საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არ შევეგუები და ვიბრძოლებ!.. საკითხი ასე დგას - ან ევროპა, თავისუფლება და განვითარება, ან ჯურღმულში დაბრუნება“ - ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას “დაიბრუნე ხმა” შეუერთდნენ
“არ შევეგუები და ვიბრძოლებ!.. საკითხი ასე დგას - ან ევროპა, თავისუფლება და განვითარება, ან ჯურღმულში დაბრუნება“ - ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას “დაიბრუნე ხმა” შეუერთდნენ

“მი­ზა­ნი და მო­თხოვ­ნე­ბი უც­ვლე­ლია, არ უნდა შე­ვე­გუ­ოთ ქვეყ­ნის გა­რუ­სე­ბას! - ამას არ შე­ვე­გუ­ე­ბი, ვიბ­რძო­ლებ“, - ამის შე­სა­ხებ "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­დან­ზე გა­ნუ­ცხა­და, სა­ი­და­ნაც მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ას “და­იბ­რუ­ნე ხმას” შე­უ­ერ­თდა.

მი­სი­ვე თქმით, არ უნდა შე­ვე­გუ­ოთ, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­უქ­მეს.

“ეს აქ­ცია სა­მო­ქა­ლა­ქო ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რო­მელ­საც ვუ­ერ­თდე­ბი, ეს არ არის პარ­ტი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. მი­ზა­ნი და მო­თხოვ­ნე­ბი უც­ვლე­ლია, არ უნდა შე­ვე­გუ­ოთ ქვეყ­ნის გა­რუ­სე­ბას, არ უნდა შე­ვე­გუ­ოთ იმას, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­უქ­მეს. ეს გვი­თხრეს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­უქ­მდა, ყო­ველ­თვის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” გა­ი­მარ­ჯვებს. ეს არ­ჩევ­ნე­ბი აღა­რაა, რუ­სუ­ლი წე­სით და ოპე­რა­ცი­ე­ბით ჩა­ტარ­დე­ბაო. ამას არ შე­ვე­გუ­ე­ბი, ვიბ­რძო­ლებ. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა და ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი პა­ტი­ო­სა­ნი წე­სით, სა­ნამ არ შეს­რულ­დე­ბა ფეხს არ მო­ვიც­ვლი”,- აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა.

  • “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის თქმით, “დღე­ვან­დე­ლი აქ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - კი­დევ ერთხელ უნდა მო­ვუყ­ვეთ ევ­რო­კავ­შირს, რო­გორ მოგვპა­რეს არ­ჩევ­ნე­ბი.“

მისი თქმით, დღე­ვან­დელ აქ­ცი­ა­ზე ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ევ­რო­კავ­შირს უნდა შე­ახ­სე­ნოს, რომ იმ პო­ლი­ტი­კით, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­ში­რი უახ­ლო­ეს კვი­რებ­სა და თვე­ებ­ში გა­ა­ტა­რებს ჩვენს ქვე­ყა­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, გვერ­დში და­უდ­გნენ ქარ­თველ ხალ­ხს და ზე­წო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ “რუ­სულ რე­ჟიმ­ზე“, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, რომ ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი გაგ­ვი­უქ­მოს.

“დღე­ვან­დე­ლი აქ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იმი­ტომ, რომ ხვალ ბრი­უ­სელ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა იმარ­თე­ბა, სა­დაც შე­იკ­რი­ბე­ბა ყვე­ლა წევ­რი ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, იმ­სჯე­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე და ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს შეხ­ვედ­რა დიდ­წი­ლად გან­სა­ზღვრავს ევ­რო­კავ­ში­რის რე­აქ­ცი­ას იმა­ზე, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მოხ­და არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მელ­მაც შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა. ჩვენ, იმ 4-მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ამ, რო­მელ­მაც ამ არ­ჩევ­ნებ­ში ერ­თობ­ლი­ვად გა­ვი­მარ­ჯვეთ, გა­ვუგ­ზავ­ნეთ ერ­თობ­ლი­ვი წე­რი­ლი ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებს, სა­დაც მო­ვუ­წო­დეთ, რომ მხა­რი და­უ­ჭი­რონ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ბრძო­ლას და დღეს ვფიქ­რობ, რუს­თა­ველ­ზე შეკ­რე­ბილ­მა ხალ­ხმა იგი­ვე გზავ­ნი­ლი უნდა გა­აჟ­ღე­როს ხვა­ლინ­დე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რის­თვის უკვე სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი მო­ედ­ნის ქუ­ჩე­ბი­დან. კი­დევ ერთხელ მო­ვუყ­ვეთ ევ­რო­კავ­შირს, რო­გორ მოგვპა­რეს არ­ჩევ­ნე­ბი, რო­გორ გა­და­ხია ივა­ნიშ­ვილ­მა კონ­სტი­ტუ­ცია და მივ­მარ­თოთ მათ შო­რის, იმა­ზე, რომ იმ პო­ლი­ტი­კით, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­ში­რი უახ­ლო­ეს კვი­რებ­სა და თვე­ებ­ში გა­ა­ტა­რებს ჩვენს ქვე­ყა­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, გვერ­დში და­უდ­გნენ ქარ­თველ ხალ­ხს და ზე­წო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ “რუ­სულ რე­ჟიმ­ზე“, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, რომ ჩვენ ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი გაგ­ვი­უქ­მოს“, - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

  • “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რის მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თველ ხალ­ხს არ­ჩევ­ნე­ბი წა­არ­თვეს და ახლა ამის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ.

“რა გან­ცხა­დე­ბაც არ უნდა მო­ვის­მი­ნოთ, ფაქ­ტია, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ქარ­თველ ხალ­ხს წა­არ­თვეს და ახლა ამის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ. ეს არის არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც არ აღი­ა­რა ჩვენ­მა არ­ცერ­თმა ნორ­მა­ლურ­მა მე­გო­ბარ­მა და არ აღი­ა­რა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა. ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მოც­ლი­ლი არ არის, ეს ხალ­ხი გა­მო­სუ­ლია, რომ თა­ვი­ან­თი სი­მარ­თლე და­ამ­ტკი­ცონ და უკან და­იბ­რუ­ნონ ის პერ­სპექ­ტი­ვა, რო­მე­ლიც მათ მოჰ­პა­რეს. დღე­ვან­დელ აქ­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი ატა­რე­ბენ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თვალ­ნათ­ლივ ნა­ხოს თუ რა მა­სობ­რი­ვი გა­ყალ­ბე­ბა მოხ­და. ჩვენ ამას მხარს ვუ­ჭერთ, ვუ­ერ­თდე­ბით და ასე შე­ვუ­ერ­თდე­ბით ყვე­ლა იმ პრო­ტესტს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე და­აბ­რუ­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

  • რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, რა იქ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის პა­სუ­ხი იმა­ზე, რომ მმარ­თველ­მა გუნ­დმა 25 ნო­ემ­ბერს პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა ჩა­ნიშ­ნა, ხა­ზა­რა­ძემ უპა­სუ­ხა, რომ ოპო­ზი­ცი­ის პა­სუ­ხი არის მშვი­დო­ბი­ა­ნი და ურ­ყე­ვი პრო­ტეს­ტი.

“არა­ვინ არ უნდა ჩა­მო­უშ­ვას ხე­ლე­ბი. გა­მარ­ჯვე­ბა და ბრძო­ლა ახლა იწყე­ბა. სა­ქარ­თვე­ლომ, ემიგ­რა­ცი­ამ არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა. ეს არ­ჩე­ვა­ნი არის ევ­რო­პუ­ლი კურ­სი. “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ნამ, არ­ჩე­ვა­ნი რუ­სე­თის­კენ გა­ა­კე­თა. სა­კი­თხი ასე დგას - ან ევ­რო­პა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, დე­მოკ­რა­ტია და გან­ვი­თა­რე­ბა, ან ჯურღმულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ამას მგო­ნი, ჩვე­ნი არ­ცერ­თი ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე არ და­უშ­ვებს“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

  • “არ­ჩე­ვა­ნი წაგ­ვარ­თვეს და თავს გვახ­ვე­ვენ რუ­სულ არ­ჩე­ვანს - რუ­სე­ბი - ამას­თან შე­გუ­ე­ბას არ ვა­პი­რებთ“,- ამის შე­სა­ხებ “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ლი­დერ­მა, ზურა ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

“ეს პრო­ტეს­ტი არის მო­პა­რულ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს წა­არ­თვეს არ­ჩე­ვა­ნი, რო­მე­ლიც მათ 26 ოქ­ტომ­ბერს გა­ა­კე­თეს და ეს არ­ჩე­ვა­ნი იყო ცალ­სა­ხად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად, რომ ეს ქვე­ყა­ნა უნდა წა­ვი­დეს და­სავ­ლე­თის­კენ, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი გახ­დეს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ევ­რო­კავ­შირ­ში, ნატო-ში გა­წევ­რი­ან­დეს, რათა ჩვენს შვი­ლებს და­ვუ­ტო­ვოთ სამ­შვი­დო­ბოს გაყ­ვა­ნი­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა სტა­ბი­ლუ­რი, მშვი­დო­ბი­ა­ნი და მა­ღა­ლი კე­თილ­დღე­ო­ბის დო­ნით.

ეს არ­ჩე­ვა­ნი წაგ­ვარ­თვეს და თავს გვახ­ვე­ვენ რუ­სულ არ­ჩე­ვანს - რუ­სე­ბი. ეს პრო­ტეს­ტი და წინა პრო­ტეს­ტე­ბიც ამის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი, რომ ამას­თან შე­გუ­ე­ბას არ ვა­პი­რებთ, ეს არის გზავ­ნი­ლი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის” და ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი მე­გობ­რე­ბის­თვი­საც, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს აბ­სო­ლუ­ტუ­რად უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას გა­აგ­რძე­ლე­ბენ”, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

  • ჯა­ფა­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შეს­ვლას არ აპი­რე­ბენ და “ქარ­თულ ოც­ნე­ბა” ხავს ეჭი­დე­ბა, როცა ამ­ბობს, რომ “ისი­ნი პარ­ლა­მენ­ტში შე­მოვ­ლენ”.

“[“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი] ხავს ეჭი­დე­ბი­ან. არა­ვინ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას არ აპი­რებს და ამა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე უკვე გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და”, - აღ­ნიშ­ნა მან.

aqcia_rustavelze
რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი ამ წუ­თებ­ში. ფოტო: Nancy Woland
  • რუს­თავ­ლის გამ­ზირ­ზე იმ­ყო­ფე­ბა “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ლი­დე­რი ნიკა გვა­რა­მია:

“ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, მო­პა­რუ­ლი ხმე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბა და სამ­შობ­ლოს გა­მოხ­სნა ამ ორ­კე­ბის­გან და მა­ხინ­ჯე­ბის­გან, რომ­ლებ­მაც ეს ქვე­ყა­ნა წაგ­ვარ­თვეს. ეს ქვე­ყა­ნა, ეს ქა­ლა­ქი ჩვე­ნია და [ხმებს] და­ვიბ­რუ­ნებთ აუ­ცი­ლებ­ლად. გა­მო­დით!

ასე არ გა­მო­ვა, ეს ქვე­ყა­ნა ჩვე­ნია და ხალ­ხმა რაც აირ­ჩია, ისე­თი პარ­ლა­მენ­ტი შედ­გე­ბა. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე სა­ერ­თოდ არა­ფერს არ წარ­მო­ად­გენს, გა­მო­დით მე­გობ­რე­ბო!“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

ცნო­ბის­თვის, დღეს, 19:00 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის აქ­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით “და­იბ­რუ­ნე ხმა“ და­ი­წყო.

აქ­ცი­ას უერ­თდე­ბი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბიც. "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" ლი­დე­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ვა­კის პარკთან შე­იკ­რი­ბე­ბი­ან და მსვლე­ლო­ბით რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდე­ბი­ან. ცნო­ბი­ლია, რომ "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი კი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­დან­ზე შე­იკ­რი­ბე­ბი­ან და მსვლე­ლო­ბით რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მივ­ლენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

“არ შევეგუები და ვიბრძოლებ!.. საკითხი ასე დგას - ან ევროპა, თავისუფლება და განვითარება, ან ჯურღმულში დაბრუნება“ - ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას “დაიბრუნე ხმა” შეუერთდნენ

“არ შევეგუები და ვიბრძოლებ!.. საკითხი ასე დგას - ან ევროპა, თავისუფლება და განვითარება, ან ჯურღმულში დაბრუნება“ - ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას “დაიბრუნე ხმა” შეუერთდნენ

“მიზანი და მოთხოვნები უცვლელია, არ უნდა შევეგუოთ ქვეყნის გარუსებას! - ამას არ შევეგუები, ვიბრძოლებ“, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “ინტერპრესნიუსს” მარჯანიშვილის მოედანზე განუცხადა, საიდანაც მხარდამჭერებთან ერთად გაერთიანება დაანონსებულ აქციას “დაიბრუნე ხმას” შეუერთდა.

მისივე თქმით, არ უნდა შევეგუოთ, რომ არჩევნები გააუქმეს.

“ეს აქცია სამოქალაქო ინიციატივაა, რომელსაც ვუერთდები, ეს არ არის პარტიების ორგანიზებული. მიზანი და მოთხოვნები უცვლელია, არ უნდა შევეგუოთ ქვეყნის გარუსებას, არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ არჩევნები გააუქმეს. ეს გვითხრეს, რომ არჩევნები გაუქმდა, ყოველთვის “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს. ეს არჩევნები აღარაა, რუსული წესით და ოპერაციებით ჩატარდებაო. ამას არ შევეგუები, ვიბრძოლებ. საერთაშორისო გამოძიება და ახალი არჩევნები პატიოსანი წესით, სანამ არ შესრულდება ფეხს არ მოვიცვლი”,- აღნიშნა ელისაშვილმა.

  • “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, “დღევანდელი აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - კიდევ ერთხელ უნდა მოვუყვეთ ევროკავშირს, როგორ მოგვპარეს არჩევნები.“

მისი თქმით, დღევანდელ აქციაზე ქართველმა ხალხმა ევროკავშირს უნდა შეახსენოს, რომ იმ პოლიტიკით, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს კვირებსა და თვეებში გაატარებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, გვერდში დაუდგნენ ქართველ ხალხს და ზეწოლა განახორციელონ “რუსულ რეჟიმზე“, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი გაგვიუქმოს.

“დღევანდელი აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ხვალ ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება, სადაც შეიკრიბება ყველა წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, იმსჯელებენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე და ფაქტობრივად, ეს შეხვედრა დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირის რეაქციას იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა არჩევნებზე, რომელმაც შეუძლებელი გახადა ჩვენი ევროპული მომავლის გაგრძელება. ჩვენ, იმ 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც ამ არჩევნებში ერთობლივად გავიმარჯვეთ, გავუგზავნეთ ერთობლივი წერილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სადაც მოვუწოდეთ, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოში ქართველი ხალხის დემოკრატიისთვის ბრძოლას და დღეს ვფიქრობ, რუსთაველზე შეკრებილმა ხალხმა იგივე გზავნილი უნდა გააჟღეროს ხვალინდელი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის უკვე საქართველოს მთავარი მოედნის ქუჩებიდან. კიდევ ერთხელ მოვუყვეთ ევროკავშირს, როგორ მოგვპარეს არჩევნები, როგორ გადახია ივანიშვილმა კონსტიტუცია და მივმართოთ მათ შორის, იმაზე, რომ იმ პოლიტიკით, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს კვირებსა და თვეებში გაატარებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, გვერდში დაუდგნენ ქართველ ხალხს და ზეწოლა განახორციელონ “რუსულ რეჟიმზე“, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენ ევროპული მომავალი გაგვიუქმოს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

  • “ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქართველ ხალხს არჩევნები წაართვეს და ახლა ამის შენარჩუნებას ცდილობენ.

“რა განცხადებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტია, რომ არჩევნები ქართველ ხალხს წაართვეს და ახლა ამის შენარჩუნებას ცდილობენ. ეს არის არჩევნები, რომელიც არ აღიარა ჩვენმა არცერთმა ნორმალურმა მეგობარმა და არ აღიარა ქართველმა ხალხმა. ამდენი ადამიანი მოცლილი არ არის, ეს ხალხი გამოსულია, რომ თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ და უკან დაიბრუნონ ის პერსპექტივა, რომელიც მათ მოჰპარეს. დღევანდელ აქციაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და დამკვირვებლები ატარებენ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ თვალნათლივ ნახოს თუ რა მასობრივი გაყალბება მოხდა. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ, ვუერთდებით და ასე შევუერთდებით ყველა იმ პროტესტს, რომელიც საქართველოს ნორმალური განვითარების გზაზე დააბრუნებს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

  • რაც შეეხება კითხვას, რა იქნება ოპოზიციური პარტიების პასუხი იმაზე, რომ მმართველმა გუნდმა 25 ნოემბერს პარლამენტის სხდომა ჩანიშნა, ხაზარაძემ უპასუხა, რომ ოპოზიციის პასუხი არის მშვიდობიანი და ურყევი პროტესტი.

“არავინ არ უნდა ჩამოუშვას ხელები. გამარჯვება და ბრძოლა ახლა იწყება. საქართველომ, ემიგრაციამ არჩევანი გააკეთა. ეს არჩევანი არის ევროპული კურსი. “ქართულმა ოცნებამ“, რუსული ხელისუფლების მონამ, არჩევანი რუსეთისკენ გააკეთა. საკითხი ასე დგას - ან ევროპა, თავისუფლება, დემოკრატია და განვითარება, ან ჯურღმულში დაბრუნება. ამას მგონი, ჩვენი არცერთი ღირსეული მოქალაქე არ დაუშვებს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

  • “არჩევანი წაგვართვეს და თავს გვახვევენ რუსულ არჩევანს - რუსები - ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ“,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

“ეს პროტესტი არის მოპარულ არჩევნებთან დაკავშირებით. ამ ქვეყნის მოქალაქეებს წაართვეს არჩევანი, რომელიც მათ 26 ოქტომბერს გააკეთეს და ეს არჩევანი იყო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ეს ქვეყანა უნდა წავიდეს დასავლეთისკენ, ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი გახდეს და საბოლოო ჯამში, ევროკავშირში, ნატო-ში გაწევრიანდეს, რათა ჩვენს შვილებს დავუტოვოთ სამშვიდობოს გაყვანილი ქვეყანა, რომელიც იქნება სტაბილური, მშვიდობიანი და მაღალი კეთილდღეობის დონით.

ეს არჩევანი წაგვართვეს და თავს გვახვევენ რუსულ არჩევანს - რუსები. ეს პროტესტი და წინა პროტესტებიც ამისკენ არის მიმართული, რომ ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ, ეს არის გზავნილი “ქართული ოცნებისთვის” და ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვისაც, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს აბსოლუტურად უმრავლესობა მოქალაქეების, რომლებიც თავისუფლებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

  • ჯაფარიძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები შესვლას არ აპირებენ და “ქართულ ოცნება” ხავს ეჭიდება, როცა ამბობს, რომ “ისინი პარლამენტში შემოვლენ”.

“[“ქართული ოცნების” წარმომადგენლები] ხავს ეჭიდებიან. არავინ პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ამაზე რამდენჯერმე უკვე განცხადება გაკეთდა”, - აღნიშნა მან.

aqcia_rustavelze
რუსთაველის გამზირი ამ წუთებში. ფოტო: Nancy Woland
  • რუსთავლის გამზირზე იმყოფება “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია:

“ჩვენი ამოცანაა, მოპარული ხმების უკან დაბრუნება და სამშობლოს გამოხსნა ამ ორკებისგან და მახინჯებისგან, რომლებმაც ეს ქვეყანა წაგვართვეს. ეს ქვეყანა, ეს ქალაქი ჩვენია და [ხმებს] დავიბრუნებთ აუცილებლად. გამოდით!

ასე არ გამოვა, ეს ქვეყანა ჩვენია და ხალხმა რაც აირჩია, ისეთი პარლამენტი შედგება. ირაკლი კობახიძე საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, გამოდით მეგობრებო!“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით “დაიბრუნე ხმა“ დაიწყო.

აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიებიც. "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები და მხარდამჭერები ვაკის პარკთან შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. ცნობილია, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერები და მხარდამჭერები კი მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივლენ.

იხილეთ ასევე: