საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ნიკა გვარამია კარგად არის, დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“ - ადვოკატი
“ნიკა გვარამია კარგად არის, დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“ - ადვოკატი

“ნიკა გვა­რა­მია კარ­გად არის, გუ­შინ მისი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მას­ზე ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, და­კა­ვე­ბის პრო­ცე­სი კი ყვე­ლამ პირ­და­პირ ეთე­რებ­ში ვნა­ხეთ“,- ამის შე­სა­ხებ “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის ნიკა გვა­რა­მი­ას ად­ვო­კატ­მა ქეთი ჩო­მა­ხაშ­ვილ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მარ­ნე­უ­ლის იზო­ლა­ტორ­ში ნიკა გვა­რა­მი­ას მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ნიკა გვა­რა­მი­ას არ ჩაჰ­ბა­რე­ბია თუ რო­მე­ლი მუხ­ლით არის ის და­კა­ვე­ბუ­ლი.

“სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ არ ვი­ცით ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, ჭო­რა­ო­ბი­სა და სა­უბ­რე­ბის დო­ნე­ზე ვი­ცით, რომ პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვი­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი არ ჩაჰ­ბა­რე­ბია.

როცა აკა­ვებ­დნენ უთხრეს, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა არა­ფერს არ გა­მოვ­რი­ცხავთ, არც იმას, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მით წა­ვი­დეს გა­მო­ძი­ე­ბა, მაგ­რამ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

ხვალ გა­დის 48 სა­ა­თი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით მისი და­კა­ვე­ბის დრო­ი­დან და წე­სით ან უნდა და­ტო­ვოს დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რი, ან უნდა გა­და­იყ­ვა­ნონ სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც სა­სა­მარ­თლო შე­სა­ბა­მისს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს“,- გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ას ად­ვო­კატ­მა ქეთი ჩო­მა­ხაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

“ნიკა გვარამია კარგად არის, დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“ - ადვოკატი

“ნიკა გვარამია კარგად არის, დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“ - ადვოკატი

“ნიკა გვარამია კარგად არის, გუშინ მისი დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, დაკავების პროცესი კი ყველამ პირდაპირ ეთერებში ვნახეთ“,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა “ინტერპრესნიუსს“ მარნეულის იზოლატორში ნიკა გვარამიას მონახულების შემდეგ განაცხადა.

  • მისი თქმით, ოფიციალური ინფორმაცია ნიკა გვარამიას არ ჩაჰბარებია თუ რომელი მუხლით არის ის დაკავებული.

“სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ვიცით ოფიციალური ინფორმაცია, ჭორაობისა და საუბრების დონეზე ვიცით, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა ოფიციალური დოკუმენტი არ ჩაჰბარებია.

როცა აკავებდნენ უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავთ, არც იმას, რომ სისხლის სამართლის საქმით წავიდეს გამოძიება, მაგრამ არსებული ინფორმაციით ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ხვალ გადის 48 საათი, ადმინისტრაციული წესით მისი დაკავების დროიდან და წესით ან უნდა დატოვოს დროებითი მოთავსების იზოლატორი, ან უნდა გადაიყვანონ სასამართლოში, სადაც სასამართლო შესაბამისს გადაწყვეტილებას მიიღებს“,- განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა.

იხილეთ ასევე: