მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუფები", კვერცხები, დროშები, ჩაფხუტები წაიღეს..." - ვისთან მივიდა დღეს შსს? დაკავებების, ჩხრეკებისა და დაპირისპირებების ქრონიკა
"პუფები", კვერცხები, დროშები, ჩაფხუტები წაიღეს..." - ვისთან მივიდა დღეს შსს? დაკავებების, ჩხრეკებისა და დაპირისპირებების ქრონიკა

"მე ამას ვერ და­ვარ­ქმევ­დი რეპ­რე­სი­ებს, ეს არის უფრო პრე­ვენ­ცი­ე­ბი, ვიდ­რე რეპ­რე­სი­ე­ბი", - ასე შე­ა­ფა­სა პრე­მი­ერ­მა კო­ბა­ხი­ძემ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის ოფი­სებ­ში პო­ლი­ცი­ის მიერ ჩხრე­კის ჩა­ტა­რე­ბა. პარ­ტი­ე­ბის ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩხრე­კი­სას კვერ­ცხე­ბი და ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბი ამო­ი­ღეს.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რე­ბი ვე­ფხო კას­რა­ძე და ვასო კა­ძე­ლაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. ცნო­ბის­თვის, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა" გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც, მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ „ლე­ლოს“ გო­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვე­ფხვია კას­რა­ძე და ამა­ვე პარ­ტი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი ვა­სილ კა­ძე­ლაშ­ვი­ლი ძა­ლა­დობ­რივ გეგ­მებ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ცოტა ხნის წინ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მოძ­რა­ო­ბა „და­ფი­ო­ნის“ წევ­რი, ზვი­ად ცე­ცხლა­ძე და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „და­ფი­ო­ნი“ აქ­ვეყ­ნებს.

"ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ლი­დე­რი ზვი­ად ცე­ცხლა­ძე და­ა­პა­ტიმ­რეს. პირ­და­პირ ქუ­ჩი­დან აიყ­ვა­ნეს. ამ ეტაპ­ზე სხვა არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს“- წერს „და­ფი­ო­ნი“.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯგუფ "და­ი­ტო­ვეს" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის, აქ­ტი­ვისტ ილია ღლონ­ტის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში პო­ლი­ცია იყო შე­სუ­ლი.

  • სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ჯგუფ "და­ი­ტო­ვეს" კი­დევ ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის, ქრის­ტი­ნე ბოტ­კო­ვე­ლის სახ­ლში აპი­რე­ბენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. მა­ნამ­დე ქრის­ტი­ნე ბოტ­კო­ვე­ლი მისი მე­გობ­რის, ილია ღლონ­ტის სახ­ლში მი­ვი­და, სა­დაც ჩხრე­კა ჩა­ტარ­და.

ქრის­ტი­ნე ბოტ­კო­ვე­ლის გან­მარ­ტე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯგუფ "და­ი­ტო­ვეს" აქ­ტი­უ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"დრო­ას“ ოფის­ში მიმ­დი­ნა­რე ჩხრე­კი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ერთი პირი, "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის“ კი­დევ ერთი წევ­რი გელა ხა­სა­ია და­ა­კა­ვეს.

რო­გორც გელა ხა­სა­ი­ამ და­კა­ვე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, მის­თვის უც­ნო­ბია მი­ზე­ზი, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვა პო­ლი­ცი­ამ ის. „არ ვიცი, ჩემ­თვის ვი­დე­ქი“ . აღ­ნიშ­ნა ხა­სა­ი­ამ.

"გირ­ჩი-დრო­ას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ტი­ის ოფის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ამ კვერ­ცხე­ბი და ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბი ამო­ი­ღო

"ეს რე­ჟი­მი არის შე­ში­ნე­ბუ­ლი და ახლა ცდი­ლობს, თუ ჩვე­ნი ოფი­სი­დან ამო­ი­ღე­ბენ ფო­ი­ერ­ვერ­კებს, ნატ­რიქ­ლორს, „პუ­ფებს“, კვერ­ცხებს, რო­მელ­საც ვი­ყე­ნებთ მო­ძა­ლა­დე სპეც­რაზ­მე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ამით ამ პრო­ტესტს შე­ა­ჩე­რე­ბენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში, არა­ვი­თა­რი ჩხრე­კა ოფისს არ სჭირ­დე­ბა. პი­რა­დად, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ ნე­ბის­მი­ერ ნივთს, რო­მე­ლიც ამ ოფის­ში ინა­ხე­ბა, და­წყე­ბუ­ლი სა­კან­ცე­ლა­რი­ო­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ფო­ი­ერ­ვერ­კით, ვი­ყე­ნებთ სა­მო­ქა­ლა­ქო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პრო­ცეს­ში იმი­ტომ, რომ ეს არის მო­ძა­ლა­დე რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როა სა­მო­ქა­ლა­ქო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. თუ მათ ჰგო­ნი­ათ, რომ ამ უკა­ნო­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბით ვინ­მეს შე­ა­ში­ნე­ბენ და პრო­ტეს­ტი აღარ იქ­ნე­ბა, დღეს სა­ღა­მოს და­ვი­ნა­ხავთ, რომ ბევ­რად უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე გუ­შინ. ეს პრო­ტეს­ტი არის მზარ­დი, დი­ნა­მი­კა არის პო­ზი­ტი­უ­რი. ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა მათი პო­ლი­ტი­კუ­რი პატ­რო­ნე­ბის სრუ­ლი ჩა­მოშ­ლით და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ლე­მონ­ჯა­ვამ.

  • პარ­ტია "დრო­ას" ოფის­თან, სა­დაც პო­ლი­ცია ჩხრე­კას ატა­რებ­და, ხმა­უ­რი იყო - სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნიკა გვა­რა­მია და­ა­კა­ვეს.

ფაქტს წინ უძღო­და სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოჰ­ყვა გვა­რა­მი­ას მო­თხოვ­ნას, რომ რო­გორც წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ოფის­ში შე­უშ­ვან, რათა ჩხრე­კას და­აკ­ვირ­დეს, რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც მას პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ აძ­ლევ­დნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მას უთხრეს, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც და “ხე­ლის შეშ­ლის შემ­თხვე­ვა­ში კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დე­ბენ“.

პარ­ტია ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ბრო­სეს ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ოფის­ში პო­ლი­ცია ჩხრე­კა­ზე შე­ვი­და.

შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ად­გილ­ზე მი­სულ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რს, სოფო ჯა­ფა­რი­ძეს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ "სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­ნო­ბა­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს", რის გა­მოც მას ოფის­ში ვერ შე­უშ­ვებ­დნენ.

  • ცოტა ხნის წინ კი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა „ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის 5 წევ­რი და­ა­კა­ვეს. 5 პირი ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ოფი­სი­დან პო­ლი­ცი­ამ გა­იყ­ვა­ნა. პა­რა­ლე­ლუ­რად ჩხრე­კა ოფის­ში ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

პო­ლი­ცი­ამ ოფი­სი­დან და­ლუ­ქულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ნივ­თე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, დრო­შე­ბი, ჩა­ფხუ­ტე­ბი და ა.შ. წა­ი­ღო.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"პუფები", კვერცხები, დროშები, ჩაფხუტები წაიღეს..." - ვისთან მივიდა დღეს შსს? დაკავებების, ჩხრეკებისა და დაპირისპირებების ქრონიკა

"პუფები", კვერცხები, დროშები, ჩაფხუტები წაიღეს..." - ვისთან მივიდა დღეს შსს? დაკავებების, ჩხრეკებისა და დაპირისპირებების ქრონიკა

"მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები", - ასე შეაფასა პრემიერმა კობახიძემ დღის განმავლობაში რამდენიმე ოპოზიციური პარტიისა და სამოქალაქო აქტივისტების ოფისებში პოლიციის მიერ ჩხრეკის ჩატარება. პარტიების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩხრეკისას კვერცხები და ფეიერვერკები ამოიღეს.

დღის განმავლობაში, სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს. ცნობისთვის, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც, მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ „ლელოს“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვეფხვია კასრაძე და ამავე პარტიასთან დაახლოებული პირი ვასილ კაძელაშვილი ძალადობრივ გეგმებზე საუბრობენ.

ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დაფიონი“ აქვეყნებს.

"ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს. პირდაპირ ქუჩიდან აიყვანეს. ამ ეტაპზე სხვა არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“- წერს „დაფიონი“.

დღის განმავლობაში ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში პოლიცია იყო შესული.

  • სამართალდამცველები ჯგუფ "დაიტოვეს" კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში აპირებენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. მანამდე ქრისტინე ბოტკოველი მისი მეგობრის, ილია ღლონტის სახლში მივიდა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა.

ქრისტინე ბოტკოველის განმარტებით, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ჯგუფ "დაიტოვეს" აქტიურობას უკავშირდება.

"დროას“ ოფისში მიმდინარე ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ერთი პირი, "კოალიცია ცვლილების“ კიდევ ერთი წევრი გელა ხასაია დააკავეს.

როგორც გელა ხასაიამ დაკავებისას აღნიშნა, მისთვის უცნობია მიზეზი, თუ რის საფუძველზე დააკავა პოლიციამ ის. „არ ვიცი, ჩემთვის ვიდექი“ . აღნიშნა ხასაიამ.

"გირჩი-დროას" ინფორმაციით, პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ კვერცხები და ფოიერვერკები ამოიღო

"ეს რეჟიმი არის შეშინებული და ახლა ცდილობს, თუ ჩვენი ოფისიდან ამოიღებენ ფოიერვერკებს, ნატრიქლორს, „პუფებს“, კვერცხებს, რომელსაც ვიყენებთ მოძალადე სპეცრაზმელების წინააღმდეგ, ამით ამ პროტესტს შეაჩერებენ. სინამდვილეში, არავითარი ჩხრეკა ოფისს არ სჭირდება. პირადად, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ნებისმიერ ნივთს, რომელიც ამ ოფისში ინახება, დაწყებული საკანცელარიოდან, დამთავრებული ფოიერვერკით, ვიყენებთ სამოქალაქო წინააღმდეგობის პროცესში იმიტომ, რომ ეს არის მოძალადე რუსული რეჟიმი. შესაბამისად, საჭიროა სამოქალაქო წინააღმდეგობა. თუ მათ ჰგონიათ, რომ ამ უკანონო ღონისძიებით ვინმეს შეაშინებენ და პროტესტი აღარ იქნება, დღეს საღამოს დავინახავთ, რომ ბევრად უფრო მეტი ადამიანი იქნება, ვიდრე გუშინ. ეს პროტესტი არის მზარდი, დინამიკა არის პოზიტიური. ეს ყველაფერი დასრულდება მათი პოლიტიკური პატრონების სრული ჩამოშლით და საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებით“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლემონჯავამ.

  • პარტია "დროას" ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებდა, ხმაური იყო - სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია დააკავეს.

ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა გვარამიას მოთხოვნას, რომ როგორც წარმომადგენელი, ოფისში შეუშვან, რათა ჩხრეკას დააკვირდეს, რის შესაძლებლობასაც მას პოლიციის წარმომადგენლები არ აძლევდნენ. სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია, ადგილზე იმყოფება წარმომადგენელიც და “ხელის შეშლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებენ“.

პარტია ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ბროსეს ქუჩაზე მდებარე ოფისში პოლიცია ჩხრეკაზე შევიდა.

შსს-ს თანამშრომლებმა ადგილზე მისულ ნაციონალური მოძრაობის წევრს, სოფო ჯაფარიძეს განუცხადეს, რომ "სასამართლო განჩინების საფუძველზე, შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", რის გამოც მას ოფისში ვერ შეუშვებდნენ.

  • ცოტა ხნის წინ კი სამართალდამცავებმა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის 5 წევრი დააკავეს. 5 პირი ახალგაზრდული ფრთის ოფისიდან პოლიციამ გაიყვანა. პარალელურად ჩხრეკა ოფისში ამ დრომდე გრძელდება.

პოლიციამ ოფისიდან დალუქულ მდგომარეობაში გარკვეული ნივთები, სავარაუდოდ, დროშები, ჩაფხუტები და ა.შ. წაიღო.

წაიკითხეთ ასევე: