ. სწავლის დასრულების შემდეგ კი მუშაობდა ფინანსურ ანალიტიკოსად დიდ ბანკებში.

დამასკოში, ნათლიის დაბადების დღეზე, ასმა ბაშარ ასადს შეხვდა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტი არ იყო. მათი რომანი სწრაფად განვითარდა და 2000 წლის დეკემბერში საიდუმლოდ იქორწინეს. ასმამ ბრიტანეთში ძველი ცხოვრება დატოვა და უარი თქვა ჰარვარდის უნივერსიტეტზე.

როგორ მოახდინა ასმა ალ ასადმა დასავლეთზე შთაბეჭდილება

სანამ ასმა პრეზიდენტის მეუღლე იყო, ის არ ჩნდებოდა საზოგადოებაში, თუმცა მოგვიანებით, როცა ქმარმა უცხოეთში ოფიციალურ ვიზიტები დაიწყო, ქალმა ადგილობრივი მედიის ყურადღება მიიქცია. სანამ მისი ქმარი ბაშარ ასადი რეფორმატორისა და ლიბერალის იმიჯს იქმნიდა, პოპულარული ხდებოდა ასმაც.

ქალმა შეიცვალა სტილი, დაიწყო საერთაშორისო ფორუმებზე სიარული, საუბარი განათლებასა და სამოქალაქო უფლებებზე. ასმა ასადი ზრუნავდა საკუთარ რეპუტაციაზე სირიაშიც, ისწავლა არაბული და გადაწყვიტა ქვეყნის კულტურული ძეგლების აღდგენაზე ეზრუნა.

მას ადარებდნენ ჯაკლინ კენედის, ეძახდნენ არაბ პრინცესა დაიანას. 2009 წელს პრეზიდენტთან ერთად შეხვდნენ ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი.

2010 წელს ასმამ ინტერვიუ მისცა ჟურნალი Vogue-ს, სადაც მას „უდაბნოს ვარდი და – ყველაზე ახალგაზრდა და მიმზიდველი პირველი ლედი უწოდეს".

ის კვლავ საუბრობდა სირიის განახლებასა და დემოკრატიული ფასეულობების მნიშვნელობაზე, თუმცა 2012 წლის დასაწყისში ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო.

როგორ იქცა „უდაბნოს ვარდიდან“ სისხლიან დიქტატორის ცოლად

ომის დაწყების შემდეგ ასმა ასადი დიდი ხანი ეწინააღმდეგებოდა გავრცელებულ ხმებს, რომ თითქოს ბრიტანეთში დაბრუნდა საცხოვრებლად. დასავლეთი ელოდა პირველი ლედის პოზიციას – გააგრძელებდა ის დემოკრატიული ფასეულობების დაცვას თუ ქმარს დაეხმარებოდა. მოგვიანებით ასმა მიტინგზე გამოჩნდა.

"პრეზიდენტი არის მთელი სირიის პრეზიდენტი, არამხოლოდ გარკვეული ჯგუფის, და პირველი ლედი მხარს უჭერს მას ამ როლში," – ეს იყო ასმა ასადის პირველი საჯარო კომენტარი.

ამ დღის შემდეგ, სირიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე, ასმა ასადის რეპუტაცია განადგურდა. თუმცა ამაზე დიდად არ ღელავდა. ქალი ზღვისპირა ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. საკუთარ გარდერობს მოდურ კოლექციებიდან ავსებდა, მხოლოდ ლუქს მაღაზიებიდან და ბრენდებიდან.

იცვამდა მხოლოდ Christian Louboutin-ის ფეხსაცმელებს, იკეთებდა ძვირადღირებულ სამკაულებს. ამ დროისთვის Vogue-მა მისი ინტერვიუ საკუთარი პლატფორმიდან წაშალა. ეს სერიოზული პირადი მარცხი აღმოჩნდა ასმასთვის.

იმის მიუხედავად, რომ ბაშარ ასადი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იბრძოდა და სისხლიან დიქტატორად და სამხედრო დამნაშავედ იქცა, მისი ცოლი, რომელიც ფინანსების სფეროს სპეციალისტი იყო, სირიის ეკონომიკის მართვაში ჩაერთო.

ასმამ დაიწყო რამდენიმე ბიზნესი, ასევე ჰქონდა საკუთარ საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც 2007 წელს შექმნა. სანამ ქვეყანა ინგრეოდა, ასმა ასადი მდიდრდებოდა. მის ხელში იყო ტელეკომუნიკაციები, უძრავი ქონება, ბანკები.

"როცა საუბრობენ იმ ადამიანებზე, ვინც ომში გამდიდრდა, მნიშვნელოვანია ასმა ასადის როლი გააზრება. ის იყო ვარდი უდაბნოში, მაგრამ ახლა იქცა სირიის რკინის ლედად," – წერდა დასავლური მედია.

2020 წელს აშშ-მ პირადი სანქციები დააკისრა ასმა ალ ასადს.

2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასმა ასადს გულ-მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ის აქტიურად საუბრობდა საკუთარ დაავადებაზე, აცხადებდა რომ სირიის კლინიკებში მკურნალობდა. შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტის მეუღლე ქიმიოთერაპიის კურსებს გადიოდა: ამის გამო ასმას თმა დასცვივდა და საზოგადოებაში თავსაბურავი დაიწყო გამოჩენა.

საბოლოოდ ქალმა დაავადება დაამარცხა და უდაბნოს ვარდი, სოციალურ ქსელში აქტიურად დაბრუნდა. ის ძველებურად ხვდებოდა ხალხს თავისი საქველმოქმედო კომპანიის აქციების ფარგლებში.

2024 წლის მაისში ასმა ალ ასადს მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ ქალი გაქრა სოციალური ქსელიდან და საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა.

ასმასა და ბაშარას სამი შვილი ჰყავთ – 23 წლის ჰაფეზი, 21 წლის ზეინი და 20 წლის კარიმი. უფროსი საჯაროდ მხარს უჭერდა თავის მამას, ხოლო ქალიშვილისა და უმცროსი ვაჟის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.

ასმა ასადის სტილი

სირიის პირველ ლედის სტილს აფასებდნენ, როგორც ზომიერსა და მკაცრს. ის კარგად აერთიანებდა კლასიკას და აღმოსავლურ ელემენტებს. მისი მოდა იყო იმედის საფუძველი და ცვლილებების მოლოდინი, განსაკუთრებით ქალთა უფლებების მხრივ სირიაში.

მნიშვნელოვანია, რომ ასმა ასადის საოცარი იმიჯის მიღმა იმალებოდა მილიონობით დოლარი, რომელიც ომის საშუალებით მიიღო. ასმა და ბაშარ ალ ასადებმა 24 წლიანი ქორწინების შემდეგ დამასკოს მდიდრულ რეზიდენცია დატოვა, და მათი მდიდრული დინასტია სირიაში საბოლოოდ დაიმსხვრა.

წაიკითხეთ ასევე: