პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპი, პარიზში ვიზიტის დროს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება - რას წერს უცხოური მედია
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპი, პარიზში ვიზიტის დროს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება - რას წერს უცხოური მედია

უცხო­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი, შა­ბათს, პა­რიზ­ში ვი­ზი­ტის დროს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს შეხ­ვდე­ბა - რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლია, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­სა და მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რე­ბენ.

დო­ნალდ ტრამ­პი პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის მოწ­ვე­ვით პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის გახ­სნას და­ეს­წრე­ბა და შეხ­ვედ­რა­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­დგე­ნილ ტა­ძარ­ში გა­მარ­თავს.

"ისი­ნი იკ­რი­ბე­ბი­ან ნოტრ-დამ­ში. შეხ­ვედ­რას მაკ­რო­ნი შუ­ა­მავ­ლობს" - გა­ნუ­ცხა­და DailyMail.com-ს წყა­რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტზე სა­უბ­რი­სას.

  • ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ ტრამ­პი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი­საც შეხ­ვდე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს იქ­ნე­ბა ტრამ­პის პირ­ვე­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა რუ­სე­თის პე­რი­ფე­რი­ის ცხელ წერ­ტილ­ში გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია, რო­გორ გა­უმკლავ­დე­ბა იგი სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხებს.

ტრამ­პის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პო­ტენ­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თეს, მაკ­რო­ნის ოფის­მა უარი თქვა მისი გრა­ფი­კის დე­ტა­ლე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა­ზე.

  • პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის გახ­სნას 50-მდე მსოფ­ლიო ლი­დე­რი და სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი და­ეს­წრე­ბა.

"შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრო­რუ­სულ­მა ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ შვი­დი კვი­რის წინ გა­ი­მარ­ჯვა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში - შე­დე­გე­ბი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა დაგ­მო. შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა ივ­ნის­ში, კენ­ჭისყ­რის და­წყე­ბამ­დე და და­ა­და­ნა­შა­უ­ლა დე­მოკ­რა­ტი­ის შე­ლახ­ვა­ში.

რუ­სე­თის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა, კვი­რას გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო "სწრა­ფად მი­ი­წევს უკ­რა­ი­ნის გზა­ზე, ბნელ უფსკრულ­ში". მი­სი­ვე თქმით, ეს "ძა­ლი­ან ცუ­დად" დას­რულ­დე­ბა" - წერს DailyMail-ი.

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპი, პარიზში ვიზიტის დროს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება - რას წერს უცხოური მედია

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპი, პარიზში ვიზიტის დროს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება - რას წერს უცხოური მედია

უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შაბათს, პარიზში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება - როგორც მოსალოდნელია, ისინი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ ისაუბრებენ.

დონალდ ტრამპი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოწვევით პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნას დაესწრება და შეხვედრასაც, სავარაუდოდ, აღდგენილ ტაძარში გამართავს.

"ისინი იკრიბებიან ნოტრ-დამში. შეხვედრას მაკრონი შუამავლობს" - განუცხადა DailyMail.com-ს წყარომ საქართველოს პრეზიდენტზე საუბრისას.

  • ამბობენ იმასაც, რომ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ტრამპის პირველი ჩართულობა რუსეთის პერიფერიის ცხელ წერტილში გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ გაუმკლავდება იგი საქართველოსა და უკრაინის საკითხებს.

ტრამპის წარმომადგენლებმა პოტენციური შეხვედრების შესახებ კომენტარი არ გააკეთეს, მაკრონის ოფისმა უარი თქვა მისი გრაფიკის დეტალების დადასტურებაზე.

  • პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნას 50-მდე მსოფლიო ლიდერი და სახელმწიფოს მეთაური დაესწრება.

"შეგახსენებთ, რომ პრორუსულმა ქართულმა ოცნებამ შვიდი კვირის წინ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში - შედეგები ევროპარლამენტმა დაგმო. შეერთებულმა შტატებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა ივნისში, კენჭისყრის დაწყებამდე და დაადანაშაულა დემოკრატიის შელახვაში.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, კვირას განაცხადა, რომ საქართველო "სწრაფად მიიწევს უკრაინის გზაზე, ბნელ უფსკრულში". მისივე თქმით, ეს "ძალიან ცუდად" დასრულდება" - წერს DailyMail-ი.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: