პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
პრეზიდენტმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­არ­ჩევ­ნო დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. ამის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო­ში პრე­ზი­დენ­ტის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ­მა, ეკა ბე­სე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­სა­მარ­თლოს მი­მართ ნდო­ბა არ აქვთ. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნულ სა­მარ­თლებ­რივ გზას იმი­ტომ მი­მარ­თა, რომ მო­ქა­ლა­ქე­თა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბი და­იც­ვას.

“ეს სარ­ჩე­ლი არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მართ, სამ­წუ­ხა­როდ, ნდო­ბა არ არის. ამ სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა თა­ვად სა­სა­მარ­თლომ, თა­ვი­სი ბოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით და­ა­ყე­ნა დიდი დარ­ტყმის ქვეშ. ამ სა­მარ­თლებ­რივ გზას პრე­ზი­დენ­ტი იმის გამო მი­მარ­თავს, რომ ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი სივ­რცე, ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს, რათა მან მო­ქა­ლა­ქე­თა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბი და­იც­ვას. ამ სარ­ჩელ­ში ორი ძი­რი­თა­დი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი: პირ­ვე­ლი - ეს არის სა­ყო­ველ­თა­ო­ბის დარ­ღვე­ვა, რაც გა­მო­ი­ხა­ტა იმა­ში, რომ ქვეყ­ნის გა­რეთ მყო­ფი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არა მხო­ლოდ შე­ი­ზღუ­და, არა­მედ აეკ­რძა­ლათ კი­დეც. მე­ო­რე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრინ­ცი­პი - ეს არის ხმის ფა­რუ­ლო­ბის დაც­ვა. არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, რომ ხმის ფა­რუ­ლო­ბა და­ირ­ღვა, რაც კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სტან­დარ­ტის დარ­ღვე­ვაა. კი­დევ ერთი სა­კი­თხი - ჩვენ ვი­და­ვებთ იმ ნორ­მე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა­ზე, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს აი­ძუ­ლებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბის პრო­ცე­დუ­რა გა­ი­ა­რონ და [მერე შე­წყდეს მათი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და არა იმ დროს], რო­დე­საც გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი პარ­ლა­მენ­ტში არ იქ­ნე­ბი­ან”,- აღ­ნიშ­ნავს ბე­სე­ლია.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ ის 19 ნო­ემ­ბერს, სა­არ­ჩევ­ნო დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩელს შე­ი­ტან­და.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, სარ­ჩე­ლი ეხე­ბა არ­ჩევ­ნებ­ზე ორი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პრინ­ცი­პის დარ­ღვე­ვას, რო­მელ­საც ფა­რუ­ლო­ბა და სა­ყო­ველ­თა­ო­ბა ჰქვია.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, მას არ აქვს სა­სა­მარ­თლოს იმე­დი, თუმ­ცა, მა­ინც ფიქ­რობს, რომ ყვე­ლა გზა უნდა სცა­დოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

პრეზიდენტმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბესელიას განცხადებით, სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა არ აქვთ. მისივე განმარტებით, პრეზიდენტმა აღნიშნულ სამართლებრივ გზას იმიტომ მიმართა, რომ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები დაიცვას.

“ეს სარჩელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, სამწუხაროდ, ნდობა არ არის. ამ სასამართლოს დამოუკიდებლობა თავად სასამართლომ, თავისი ბოლო გადაწყვეტილებებით დააყენა დიდი დარტყმის ქვეშ. ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი იმის გამო მიმართავს, რომ ყველა სამართლებრივი სივრცე, ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოყენებული უნდა იყოს, რათა მან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები დაიცვას. ამ სარჩელში ორი ძირითადი კონსტიტუციური უფლების დარღვევაზეა საუბარი: პირველი - ეს არის საყოველთაობის დარღვევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ქვეყნის გარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ შეიზღუდა, არამედ აეკრძალათ კიდეც. მეორე უმნიშვნელოვანესი პრინციპი - ეს არის ხმის ფარულობის დაცვა. არაერთი მტკიცებულებაა, რომ ხმის ფარულობა დაირღვა, რაც კონსტიტუციური სტანდარტის დარღვევაა. კიდევ ერთი საკითხი - ჩვენ ვიდავებთ იმ ნორმების კონსტიტუციურობაზე, რომელიც პარლამენტის წევრებს აიძულებს უფლებამოსილების ცნობის პროცედურა გაიარონ და [მერე შეწყდეს მათი უფლებამოსილება და არა იმ დროს], როდესაც განაცხადეს, რომ ისინი პარლამენტში არ იქნებიან”,- აღნიშნავს ბესელია.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის 19 ნოემბერს, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანდა.

პრეზიდენტის თქმით, სარჩელი ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, რომელსაც ფარულობა და საყოველთაობა ჰქვია.

ზურაბიშვილის თქმით, მას არ აქვს სასამართლოს იმედი, თუმცა, მაინც ფიქრობს, რომ ყველა გზა უნდა სცადოს.