საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება და ამ კურსს მტკიცედ მიუყვება" - მაკა ბოჭორიშვილი
"საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება და ამ კურსს მტკიცედ მიუყვება" - მაკა ბოჭორიშვილი

ევ­რო­კავ­შირს ამ დრომ­დე არ მი­უ­ღია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა ეუ­თოს მი­ნის­ტე­რი­ალ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გა­რეო უწყე­ბა ავ­რცე­ლებს.

მისი თქმით, „სა­ქარ­თვე­ლოს დღეს ჰყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის შე­უქ­ცე­ვა­დო­ბის­თვის უმ­ტკი­ცე­სი სა­ფუძ­ვე­ლი შექ­მნა და დღემ­დე ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა“.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ, ხში­რად ხდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის სა­გა­ნი და აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნით პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გა­საღ­რმა­ვებ­ლად, რაც და­მა­ტე­ბით საფრ­თხეს უქ­მნის ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, მი­უ­ხე­და­ვად უსაფრ­თხო­ე­ბის ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლომ მო­ა­ხერ­ხა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტრანსფორ­მა­ცია და ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით თვალ­სა­ჩი­ნო პროგ­რე­სის მიღ­წე­ვა, რაც დას­ტურ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გე­ბით და ან­გა­რი­შე­ბით.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ეუთო/ოდირს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის­თვის.

მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს 2-მა მი­ლი­ონ­მა მო­ქა­ლა­ქემ, უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­კვირ­ვებ­ლის თან­დას­წრე­ბით და­ა­ფიქ­სი­რა სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი, არ წყდე­ბა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის შე­საქ­მნე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

„მო­ვე­ლით, რომ ეუთო/ოდი­რის სა­ბო­ლოო დას­კვნა და­ე­ფუძ­ნე­ბა ობი­ექ­ტურ შე­ფა­სე­ბებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს გა­ვაგ­რძე­ლოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით”, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

ავტორი:

"საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება და ამ კურსს მტკიცედ მიუყვება" - მაკა ბოჭორიშვილი

"საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება და ამ კურსს მტკიცედ მიუყვება" - მაკა ბოჭორიშვილი

ევროკავშირს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, შესაბამისად განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

მისი თქმით, „საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის უმტკიცესი საფუძველი შექმნა და დღემდე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება“.

მინისტრის განცხადებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც მიმართულია ევროპული ინტეგრაციისკენ, ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და აქტიურად გამოიყენება ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის გასაღრმავებლად, რაც დამატებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევებისა, საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და ეკონომიკური თუ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით თვალსაჩინო პროგრესის მიღწევა, რაც დასტურდება საერთაშორისო რეიტინგებით და ანგარიშებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ეუთო/ოდირს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგისთვის.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2-მა მილიონმა მოქალაქემ, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლის თანდასწრებით დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, არ წყდება სპეკულაციები არჩევნებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად გამოიყენება.

„მოველით, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა დაეფუძნება ობიექტურ შეფასებებს და შესაძლებლობას მოგვცემს გავაგრძელოთ თანამშრომლობა რეკომენდაციების შესრულების მიზნით”, - აღნიშნა მინისტრმა.