Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეიქ" ფრედი მერკურად მომიხსენიებდნენ... ზოგადად, ტროლ-ბოტების კომენტარები არ გვადარდებს" - როგორ იქცა LOUDspeakers წინააღმდეგობის სიმბოლოდ: ლევან ლაუდაძე პირადზე, აქციებზე და კარიერაზე
"ფეიქ" ფრედი მერკურად მომიხსენიებდნენ... ზოგადად, ტროლ-ბოტების კომენტარები არ გვადარდებს" - როგორ იქცა LOUDspeakers წინააღმდეგობის სიმბოლოდ: ლევან ლაუდაძე პირადზე, აქციებზე და კარიერაზე

“ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გზა­გა­სა­ყარ­ზე დგას. ისევ რუ­სუ­ლი ჩექ­მა და რუ­სე­თის ქვე­შევ­რდო­მო­ბა თუ თა­ვი­სუფ­ლე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს ნა­წი­ლად ყოფ­ნა. არ­ჩე­ვა­ნი მარ­ტი­ვია და ვთვლი, რომ პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქვეყ­ნის­თვის არას­წო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა და თეთრზე შა­ვის ძა­ხი­ლი, პირ­ველ რიგ­ში, ქვეყ­ნის, შემ­დეგ სა­კუ­თა­რი თა­ვის და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ღა­ლა­ტია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მძი­მე ტვირ­თად გა­და­იქ­ცე­ვა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, თუ აზრს არ შე­იც­ვლი­ან და სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით არ დად­გე­ბი­ან,“ - ამ­ბობს ლე­ვან ლა­უ­და­ძე, ჯგუფ LOUDspeakers-ის ვო­კა­ლის­ტი და გი­ტა­რის­ტი.

ლე­ვა­ნი ბოლო დროს აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბა­ში და გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებ­ში კრი­ტი­კის ობი­ექ­ტიც ხდე­ბა. ის ახლა AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტია და ჩვენს კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

evan_laudadze

- ლე­ვან, ადა­მი­ა­ნი სა­ხე­ლით და გვა­რით იწყე­ბა და მოდი, სა­უ­ბა­რი ჩვენც თქვე­ნი გვა­რით და­ვი­წყოთ. რე­ა­ლუ­რად ცხვა­რა­ძე ხართ. რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, ადა­მი­ა­ნებს მა­სობ­რი­ვად ლა­უ­და­ძე­თი გას­ცნო­ბო­დით?

- ჩემს სას­ცე­ნო გვარს სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რია აქვს: 2010 წელს, რო­დე­საც ფე­ის­ბუქ­ზე ვრე­გის­ტრირ­დე­ბო­დი, უფრო სწო­რად, და­რე­გის­ტრი­რე­ბა­ში ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი მეხ­მა­რე­ბო­და, რა­ტომ­ღაც ჩემი ნამ­დვი­ლი გვა­რი ფე­ის­ბუქ­მა არ მი­ი­ღო. ალ­ბათ ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი იყო. მე­გობ­რის რჩე­ვით, ლა­უ­და­ძე­თი დავ­რე­გის­ტრირ­დი, თუმ­ცა იქი­დან, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე მი­ვე­დი, რომ ლა­უ­და­ძე კარ­გი სას­ცე­ნო გვა­რი იქ­ნე­ბო­და, თან ჯგუ­ფის პირ­ველ ოთხი ასო­სა და ქარ­თუ­ლი გვა­რის და­ბო­ლო­ე­ბის სინ­თე­ზია. ამას­თან, სა­ხა­ლი­სოდ და სა­ინ­ტე­რე­სოდ ჟღერს. სხვა­თა შო­რის, ბევ­რს ეგო­ნა და ახ­ლაც ჰგო­ნია, რომ ქარ­თუ­ლი გვა­რია. ხში­რად მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, სა­და­უ­რი გვა­რი­აო? რა­ტომ­ღაც ვპა­სუ­ხობ­დი - რა­ჭუ­ლი-თქო... წლე­ბის შემ­დეგ კი რაჭ­ვე­ლი გოგო შე­მიყ­ვარ­და...

levan_laudadze
ლე­ვან ლა­უ­და­ძე მე­უღ­ლეს­თან, თათა ჩიკ­ვი­ლა­ძეს­თან ერ­თად აქ­ცი­ა­ზე

- მუ­სი­კას სა­ერ­თოდ რო­გორ და­უ­კავ­შირ­დით? ბავ­შვო­ბი­დან­ვე უს­მენ­დით მუ­სი­კას? კონ­კრე­ტუ­ლად რას და რო­გორს?

- მუ­სი­კის მი­მართ ბავ­შვო­ბი­დან არ ვყო­ფილ­ვარ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი. დი­დად არც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. 15 წლის ასაკ­ში მუ­სი­კით რო­გორც მე­ლო­მა­ნი, ისე და­ვინ­ტე­რეს­დი. მახ­სოვს, ტე­ლე­ვი­ზორ­ში მუ­სი­კა­ლურ არხ VH1-ზე ჯგუფ Audioslave-ის ერთ-ერთი სიმ­ღე­რა Be Yourself მო­ვის­მი­ნე. იმ­დე­ნად დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია, რომ გა­დავ­წყვი­ტე ამ ჯგუ­ფის CD მე­შო­ვა. მთე­ლი თბი­ლი­სის აუ­დიო მა­ღა­ზი­ე­ბი შე­მო­ვი­ა­რე და ბო­ლოს მათ მე­ო­რე ალ­ბომს სა­ხელ­წო­დე­ბით Out of Exile მა­ინც მი­ვა­გე­ნი. ჩემი მე­ლო­მა­ნო­ბაც აქე­დან და­ი­წყო.

- და გი­ტა­რას რო­დის “და­უ­მე­გობ­რდით“?

- რაც შე­ე­ხე­ბა გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრის სწავ­ლის სურ­ვილს, ეს ჩემი აქ­ტი­უ­რი მე­ლო­მა­ნო­ბი­დან ერთ წე­ლი­წად­ში მო­ვი­და. 16 წლის ვი­ყა­ვი, როცა გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრის სწავ­ლის სა­სი­ა­მოვ­ნოდ აუ­ტა­ნე­ლი სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა. ჩემი ინ­სპი­რა­ცია, ერთ-ერთი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი - გიგი სა­ნა­დი­რა­ძე იყო, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან უკ­რავ­და, მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლობ­და და ძა­ლი­ან მა­გა­რი მუ­სი­კო­სია... იმის გამო, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვი­ყა­ვი, გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრის სწავ­ლა (ჩემი მშობ­ლე­ბის თხოვ­ნა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე) ვერ და­ვი­წყე... მომ­დევ­ნო ზა­ფხუ­ლი გი­ტა­რის შე­სა­ძე­ნად ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბას და­ვუთ­მე და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რომ ჩა­ვა­ბა­რე, გი­ტა­რის მას­წავ­ლე­ბელ­თა­ნაც მაგ პე­რი­ოდ­ში მი­ვე­დი.

ზურა ას­ტა­მა­ძის სა­ხით ძა­ლი­ან კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი შემ­ხვდა, სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მომ­ცა, რომ­ლის მად­ლი­ე­რი ვარ.

- ჯგუ­ფი LOUDspeakers ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის იდეა რო­გორ გაჩ­ნდა?

- ჯგუ­ფის შექ­მნის იდეა 2009 წლის ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს გაჩ­ნდა. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ალექ­სან­დრე დო­ლი­ძემ ერ­თად დაკ­ვრა შე­მომ­თა­ვა­ზა. ის მა­შინ უკვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კო­სი და კლა­ვი­შის­ტი იყო, მე კი, წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის და­წყე­ბუ­ლი მქონ­და დაკ­ვრა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­საც, რომ ახა­ლი მას­შტა­ბუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი საკ­მა­ოდ მძა­ბავს ხოლ­მე, მა­ინც დავ­თან­ხმდი... ასე გა­დავ­დგით პირ­ვე­ლი პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში დიდ და სა­ო­ცარ თავ­გა­და­სავ­ლად გა­და­იქ­ცა. ეს თავ­გა­და­სა­ვა­ლი ახ­ლაც გრძელ­დე­ბა, რა­შიც ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა.

- რა არის თქვე­ნი ჯგუ­ფის­თვის მთა­ვა­რი - რა მი­გაქვთ მსმე­ნელ­თან?

- ჯგუ­ფის სა­ხელ­წო­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი მი­ზა­ნი და სურ­ვი­ლი თა­ვი­დან­ვე ეს იყო და ახ­ლაც ესაა, რომ ჩვე­ნი სიმ­ღე­რე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ა­ნამ­დე მი­ვი­ტა­ნოთ. მაგ­რამ ვგრძნობ­დი, რომ სა­ხელ­წო­დე­ბას ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ ვა­მარ­თლებ­დით. ბოლო წლებ­ში კი, როცა საპ­რო­ტეს­ტო ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თეთ, მივ­ხვდი, რომ ხმა­მაღ­ლა იმის თქმა, რა­საც სხვე­ბი ვერ ან არ ამ­ბო­ბენ, სწო­რედ ისაა, რაც ჯგუფს სჭირ­დე­ბო­და.

- მარ­თლაც, ბოლო დროს აქ­ტი­უ­რად ხართ საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი - გული რაზე გტკი­ვათ და რა არის თქვე­ნი სათ­ქმე­ლი?

- გულ­და­სა­წყვე­ტია ის, რომ ისე­თი ქვე­ყა­ნა, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, ასეთ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­შია. ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფე­რი აქვს იმის­თვის, რომ ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე იყოს ევ­რო­პა­ში, გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვის... ძა­ლი­ან მტკი­ვა გული, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი მცი­რე თუ დიდი კე­თილ­დღე­ო­ბის იქით არ იყუ­რე­ბი­ან და მზად არი­ან სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის ქვე­შევ­რდო­მო­ბის­თვის გა­წი­რონ. სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ის მძი­მე რე­ა­ლო­ბა არარ­სე­ბუ­ლი მშვი­დო­ბით, ხოლო მტრის მო­ნო­ბა, ღირ­სე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლონ და ასე გა­ნაგ­რძონ სი­რაქ­ლე­მის პო­ზა­ში ყოფ­ნა. თუმ­ცა ხე­დავთ, რომ პრო­ტეს­ტი არ ჩერ­დე­ბა და ეს ბრძო­ლა აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბით. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის უკე­თე­სი და ღირ­სე­უ­ლი მო­მავ­ლის­თვი­საც ვიბ­რძვით, რომ­ლე­ბიც ჩვენ გვლან­ძღა­ვენ. უბ­რა­ლოდ ამას ჯერ ვერ ხვდე­ბი­ან.

levan_laudadze

- გვლან­ძღა­ვე­ნო - ამ­ბობთ და მარ­თლაც, ბოლო დროს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში “ფეიქ ფრე­დი მერ­კუ­რი“ გი­წო­დეს, გა­გაკ­რი­ტი­კეს. რო­გო­რია კრი­ტი­კა­ზე თქვე­ნი რე­აქ­ცია და კონ­კრე­ტუ­ლად, თქვენს “მერ­კუ­რო­ბა­ზე“ რას გვე­ტყვით?

- ბოლო პე­რი­ოდ­ში, უფრო მე­ტად კი, 2023 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ “რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი“ პირ­ვე­ლად თავს დაგ­ვა­ტე­ხა, ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რი პრო­ტეს­ტის კვალ­დაკ­ვალ, ტროლ-ბო­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­მაც იმა­ტა, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­უ­ლი რი­ტო­რი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ბოლო დღე­ებ­ში კი ჩემს ერთ-ერთ პოსტს, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თმა მე­დი­ამ გა­ა­ზი­ა­რა, ტროლ-ბო­ტე­ბის უც­ნა­უ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. ისი­ნი “ფეიქ“ ფრე­დი მერ­კუ­რად მო­მიხ­სე­ნი­ებ­დნენ (ვეჭ­ვობ ულ­ვა­შე­ბის გამო) (იღი­მის), რაც კომ­პლი­მენ­ტად მი­ვი­ღე... ფრე­დი ისე­თი დიდი ლე­გენ­დაა, რომ მისი ფე­ი­ქო­ბაც კი ნამ­დვი­ლად დიდი პა­ტი­ვია ჩემ­თვის! ზო­გა­დად კი, ტროლ-ბო­ტე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი ნამ­დვი­ლად არ გვა­დარ­დებს და პი­რი­ქით, მად­ლო­ბა მათ იმ უფა­სო პი­ა­რის­თვის, რა­საც თა­ვი­ან­თი კო­მენ­ტა­რე­ბით და რე­აქ­ცი­ე­ბით აკე­თე­ბენ. ამით კი­დევ უფრო ააქ­ტი­უ­რე­ბენ ჩვენს გვერდს და პოს­ტებს...

fredi_merkuri
სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფოტო, სა­დაც ლე­ვან ლა­უ­და­ძეს “ფეიკ ფრე­დი მერ­კუ­რად“ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ

- რო­გორ ჩანს, მსოფ­ლიო თქვე­ნი თვალ­სა­წი­ე­რი­დან?

- ამ ეტაპ­ზე არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოდ. მსოფ­ლი­ო­ში ამ­ჟა­მად ორი ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. თუმ­ცა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის­თვის და უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის იბ­რძვი­ან, იმ მშვე­ნი­ერ სამ­ყა­როს წარ­მო­ად­გე­ნენ, რომ­ლის ყუ­რე­ბაც სი­ა­მოვ­ნე­ბას და სი­ა­მა­ყეს მგვრის, რაც გა­მარ­ჯვე­ბის რწმე­ნას მიძ­ლი­ე­რებს. სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან - such a beautiful World in my eyes.

- ომე­ბი ახ­სე­ნეთ. მას მერე, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­ი­წყო, უკ­რა­ი­ნის დრო­შის სამ­კერ­დე ნი­შანს არ იხ­სნით... ეს თქვე­ნი მხრი­დან ერთი მო­ქა­ლა­ქის სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვაა?

- უკ­რა­ი­ნას და სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის სა­ხით სა­ერ­თო მტე­რი ჰყავს. ჩვენ ერთ ბრძო­ლა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. უკ­რა­ი­ნა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვამს, მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს გა­სა­კე­თე­ბელ საქ­მეს აკე­თებს და შე­უ­პოვ­რად და გმი­რუ­ლად იბ­რძვის რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. უკ­რა­ი­ნის სამ­კერ­დე ნიშ­ნის ტა­რე­ბა კი ყვე­ლა­ზე მცი­რე­დია, რი­თაც შე­მიძ­ლია მად­ლი­ე­რე­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა და თა­ნად­გო­მა გა­მოვ­ხა­ტო ამ ქვეყ­ნის მი­მართ. მჯე­რა, უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თო მტერ­ზე ერ­თად გა­ი­მარ­ჯვე­ბენ!

- ლე­ვან, პრო­ფე­სი­ით ვინ ხართ?

- ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მო­ვი­ტყუ­ე­ბი, რომ ვთქვა, ამის დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და-თქო. ალ­ბათ ამი­ტო­მაც მხო­ლოდ ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი და­ვას­რუ­ლე, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აქვს კარ­გი მხა­რე და ჩემ­თვის იუ­რი­დი­ულ­ზე სწავ­ლის და­დე­ბი­თი მხა­რე, ის ადა­მი­ა­ნე­ბი და მე­გობ­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც სწავ­ლის დროს შე­ვი­ძი­ნე. მი­ხა­რია, რომ ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ მათ­თან ერ­თად ვარ მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო რე­ა­ლო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი.

- თუმ­ცა ბოლო წლებ­ში ტელე-რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი იყა­ვით - ეს საქ­მი­ა­ნო­ბაც გა­ინ­ტე­რე­სებ­დათ?

- ყო­ველ­თვის მინ­დო­და, მუ­სი­კის პა­რა­ლე­ლუ­რად რა­დი­ოს წამ­ყვა­ნო­ბა. ეს სურ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ ავის­რუ­ლე და 2 წელი რა­დი­ო­ში “დი­ლის პა­ლიტ­რის“ წამ­ყვა­ნი ვი­ყა­ვი. შემ­დე­გი 2 წელი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის გა­და­ცე­მა მიმ­ყავ­და.

ამ ყვე­ლა­ფერ­მა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა შემ­მა­ტა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მაკ­ლდა რო­გორც ცხოვ­რე­ბა­ში, ისე სცე­ნა­ზე. ამი­ტომ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა ახლა ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა.

- სა­მო­მავ­ლოდ შე­მოქ­მე­დე­ბი­თად რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- ახალ ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სიმ­ღე­რა­ზე ვმუ­შა­ობთ და მთა­ვა­რი გეგ­მა, მას­ზე მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბა, ჩა­წე­რა და გა­მოშ­ვე­ბაა. ასე­ვე რამ­დე­ნი­მე ახა­ლი სიმ­ღე­რა დაგ­ვიგ­როვ­და და მათ გა­მოშ­ვე­ბას მინი-ალ­ბო­მის სა­ხით ვფიქ­რობთ...

- ლე­ვან, სა­ქარ­თვე­ლო 10 წლის შემ­დეგ რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?

- ახლა იმის­თვის იბ­რძვის უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რომ 10 წლის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა გვქონ­დეს და ეს ქვე­ყა­ნა იყოს ერ­თი­ა­ნი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, რუ­სე­თის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი და დიდი ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი, მე­გო­ბა­რი. ქვე­ყა­ნა, სა­დაც და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი და მათი უსაფრ­თხო­ე­ბა. ქვე­ყა­ნა, სა­დაც ყვე­ლას ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ი­ღოს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა, ჯან­დაც­ვა და სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი. ქვე­ყა­ნა, სა­დაც გა­საძ­ლე­ბად არა­ვის ექ­ნე­ბა საქ­მე და უამ­რავ ბედ­ნი­ერ ადა­მი­ანს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც თა­ვის კუთ­ვნილ, გა­მორ­ჩე­ულ ად­გილს და­იმ­კვიდ­რებს მსოფ­ლიო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­ში. მჯე­რა ამის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­მარ­ჯვე­ბის!

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ფეიქ" ფრედი მერკურად მომიხსენიებდნენ... ზოგადად, ტროლ-ბოტების კომენტარები არ გვადარდებს" - როგორ იქცა LOUDspeakers წინააღმდეგობის სიმბოლოდ: ლევან ლაუდაძე პირადზე, აქციებზე და კარიერაზე

"ფეიქ" ფრედი მერკურად მომიხსენიებდნენ... ზოგადად, ტროლ-ბოტების კომენტარები არ გვადარდებს" - როგორ იქცა LOUDspeakers წინააღმდეგობის სიმბოლოდ: ლევან ლაუდაძე პირადზე, აქციებზე და კარიერაზე

“ჩვენი ქვეყანა გზაგასაყარზე დგას. ისევ რუსული ჩექმა და რუსეთის ქვეშევრდომობა თუ თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ცივილიზებულ სამყაროს ნაწილად ყოფნა. არჩევანი მარტივია და ვთვლი, რომ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნისთვის არასწორი არჩევანის გაკეთება და თეთრზე შავის ძახილი, პირველ რიგში, ქვეყნის, შემდეგ საკუთარი თავის და საყვარელი ადამიანების ღალატია, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად გადაიქცევა ამ ადამიანებისთვის, თუ აზრს არ შეიცვლიან და საქართველოს გვერდით არ დადგებიან,“ - ამბობს ლევან ლაუდაძე, ჯგუფ LOUDspeakers-ის ვოკალისტი და გიტარისტი.

ლევანი ბოლო დროს აქტიურადაა ჩართული საპროტესტო მოძრაობაში და გარკვეულ ჯგუფებში კრიტიკის ობიექტიც ხდება. ის ახლა AMBEBI.GE-ს რესპონდენტია და ჩვენს კითხვებს პასუხობს.

evan_laudadze

- ლევან, ადამიანი სახელით და გვარით იწყება და მოდი, საუბარი ჩვენც თქვენი გვარით დავიწყოთ. რეალურად ცხვარაძე ხართ. რატომ გადაწყვიტეთ, ადამიანებს მასობრივად ლაუდაძეთი გასცნობოდით?

- ჩემს სასცენო გვარს საინტერესო და სახალისო ისტორია აქვს: 2010 წელს, როდესაც ფეისბუქზე ვრეგისტრირდებოდი, უფრო სწორად, დარეგისტრირებაში ჩემი უახლოესი მეგობარი მეხმარებოდა, რატომღაც ჩემი ნამდვილი გვარი ფეისბუქმა არ მიიღო. ალბათ ტექნიკური ხარვეზი იყო. მეგობრის რჩევით, ლაუდაძეთი დავრეგისტრირდი, თუმცა იქიდან, რამდენიმე წლის შემდეგ, იმ გადაწყვეტილებამდე მივედი, რომ ლაუდაძე კარგი სასცენო გვარი იქნებოდა, თან ჯგუფის პირველ ოთხი ასოსა და ქართული გვარის დაბოლოების სინთეზია. ამასთან, სახალისოდ და საინტერესოდ ჟღერს. სხვათა შორის, ბევრს ეგონა და ახლაც ჰგონია, რომ ქართული გვარია. ხშირად მეკითხებოდნენ, სადაური გვარიაო? რატომღაც ვპასუხობდი - რაჭული-თქო... წლების შემდეგ კი რაჭველი გოგო შემიყვარდა...

levan_laudadze
ლევან ლაუდაძე მეუღლესთან, თათა ჩიკვილაძესთან ერთად აქციაზე

- მუსიკას საერთოდ როგორ დაუკავშირდით? ბავშვობიდანვე უსმენდით მუსიკას? კონკრეტულად რას და როგორს?

- მუსიკის მიმართ ბავშვობიდან არ ვყოფილვარ კეთილგანწყობილი. დიდად არც მაინტერესებდა. 15 წლის ასაკში მუსიკით როგორც მელომანი, ისე დავინტერესდი. მახსოვს, ტელევიზორში მუსიკალურ არხ VH1-ზე ჯგუფ Audioslave-ის ერთ-ერთი სიმღერა Be Yourself მოვისმინე. იმდენად დიდი გავლენა იქონია, რომ გადავწყვიტე ამ ჯგუფის CD მეშოვა. მთელი თბილისის აუდიო მაღაზიები შემოვიარე და ბოლოს მათ მეორე ალბომს სახელწოდებით Out of Exile მაინც მივაგენი. ჩემი მელომანობაც აქედან დაიწყო.

- და გიტარას როდის “დაუმეგობრდით“?

- რაც შეეხება გიტარაზე დაკვრის სწავლის სურვილს, ეს ჩემი აქტიური მელომანობიდან ერთ წელიწადში მოვიდა. 16 წლის ვიყავი, როცა გიტარაზე დაკვრის სწავლის სასიამოვნოდ აუტანელი სურვილი გამიჩნდა. ჩემი ინსპირაცია, ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი - გიგი სანადირაძე იყო, რომელიც ბავშვობიდან უკრავდა, მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა და ძალიან მაგარი მუსიკოსია... იმის გამო, რომ აბიტურიენტი ვიყავი, გიტარაზე დაკვრის სწავლა (ჩემი მშობლების თხოვნა გავითვალისწინე) ვერ დავიწყე... მომდევნო ზაფხული გიტარის შესაძენად ფულის შეგროვებას დავუთმე და უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, გიტარის მასწავლებელთანაც მაგ პერიოდში მივედი.

ზურა ასტამაძის სახით ძალიან კარგი მასწავლებელი შემხვდა, სწორი მიმართულება მომცა, რომლის მადლიერი ვარ.

- ჯგუფი LOUDspeakers ჩამოყალიბების იდეა როგორ გაჩნდა?

- ჯგუფის შექმნის იდეა 2009 წლის ზაფხულის ბოლოს გაჩნდა. ჩემმა მეგობარმა ალექსანდრე დოლიძემ ერთად დაკვრა შემომთავაზა. ის მაშინ უკვე პროფესიონალი მუსიკოსი და კლავიშისტი იყო, მე კი, წელიწადნახევრის დაწყებული მქონდა დაკვრა. მიუხედავად ამისა და მიუხედავად იმისაც, რომ ახალი მასშტაბური გამოწვევები საკმაოდ მძაბავს ხოლმე, მაინც დავთანხმდი... ასე გადავდგით პირველი პატარა ნაბიჯები, რომელიც დროთა განმავლობაში დიდ და საოცარ თავგადასავლად გადაიქცა. ეს თავგადასავალი ახლაც გრძელდება, რაშიც ძალიან გამიმართლა.

- რა არის თქვენი ჯგუფისთვის მთავარი - რა მიგაქვთ მსმენელთან?

- ჯგუფის სახელწოდებიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანი და სურვილი თავიდანვე ეს იყო და ახლაც ესაა, რომ ჩვენი სიმღერები რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ. მაგრამ ვგრძნობდი, რომ სახელწოდებას ბოლომდე მაინც ვერ ვამართლებდით. ბოლო წლებში კი, როცა საპროტესტო ცხოვრებაში აქტიურად ჩავერთეთ, მივხვდი, რომ ხმამაღლა იმის თქმა, რასაც სხვები ვერ ან არ ამბობენ, სწორედ ისაა, რაც ჯგუფს სჭირდებოდა.

- მართლაც, ბოლო დროს აქტიურად ხართ საპროტესტო მოძრაობაში ჩართული - გული რაზე გტკივათ და რა არის თქვენი სათქმელი?

- გულდასაწყვეტია ის, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ასეთ მძიმე ვითარებაშია. ქვეყანას, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ერთ-ერთი მოწინავე იყოს ევროპაში, გადარჩენისთვის იბრძვის... ძალიან მტკივა გული, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი მცირე თუ დიდი კეთილდღეობის იქით არ იყურებიან და მზად არიან საქართველო რუსეთის ქვეშევრდომობისთვის გაწირონ. საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის მძიმე რეალობა არარსებული მშვიდობით, ხოლო მტრის მონობა, ღირსებით ჩაანაცვლონ და ასე განაგრძონ სირაქლემის პოზაში ყოფნა. თუმცა ხედავთ, რომ პროტესტი არ ჩერდება და ეს ბრძოლა აუცილებლად დაგვირგვინდება საქართველოს გამარჯვებით. იმ ადამიანების უკეთესი და ღირსეული მომავლისთვისაც ვიბრძვით, რომლებიც ჩვენ გვლანძღავენ. უბრალოდ ამას ჯერ ვერ ხვდებიან.

levan_laudadze

- გვლანძღავენო - ამბობთ და მართლაც, ბოლო დროს სოციალურ ქსელში “ფეიქ ფრედი მერკური“ გიწოდეს, გაგაკრიტიკეს. როგორია კრიტიკაზე თქვენი რეაქცია და კონკრეტულად, თქვენს “მერკურობაზე“ რას გვეტყვით?

- ბოლო პერიოდში, უფრო მეტად კი, 2023 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, როცა ხელისუფლებამ “რუსული კანონი“ პირველად თავს დაგვატეხა, ჩვენი აქტიური პროტესტის კვალდაკვალ, ტროლ-ბოტების რაოდენობამაც იმატა, რომლებიც ტრადიციული რიტორიკით გამოირჩევიან. ბოლო დღეებში კი ჩემს ერთ-ერთ პოსტს, რომელიც ერთ-ერთმა მედიამ გააზიარა, ტროლ-ბოტების უცნაური რეაქცია მოჰყვა. ისინი “ფეიქ“ ფრედი მერკურად მომიხსენიებდნენ (ვეჭვობ ულვაშების გამო) (იღიმის), რაც კომპლიმენტად მივიღე... ფრედი ისეთი დიდი ლეგენდაა, რომ მისი ფეიქობაც კი ნამდვილად დიდი პატივია ჩემთვის! ზოგადად კი, ტროლ-ბოტების კომენტარები ნამდვილად არ გვადარდებს და პირიქით, მადლობა მათ იმ უფასო პიარისთვის, რასაც თავიანთი კომენტარებით და რეაქციებით აკეთებენ. ამით კიდევ უფრო ააქტიურებენ ჩვენს გვერდს და პოსტებს...

fredi_merkuri
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, სადაც ლევან ლაუდაძეს “ფეიკ ფრედი მერკურად“ მოიხსენიებენ

- როგორ ჩანს, მსოფლიო თქვენი თვალსაწიერიდან?

- ამ ეტაპზე არც ისე სახარბიელოდ. მსოფლიოში ამჟამად ორი ომი მიმდინარეობს. ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთული მდგომარეობაა. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის და უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან, იმ მშვენიერ სამყაროს წარმოადგენენ, რომლის ყურებაც სიამოვნებას და სიამაყეს მგვრის, რაც გამარჯვების რწმენას მიძლიერებს. სწორედ ეს ადამიანები არიან - such a beautiful World in my eyes.

- ომები ახსენეთ. მას მერე, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, უკრაინის დროშის სამკერდე ნიშანს არ იხსნით... ეს თქვენი მხრიდან ერთი მოქალაქის სოლიდარობის გამოხატვაა?

- უკრაინას და საქართველო რუსეთის სახით საერთო მტერი ჰყავს. ჩვენ ერთ ბრძოლაში ვიმყოფებით. უკრაინა შეიძლება ითქვამს, მთელი ცივილიზებული სამყაროს გასაკეთებელ საქმეს აკეთებს და შეუპოვრად და გმირულად იბრძვის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. უკრაინის სამკერდე ნიშნის ტარება კი ყველაზე მცირედია, რითაც შემიძლია მადლიერება, პატივისცემა და თანადგომა გამოვხატო ამ ქვეყნის მიმართ. მჯერა, უკრაინა და საქართველო საერთო მტერზე ერთად გაიმარჯვებენ!

- ლევან, პროფესიით ვინ ხართ?

- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. მოვიტყუები, რომ ვთქვა, ამის დიდი სურვილი მქონდა-თქო. ალბათ ამიტომაც მხოლოდ ბაკალავრიატი დავასრულე, მაგრამ ყველაფერს აქვს კარგი მხარე და ჩემთვის იურიდიულზე სწავლის დადებითი მხარე, ის ადამიანები და მეგობრები არიან, რომლებიც სწავლის დროს შევიძინე. მიხარია, რომ ამდენი წლის შემდეგ მათთან ერთად ვარ მიმდინარე საპროტესტო რეალობაში ჩართული.

- თუმცა ბოლო წლებში ტელე-რადიოწამყვანი იყავით - ეს საქმიანობაც გაინტერესებდათ?

- ყოველთვის მინდოდა, მუსიკის პარალელურად რადიოს წამყვანობა. ეს სურვილი რამდენიმე წლის წინ ავისრულე და 2 წელი რადიოში “დილის პალიტრის“ წამყვანი ვიყავი. შემდეგი 2 წელი ტელევიზიაში ამავე სახელწოდების გადაცემა მიმყავდა.

ამ ყველაფერმა თავდაჯერებულობა შემმატა, რომელიც ყოველთვის მაკლდა როგორც ცხოვრებაში, ისე სცენაზე. ამიტომ ეს გამოცდილება ახლა ძალიან მეხმარება.

- სამომავლოდ შემოქმედებითად რა გეგმები გაქვთ?

- ახალ ქართულენოვან სიმღერაზე ვმუშაობთ და მთავარი გეგმა, მასზე მუშაობის დასრულება, ჩაწერა და გამოშვებაა. ასევე რამდენიმე ახალი სიმღერა დაგვიგროვდა და მათ გამოშვებას მინი-ალბომის სახით ვფიქრობთ...

- ლევან, საქართველო 10 წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ?

- ახლა იმისთვის იბრძვის უამრავი ადამიანი, რომ 10 წლის შემდეგ ქვეყანა გვქონდეს და ეს ქვეყანა იყოს ერთიანი, დამოუკიდებელი, რუსეთისგან თავისუფალი და დიდი ევროპული ოჯახის წევრი, მეგობარი. ქვეყანა, სადაც დაცული იქნება ადამიანების უფლებები და მათი უსაფრთხოება. ქვეყანა, სადაც ყველას ექნება საშუალება მიიღოს ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური პირობები. ქვეყანა, სადაც გასაძლებად არავის ექნება საქმე და უამრავ ბედნიერ ადამიანს გააერთიანებს. ქვეყანა, რომელიც თავის კუთვნილ, გამორჩეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიო ცივილიზაციაში. მჯერა ამის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვების!

იხილეთ ასევე: