საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა... შემდეგ კი..." - რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელია მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე
"ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა... შემდეგ კი..." - რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელია მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე

"ერთა ლი­გის" ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის დას­კვნით შეხ­ვედ­რას სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ჩე­ხეთ­თან გა­მარ­თავს.

მატ­ჩი ქა­ლაქ ოლო­მო­უც­ში შედ­გე­ბა და თბი­ლი­სის დრო­ით 23:45 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

  • ჩე­ხე­თი სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში 8 ქუ­ლით პირ­ველ ად­გილ­ზეა და ერთი ქუ­ლით უს­წრებს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს.

"ბოლო თა­მა­ში, ბოლო ნა­ბი­ჯი დაგ­ვრჩა, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ. შემ­დეგ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­ვა­კე­თოთ, ისე მო­ვემ­ზა­დოთ, ისევ ისე ვიშ­რო­მოთ, რო­გორ აქამ­დე ვა­კე­თებ­დით. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს აქვს იმის რე­სურ­სი, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს, რო­გორც 2024 წელს - გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი და წინ ვი­ა­როთ. გვყავს ის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ჩემი აზ­რით, გან­ვი­თა­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ" - ამ­ბობს კვა­რა­ცხე­ლია მატ­ჩამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში.

  • მატ­ჩამ­დე ერთი დღით ადრე, ვილი სა­ნი­ო­ლის გუნ­დმა მატ­ჩის­წი­ნა ვარ­ჯი­ში გა­მარ­თა. შეხ­ვედ­რის მას­პინ­ძელ ან­დრუვ სტა­დი­ონ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ საწ­ვრთნელ პრო­ცე­ში 23 ფეხ­ბურ­თე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ვარ­ჯი­შის და­წყე­ბამ­დე, ტრა­დი­ცი­ულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ად­გი­ლობ­რი­ვი და ქარ­თუ­ლი მე­დი­ის კი­თხვებს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, ვილი სა­ნი­ოლ­მა და ლუკა ლო­ჩოშ­ვილ­მა უპა­სუ­ხეს.

"ჩე­ხეთ­თან პირ­ველ მატჩთან შე­და­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თა­მა­ში გვე­ლის. ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩე­ხე­თის ნაკ­რებ­ში ბევ­რი მო­თა­მა­შე და სა­თა­მა­შო სტი­ლი შე­იც­ვა­ლა. თუმ­ცა, ჩვენ­თვის მთა­ვა­რი არა ჩე­ხე­თის ნაკ­რე­ბის თა­მა­ში, არა­მედ ის, თუ რო­გო­რი მო­ტი­ვა­ცი­ი­თა და ამ­ბი­ცი­ით და­ვი­წყებთ ამ შეხ­ვედ­რას ჩვენ. ხვალ ჯგუ­ფის დას­კვნი­თი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მატ­ჩია. ამი­ტომ დის­ციპ­ლი­ნის დაც­ვით და ამავდრო­უ­ლად ამ­ბი­ცი­უ­რად უნდა ვი­თა­მა­შოთ.

არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი D ლი­გა­ში ას­პა­რე­ზობ­და. შემ­დეგ კი, ორ­ჯერ დავ­წი­ნა­ურ­დით და ყო­ველ ჯერ­ზე უფრო ძლი­ერ მე­ტო­ქე­ებს ვე­თა­მა­შე­ბო­დით. A ლი­გა­ში გა­დას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, თი­თო­ე­უ­ლი მატ­ჩი სა­უ­კე­თე­სო ნაკ­რე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გვექ­ნე­ბა. ახლა ნამ­დვი­ლად არ ვიცი, მზად ვართ ამის­თვის თუ არა, თუმ­ცა ძა­ლი­ან მინ­და ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვა ასეთ დო­ნე­ზე. ასე­თი დო­ნის მე­ტო­ქე­ებ­თან თა­მა­ში ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა. სწო­რედ ასე სწავ­ლობ და აგ­რძე­ლებ გან­ვი­თა­რე­ბას. მეც და ფეხ­ბურ­თე­ლებ­საც ყო­ველ­თვის მეტი გვსურს. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ხვა­ლინ­დელ შეხ­ვედ­რა­ში გა­მარ­ჯვე­ბაა, რად­გან A ლი­გა­ში გა­დას­ვლა გვსურს.

ვეც­დე­ბით, რომ ვკონ­ცენ­ტრირ­დეთ იმა­ზე, რაც კარ­გად ვი­ცით. წარ­სულ­შიც ვაჩ­ვე­ნეთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი გუნ­დის­თვის შეგ­ვიძ­ლია ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი მე­ტო­ქე ვი­ყოთ, რო­მე­ლიც თავს კომ­პაქ­ტუ­რად იცავს და სწრა­ფად უტევს. თუ მო­გე­ბა გინ­და, შენი ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა წარ­მო­ა­ჩი­ნო და სწო­რედ ამის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებთ" - თქვა სა­ნი­ოლ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა... შემდეგ კი..." - რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელია მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე

"ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა... შემდეგ კი..." - რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელია მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე

"ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთთან გამართავს.

მატჩი ქალაქ ოლომოუცში შედგება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

  • ჩეხეთი სატურნირო ცხრილში 8 ქულით პირველ ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს საქართველოს ნაკრებს.

"ბოლო თამაში, ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, ისე მოვემზადოთ, ისევ ისე ვიშრომოთ, როგორ აქამდე ვაკეთებდით. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს აქვს იმის რესურსი, რომ წარმატებული იყოს, როგორც 2024 წელს - გავაკეთოთ ყველაფერი და წინ ვიაროთ. გვყავს ის ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემი აზრით, განვითარება შეუძლიათ" - ამბობს კვარაცხელია მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელებულ მიმართვაში.

  • მატჩამდე ერთი დღით ადრე, ვილი სანიოლის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა. შეხვედრის მასპინძელ ანდრუვ სტადიონზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცეში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვარჯიშის დაწყებამდე, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, ადგილობრივი და ქართული მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ლუკა ლოჩოშვილმა უპასუხეს.

"ჩეხეთთან პირველ მატჩთან შედარებით განსხვავებული თამაში გველის. ბოლო პერიოდში ჩეხეთის ნაკრებში ბევრი მოთამაშე და სათამაშო სტილი შეიცვალა. თუმცა, ჩვენთვის მთავარი არა ჩეხეთის ნაკრების თამაში, არამედ ის, თუ როგორი მოტივაციითა და ამბიციით დავიწყებთ ამ შეხვედრას ჩვენ. ხვალ ჯგუფის დასკვნითი და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ამიტომ დისციპლინის დაცვით და ამავდროულად ამბიციურად უნდა ვითამაშოთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით ხუთი წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში ასპარეზობდა. შემდეგ კი, ორჯერ დავწინაურდით და ყოველ ჯერზე უფრო ძლიერ მეტოქეებს ვეთამაშებოდით. A ლიგაში გადასვლის შემთხვევაში, თითოეული მატჩი საუკეთესო ნაკრებების წინააღმდეგ გვექნება. ახლა ნამდვილად არ ვიცი, მზად ვართ ამისთვის თუ არა, თუმცა ძალიან მინდა ძალების მოსინჯვა ასეთ დონეზე. ასეთი დონის მეტოქეებთან თამაში ჩვენი ფეხბურთელებისთვის შესანიშნავი გამოწვევა იქნება. სწორედ ასე სწავლობ და აგრძელებ განვითარებას. მეც და ფეხბურთელებსაც ყოველთვის მეტი გვსურს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვებაა, რადგან A ლიგაში გადასვლა გვსურს.

ვეცდებით, რომ ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც კარგად ვიცით. წარსულშიც ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი გუნდისთვის შეგვიძლია ძალიან უხერხული მეტოქე ვიყოთ, რომელიც თავს კომპაქტურად იცავს და სწრაფად უტევს. თუ მოგება გინდა, შენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინო და სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ" - თქვა სანიოლმა.