საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წუხელ შეიარაღებული ბოროტმოქმედები შეამჩნიეს, რომლებიც სპეცრაზმს ეხმარებოდნენ" - პრეზიდენტის განცხადება
"წუხელ შეიარაღებული ბოროტმოქმედები შეამჩნიეს, რომლებიც სპეცრაზმს ეხმარებოდნენ" - პრეზიდენტის განცხადება

პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთ გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს.

  • "გუ­შინ და­ის­ვე­ნეს, დღეს გა­ი­ღი­მა კო­ბა­ხი­ძემ და სა­ღა­მოს ტე­რო­რი მო­ა­წყვეს!!!, - წერს პრე­ზი­დენ­ტი „ფე­ის­ბუქ­ზე“.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი კი­დევ ერთ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"რუ­სე­თის გარ­და, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში აქ­ცე­ვენ მა­სობ­რივ პრო­ტესტს ალ­ყა­ში? რო­გორც წესი, მი­ზა­ნი დაშ­ლაა და არა გა­ნად­გუ­რე­ბა. გუ­შინ ღა­მით სპეც­რაზ­მი თი­თო­ე­ულ დე­მონ­სტრანტს და­ე­დევ­ნა, რო­მელ­მაც გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა და ცენ­ტრი­დან კი­ლო­მეტ­რე­ბის მო­შო­რე­ბით მი­აგ­ნო“, - წერს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ "მმარ­თვე­ლი პარ­ტია რეპ­რე­სი­ებს სულ უფრო აძ­ლი­ე­რებს".

"გუ­შინ ღა­მით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი შე­ამ­ჩნი­ეს, რომ­ლე­ბიც სპეც­რაზმს არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას უწევ­დნენ. მმარ­თვე­ლი პარ­ტია რეპ­რე­სი­ებს სულ უფრო აძ­ლი­ე­რებს“, - აცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სპეც­რაზმმა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ის დაშ­ლა და­ახ­ლო­ე­ბით 00:35 სა­ათ­ზე და­ი­წყო. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნეს წყლის ჭავ­ლი და სხვა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" წევ­რი ცოტ­ნე კო­ბე­რი­ძე, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ასე­ვე, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლია „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტი, ბექა ყორ­შია. ჯერ­ჯე­რო­ბით და­კა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"წუხელ შეიარაღებული ბოროტმოქმედები შეამჩნიეს, რომლებიც სპეცრაზმს ეხმარებოდნენ" - პრეზიდენტის განცხადება

"წუხელ შეიარაღებული ბოროტმოქმედები შეამჩნიეს, რომლებიც სპეცრაზმს ეხმარებოდნენ" - პრეზიდენტის განცხადება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს.

  • "გუშინ დაისვენეს, დღეს გაიღიმა კობახიძემ და საღამოს ტერორი მოაწყვეს!!!, - წერს პრეზიდენტი „ფეისბუქზე“.

საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

"რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში? როგორც წესი, მიზანი დაშლაა და არა განადგურება. გუშინ ღამით სპეცრაზმი თითოეულ დემონსტრანტს დაედევნა, რომელმაც გაქცევა მოახერხა და ცენტრიდან კილომეტრების მოშორებით მიაგნო“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ "მმართველი პარტია რეპრესიებს სულ უფრო აძლიერებს".

"გუშინ ღამით შეიარაღებული ბოროტმოქმედები შეამჩნიეს, რომლებიც სპეცრაზმს არაოფიციალურ დახმარებას უწევდნენ. მმართველი პარტია რეპრესიებს სულ უფრო აძლიერებს“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

ინფორმაციისთვის, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაახლოებით 00:35 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ცოტნე კობერიძე, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ბექა ყორშია. ჯერჯერობით დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

წაიკითხეთ ასევე: