საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თოვლისგან ჩახერგილი გზები, წვიმისგან დატბორილი სახლები და მეწყერი... - რა ხდება იმერეთში, სადაც სტიქიას ებრძვიან (ფოტოები)
თოვლისგან ჩახერგილი გზები, წვიმისგან დატბორილი სახლები და მეწყერი... - რა ხდება იმერეთში, სადაც სტიქიას ებრძვიან (ფოტოები)

იმე­რეთ­ში უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ზემო იმე­რეთ­ში იწ­მინ­დე­ბა გზე­ბი თოვ­ლის სა­ფა­რის­გან. მა­ღალმთი­ან სოფ­ლებ­ში მო­სუ­ლი უხვი თოვ­ლის გამო მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­და­ად­გი­ლე­ბა ჰქონ­დათ შე­ზღუ­დუ­ლი.

მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა, რო­გორც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ასე­ვე სოფ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის გამო გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დი­ლი­დან ისევ გა­ნახ­ლდა.

ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად: ქუ­თა­ის­ში, წყალ­ტუ­ბო­ში, ვან­ში, ბაღ­დათ­ში, თერ­ჯო­ლა­ში, ზეს­ტა­ფონ­სა და სამ­ტრე­დი­ა­ში და­იტ­ბო­რა ქუ­ჩე­ბი, სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თე­ბი და ეზო­ე­ბი, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი და 40-მდე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლე­ბი.

უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­და ვან­ში, სამ­ტრე­დი­ა­ში, ბაღ­დათ­სა და ქუ­თა­ის­ში.

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ქუ­თა­ი­სის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და­ვით ერე­მე­იშ­ვი­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად გა­ეც­ნო.

"ინ­ტენ­სი­უ­რი, გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მის გამო და­იტ­ბო­რა ქუ­თა­ი­სის რამ­დე­ნი­მე ქუჩა. ჩვე­ნი შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. დახ­მა­რე­ბას აღ­მო­ვუ­ჩენთ ყვე­ლას, ვი­საც ამის სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ერე­მე­იშ­ვილ­მა.

უხვმა ნა­ლექ­მა და უა­მინ­დო­ბამ იმე­რეთ­ში გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა ელექტრო ენერ­გი­ის მი­წო­დე­ბის კუ­თხი­თაც. სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ, რათა დრო­უ­ლად მოხ­დეს პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრა. რე­გი­ონ­ში ელექტრო ენერ­გია ამ ეტაპ­ზე არ მი­ე­წო­დე­ბა 70 680 აბო­ნენტს.

ავტორი:

თოვლისგან ჩახერგილი გზები, წვიმისგან დატბორილი სახლები და მეწყერი... - რა ხდება იმერეთში, სადაც სტიქიას ებრძვიან (ფოტოები)

თოვლისგან ჩახერგილი გზები, წვიმისგან დატბორილი სახლები და მეწყერი... - რა ხდება იმერეთში, სადაც სტიქიას ებრძვიან (ფოტოები)

იმერეთში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ზემო იმერეთში იწმინდება გზები თოვლის საფარისგან. მაღალმთიან სოფლებში მოსული უხვი თოვლის გამო მოქალაქეებს გადაადგილება ჰქონდათ შეზღუდული.

მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ტექნიკა, როგორც მუნიციპალიტეტებში ასევე სოფლების მიმართულებით, ინტენსიური თოვის გამო გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ისევ განახლდა.

ძლიერი წვიმის შედეგად: ქუთაისში, წყალტუბოში, ვანში, ბაღდათში, თერჯოლაში, ზესტაფონსა და სამტრედიაში დაიტბორა ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და ეზოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და 40-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები.

უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ვანში, სამტრედიაში, ბაღდათსა და ქუთაისში.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

"ინტენსიური, გადაუღებელი წვიმის გამო დაიტბორა ქუთაისის რამდენიმე ქუჩა. ჩვენი შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ მოსახლეობის დასახმარებლად. დახმარებას აღმოვუჩენთ ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს", - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

უხვმა ნალექმა და უამინდობამ იმერეთში გარკვეული პრობლემები შექმნა ელექტრო ენერგიის მიწოდების კუთხითაც. სპეციალური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა. რეგიონში ელექტრო ენერგია ამ ეტაპზე არ მიეწოდება 70 680 აბონენტს.