სამართალი
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მადლობა ბიძინა ივანიშვილს - გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა პრეზიდენტის თანამდებობა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა კონსტიტუცია შეურაცხყო“ - მიხეილ ყაველაშვილი
“მადლობა ბიძინა ივანიშვილს - გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა პრეზიდენტის თანამდებობა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა კონსტიტუცია შეურაცხყო“ - მიხეილ ყაველაშვილი

“მად­ლო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თი­თო­ე­ულ წევ­რს ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თვის - გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს, რა­ო­დენ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა, მი­თუ­მე­ტეს იმ ფონ­ზე, რომ მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია შე­უ­რა­ცხყო და უგუ­ლე­ბელ­ყო“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ის ამა­ყი და ბედ­ნი­ე­რია, რომ ასეთ რთულ ეპო­ქა­ში ქვეყ­ნის დაც­ვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად რომ უწევს.

“უპირ­ვე­ლე­სად და­ვი­წყებ მად­ლო­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ჩვენ­თვის სა­ა­მა­ყო და გა­მორ­ჩე­ულ პი­როვ­ნე­ბას. ყო­ველ­თვის აღ­ვნიშ­ნავ­დი, რომ მე ამა­ყი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, ასეთ რთულ ეპო­ქა­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის დაც­ვა ამ ადა­მი­ან­თან ერ­თად რომ მი­წევს. დიდი მად­ლო­ბა, რომ ეს ნდო­ბა მო­მა­ნი­ჭა. ასე­ვე, მად­ლო­ბა ჩემს თა­ნა­მებ­რძო­ლებს, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თი­თო­ე­ულ წევ­რს ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თვის. რა თქმა უნდა, გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს, რა­ო­დენ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­თუ­მე­ტეს იმ ფონ­ზე, რომ მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა შე­უ­რა­ცხყო და უგუ­ლე­ბელ­ყო ჩვე­ნი მთა­ვა­რი დო­კუ­მენ­ტი - სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია და დღე­საც აგ­რძე­ლებს მის დარ­ღვე­ვას“,- გა­ნა­ცხა­და ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა.


რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ერ­თი­ან­დეს.


“სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თვე­ლებს არ გვეს­წავ­ლე­ბა, რომ სი­ძულ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად ყოფს და აპი­რის­პი­რებს ადა­მი­ა­ნებს. ამის სა­პი­რის­პი­როდ არის სიყ­ვა­რუ­ლი გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი. გულ­წრფე­ლად მინ­და გი­თხრათ, მკა­ფი­ოდ და დაგ­პირ­დეთ, ნამ­დვი­ლად უსა­ზღვროდ მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო და ჩემი ქვე­ყა­ნა. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­თვის ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბა, ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის იდე­ის ირ­გვლივ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხარს დაგ­ვი­ჭერს და უფრო მე­ტად ძლი­ერს გავ­ხდით ჩვენს სამ­შობ­ლოს, ჩვენს სა­ქარ­თვე­ლოს. ღმერ­თი იყოს ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი, ფა­რავ­დეს უფა­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნას“, - გა­ნა­ცხა­და ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა.


იხი­ლეთ ასე­ვე:


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

“მადლობა ბიძინა ივანიშვილს - გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა პრეზიდენტის თანამდებობა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა კონსტიტუცია შეურაცხყო“ - მიხეილ ყაველაშვილი

“მადლობა ბიძინა ივანიშვილს - გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა პრეზიდენტის თანამდებობა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა კონსტიტუცია შეურაცხყო“ - მიხეილ ყაველაშვილი

“მადლობა ბიძინა ივანიშვილს, “ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ნდობის გამოცხადებისთვის - გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია შეურაცხყო და უგულებელყო“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ამაყი და ბედნიერია, რომ ასეთ რთულ ეპოქაში ქვეყნის დაცვა ბიძინა ივანიშვილთან ერთად რომ უწევს.

“უპირველესად დავიწყებ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მე ამაყი და ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა ამ ადამიანთან ერთად რომ მიწევს. დიდი მადლობა, რომ ეს ნდობა მომანიჭა. ასევე, მადლობა ჩემს თანამებრძოლებს, “ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ნდობის გამოცხადებისთვის. რა თქმა უნდა, გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას“,- განაცხადა ყაველაშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება გაერთიანდეს.


“საქართველოში ქართველებს არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ნამდვილად ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს. ამის საპირისპიროდ არის სიყვარული გამაერთიანებელი. გულწრფელად მინდა გითხრათ, მკაფიოდ და დაგპირდეთ, ნამდვილად უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ქვეყანა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების გაერთიანებისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი ღირებულებები, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ საზოგადოება გავაერთიანოთ. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და უფრო მეტად ძლიერს გავხდით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ფარავდეს უფალი ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ყაველაშვილმა.


იხილეთ ასევე: