მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დამეტაკნენ, წამაქციეს, მირტყეს: “შე ბ**ო რას იღებო“, წიხლი მომაყოლა და მომაძახა...“ - რას ჰყვება მაკა ჩიხლაძე მასზე და ოპერატორზე თავდასხმის შესახებ
“დამეტაკნენ, წამაქციეს, მირტყეს: “შე ბ**ო რას იღებო“, წიხლი მომაყოლა და მომაძახა...“ - რას ჰყვება მაკა ჩიხლაძე მასზე და ოპერატორზე თავდასხმის შესახებ

ცოტა ხნის წინ, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რედ, ნიღ­ბი­ა­ნი პი­რე­ბი თავს და­ესხნენ „ტვ პირ­ვე­ლის“ გა­დამ­ღებ ჯგუფს. და­შა­ვე­ბუ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა ჩიხ­ლა­ძე და ოპე­რა­ტო­რი გი­ორ­გი შე­წი­რუ­ლი.

მაკა ჩიხ­ლა­ძემ თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა:

“ჩვე­უ­ლებ­რივ მირ­ტყეს მეც სა­ხე­ში.

გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აქ “ტი­ტუშ­კე­ბი“ თავს ეს­ხმოდ­ნენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ­ლებ­საც არ აძ­ლევ­დნენ აქ­ცი­ა­ზე მის­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას. მო­ვე­დით თუ არა, ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლა იყო და და­ვი­წყეთ გა­და­ღე­ბა. გა­მოც­ვივ­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი. ალ­ბათ, 30-ზე მეტი იყო ჯამ­ში, რა­საც შევ­ხე­დე უცებ. ყვე­ლას ერ­თნა­ი­რი ნი­ღა­ბი უკე­თია - პი­რა­ტე­ბი ახა­ტი­ათ, შავი ნიღ­ბე­ბით, შე­უძ­ლე­ბე­ლია მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, თვა­ლე­ბი უჩანთ მხო­ლოდ.

გა­მოც­ვივ­დნენ, მე და­მე­ტაკ­ნენ, წა­მაქ­ცი­ეს, მირ­ტყეს: “შე ბო*ო რას იღებ“ - ზუს­ტად ასე მომ­მარ­თავ­დნენ. ამ დროს ვხე­დავ­დი, რომ გი­ორ­გი შე­წი­რულს წა­არ­თვეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი.

ერთი აღ­მოჩ­ნდა, ვინც უთხრა, რომ - “გო­გოა თავი და­ა­ნე­ბე“ და წიხ­ლი მო­მა­ყო­ლა მა­ინც. სულ და­ხე­უ­ლი მაქვს ყვე­ლა­ფე­რი. წიხ­ლი მო­მა­ყო­ლა და მო­მა­ძა­ხა: “თქვენ რე­ებს აშუ­ქებთ, წა­დით აქე­დან მო­შორ­დით.“

ჩვენ­თან ერ­თად აქ ვხე­დავ­დი გო­გო­ებს, რომ­ლებ­საც ჩან­თე­ბი ააგ­ლი­ჯეს, მოჰ­პა­რეს და წა­ი­ღეს. აქ იდგა პატ­რუ­ლიც,“ - გა­ნა­ცხა­და მაკა ჩიხ­ლა­ძემ “ტვ პირ­ველ­თან“ სა­უ­ბარ­ში.

00:00 / 00:00

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

“დამეტაკნენ, წამაქციეს, მირტყეს: “შე ბ**ო რას იღებო“, წიხლი მომაყოლა და მომაძახა...“ - რას ჰყვება მაკა ჩიხლაძე მასზე და ოპერატორზე თავდასხმის შესახებ

“დამეტაკნენ, წამაქციეს, მირტყეს: “შე ბ**ო რას იღებო“, წიხლი მომაყოლა და მომაძახა...“ - რას ჰყვება მაკა ჩიხლაძე მასზე და ოპერატორზე თავდასხმის შესახებ

ცოტა ხნის წინ, პარლამენტის მიმდებარედ, ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს. დაშავებულია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული.

მაკა ჩიხლაძემ თავდასხმის შესახებ დეტალები გაიხსენა:

“ჩვეულებრივ მირტყეს მეც სახეში.

გვქონდა ინფორმაცია, რომ აქ “ტიტუშკები“ თავს ესხმოდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებსაც არ აძლევდნენ აქციაზე მისვლის საშუალებას. მოვედით თუ არა, ხელჩართული ბრძოლა იყო და დავიწყეთ გადაღება. გამოცვივდა რამდენიმე ადამიანი. ალბათ, 30-ზე მეტი იყო ჯამში, რასაც შევხედე უცებ. ყველას ერთნაირი ნიღაბი უკეთია - პირატები ახატიათ, შავი ნიღბებით, შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება, თვალები უჩანთ მხოლოდ.

გამოცვივდნენ, მე დამეტაკნენ, წამაქციეს, მირტყეს: “შე ბო*ო რას იღებ“ - ზუსტად ასე მომმართავდნენ. ამ დროს ვხედავდი, რომ გიორგი შეწირულს წაართვეს აბსოლუტურად ყველაფერი.

ერთი აღმოჩნდა, ვინც უთხრა, რომ - “გოგოა თავი დაანებე“ და წიხლი მომაყოლა მაინც. სულ დახეული მაქვს ყველაფერი. წიხლი მომაყოლა და მომაძახა: “თქვენ რეებს აშუქებთ, წადით აქედან მოშორდით.“

ჩვენთან ერთად აქ ვხედავდი გოგოებს, რომლებსაც ჩანთები ააგლიჯეს, მოჰპარეს და წაიღეს. აქ იდგა პატრულიც,“ - განაცხადა მაკა ჩიხლაძემ “ტვ პირველთან“ საუბარში.

იხილეთ ასევე: