მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში ფესტივალი "განდაგანა" მიმდინარეობს
ბათუმში ფესტივალი "განდაგანა" მიმდინარეობს

ბა­თუ­მი ყო­ველ­წლი­ურ სოფ­ლის ტუ­რიზ­მის ფეს­ტი­ვალს „გან­და­გა­ნას“ მას­პინ­ძლობს. ფეს­ტი­ვა­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლად სა­შე­მოდ­გო­მო დე­კო­რა­ცი­ე­ბით გა­ფორ­მე­ბულ ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ ქა­ლა­ქი­დან გა­უს­ვლე­ლად აჭა­რულ სოფ­ლებ­ში იმოგ­ზა­უ­რონ, და­ა­გე­მოვ­ნონ აჭა­რის სხვა­დას­ხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კერ­ძე­ბი, გა­ეც­ნონ აჭა­რულ ტრა­დი­ცი­ებ­სა და კულ­ტუ­რას. გა­სუ­ლი წლის მსგავ­სად, წელ­საც მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი აჭა­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და ხალ­ხუ­რი რეწ­ვის დარ­გე­ბის წარ­მო­ჩე­ნა­ზე კეთ­დე­ბა. ულა­მა­ზე­სი დე­კო­რა­ცი­ე­ბი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი აჭა­რუ­ლი რეწ­ვის სივ­რცე, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის მსგავ­სად, წელ­საც „გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ზუ­რაბ შე­ვარ­დნა­ძემ მო­ა­წყო. სა­შე­მოდ­გო­მო დე­კო­რა­ცი­ე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი სივ­რცე მთი­ა­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ე­ბის, სოფ­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­თენ­ტუ­რი გა­რე­მოს გა­ცო­ცხლე­ბა­სა და მთებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას უწყობს ხელს.

მო­ე­წყო­ბი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი კვე­ბის კუ­თხე­ე­ბი, სა­დაც აჭა­რის ხუ­თი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კერ­ძე­ბი მზად­დე­ბა, ტარ­დე­ბა მას­ტერკლა­სე­ბი და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბი­სა და მოწ­ვე­უ­ლი ბრენდშე­ფე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე ად­გი­ლობ­რივ ფოლკ­ლო­რულ ჯგუ­ფებ­თან ერ­თად მოწ­ვე­უ­ლი ბენ­დე­ბი და მუ­სი­კა­ლუ­რი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ზრუ­ნა­ვენ. მათ შო­რი­საა „ქარ­თუ­ლი ხმე­ბი“, „ალი­ლო“, „ბანი“, ურსა“, „კა­ხა­ბე­რი და ხა­ნუ­მე­ბი“, „თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტი“ და სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლი "აფხა­ზე­თი”. ფეს­ტი­ვალ­ზე 200-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი და სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი მე­წარ­მე­ე­ბის ხელ­ნა­კე­თი ნა­მუ­შევ­რე­ბის, სოფ­ლის ნო­ბა­თი­სა და კერ­ძე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სოფ­ლის ტუ­რიზ­მის ფეს­ტი­ვა­ლი „გან­დგა­ნა“ 2015 წლი­დან, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა. მისი მი­ზა­ნი აჭა­რუ­ლი სოფ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, წარ­მო­ჩე­ნა და სოფ­ლად ტუ­რის­ტე­ბის მოგ­ზა­უ­რო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბაა.

პ რ ო გ რ ა მ ა

14:00 სა­ა­თი­დან:

კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მას­ტერკლა­სე­ბი, ტრა­დი­ცი­უ­ლი აჭა­რუ­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა, გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი სივ­რცის გა­მო­ფე­ნა, ხელ­ნა­კე­თი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, ად­გი­ლობ­რი­ვი თაფ­ლის და­გე­მოვ­ნე­ბა, და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე, სოფ­ლის ნო­ბა­თის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, სა­ბავ­შვო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, თე­ატ­რა­ლუ­რი მსვლე­ლო­ბა.

22 ნო­ემ­ბე­რი

  • 18:00-18:50 - ტრიო "გოგ­ლა­უ­რა" და ბენ­დი "ქარ­თუ­ლი”
  • 18:50-19:20 - ოზურ­გე­თის ან­სამ­ბლი "შე­მოქ­მე­დი"
  • 19:20-19:30 - ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლი "ბერ­მუ­ხა”
  • 19:30-20:00 - ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლი "ათძა­ლი"
  • 20:00-20:50 - LIO with ILA
  • 20:50-21:00 - სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზია - 2024-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ან­დრია ფუტ­კა­რა­ძე
  • 21:00-21:40 - ალი­ლო
  • 21:40-22:40 - ბანი
  • 22:40-23:40 - ურსა

23 ნო­ემ­ბე­რი

  • 18:00-18:20 - შუ­ა­ხე­ვის სა­ლოტ­ბა­რო სკო­ლა
  • 18:20-19:00 - სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლი "არ­სი­ა­ნი"
  • 19:00-19:30 - ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლი "ქარ­თუ­ლი"
  • 19:30-20:10 - თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტი
  • 20:10-20:50 - ქარ­თუ­ლი ხმე­ბი
  • 20:50-22:00 - სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლი "აფხა­ზე­თი”
  • 22:00-23:00 - კა­ხა­ბე­რი და ხა­ნუ­მე­ბი

NS

ავტორი:

ბათუმში ფესტივალი "განდაგანა" მიმდინარეობს

ბათუმში ფესტივალი "განდაგანა" მიმდინარეობს

ბათუმი ყოველწლიურ სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანას“ მასპინძლობს. ფესტივალი ტრადიციულად საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში იმოგზაურონ, დააგემოვნონ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კერძები, გაეცნონ აჭარულ ტრადიციებსა და კულტურას. გასული წლის მსგავსად, წელსაც მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე კეთდება. ულამაზესი დეკორაციებითაა გაფორმებული აჭარული რეწვის სივრცე, რომელიც გასული წლის მსგავსად, წელსაც „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელმა ზურაბ შევარდნაძემ მოაწყო. საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებული სივრცე მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას უწყობს ხელს.

მოეწყობილია სპეციალური კვების კუთხეები, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კერძები მზადდება, ტარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები პროფესიული კოლეჯებისა და მოწვეული ბრენდშეფების მონაწილეობით. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად მოწვეული ბენდები და მუსიკალური შემსრულებლები ზრუნავენ. მათ შორისაა „ქართული ხმები“, „ალილო“, „ბანი“, ურსა“, „კახაბერი და ხანუმები“, „თეატრალური კვარტეტი“ და სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "აფხაზეთი”. ფესტივალზე 200-მდე ადგილობრივი და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მეწარმეების ხელნაკეთი ნამუშევრების, სოფლის ნობათისა და კერძების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.

პ რ ო გ რ ა მ ა

14:00 საათიდან:

კულინარიული მასტერკლასები, ტრადიციული აჭარული კერძების დაგემოვნება, გარდენია შევარდნაძის ეთნოგრაფიული სივრცის გამოფენა, ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი თაფლის დაგემოვნება, დაცული ტერიტორიების საგამოფენო სივრცე, სოფლის ნობათის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო აქტივობები, თეატრალური მსვლელობა.

22 ნოემბერი

  • 18:00-18:50 - ტრიო "გოგლაურა" და ბენდი "ქართული”
  • 18:50-19:20 - ოზურგეთის ანსამბლი "შემოქმედი"
  • 19:20-19:30 - ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბერმუხა”
  • 19:30-20:00 - ფოლკლორული ანსამბლი "ათძალი"
  • 20:00-20:50 - LIO with ILA
  • 20:50-21:00 - საბავშვო ევროვიზია - 2024-ის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე
  • 21:00-21:40 - ალილო
  • 21:40-22:40 - ბანი
  • 22:40-23:40 - ურსა

23 ნოემბერი

  • 18:00-18:20 - შუახევის სალოტბარო სკოლა
  • 18:20-19:00 - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "არსიანი"
  • 19:00-19:30 - ფოლკლორული ანსამბლი "ქართული"
  • 19:30-20:10 - თეატრალური კვარტეტი
  • 20:10-20:50 - ქართული ხმები
  • 20:50-22:00 - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "აფხაზეთი”
  • 22:00-23:00 - კახაბერი და ხანუმები

NS