საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა" - რა განცხადებას ავრცელებს საია წუხანდელ მოვლენებზე
"აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა" - რა განცხადებას ავრცელებს საია წუხანდელ მოვლენებზე

ლე­გი­ტი­მუ­რი პრო­ტეს­ტის მე-9 ღა­მეს აქ­ცი­ის დარ­ბე­ვა სა­პო­ლი­ციო ტე­რო­რის ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და შსს-ს მიერ ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა: ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მი­მართ მუ­ქა­რა და გი­ნე­ბა, ძა­ლა­დობ­რი­ვი უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელ­შეშ­ლა, ასე­ვე, ფი­ზი­კურ პირ­თა დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა წი­ნა­აღ­მდეგ,- ამის შე­სა­ხებ „სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ას“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

  • მათი თქმით, „სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია“ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვებს ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში უწევს მო­ნი­ტო­რინგს და მი­იჩ­ნევს, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ტე­მუ­რი და ძა­ლა­დობ­რი­ვი რეპ­რე­სი­ე­ბი ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლად უნდა შე­ფას­დეს, რაც სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

"6 დე­კემ­ბერს მეტ­რო­სად­გურ „თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე“ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი კვლავ უკა­ნო­ნოდ ჩხრეკ­დნენ ადა­მი­ა­ნებს. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ატა­რებ­დნენ ზე­და­პი­რულ შე­მოწ­მე­ბას. მე­დი­ის კად­რებ­ში აშ­კა­რად ჩანს, თუ რო­გორ არ­ღვე­ვენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი კა­ნონს და აშ­კა­რად სცდე­ბი­ან ზე­და­პი­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბის ფარ­გლებს. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ზე­და­პი­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბაც უნდა ემ­ყა­რე­ბო­დეს კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ სა­ფუძ­ვლებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­უ­თი­თებს, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მა­სობ­რი­ვად ას­რუ­ლე­ბენ უკა­ნო­ნო ბრძა­ნე­ბას დე­მონ­სტრან­ტე­ბის და­სა­ში­ნებ­ლად. უკა­ნო­ნო ჩხრე­კის პრო­ცეს­ში და­ა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე პირი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 6-7 დე­კემ­ბერს აქ­ცია მშვი­დო­ბი­ა­ნი იყო, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ყო­ველ­გვა­რი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე და­ი­წყო აქ­ცი­ის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი დარ­ბე­ვა (00:33 სა­ა­თი­დან). სპეც­რაზმმა და­ი­კა­ვა პარ­ლა­მენ­ტის წინა ტე­რი­ტო­რია (00:40 სა­ა­თის­თვის). ამ დრო­ის­თვი­საც, სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი უსა­ფუძ­ვლოდ და ძა­ლა­დობ­რი­ვად აკა­ვებ­დნენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ, პარ­ლა­მენ­ტის წინ დარ­ბე­ვის და­წყე­ბის შემ­დგომ რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე ასე­ვე გან­ლაგ­და სპეც­რაზ­მი, რო­მე­ლიც აქ­ცი­ი­დან რუს­თა­ვე­ლის მეტ­როს­კენ მი­მა­ვალ ადა­მი­ა­ნებს უსა­ფუძ­ვლოდ აკა­ვებ­და.

მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ცხელ ხაზ­ზე 51 და­კა­ვე­ბუ­ლის შე­სა­ხებ შე­მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია.

მე­თო­დე­ბი - მეტ­რო­დან ამო­მა­ვალ პირ­თა ჩხრე­კა, აქ­ცი­ი­დან წა­მო­სუ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ჩა­საფ­რე­ბა - მიზ­ნად ისა­ხავ­და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ში­ნე­ბას და მათ­თვის მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის ად­გი­ლას მი­სას­ვლე­ლად დაბ­რკო­ლე­ბე­ბის შექ­მნას.

ასე­ვე, კვლავ ად­გი­ლი ჰქონ­და აქ­ტი­უ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო და არაპ­რო­პორ­ცი­ულ გა­მო­ყე­ნე­ბას. კერ­ძოდ, იყე­ნებ­დნენ ცრემლსა­დენ გაზ­სა და წყლის ჭავლს, ასე­ვე წი­წა­კის სპრე­ი­საც.

00:45 სა­ა­თის­თვის, მას შემ­დეგ, რაც სა­პო­ლი­ციო ძა­ლებ­მა ოპე­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან სხვა გა­სას­ვლე­ლე­ბი და­ი­კა­ვეს, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი­დან თარ­ხნიშ­ვი­ლის ქუ­ჩით სა­ნა­პი­როს­კენ გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც მათ უც­ნო­ბი, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

კად­რებ­ში კარ­გად ჩანს თავ­დამ­სხმელ­თა სა­ხე­ე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მარ­ტი­ვა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა, ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და, ასე­ვე, 2024 წლის აპ­რილ-მა­ის­ში ასე­თი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი პრაქ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა, გვარ­წმუ­ნებს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ფი­ზი­კურ დაჯ­გუ­ფე­ბებ­თან ალი­ან­სში მოქ­მე­დე­ბენ.

მო­მი­ტინ­გე­ე­ბის და­მა­ში­ნე­ბე­ლი ე.წ „ტი­ტუშ­კე­ბის რე­ი­დი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცი­ე­ბის დროს, რო­დე­საც უც­ნო­ბი პი­რე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და მათი ოჯა­ხის წევ­რებს სახ­ლებ­თან ან ქუ­ჩა­ში, სა­დაც მათ სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ, რა­საც ასე­ვე არ მოჰ­ყო­ლია არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის­გან. 6 დე­კემ­ბერს ასე­თი პი­რე­ბი თავს და­ესხნენ “პუბ­ლი­კას” ჟურ­ნა­ლისტს, მინ­დია გა­ბა­ძე­საც“,- ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა" - რა განცხადებას ავრცელებს საია წუხანდელ მოვლენებზე

"აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა" - რა განცხადებას ავრცელებს საია წუხანდელ მოვლენებზე

ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება: ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

  • მათი თქმით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევს მონიტორინგს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს.

"6 დეკემბერს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ პოლიციელები კვლავ უკანონოდ ჩხრეკდნენ ადამიანებს. პოლიციელები აცხადებდნენ, რომ ატარებდნენ ზედაპირულ შემოწმებას. მედიის კადრებში აშკარად ჩანს, თუ როგორ არღვევენ პოლიციელები კანონს და აშკარად სცდებიან ზედაპირული შემოწმების ფარგლებს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ზედაპირული შემოწმებაც უნდა ემყარებოდეს კანონით განსაზღვრულ საფუძვლებს. აღნიშნული მიუთითებს, რომ პოლიციელები მასობრივად ასრულებენ უკანონო ბრძანებას დემონსტრანტების დასაშინებლად. უკანონო ჩხრეკის პროცესში დააკავეს რამდენიმე პირი.

მიუხედავად იმისა, რომ 6-7 დეკემბერს აქცია მშვიდობიანი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაიწყო აქციის სრულმასშტაბიანი დარბევა (00:33 საათიდან). სპეცრაზმმა დაიკავა პარლამენტის წინა ტერიტორია (00:40 საათისთვის). ამ დროისთვისაც, საპოლიციო ძალები უსაფუძვლოდ და ძალადობრივად აკავებდნენ აქციის მონაწილეებს.

აღსანიშნავია, რომ, პარლამენტის წინ დარბევის დაწყების შემდგომ რესპუბლიკის მოედანზე ასევე განლაგდა სპეცრაზმი, რომელიც აქციიდან რუსთაველის მეტროსკენ მიმავალ ადამიანებს უსაფუძვლოდ აკავებდა.

მთელი ღამის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 51 დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია.

მეთოდები - მეტროდან ამომავალ პირთა ჩხრეკა, აქციიდან წამოსული მშვიდობიანი ადამიანებისთვის ჩასაფრება - მიზნად ისახავდა მოქალაქეების დაშინებას და მათთვის მშვიდობიანი შეკრების ადგილას მისასვლელად დაბრკოლებების შექმნას.

ასევე, კვლავ ადგილი ჰქონდა აქტიური სპეციალური საშუალებების უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებას. კერძოდ, იყენებდნენ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს, ასევე წიწაკის სპრეისაც.

00:45 საათისთვის, მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიიდან სხვა გასასვლელები დაიკავეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან თარხნიშვილის ქუჩით სანაპიროსკენ გადაინაცვლეს, სადაც მათ უცნობი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები დაუპირისპირდნენ.

კადრებში კარგად ჩანს თავდამსხმელთა სახეები, შესაბამისად, მათი იდენტიფიცირება მარტივადაა შესაძლებელი, თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და, ასევე, 2024 წლის აპრილ-მაისში ასეთი დანაშაულებრივი პრაქტიკის გამოყენება, გვარწმუნებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ფიზიკურ დაჯგუფებებთან ალიანსში მოქმედებენ.

მომიტინგეების დამაშინებელი ე.წ „ტიტუშკების რეიდი“ საქართველოში დაიწყო „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციების დროს, როდესაც უცნობი პირები ხვდებოდნენ აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მათი ოჯახის წევრებს სახლებთან ან ქუჩაში, სადაც მათ სასტიკად უსწორდებოდნენ, რასაც ასევე არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება სამართალდამცავი უწყებებისგან. 6 დეკემბერს ასეთი პირები თავს დაესხნენ “პუბლიკას” ჟურნალისტს, მინდია გაბაძესაც“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე: