აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსი თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი მამიდა უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
“სასიხარულო ამბავი გვაქვს... ალექსიმ, გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე...
რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით. თუმცა, ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება,“ - წერს ალექსის მამიდა ეკა თირქია.
ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ბიჭს თვალის კაკლების მთლიანობა შენახული აქვს. მისივე თქმით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა.
იხილეთ ასევე: