უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის 34 მოღალატისთვის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევის შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სია მოიცავს ყოფილ თანამდებობის პირებს, მათ შორის: სახალხო დეპუტატებს, უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელებს, პროკურორებს, ასევე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, რუს პოლიტიკურ, რელიგიურ და კულტურის სფეროს მოღვაწეებს. უკრაინის სახელმწიფო ჯილდოები ყველა მათგანს განუსაზღვრელი ვადით ჩამოერთვა.
იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც უკრაინის სახელმწიფო ჯილდოს გარეშე დარჩნენ არიან: უკრაინის ყოფილი სახალხო დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი.
ამასთან, სახელმწიფო ჯილდოები ჩამოერთვათ რუს მომღერლებს: ნიკოლაი ბასკოვს, ფილიპ კირკოროვს, ალექსანდრე მალინინს, რუს კომპოზიტორს იგორ კრუტოის, ასევე მომღერლებს ანი ლორაკსა და ტაისია პოვალის.
ამდენი ტროლები სად იყავით??
ზელენსკიმ ქართველი "ლიბერალები" მიიწვიოს პრაიდზე, დასავლეთს აჩვენოს მათი თავდადება "ღირებულებებისადმი", რათა გრანტები გამოაგზავნონ, შეაქონ და წააქეზონ კიდეც.მეცოდებიან აქ ვერ აჩენენ თავიანთ "ღირსებებს", გაგიჟდები ან მალე, წაიყვანოს რა, გულწრფელად ვევედრებით ხალხის დიდი ნაწილი.