სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეუძლებელი შევძელით, რადგან..." - რა თქვა რამაზ სვანაძემ კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვების შემდეგ?
"შეუძლებელი შევძელით,  რადგან..." - რა თქვა რამაზ სვანაძემ კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვების შემდეგ?

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბი ზე­დი­ზედ მე­ო­რედ გა­დის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

  • ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­სას­ვლე­ლი პლეი-ოფის სა­პა­სუ­ხო მატჩში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი გას­ვლა­ზე ხორ­ვა­ტი­ას და­უ­პი­რის­პირ­და. ჩვე­ნი გუნ­დის მწვრთნელ­მა რა­მაზ სვა­ნა­ძემ ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლა:

ხა­რა­ტიშ­ვი­ლი, აზა­რო­ვი, უგ­რე­ხე­ლი­ძე, ლა­ცა­ბი­ძე, ხვა­და­გი­ა­ნი, ლო­მი­ნა­ძე, ოდი­შა­რია, გაგ­ნი­ძე, მა­მა­ცაშ­ვი­ლი, ო. მა­მა­გე­იშ­ვი­ლი, კვერ­ნა­ძე.მატ­ჩი რი­ე­კა­ში სტა­დი­ონ HNK-ზე გა­ი­მარ­თა.

ძი­რი­თა­დი დრო მას­პინ­ძლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით 3:2 დას­რულ­და და ორი მატ­ჩის ჯა­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­მა­ტე­ბი­თი ტა­ი­მე­ბი და­ი­ნიშ­ნა. სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა.

ექ­სტრა ტა­ი­მებ­ში ან­გა­რი­ში არ შე­იც­ვა­ლა, ხოლო პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში ლუკა ხა­რა­ტიშ­ვილ­მა ორი თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი მო­ი­გე­რია და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა გა­ი­მარ­ჯვა - 7:6.

"უბედ­ნი­ე­რე­სი დღეა ყვე­ლას­თვის, რად­გან ის­ტო­რი­უ­ლი შე­დე­გი დავ­დეთ, გა­ვე­დით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. ემო­ცი­ე­ბით აღ­სავ­სე ვართ მთე­ლი გუნ­დი. და­სა­ნა­ნი გოლი მი­ვი­ღეთ ბოლო წუ­თას, როცა შეგ­ვეძ­ლო პენ­ლე­ბის გა­რე­შე გაგ­ვე­მარ­ჯვე­ბი­ნა, თუმ­ცა ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. მად­ლო­ბა ჩვენს ქო­მა­გებს, რომ­ლე­ბიც დიდ მო­ტი­ვა­ცი­ას გვაძ­ლევ­დნენ" - თქვა ლუკა ხა­რა­ტიშ­ვილ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მატ­ჩის შემ­დეგ.

ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბას მათ მთა­ვარ მწვრთნელს რა­მაზ სვა­ნა­ძეს და ბი­ჭე­ბის თან­მიმ­დევ­რულ თა­მაშს მი­ა­წე­რენ.

რა თქვა სვა­ნა­ძემ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ?

"ყვე­ლას ვუ­ლო­ცავ ამ გა­მარ­ჯვე­ბას, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პი­დან პირ­ვე­ლად გა­ვი­და, რაც ჩვენს ფეხ­ბურ­თე­ლებს ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აძ­ლევს, მა­ტებს მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას მო­მა­ვალ თა­ო­ბებს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან დიდი შრო­მა დაგ­ვი­ფას­და ყვე­ლას, მა­თაც, ვინც დღეს ჩვენ­თან ერ­თად არ იყო, მაგ­რამ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მო­ი­აზ­რე­ბა.

გუნ­დმა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხა – არაფ­რის­გან გაშ­ვე­ბუ­ლი სწრა­ფი გოლი, ბოლო წუ­თებ­ზე გაშ­ვე­ბუ­ლი გოლი, რო­მე­ლიც ბევ­რზე ცუ­დად იმოქ­მე­დებ­და, მაგ­რამ ამან გუნ­დი ვერ გა­ტე­ხა – მჯე­რა და მწამს ჩემი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის და არა­ვის­ზე ნაკ­ლე­ბად ნი­ჭი­ე­რე­ბი არ არი­ან. მათ შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლეს, რად­გან ჩემ­ზე კარ­გად არა­ვინ იცის, რა სირ­თუ­ლე­ებს ვუმკლავ­დე­ბო­დით შე­სარ­ჩევ ეტაპ­სა და პლეი ოფში.

ვფიქ­რობ, რომ შე­დე­გი კა­ნონ­ზო­მი­ე­რია. ხორ­ვა­ტი­ის ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბი ძა­ლი­ან კარ­გი გუნ­დია, ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა ხორ­ვატ ერს და მო­მა­ვალ­ში მათ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ამ ორი მატ­ჩის ჯამ­ში ჩვენ უკე­თე­სე­ბი ვი­ყა­ვით. წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო პატ­რი­ო­ტიზ­მია, რო­მელ­მაც შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და თა­მა­ში ლო­გი­კუ­რად და­ვას­რუ­ლეთ. შემ­თხვე­ვი­თი არ არის, პე­ნალ­ტე­ბის სე­რია რომ მო­ვი­გეთ, რად­გან ამის გა­მოც­დი­ლე­ბა გვქონ­და. წინ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტია და გი­ლო­ცავთ" - თქვა სვა­ნა­ძემ. მის კო­მენ­ტარს "პირ­ვე­ლი არხი" ავ­რცე­ლებს.

ვინ არის რა­მაზ სვა­ნა­ძე?

რა­მაზ სვა­ნა­ძე 1981 წლის 2 მარტს სა­ფეხ­ბურ­თო ტრა­დი­ცი­ე­ბით ცნო­ბილ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი, მა­მუ­კა სვა­ნა­ძე ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს“ ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. ბიძა - ზაურ სვა­ნა­ძე კი თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში“ თა­მა­შობ­და. ის იყო იმ ოქ­როს გუნ­დის წევ­რი, რო­მელ­მაც 1981 წლის 13 მა­ისს თასე­ბის მფლო­ბელ­თა თასი მო­ი­გო. თა­ვის დრო­ზე, ური­გო ფეხ­ბურ­თე­ლი არც თვი­თონ გახ­ლდათ, უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია წვრთნის ასა­კობ­რივ გუნ­დებს.

2013-15 წლებ­ში რა­მაზ სვა­ნა­ძე თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს“ მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის ასის­ტენ­ტი გახ­ლდათ. 2015/17 წლებ­ში ის ბა­ქოს "ინ­ტერ­ში“, ასე­ვე მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის ასის­ტენ­ტად მუ­შა­ობ­და. 2019 წლის პირ­ველ მარტს კი ის სა­ქარ­თვე­ლოს 19-წლამ­დე ფეხ­ბურ­თელ­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნე­ლად და­ი­ნიშ­ნა. 2021 წლის თე­ბერ­ვლი­დან კი სა­ქარ­თვე­ლოს 21-წლამ­დე სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებს ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იოსები
6

რამაზ სვანაძეს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა ეკუთვნის. 

ლევანი
1

ეხ რამაზ ძამია, შეუძლებელი არაფერი არ არის. ასე ბევრ შრომას მოაქვს შედეგი. აბა დაფიქრდი რამდენი შრომა ჩადეს ბიჭება. გილოცავთ წარმატებას მთელ გუნდს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"შეუძლებელი შევძელით, რადგან..." - რა თქვა რამაზ სვანაძემ კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვების შემდეგ?

"შეუძლებელი შევძელით,  რადგან..." - რა თქვა რამაზ სვანაძემ კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვების შემდეგ?

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ზედიზედ მეორედ გადის ევროპის ჩემპიონატზე.

  • ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ხორვატიას დაუპირისპირდა. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:

ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ლაცაბიძე, ხვადაგიანი, ლომინაძე, ოდიშარია, გაგნიძე, მამაცაშვილი, ო. მამაგეიშვილი, კვერნაძე.მატჩი რიეკაში სტადიონ HNK-ზე გაიმართა.

ძირითადი დრო მასპინძლების გამარჯვებით 3:2 დასრულდა და ორი მატჩის ჯამის გათვალისწინებით, დამატებითი ტაიმები დაინიშნა. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში გაიმარჯვა.

ექსტრა ტაიმებში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში ლუკა ხარატიშვილმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა - 7:6.

"უბედნიერესი დღეა ყველასთვის, რადგან ისტორიული შედეგი დავდეთ, გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ემოციებით აღსავსე ვართ მთელი გუნდი. დასანანი გოლი მივიღეთ ბოლო წუთას, როცა შეგვეძლო პენლების გარეშე გაგვემარჯვებინა, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. მადლობა ჩვენს ქომაგებს, რომლებიც დიდ მოტივაციას გვაძლევდნენ" - თქვა ლუკა ხარატიშვილმა მნიშვნელოვანი მატჩის შემდეგ.

ახალგაზრდა ფეხბურთელების წარმატებას მათ მთავარ მწვრთნელს რამაზ სვანაძეს და ბიჭების თანმიმდევრულ თამაშს მიაწერენ.

რა თქვა სვანაძემ გამარჯვების შემდეგ?

"ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას, რადგან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შესარჩევი ეტაპიდან პირველად გავიდა, რაც ჩვენს ფეხბურთელებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს, მატებს მოტივაციასა და თავდაჯერებულობას მომავალ თაობებს. ბედნიერი ვარ, რადგან დიდი შრომა დაგვიფასდა ყველას, მათაც, ვინც დღეს ჩვენთან ერთად არ იყო, მაგრამ შემადგენლობაში მოიაზრება.

გუნდმა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა – არაფრისგან გაშვებული სწრაფი გოლი, ბოლო წუთებზე გაშვებული გოლი, რომელიც ბევრზე ცუდად იმოქმედებდა, მაგრამ ამან გუნდი ვერ გატეხა – მჯერა და მწამს ჩემი ფეხბურთელების და არავისზე ნაკლებად ნიჭიერები არ არიან. მათ შეუძლებელი შეძლეს, რადგან ჩემზე კარგად არავინ იცის, რა სირთულეებს ვუმკლავდებოდით შესარჩევ ეტაპსა და პლეი ოფში.

ვფიქრობ, რომ შედეგი კანონზომიერია. ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, ჩემი პატივისცემა ხორვატ ერს და მომავალში მათ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ორი მატჩის ჯამში ჩვენ უკეთესები ვიყავით. წარმატების საიდუმლო პატრიოტიზმია, რომელმაც შედეგი გამოიღო და თამაში ლოგიკურად დავასრულეთ. შემთხვევითი არ არის, პენალტების სერია რომ მოვიგეთ, რადგან ამის გამოცდილება გვქონდა. წინ ევროპის ჩემპიონატია და გილოცავთ" - თქვა სვანაძემ. მის კომენტარს "პირველი არხი" ავრცელებს.

ვინ არის რამაზ სვანაძე?

რამაზ სვანაძე 1981 წლის 2 მარტს საფეხბურთო ტრადიციებით ცნობილ ოჯახში დაიბადა. მამამისი, მამუკა სვანაძე ქუთაისის "ტორპედოს“ ფეხბურთელი იყო. ბიძა - ზაურ სვანაძე კი თბილისის "დინამოში“ თამაშობდა. ის იყო იმ ოქროს გუნდის წევრი, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა თასი მოიგო. თავის დროზე, ურიგო ფეხბურთელი არც თვითონ გახლდათ, უკვე რამდენიმე წელიწადია წვრთნის ასაკობრივ გუნდებს.

2013-15 წლებში რამაზ სვანაძე თბილისის "დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. 2015/17 წლებში ის ბაქოს "ინტერში“, ასევე მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. 2019 წლის პირველ მარტს კი ის საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 2021 წლის თებერვლიდან კი საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებს ხელმძღვანელობს.