სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთაველის თეატრი მუდამ ეპიცენტრში და მოწოდების სიმაღლეზეა... ამბობენ, რობიკოზე საშინელება დაწერესო" - ნანა ფაჩუაშვილი წუხანდელ მოვლენებზე
"რუსთაველის თეატრი მუდამ ეპიცენტრში და მოწოდების სიმაღლეზეა... ამბობენ, რობიკოზე საშინელება დაწერესო" - ნანა ფაჩუაშვილი წუხანდელ მოვლენებზე

"ყვე­ლას გა­და­ე­ცით, რომ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის კარი ამ წუ­თებ­ში ღიაა და ნა­ცე­მი და და­ხუ­თუ­ლი “უსამ­შობ­ლო­ე­ბი” აფა­რე­ბენ თავს, იმი­ტომ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რი ეკუთ­ვნის ხალ­ხს და მორ­ჩა!" - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რე­ჟი­სო­რი დათა თა­ვა­ძე...

წუ­ხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რი ჩა­მოხ­სნეს და მას თა­ვის და­სა­ცა­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ასე­ვე, გახ­სნი­ლი იყო რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის კა­რე­ბი და შე­ნო­ბა­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შეს­ვლაც შე­ეძ­ლოთ.

  • ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ნანა ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი 1964 წლი­დან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზეა. მას მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ვკი­თხეთ აზრი...

- ვე­რა­ფერს გე­ტყვით, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, ამ შე­ტა­კე­ბის შემ­ყუ­რე იმ­დე­ნად ცუ­დად ვარ, ისეთ ემო­ცი­ებ­ში, სი­ტყვის თქმის ძა­ლაც აღარ მაქვს, ორი ღა­მეა სა­ერ­თოდ არ მი­ძი­ნია..

პირ­ველ რიგ­ში გა­უ­გებ­რო­ბა! ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თის აღარც მოს­მე­ნა უნ­დათ და აღარც გა­გე­ბა. ოპო­ზი­ცი­ას ვგუ­ლის­ხმობ, ამ ახალ­გაზ­რდებს არაფ­რის მოს­მე­ნა არ უნ­დათ, არ იცი­ან და ასე სპონ­ტა­ნუ­რად თავს რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ებს სწი­რა­ვენ. იქი­თა მხა­რე­ზეც რა გი­თხრათ, რო­გორ­ღაც ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­გე­ბი­ნოთ. არ იყო ეს შე­ტა­კე­ბა სა­ჭი­რო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის სა­სურ­ვე­ლი.

- წუ­ხელ რუს­თა­ვე­ლის თე­ატრს შე­ა­ფა­რა ხალ­ხმა თავი და ამან ყვე­ლას ის გა­ახ­სე­ნა, როცა უმ­ძი­მეს დროს კახი კავ­სა­ძემ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის კარი გა­ა­ღო და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნა...

- დიახ, მაგ­რამ მხო­ლოდ კახი კავ­სა­ძე არ იყო იქ... იმ დროს იქვე ვი­ყა­ვი, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ძა­ლი­ან ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი იქ ვი­ყა­ვით და ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რად ვიცი! ეს ბუ­ნებ­რი­ვია ასე იქ­ნე­ბა, აბა რა, როცა ხალ­ხს ჭირ­დე­ბა... ახლა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში შუ­შე­ბი ჩაგ­ვი­ტე­ხეს, რო­ბერტ სტუ­რუ­ა­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა და­წე­რეს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რი ჩა­მოხ­სნეს და მას თა­ვის და­სა­ცა­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ

- და რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა მა­ინც გა­უ­ღო მათ კა­რე­ბი?

- მა­ინც არა, რუს­თა­ვე­ლის თე­ატრს კარი უნდა გა­ე­ღო, აბა სხვა­ნა­ი­რად რო­გორ უნდა ყო­ფი­ლი­ყო?! რო­ბი­კომ იმ­ხე­ლა რამ და­ტო­ვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ზუს­ტად ამას გე­უბ­ნე­ბით, რომ ამ ახალ­გაზ­რდებ­მა ეს უნდა იცოდ­ნენ! არ იცი­ან და უნდა გა­ვა­გე­ბი­ნოთ, ლექ­ცია იქ­ნე­ბა თუ რაც იქ­ნე­ბა, უნდა იცოდ­ნენ, რა, რო­გორ არის, რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თა­ვად ოპო­ზი­ცია ტე­ლე­ვი­ზო­რებ­თან ის­ხდნენ და ისე უყუ­რებ­დნენ, რაც ხდე­ბო­და. ახალ­გაზ­რდე­ბი ასე გა­და­რი­ეს და ამ ზო­მამ­დე მი­იყ­ვა­ნეს, თო­რემ არა­ფე­რი ისე­თი არ ყო­ფი­ლა... აქ ღირ­სე­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი, თუ მე შენ ასე მექ­ცე­ვი, მე მაქვს უფ­ლე­ბა, და­გიბ­რუ­ნოო, თო­რემ ევ­რო­პი­დან გა­ვა­ლო და ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია არ იქ­ნე­ბაო, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ ტყუ­ი­ლია?!

წინა მი­ტინ­გებ­ზეც ასე და­ა­ზი­ა­ნეს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი, ვე­ე­ბერ­თე­ლა შუშა ჩა­ამ­სხვრი­ეს. ახლა ამ­ბო­ბენ, რომ რო­ბი­კო­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა და­წე­რე­სო. მე არ მი­ნა­ხავს. არა უშავს რო­ბი­კოს ბევ­რი რამე გა­მო­უც­დია. ის­ტო­რი­ამ უკვე თქვა რო­ბი­კო ვინც არის! რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი ყო­ველ­თვის ეპი­ცენ­ტრში იყო, იქ­ნე­ბა და ყო­ველ­თვის ღირ­სე­უ­ლად იდ­გე­ბა!

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"რუსთაველის თეატრი მუდამ ეპიცენტრში და მოწოდების სიმაღლეზეა... ამბობენ, რობიკოზე საშინელება დაწერესო" - ნანა ფაჩუაშვილი წუხანდელ მოვლენებზე

"რუსთაველის თეატრი მუდამ ეპიცენტრში და მოწოდების სიმაღლეზეა... ამბობენ, რობიკოზე საშინელება დაწერესო" - ნანა ფაჩუაშვილი წუხანდელ მოვლენებზე

"ყველას გადაეცით, რომ რუსთაველის თეატრის კარი ამ წუთებში ღიაა და ნაცემი და დახუთული “უსამშობლოები” აფარებენ თავს, იმიტომ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო თეატრი ეკუთვნის ხალხს და მორჩა!" - სოციალურ ქსელში რეჟისორი დათა თავაძე...

წუხელ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის თეატრის სარეკლამო ბანერი ჩამოხსნეს და მას თავის დასაცავად გამოიყენებენ. ასევე, გახსნილი იყო რუსთაველის თეატრის კარები და შენობაში აქციის მონაწილეებს შესვლაც შეეძლოთ.

  • ქართველი მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი 1964 წლიდან რუსთაველის თეატრის სცენაზეა. მას მიმდინარე მოვლენების შესახებ ვკითხეთ აზრი...

- ვერაფერს გეტყვით, რაც საქართველოში ხდება, ამ შეტაკების შემყურე იმდენად ცუდად ვარ, ისეთ ემოციებში, სიტყვის თქმის ძალაც აღარ მაქვს, ორი ღამეა საერთოდ არ მიძინია..

პირველ რიგში გაუგებრობა! ადამიანებს ერთმანეთის აღარც მოსმენა უნდათ და აღარც გაგება. ოპოზიციას ვგულისხმობ, ამ ახალგაზრდებს არაფრის მოსმენა არ უნდათ, არ იციან და ასე სპონტანურად თავს რაღაც სისულელეებს სწირავენ. იქითა მხარეზეც რა გითხრათ, როგორღაც ყველას ყველაფერი უნდა გავაგებინოთ. არ იყო ეს შეტაკება საჭირო, აბსოლუტურად არ იყო ჩვენი ქვეყნისთვის სასურველი.

- წუხელ რუსთაველის თეატრს შეაფარა ხალხმა თავი და ამან ყველას ის გაახსენა, როცა უმძიმეს დროს კახი კავსაძემ რუსთაველის თეატრის კარი გააღო და უამრავი ადამიანი გადაარჩინა...

- დიახ, მაგრამ მხოლოდ კახი კავსაძე არ იყო იქ... იმ დროს იქვე ვიყავი, რუსთაველის თეატრის ძალიან ბევრი მსახიობი იქ ვიყავით და ყველაფერი ძალიან დეტალურად ვიცი! ეს ბუნებრივია ასე იქნება, აბა რა, როცა ხალხს ჭირდება... ახლა რუსთაველის თეატრში შუშები ჩაგვიტეხეს, რობერტ სტურუაზე საშინელება დაწერეს.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის თეატრის სარეკლამო ბანერი ჩამოხსნეს და მას თავის დასაცავად გამოიყენებენ

- და რუსთაველის თეატრმა მაინც გაუღო მათ კარები?

- მაინც არა, რუსთაველის თეატრს კარი უნდა გაეღო, აბა სხვანაირად როგორ უნდა ყოფილიყო?! რობიკომ იმხელა რამ დატოვა ჩვენი ქვეყნისთვის ხელოვნებაში, ზუსტად ამას გეუბნებით, რომ ამ ახალგაზრდებმა ეს უნდა იცოდნენ! არ იციან და უნდა გავაგებინოთ, ლექცია იქნება თუ რაც იქნება, უნდა იცოდნენ, რა, როგორ არის, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ.

დარწმუნებული ვარ, თავად ოპოზიცია ტელევიზორებთან ისხდნენ და ისე უყურებდნენ, რაც ხდებოდა. ახალგაზრდები ასე გადარიეს და ამ ზომამდე მიიყვანეს, თორემ არაფერი ისეთი არ ყოფილა... აქ ღირსებაზე იყო საუბარი, თუ მე შენ ასე მექცევი, მე მაქვს უფლება, დაგიბრუნოო, თორემ ევროპიდან გავალო და ვიზალიბერალიზაცია არ იქნებაო, ეს ყველაფერი ხომ ტყუილია?!

წინა მიტინგებზეც ასე დააზიანეს რუსთაველის თეატრი, ვეებერთელა შუშა ჩაამსხვრიეს. ახლა ამბობენ, რომ რობიკოზე საშინელება დაწერესო. მე არ მინახავს. არა უშავს რობიკოს ბევრი რამე გამოუცდია. ისტორიამ უკვე თქვა რობიკო ვინც არის! რუსთაველის თეატრი ყოველთვის ეპიცენტრში იყო, იქნება და ყოველთვის ღირსეულად იდგება!

წაიკითხეთ ასევე: