პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არანაირი დაფინანსება არ მაინტერესებს... დაფინანსება ხალხის სიყვარული და მხარდაჭერაა" - ვაშაძე
"არანაირი დაფინანსება არ მაინტერესებს... დაფინანსება ხალხის სიყვარული და მხარდაჭერაა" - ვაშაძე

ვინც არ და­წერს მან­და­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას, პირ­და­პირ ვი­ძა­ხი - ეს არის ორ­მა­გი თა­მა­ში და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ ორ­მაგ თა­მაშ­ში არა­ვინ შევა - ამ თვით­მარ­ქვია ადა­მი­ა­ნებს მი­ვაწ­ვე­ბით კი­დეც ბო­ლომ­დე, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უყა­რონ კენ­ჭი ამ სა­კითხს,- ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ვა­შა­ძის თქმით, მან­და­ტე­ბის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას რამ­დენ­ჯე­რაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, იმ­დენ­ჯერ და­წე­რენ.

"რამ­დენ­ჯე­რაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა მან­და­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა, იმ­დენ­ჯერ დავ­წერთ. ამ თვით­მარ­ქვია ადა­მი­ა­ნებს მი­ვაწ­ვე­ბით კი­დეც ბო­ლომ­დე, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უყა­რონ კენ­ჭი ამ სა­კითხს. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ! ვინც არ და­წერს ამ მან­და­ტებ­ზე გან­ცხა­დე­ბას, პირ­და­პირ ვი­ძა­ხი - ეს არის ორ­მა­გი თა­მა­ში და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ ორ­მაგ თა­მაშ­ში არა­ვინ შევა.

[პარ­ტი­ე­ბის] და­ფი­ნან­სე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად აქვთ ჩა­დე­ბუ­ლი, რომ ვი­ღა­ცას ხელი აა­ღე­ბი­ნონ მან­და­ტე­ბის [გა­უქ­მე­ბა­ზე]. რა და­ფი­ნან­სე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც თვით­მარ­ქვია ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თა­ვენ ქვე­ყა­ნას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქვთ მი­ტა­ცე­ბუ­ლი. ხალ­ხს არ­თმე­ვენ მო­მა­ვალს. არა­ნა­ი­რი და­ფი­ნან­სე­ბა არ მა­ინ­ტე­რე­სებს. და­ფი­ნან­სე­ბა ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი და მხარ­და­ჭე­რაა. მეტი არა­ფე­რი, ესაა მთა­ვა­რი”,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ტია „გა­ხა­რია - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ მან­და­ტე­ბის შე­წყვე­ტა­ზე პარ­ლა­მენ­ტის­თვის ამ ეტაპ­ზე მი­მარ­თვას არ აპი­რებს და არ გა­მო­რი­ცხავს, რომ "პრო­ცესს რამ­დე­ნი­მე თვე" დას­ჭირ­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ პარ­ტი­ის „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რმა, გი­ორ­გი შა­რა­ში­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გი­ორ­გი შა­რა­ში­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტე­ბის შე­წყვე­ტა­ზე პარ­ლა­მენტს მი­მარ­თა­ვენ მა­შინ, რო­დე­საც „ყვე­ლა­ზე კარ­გი დრო იქ­ნე­ბა“.

„ჩვენ პრო­ცეს­თან გვაქვს საქ­მე, ეს ხომ არ არის ერ­თდღი­ა­ნი, თუნ­დაც ერ­თკვი­რი­ა­ნი ან ორ­კვი­რი­ა­ნი პრო­ცე­სი, შე­საძ­ლოა, ჩვენ ვი­ხი­ლოთ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­ლი­ლი პრო­ცე­სი, რო­მელ­საც უბ­რა­ლოდ ვერ გა­ვექ­ცე­ვით. ამას რო­დის გა­ვა­კე­თებთ? გა­ვა­კე­თებთ მა­შინ, რო­დე­საც ამის ყვე­ლა­ზე კარ­გი დრო იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი შა­რა­ში­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"არანაირი დაფინანსება არ მაინტერესებს... დაფინანსება ხალხის სიყვარული და მხარდაჭერაა" - ვაშაძე

"არანაირი დაფინანსება არ მაინტერესებს... დაფინანსება ხალხის სიყვარული და მხარდაჭერაა" - ვაშაძე

ვინც არ დაწერს მანდატების გაუქმებაზე განცხადებას, პირდაპირ ვიძახი - ეს არის ორმაგი თამაში და დარწმუნებული ვარ, ამ ორმაგ თამაშში არავინ შევა - ამ თვითმარქვია ადამიანებს მივაწვებით კიდეც ბოლომდე, რომ დაუყოვნებლივ უყარონ კენჭი ამ საკითხს,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძის თქმით, მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ დაწერენ.

"რამდენჯერაც საჭირო იქნება მანდატებთან დაკავშირებით განცხადების დაწერა, იმდენჯერ დავწერთ. ამ თვითმარქვია ადამიანებს მივაწვებით კიდეც ბოლომდე, რომ დაუყოვნებლივ უყარონ კენჭი ამ საკითხს. დაუყოვნებლივ! ვინც არ დაწერს ამ მანდატებზე განცხადებას, პირდაპირ ვიძახი - ეს არის ორმაგი თამაში და დარწმუნებული ვარ, ამ ორმაგ თამაშში არავინ შევა.

[პარტიების] დაფინანსება სპეციალურად აქვთ ჩადებული, რომ ვიღაცას ხელი ააღებინონ მანდატების [გაუქმებაზე]. რა დაფინანსებაზეა საუბარი, როდესაც თვითმარქვია ადამიანები მართავენ ქვეყანას და ხელისუფლება აქვთ მიტაცებული. ხალხს ართმევენ მომავალს. არანაირი დაფინანსება არ მაინტერესებს. დაფინანსება ხალხის სიყვარული და მხარდაჭერაა. მეტი არაფერი, ესაა მთავარი”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტისთვის ამ ეტაპზე მიმართვას არ აპირებს და არ გამორიცხავს, რომ "პროცესს რამდენიმე თვე" დასჭირდეს. აღნიშნულის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

როგორც გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, საპარლამენტო მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტს მიმართავენ მაშინ, როდესაც „ყველაზე კარგი დრო იქნება“.

„ჩვენ პროცესთან გვაქვს საქმე, ეს ხომ არ არის ერთდღიანი, თუნდაც ერთკვირიანი ან ორკვირიანი პროცესი, შესაძლოა, ჩვენ ვიხილოთ თვეების განმავლობაში გაწელილი პროცესი, რომელსაც უბრალოდ ვერ გავექცევით. ამას როდის გავაკეთებთ? გავაკეთებთ მაშინ, როდესაც ამის ყველაზე კარგი დრო იქნება“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.