მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვარამიას აჯანყება არ გაიშვა არსად..." - კახა კალაძე
"გვარამიას აჯანყება არ გაიშვა არსად..." - კახა კალაძე

რა აჯან­ყე­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი, ჯერ გვა­რა­მი­ას აჯან­ყე­ბა არ გა­იშ­ვა არ­სად, ამის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, გან­წყო­ბე­ბიც არ არის - სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში თა­ვი­ან­თი "ბაბ­ლი“ ჰყავთ და ამით გან­სა­ზღვრა­ვენ და სურთ სხვებს და­ა­ჯე­რონ, რომ ქვე­ყა­ნა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე, "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აჯან­ყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მისი შე­ფა­სე­ბით, მათ საქ­მე რა­დი­კა­ლებ­თან აქვთ, რომ­ლე­ბიც უცხო­ე­თი­დან ზარს ელო­დე­ბი­ან თუ რო­გორ უნდა იმოქ­მე­დონ.

"ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბის კამ­პა­ნია აქვთ და­წყე­ბუ­ლი, ჯერ თა­ვი­ან­თი ამომ­რჩე­ვე­ლი აზე­ი­მეს, ატყუ­ებ­დნენ, თით­ქოს არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვეს. ტე­ლე­კამ­პა­ნი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უბ­რობ­დნენ, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, თა­ვი­ან­თი ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი­თა და ეგ­ზიტ­პო­ლე­ბით, შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავ­დათ თა­ვი­ან­თი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი.

დღე­საც იგი­ვე გრძელ­დე­ბა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ერ­თმა­ნეთს ლან­ძღა­ვენ და აბ­რა­ლე­ბენ.

რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მა­შინ ხდე­ბა, რო­დე­საც სი­ტუ­ა­ცია მომ­წი­ფე­ბუ­ლია, უამ­რა­ვი გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მა­გა­ლი­თად, 2012 წლამ­დე უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბა იყო ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­ზღუ­დუ­ლი იყო სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა, გვახ­სოვს თუ რო­გორ შე­დი­ოდ­ნენ ცი­ხე­ებ­ში. ჯერ იჭერ­დნენ, შემ­დეგ ცი­ხე­ებ­ში შე­დი­ოდ­ნენ ამ ადა­მი­ა­ნებ­თან, ქო­ნე­ბებს არ­თმევ­დნენ და სა­ხელ­მწი­ფო­სა და თა­ვი­ანთზე აფორ­მე­ბი­ნებ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხი არ დარ­ჩე­ნი­ლა, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი არ შე­ხე­ბია. დღეს ქვე­ყა­ნა­ში რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გვაქვს. გვაქვს დე­მოკ­რა­ტია, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, და­ცუ­ლია სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, ბიზ­ნე­სი თა­ვი­სუ­ფა­ლია.

რა აჯან­ყე­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი, ჯერ გვა­რა­მი­ას აჯან­ყე­ბა არ გა­იშ­ვა არ­სად, ამის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, გან­წყო­ბე­ბიც არ არის.

ეს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ილუ­ზი­ა­ში არის, რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტილ­ნი, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში თა­ვი­ან­თი "ბაბ­ლი“ ჰყავთ და ამით გან­სა­ზღვრა­ვენ და სურთ სხვებს და­ა­ჯე­რონ, რომ ქვე­ყა­ნა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა. ხალ­ხს მშვი­დო­ბა და სიმ­შვი­დე უნ­დათ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტია, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, წინსვლა, აღმშე­ნებ­ლო­ბა სურთ, ის კი, რა­საც ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხე­დავთ, ერთი და იმა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი და სა­ხე­ე­ბი, ეს რა­დი­კა­ლიზ­მი ყო­ველ­თვის მარ­ცხის­თვის არის გან­წი­რუ­ლი.

მათ მაქ­სი­მუ­მი არ­ჩევ­ნებ­ში გა­ა­კე­თეს, ის ხმე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მგო­ნია დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც მთლი­ა­ნად ამ რა­დი­კა­ლებს ჰქონ­დათ. ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რა გეგ­მა­ზეა სა­უ­ბა­რი, ხალ­ხის რა­ღაც რა­ო­დე­ნო­ბამ მხა­რი და­გი­ჭი­რა და კე­თი­ლი ინე­ბე და შებ­რძან­დი პარ­ლა­მენ­ტში და შენი გა­სა­კე­თე­ბე­ლი გა­ა­კე­თე.

ჩვენ საქ­მე რა­დი­კა­ლებ­თან გვაქვს, დაჯ­გუ­ფე­ბას­თან, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას ებ­რძვის, ისი­ნი გა­რე­დან იმარ­თე­ბი­ან, რა­საც და­ა­ვა­ლე­ბენ, ის უნდა გა­ა­კე­თონ და იმოქ­მე­დონ. არ არი­ან ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლე­ბი და უცხო­ე­თი­დან ზარს ელო­დე­ბი­ან რა, რო­გო­რი უნდა გა­ა­კე­თონ“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით, არა­ლე­გი­ტი­მუ­რი რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბას ხალ­ხი ახ­დენ და ამ პრო­ცეს­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. "მარ­ტო ქუ­ჩა­ში დგო­მა არ არის საკ­მა­რი­სი. აჯან­ყე­ბას, არა­ლე­გი­ტი­მუ­რი რე­ჟი­მე­ბის შეც­ვლას პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ ახ­დე­ნენ, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ამას, პირ­ველ რიგ­ში, აკე­თებს ხალ­ხი, მათ შო­რის სა­კუ­თარ თავ­ზე ინი­ცი­ა­ტი­ვის აღე­ბას, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის რა­ღაც შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ცე­მით. უნდა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ, რა გვჭირ­დე­ბა, რო­გო­რი მე­თო­დე­ბით გვინ­და სი­ა­რუ­ლი და რო­გო­რი ქვეყ­ნის აშე­ნე­ბა გვინ­და“,- გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

ავტორი:

"გვარამიას აჯანყება არ გაიშვა არსად..." - კახა კალაძე

"გვარამიას აჯანყება არ გაიშვა არსად..." - კახა კალაძე

რა აჯანყებებზეა საუბარი, ჯერ გვარამიას აჯანყება არ გაიშვა არსად, ამის საფუძველი არ არსებობს, განწყობებიც არ არის - სოციალურ მედიაში თავიანთი "ბაბლი“ ჰყავთ და ამით განსაზღვრავენ და სურთ სხვებს დააჯერონ, რომ ქვეყანაში განსხვავებული სიტუაციაა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებას, საზოგადოების აჯანყებასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, მათ საქმე რადიკალებთან აქვთ, რომლებიც უცხოეთიდან ზარს ელოდებიან თუ როგორ უნდა იმოქმედონ.

"ერთმანეთზე გადაბრალების კამპანია აქვთ დაწყებული, ჯერ თავიანთი ამომრჩეველი აზეიმეს, ატყუებდნენ, თითქოს არჩევნებში გაიმარჯვეს. ტელეკამპანიის განმავლობაში საუბრობდნენ, რომ გამარჯვებულები იყვნენ, თავიანთი ფალსიფიცირებული კვლევებითა და ეგზიტპოლებით, შეცდომაში შეჰყავდათ თავიანთი თანამოაზრეები.

დღესაც იგივე გრძელდება, სოციალურ ქსელებში ერთმანეთს ლანძღავენ და აბრალებენ.

რევოლუციები ქვეყანაში მაშინ ხდება, როდესაც სიტუაცია მომწიფებულია, უამრავი განაწყენებული ადამიანია. მაგალითად, 2012 წლამდე უმძიმესი ვითარება იყო ყველა მიმართულებით, შეზღუდული იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, გვახსოვს თუ როგორ შედიოდნენ ციხეებში. ჯერ იჭერდნენ, შემდეგ ციხეებში შედიოდნენ ამ ადამიანებთან, ქონებებს ართმევდნენ და სახელმწიფოსა და თავიანთზე აფორმებინებდნენ.

საქართველოში ოჯახი არ დარჩენილა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია. დღეს ქვეყანაში რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. გვაქვს დემოკრატია, თავისუფლება, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ბიზნესი თავისუფალია.

რა აჯანყებებზეა საუბარი, ჯერ გვარამიას აჯანყება არ გაიშვა არსად, ამის საფუძველი არ არსებობს, განწყობებიც არ არის.

ეს რამდენიმე ადამიანი ილუზიაში არის, რეალობას მოწყვეტილნი, სოციალურ მედიაში თავიანთი "ბაბლი“ ჰყავთ და ამით განსაზღვრავენ და სურთ სხვებს დააჯერონ, რომ ქვეყანაში განსხვავებული სიტუაციაა. ხალხს მშვიდობა და სიმშვიდე უნდათ, თავისუფლება დემოკრატია, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა სურთ, ის კი, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, ერთი და იმავე ადამიანები და სახეები, ეს რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვის არის განწირული.

მათ მაქსიმუმი არჩევნებში გააკეთეს, ის ხმები წარმოუდგენელი მგონია დღევანდელ საქართველოში, რაც მთლიანად ამ რადიკალებს ჰქონდათ. ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი მიმდინარეობს.

რა გეგმაზეა საუბარი, ხალხის რაღაც რაოდენობამ მხარი დაგიჭირა და კეთილი ინებე და შებრძანდი პარლამენტში და შენი გასაკეთებელი გააკეთე.

ჩვენ საქმე რადიკალებთან გვაქვს, დაჯგუფებასთან, რომელიც სახელმწიფოებრიობას ებრძვის, ისინი გარედან იმართებიან, რასაც დაავალებენ, ის უნდა გააკეთონ და იმოქმედონ. არ არიან ჩამოყალიბებულები და უცხოეთიდან ზარს ელოდებიან რა, როგორი უნდა გააკეთონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, არალეგიტიმური რეჟიმის ცვლილებას ხალხი ახდენ და ამ პროცესში პოლიტიკოსები მონაწილეობენ. "მარტო ქუჩაში დგომა არ არის საკმარისი. აჯანყებას, არალეგიტიმური რეჟიმების შეცვლას პოლიტიკოსები არ ახდენენ, პოლიტიკოსები ამაში მონაწილეობენ. ამას, პირველ რიგში, აკეთებს ხალხი, მათ შორის საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, პოლიტიკოსებისთვის რაღაც შესაძლებლობების მიცემით. უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვჭირდება, როგორი მეთოდებით გვინდა სიარული და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.