პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილის დაკავების ამბავი სოციალური ქსელით გავიგე... დავადგინეთ რომ საგარეჯოში იყო, ჩავედი, მაგრამ..." - რას ჰყვება პაატა ზაქარეიშვილი
"ჩემი შვილის დაკავების ამბავი სოციალური ქსელით გავიგე... დავადგინეთ რომ საგარეჯოში იყო, ჩავედი, მაგრამ..." - რას ჰყვება პაატა ზაქარეიშვილი

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, გამ­თე­ნი­ას აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის კონ­ფლიქ­ტო­ლო­გის, ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის ვაჟი, მი­ხე­ილ ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი. ის ამ დრომ­დე სა­გა­რე­ჯოს იზო­ლა­ტორ­ში რჩე­ბა. ოჯახ­მა შვი­ლის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით შე­ი­ტყო.

პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი:

- სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ვი­გეთ მისი და­კა­ვე­ბის ამ­ბა­ვი, ჩემი შვი­ლი, მი­ხე­ილ ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი, გამ­თე­ნი­ას, 6 სა­ათ­ზე და­ა­კა­ვეს აქ­ცი­ა­ზე და ბრა­ლად ედე­ბა თით­ქოს პო­ლი­ცი­ას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და და ხუ­ლიგ­ნობ­და. არა­და კად­რე­ბი გავ­რცელ­და ტე­ლე­ვი­ზი­ით მისი და­კა­ვე­ბის და კად­რებ­ში ჩანს რომ არა­ნა­ირ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას არ უწევს. მშვი­დად მიყ­ვე­ბა პო­ლი­ცი­ას.

სა­ეჭ­ვოა რომ პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ე­წია, ასეა თუ ისეა, ფაქ­ტია და­კა­ვე­ბუ­ლია, საქ­მე სა­სა­მარ­თლო­შია გა­და­ცე­მუ­ლი და ალ­ბათ სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს საქ­მეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, ვიდ­რე ტე­ლე­ფონს ჩა­მო­არ­თმევ­დნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­ას­წრო და ფე­ის­ბუქ­ზე და­წე­რა, რომ და­ა­კა­ვეს, ასე გა­ვი­გეთ ჩვენ და მერე ტვ. პირ­ვე­ლის კად­რე­ბიც ვნა­ხეთ, სა­დაც ნამ­დვი­ლად ჩან­და კად­რებ­ში. ჩემი შვი­ლი 1987 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი. ის სულ და­დის აქ­ცი­ა­ზე.

და­ვად­გი­ნეთ რომ სა­გა­რე­ჯო­ში იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი, ჩა­ვე­დი იქ, რომ გა­მე­გო რო­გო­რია მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. ახლა მოვ­დი­ვარ იქი­დან. ფი­ზი­კუ­რად არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ მო­ი­ნა­ხუ­ლა ად­ვო­კატ­მა და რო­გორც ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, ვი­ზუ­ა­ლუ­რად ცე­მის კვა­ლი არ ეტყო­ბა. არც ერთი აქ­ცია არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბია. ვი­ღა­ცე­ბი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­გა­რე­ჯო­ში, მაგ­რამ არ ვიცი მათ შო­რის არი­ან თუ არა ჩემი შვი­ლის მე­გობ­რე­ბი. მე მა­ინ­ტე­რე­სებ­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, ახლა და­ვე­ლო­დე­ბით სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს, ჯერ სა­სა­მარ­თლო ჩა­ნიშ­ნუ­ლი არ არის.

რაც ხდე­ბა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ში­ნე­ლე­ბაა... ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რია ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­მარ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის გამო, არა­მედ იმის გამო რომ რაც აღე­ბუ­ლი აქვთ კონ­სტი­ტუ­ცი­ით ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იმას რომ არ ას­რუ­ლე­ბენ. ნა­ტო­ში და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე ფაქ­ტობ­რი­ვად თქვეს უარი, თვი­თონ შე­ა­ჩე­რეს ეს პრო­ცე­სი და ფა­რი­სევ­ლუ­რად აბ­რა­ლე­ბენ ევ­რო­კავ­შირს.

ევ­რო­კავ­შირ­მა თქვა, პი­რო­ბე­ბი შე­ას­რუ­ლე­თო, ესე­ნი პი­რო­ბებს არ ას­რუ­ლე­ბენ და და­სავ­ლეთს აბ­რა­ლე­ბენ ყვე­ლა­ფერს. ევ­რო­კავ­ში­რი ამ­ბობს ვიდ­რე პი­რო­ბე­ბი არ შეს­რულ­დე­ბა, ვერ გავ­ხსნით მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­სო და ესე­ნი ად­გნენ და და­ხუ­რეს. მათ არ უნ­დათ ევ­რო­კავ­შირ­ში. რა­ღა­ცებს იგო­ნე­ბენ, რაც სა­სა­ცი­ლოა და ყვე­ლას კარ­გად ეს­მის რა რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ვართ და ამი­ტომ არის ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

"ჩემი შვილის დაკავების ამბავი სოციალური ქსელით გავიგე... დავადგინეთ რომ საგარეჯოში იყო, ჩავედი, მაგრამ..." - რას ჰყვება პაატა ზაქარეიშვილი

"ჩემი შვილის დაკავების ამბავი სოციალური ქსელით გავიგე... დავადგინეთ რომ საგარეჯოში იყო, ჩავედი, მაგრამ..." - რას ჰყვება პაატა ზაქარეიშვილი

როგორც გავარკვიეთ, გამთენიას აქციაზე დაკავებულებს შორის არის კონფლიქტოლოგის, ყოფილი მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის ვაჟი, მიხეილ ზაქარეიშვილი. ის ამ დრომდე საგარეჯოს იზოლატორში რჩება. ოჯახმა შვილის დაკავების ფაქტი სოციალური ქსელით შეიტყო.

პაატა ზაქარეიშვილი:

- სოციალური ქსელით გავიგეთ მისი დაკავების ამბავი, ჩემი შვილი, მიხეილ ზაქარეიშვილი, გამთენიას, 6 საათზე დააკავეს აქციაზე და ბრალად ედება თითქოს პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და ხულიგნობდა. არადა კადრები გავრცელდა ტელევიზიით მისი დაკავების და კადრებში ჩანს რომ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს. მშვიდად მიყვება პოლიციას.

საეჭვოა რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა გაეწია, ასეა თუ ისეა, ფაქტია დაკავებულია, საქმე სასამართლოშია გადაცემული და ალბათ სასამართლო განიხილავს საქმეს. როგორც ირკვევა, ვიდრე ტელეფონს ჩამოართმევდნენ პოლიციელები მოასწრო და ფეისბუქზე დაწერა, რომ დააკავეს, ასე გავიგეთ ჩვენ და მერე ტვ. პირველის კადრებიც ვნახეთ, სადაც ნამდვილად ჩანდა კადრებში. ჩემი შვილი 1987 წელს არის დაბადებული. ის სულ დადის აქციაზე.

დავადგინეთ რომ საგარეჯოში იყო გადაყვანილი, ჩავედი იქ, რომ გამეგო როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა მოვდივარ იქიდან. ფიზიკურად არ მინახავს, მაგრამ მოინახულა ადვოკატმა და როგორც ადვოკატი ამბობს, ვიზუალურად ცემის კვალი არ ეტყობა. არც ერთი აქცია არ გამოუტოვებია. ვიღაცები არიან დაკავებულები საგარეჯოში, მაგრამ არ ვიცი მათ შორის არიან თუ არა ჩემი შვილის მეგობრები. მე მაინტერესებდა მისი მდგომარეობა, ახლა დაველოდებით სასამართლო პროცესს, ჯერ სასამართლო ჩანიშნული არ არის.

რაც ხდება დღეს საქართველოში, საშინელებაა... ანტიკონსტიტუციურია ეს ხელისუფლება არამარტო არჩევნების გაყალბების გამო, არამედ იმის გამო რომ რაც აღებული აქვთ კონსტიტუციით ვალდებულება იმას რომ არ ასრულებენ. ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ფაქტობრივად თქვეს უარი, თვითონ შეაჩერეს ეს პროცესი და ფარისევლურად აბრალებენ ევროკავშირს.

ევროკავშირმა თქვა, პირობები შეასრულეთო, ესენი პირობებს არ ასრულებენ და დასავლეთს აბრალებენ ყველაფერს. ევროკავშირი ამბობს ვიდრე პირობები არ შესრულდება, ვერ გავხსნით მოლაპარაკებებსო და ესენი ადგნენ და დახურეს. მათ არ უნდათ ევროკავშირში. რაღაცებს იგონებენ, რაც სასაცილოა და ყველას კარგად ესმის რა რეალობის წინაშე ვართ და ამიტომ არის ამდენი ადამიანი ქუჩაში გამოსული.

წაიკითხეთ ასევე: