საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით" - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით" - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკ­რა­ი­ნა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2028 წლამ­დე შე­ა­ჩე­როს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე - რო­გორც ეს, ისე მშვი­დო­ბი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა, მოს­კო­ვის სა­სარ­გებ­ლოდ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის შემ­ჭიდ­რო­ე­ბის დას­ტუ­რია - ტყუ­ი­ლად არ არის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ კრემ­ლის მხრი­დან უკვე მი­ი­ღო სა­ჯა­რო შე­ქე­ბა სა­კუ­თა­რი ხალ­ხის ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მოქ­მე­დე­ბის­თვის,- ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კო­მენ­ტარ­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩო ავ­რცე­ლებს.

  • უწყე­ბა ასე­ვე, ეხ­მა­უ­რე­ბა თბი­ლის­ში, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას და აღ­ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნა „მკაც­რად გმობს“ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

"უკ­რა­ი­ნა მკაც­რად გმობს ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას თბი­ლის­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. მო­ვუ­წო­დებთ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, პა­ტი­ვი სცეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის უფ­ლე­ბას და თავი შე­ი­კა­ვოს ძა­ლა­დო­ბი­სა და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­გან.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბა 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში არა­ერ­თი დარ­ღვე­ვის შე­დე­გია. სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა დარ­ღვე­ვა უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი უნდა და­ი­სა­ჯონ.

უკ­რა­ი­ნა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2028 წლამ­დე შე­ა­ჩე­როს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ისე­ვე რო­გორც მშვი­დო­ბი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა, მოს­კო­ვის სა­სარ­გებ­ლოდ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის შემ­ჭიდ­რო­ე­ბის დას­ტუ­რია. ტყუ­ი­ლად არ არის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ კრემ­ლის მხრი­დან უკვე მი­ი­ღო სა­ჯა­რო შე­ქე­ბა სა­კუ­თა­რი ხალ­ხის ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მოქ­მე­დე­ბის­თვის.

მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, პა­ტი­ვი სცეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის მის­წრა­ფე­ბას, იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ევ­რო­პის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი და და­უბ­რუნ­დეს ყვე­ლა იმ რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის­თვის“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით" - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

"უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით" - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე - როგორც ეს, ისე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მოსკოვის სასარგებლოდ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემჭიდროების დასტურია - ტყუილად არ არის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ კრემლის მხრიდან უკვე მიიღო საჯარო შექება საკუთარი ხალხის ევროპული არჩევანის საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის,- ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

  • უწყება ასევე, ეხმაურება თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ საპროტესტო აქციას და აღნიშნავს, რომ უკრაინა „მკაცრად გმობს“ ძალის გამოყენებას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

"უკრაინა მკაცრად გმობს ძალის გამოყენებას თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და თავი შეიკავოს ძალადობისა და პროვოკაციებისგან.

საქართველოში შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არაერთი დარღვევის შედეგია. საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ყველა დარღვევა უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მოსკოვის სასარგებლოდ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემჭიდროების დასტურია. ტყუილად არ არის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ კრემლის მხრიდან უკვე მიიღო საჯარო შექება საკუთარი ხალხის ევროპული არჩევანის საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებას, იყოს თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის განუყოფელი ნაწილი და დაუბრუნდეს ყველა იმ რეფორმის განხორციელებას, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირში წევრობისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: