საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენი "ფეიკი" აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო" - გავრცელდა სპეცრაზმელების სია: ვინ როგორ ეხმაურება ფაქტს
"რამდენი "ფეიკი" აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო" - გავრცელდა სპეცრაზმელების სია: ვინ როგორ ეხმაურება ფაქტს

ეს სია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­პო­ვა­რია, რა­მე­თუ ადას­ტუ­რებს სის­ტე­მის რღვე­ვას და აძ­ლი­ე­რებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მო­რა­ლურ წნეხს ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც, იმე­დი მაქვს, შე­იძ­ლე­ბა სინ­დი­სი აწუ­ხებთ და ჩა­დე­ნილს გა­ნიც­დი­ან, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც სპეც­რაზ­მე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ „მთა­ვა­რი არ­ხის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ეს წნე­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­სა­ღი გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ცაა და დიდი ძალა, თუმ­ცა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა გა­და­ი­ზარ­დოს პი­რად ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ში! ამან პი­რი­ქით დრო­ე­ბით კონ­სო­ლი­და­ცია შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს დრო ისე­დაც მო­დის!,“ - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

  • "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე წერს, რომ სიის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა მავ­ნებ­ლო­ბაა.

"ჯერ არ ვიცი ნამ­დვი­ლია თუ არა და რამ­დე­ნად ზუს­ტია, მაგ­რამ ნაც ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა სა­ჯა­როდ და­დეს ქარ­თვე­ლი სპეც­რაზ­მე­ლე­ბის სია. არა­და რამ­დე­ნი "ფე­ი­კი" აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი, ასეთ სი­ებს რუ­სებს აძ­ლე­ვე­ნო…რე­ა­ლუ­რად თვი­თონ და­დეს სა­ჯა­როდ!.. ბა­რემ მი­ა­წე­რონ, მათი პატ­რო­ნე­ბი წი­თელ ხიდ­ზე რომ გარ­ბოდ­ნენ, რო­მე­ლი სპეც­რაზ­მე­ლი იბ­რძო­და აგ­ვის­ტოს ომში, უფრო გა­უ­ად­ვი­ლე­ბენ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას… სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს მტრე­ბი არი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ქმე­დი­თი, მავ­ნე­ბე­ლი მტრე­ბი! მერე გა­მოდ­გე­ბი­ან და სი­ტყვა რუ­სულს ვერ მო­ა­შო­რებ პი­რი­დან" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე.

სპეც­რაზ­მე­ლე­ბის სიის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

"კაცი, რო­მე­ლიც ასე გა­მე­ტე­ბით უს­წორ­დე­ბა ახალ­გაზ­რდებს, გარე მტერ­თან სამ­შობ­ლოს­თვის არას­დროს იო­მებს, რად­გან სწო­რედ მისი მსხვერ­პლია დღეს ამ ბავ­შვებ­ში გან­სხე­უ­ლე­ბუ­ლი სამ­შობ­ლო და მისი მო­მა­ვა­ლი. ასე რომ, სიის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­ზე მა­ინც და მა­ინც ნუ იდარ­დე­ბენ ფსევ­დო-მო­რა­ლის­ტე­ბი…მათი სას­ჯე­ლი სწო­რე­დაც რომ სა­მარ­ცხვი­ნო ბოძ­ზე გაკ­ვრაა…" - წერს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე წერს:

"ხოდა ეს იმას ადას­ტუ­რებს, რაც არას­დროს უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ჩა­ფხუტს მიღ­მა ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, გა­ნიც­დი­ან, სტკი­ვათ, უყ­ვართ. ჯგუ­ფი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ბრძა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც შე­უძ­ლია, მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნია. სულ უნდა გვახ­სოვ­დეს, არას­დროს დაგ­ვაბრმა­ოს ბრაზ­მა ისე, რომ ერ­თმა­ნე­თის დეჰუ­მა­ნი­ზე­ბამ­დე მი­ვი­დეთ და ერ­თმა­ნე­თის ტკი­ვილს ვე­ღარ ვგრძნობ­დეთ. "სხვი­სი" დეჰუ­მა­ნი­ზე­ბა გარ­და იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნო­ბას გვა­კარ­გვი­ნებს, თო­ჯი­ნე­ბად გვხდის ძა­ლა­უფ­ლე­ბის­გან გა­ყო­ყო­ჩე­ბულ­თა ხელ­ში. სა­ნამ ერ­თმა­ნეთს ვტკენთ, "მბრძა­ნებ­ლე­ბი" ტე­ლე­ვი­ზო­რებ­თან თბი­ლად მო­კა­ლა­თე­ბუ­ლე­ბი იცი­ნი­ან და სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნიც­დი­ან. მათ­თვის სუ­ლერ­თია, რო­მელ "მხა­რეს" ვინ და­შავ­დე­ბა, მთა­ვა­რია, რომ სა­თა­მა­შო პულ­ტი უჭი­რავთ.

ქარ­თვე­ლებს შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს სხვა­დას­ხვა აზრი, ეს ბუ­ნებ­რი­ვია და უბე­დუ­რე­ბაც იქ­ნე­ბო­და, ყვე­ლა რომ ზომ­ბე­ბი­ვით ერთ აზ­რზე ვი­ყოთ, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა აზრი არას­დროს უნდა გახ­დეს სხვა­დას­ხვა "მხა­რედ" ყოფ­ნის სა­ბა­ბი. ერთი ქვე­ყა­ნა გვაქვს, სა­ერ­თო მო­მა­ვა­ლი და ამა­საც თვი­თონ უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ, რად­გან ჯერ არ გვე­ღირ­სა მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს თა­ნაბ­რად გაგ­ვიფრ­თხილ­დე­ბო­და. პა­ტი­ვის­ცე­მა მათ, ვინც ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტენ­სი­ურ მო­წამ­ვლა­ზე და და­სა­ხიჩ­რე­ბა­ზე თქვა უარი. ვფიქ­რობ, მათი რი­ცხვი გა­იზ­რდე­ბა".

ცნო­ბის­თვის, "მთა­ვარ­მა არ­ხმა" სპეც­რაზ­მე­ლე­ბის და მათი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის სია გა­ავ­რცე­ლა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"რამდენი "ფეიკი" აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო" - გავრცელდა სპეცრაზმელების სია: ვინ როგორ ეხმაურება ფაქტს

"რამდენი "ფეიკი" აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო" - გავრცელდა სპეცრაზმელების სია: ვინ როგორ ეხმაურება ფაქტს

ეს სია ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რამეთუ ადასტურებს სისტემის რღვევას და აძლიერებს საზოგადოებრივ მორალურ წნეხს ადამიანებზე, რომლებსაც, იმედი მაქვს, შეიძლება სინდისი აწუხებთ და ჩადენილს განიცდიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სპეცრაზმელების ვინაობის შესახებ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

"ეს წნეხი საზოგადოების ჯანსაღი გამოვლინებაცაა და დიდი ძალა, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს პირად ანგარიშსწორებაში! ამან პირიქით დროებით კონსოლიდაცია შეიძლება გამოიწვიოს. სამართლიანი სასამართლოს დრო ისედაც მოდის!,“ - წერს ზურაბიშვილი.

  • "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე წერს, რომ სიის გასაჯაროება მავნებლობაა.

"ჯერ არ ვიცი ნამდვილია თუ არა და რამდენად ზუსტია, მაგრამ ნაც ტელევიზიებმა საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია. არადა რამდენი "ფეიკი" აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო…რეალურად თვითონ დადეს საჯაროდ!.. ბარემ მიაწერონ, მათი პატრონები წითელ ხიდზე რომ გარბოდნენ, რომელი სპეცრაზმელი იბრძოდა აგვისტოს ომში, უფრო გაუადვილებენ იდენტიფიცირებას… საკუთარი სამშობლოს მტრები არიან ჩვეულებრივი, ქმედითი, მავნებელი მტრები! მერე გამოდგებიან და სიტყვა რუსულს ვერ მოაშორებ პირიდან" - წერს სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძე.

სპეცრაზმელების სიის გასაჯაროების თემას ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

"კაცი, რომელიც ასე გამეტებით უსწორდება ახალგაზრდებს, გარე მტერთან სამშობლოსთვის არასდროს იომებს, რადგან სწორედ მისი მსხვერპლია დღეს ამ ბავშვებში განსხეულებული სამშობლო და მისი მომავალი. ასე რომ, სიის გასაჯაროებაზე მაინც და მაინც ნუ იდარდებენ ფსევდო-მორალისტები…მათი სასჯელი სწორედაც რომ სამარცხვინო ბოძზე გაკვრაა…" - წერს ხუხაშვილი.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს:

"ხოდა ეს იმას ადასტურებს, რაც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩაფხუტს მიღმა ადამიანები არიან, განიცდიან, სტკივათ, უყვართ. ჯგუფი, რომელსაც ყველაზე საშინელი ბრძანების შესრულებაც შეუძლია, მცირერიცხოვანია. სულ უნდა გვახსოვდეს, არასდროს დაგვაბრმაოს ბრაზმა ისე, რომ ერთმანეთის დეჰუმანიზებამდე მივიდეთ და ერთმანეთის ტკივილს ვეღარ ვგრძნობდეთ. "სხვისი" დეჰუმანიზება გარდა იმისა, რომ ადამიანობას გვაკარგვინებს, თოჯინებად გვხდის ძალაუფლებისგან გაყოყოჩებულთა ხელში. სანამ ერთმანეთს ვტკენთ, "მბრძანებლები" ტელევიზორებთან თბილად მოკალათებულები იცინიან და სიამოვნებას განიცდიან. მათთვის სულერთია, რომელ "მხარეს" ვინ დაშავდება, მთავარია, რომ სათამაშო პულტი უჭირავთ.

ქართველებს შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა აზრი, ეს ბუნებრივია და უბედურებაც იქნებოდა, ყველა რომ ზომბებივით ერთ აზრზე ვიყოთ, მაგრამ სხვადასხვა აზრი არასდროს უნდა გახდეს სხვადასხვა "მხარედ" ყოფნის საბაბი. ერთი ქვეყანა გვაქვს, საერთო მომავალი და ამასაც თვითონ უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან ჯერ არ გვეღირსა მთავრობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს თანაბრად გაგვიფრთხილდებოდა. პატივისცემა მათ, ვინც ადამიანების ინტენსიურ მოწამვლაზე და დასახიჩრებაზე თქვა უარი. ვფიქრობ, მათი რიცხვი გაიზრდება".

ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" სპეცრაზმელების და მათი ხელმძღვანელების სია გაავრცელა.

ნახეთ ასევე: