მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთავი, ფოთი, ბათუმი... - უკვე რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები რეგიონებში გრძელდება
რუსთავი, ფოთი, ბათუმი... - უკვე რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები რეგიონებში გრძელდება

რუს­თავ­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბა გა­მარ­თეს. დე­მონ­სტრან­ტებ­მა მსვლე­ლო­ბა ქა­ლა­ქის შე­მო­სას­ვლე­ლი­დან, თა­მარ მე­ფის მო­ედ­ნი­დან და­ი­წყეს და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, რუს­თა­ვის მე­რი­ის წინ და­ას­რუ­ლეს.

rustavi
ფოტო: "ინფო რუს­თა­ვი"

რუს­თა­ვის მე­რი­ას­თან მყო­ფი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ქა­ლა­ქის მერ­თან, ნინო ლა­ცა­ბი­ძეს­თან შეხ­ვედ­რას და მის მიერ სპეც­რაზ­მის ძა­ლა­დობ­რივ მოქ­მე­დე­ბებ­ზე მკა­ფიო პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას ითხო­ვენ.

რუს­თავ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც.

“მე იმი­ტომ ვარ რუს­თავ­ში, რომ გა­ვამ­ხნეო ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რე­ბი და ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა რუ­სულ პო­ლი­ტი­კას სა­ქარ­თვე­ლო­ში. არ დარ­ჩე­ნი­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­თა­ნაც კონ­ფლიქ­ტი არ ჰქონ­დეს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და მის ე.წ. კრი­მი­ნა­ლურ ბან­დას“. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა ვი­ა­როთ ყვე­ლა ქა­ლაქ­ში, სო­ფელ­ში და ვუ­თხრათ მხარ­დამ­ჭე­რებს, რომ მარ­ტო თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე არ წყდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბედი, სა­ქარ­თვე­ლოს ბედი წყდე­ბა თი­თო­ე­ულ ქუ­ჩა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და რუს­თავ­ში აქ­ცი­ა­ზე მყოფ­მა “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

რუს­თავ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი კურ­სის მხარ­და­სა­ჭე­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მე­ო­თხე დღეა იმარ­თე­ბა.

  • ბა­თუმ­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რამ­დე­ნი­მე ქუჩა გა­და­კე­ტეს - ქა­ლა­ქის შე­სას­ვლელ­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია

batumi
ბა­თუ­მი

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ბა­თუ­მის მთა­ვა­რი შე­მო­სას­ვლე­ლის­კენ მი­ე­მარ­თე­ბი­ან, სა­დაც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას გა­მარ­თა­ვენ. გა­და­კე­ტი­ლია გო­რის ქუ­ჩაც. ქა­ლა­ქის შე­სას­ვლელ­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია.

“ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძა­ლა­დებს? უფრო მეტი გა­მო­ვალთ და და­ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით რუ­სულ რე­ჟიმს. გა­დავ­კე­ტავთ ყვე­ლა ქუ­ჩას და ჩვენ ხმას გა­ი­გე­ბენ ყველ­გან. ამ ის­ტო­რი­ულ შანს სა­ქარ­თვე­ლო არ და­კარ­გავს, რად­გან ქვეყ­ნის უმ­რავ­ლე­სო­ბას ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი სურს”, - აცხა­დე­ბენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

  • საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თა ფოთ­შიც. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ნიკო ნი­კო­ლა­ძის კოშკთან შე­იკ­რიბ­ნენ და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

foti
ფოთი

“ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ჩვე­ნი სამ­შობ­ლო გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ერთხელ და სა­მუ­და­მოდ პუ­ტი­ნის მარ­წუ­ხე­ბის­გან და პუ­ტი­ნის მომ­ხრე­ე­ბის­გან. ყვე­ლამ იცის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და და არა­ლე­გი­ტი­მუ­რია დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლა­დობს ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და ცდი­ლობს, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა”, - აცხა­დე­ბენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

დე­მონ­სტრან­ტებ­მა ფე­ხით მსვლე­ლო­ბა მო­ა­წყვეს. თავ­და­პირ­ვე­ლად ისი­ნი წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­თან მი­ვიდ­ნენ, სა­დაც მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი და მათ მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბას­თან გა­და­ი­ნაც­ვლეს. მათი გან­ცხა­დე­ბით, აქ­ცი­ე­ბი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბას აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

ავტორი:

რუსთავი, ფოთი, ბათუმი... - უკვე რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები რეგიონებში გრძელდება

რუსთავი, ფოთი, ბათუმი... - უკვე რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები რეგიონებში გრძელდება

რუსთავში მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტებმა მსვლელობა ქალაქის შემოსასვლელიდან, თამარ მეფის მოედნიდან დაიწყეს და თავისუფლების მოედანზე, რუსთავის მერიის წინ დაასრულეს.

rustavi
ფოტო: "ინფო რუსთავი"

რუსთავის მერიასთან მყოფი აქციის მონაწილეები ქალაქის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან შეხვედრას და მის მიერ სპეცრაზმის ძალადობრივ მოქმედებებზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ.

რუსთავში საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

“მე იმიტომ ვარ რუსთავში, რომ გავამხნეო ჩვენი მხარდაჭერები და ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება რუსულ პოლიტიკას საქართველოში. არ დარჩენილი დემოკრატიული ქვეყანა, რომელთანაც კონფლიქტი არ ჰქონდეს “ქართულ ოცნებას“ და მის ე.წ. კრიმინალურ ბანდას“. ჩვენი ამოცანაა ვიაროთ ყველა ქალაქში, სოფელში და ვუთხრათ მხარდამჭერებს, რომ მარტო თბილისში, რუსთაველის გამზირზე არ წყდება საქართველოს ბედი, საქართველოს ბედი წყდება თითოეულ ქუჩაზე“, - განაცხადა რუსთავში აქციაზე მყოფმა “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

რუსთავში საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია მეოთხე დღეა იმართება.

  • ბათუმში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს - ქალაქის შესასვლელში საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია

batumi
ბათუმი

მოქალაქეები ბათუმის მთავარი შემოსასვლელისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას გამართავენ. გადაკეტილია გორის ქუჩაც. ქალაქის შესასვლელში საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.

“ხელისუფლება იძალადებს? უფრო მეტი გამოვალთ და დავუპირისპირდებით რუსულ რეჟიმს. გადავკეტავთ ყველა ქუჩას და ჩვენ ხმას გაიგებენ ყველგან. ამ ისტორიულ შანს საქართველო არ დაკარგავს, რადგან ქვეყნის უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

  • საპროტესტო აქცია გაიმართა ფოთშიც. მოქალაქეები ნიკო ნიკოლაძის კოშკთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გააპროტესტეს.

foti
ფოთი

“ჩვენი მთავარი მიზანია, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო გათავისუფლდეს ერთხელ და სამუდამოდ პუტინის მარწუხებისგან და პუტინის მომხრეებისგან. ყველამ იცის, საერთაშორისო საზოგადოებამაც, რომ არჩევნები გაყალბდა და არალეგიტიმურია დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ძალადობს ჩვენს მოქალაქეებზე და ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დემონსტრანტებმა ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. თავდაპირველად ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორთან მივიდნენ, სადაც მათი ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე აქციის დროს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები არიან მოთავსებული და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მოგვიანებით კი, აქციის მონაწილეებმა მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან გადაინაცვლეს. მათი განცხადებით, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება და მოსახლეობას აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებენ.