სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ  დავით კუტალაძე და თორნიკე დავლაშერიძე, რომლებიც ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ძალადობაში იყვნენ მსჯავრდებულები
ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ  დავით კუტალაძე და თორნიკე დავლაშერიძე, რომლებიც ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ძალადობაში იყვნენ მსჯავრდებულები

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ოპე­რა­ტო­რე­ბის, მათ შო­რის, „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ­მა და­ვით კუ­ტა­ლა­ძემ და თორ­ნი­კე დავ­ლა­შე­რი­ძემ სა­პა­ტიმ­რო ვა­და­ზე ადრე და­ტო­ვეს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

  • რო­გორც თორ­ნი­კე დავ­ლა­შე­რი­ძის ად­ვო­კატ­მა გელა ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა ქნის მე-15 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უკვე და­ტო­ვა.

"მას ამ­ნის­ტი­ის სა­ფუძ­ველ­ზე 1/6 მო­აკ­ლდა. სა­პა­ტიმ­რო უკვე და­ტო­ვა“,- გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პა­ტიმ­რო 5 ივ­ლი­სის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბულ­მა კი­დევ რამ­დე­ნი­მე პირ­მა და­ტო­ვა, თუმ­ცა ვინ, ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია.

ცნო­ბის­თვის, 2021 წლის 5 ივ­ლისს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ოპე­რა­ტო­რე­ბის, მათ შო­რის, „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლებს აკა­კი ნა­კა­ში­ძეს, თორ­ნი­კე დავ­ლა­შე­რი­ძეს, და­ვით კუ­ტა­ლა­ძეს, ოთარ გე­ლაშ­ვილს, ცოტ­ნე ჩიხ­ლა­ძეს და გია გი­გუ­აშ­ვილს 4-4-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­დათ მის­ჯი­ლი.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებ­სა და პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის ბრალ­დე­ბით სულ 27 პირი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი მათ ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე (ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლა), 156-ე მუხ­ლით (დევ­ნა), 225-ეს მე-2 ნა­წი­ლი (ორ­გა­ნი­ზე­ბულ ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა) მუხ­ლე­ბით წა­უ­ყე­ნეს. ნა­წილს ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118 მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს მსხვერ­პლის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­დე­ნილს ჯგუ­ფუ­რად. რამ­დე­ნი­მე პირს ასე­ვე ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს 117 მუხ­ლის მე-3 და მე-5 ნა­წი­ლი­თაც, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას, ჯგუ­ფუ­რად გენ­დე­რის ნიშ­ნით, სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­დე­ნილს გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე 27 პირი და­ა­კა­ვეს, საქ­მეს კი 56 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჰყავს, მათ შო­რის, 47 ჟურ­ნა­ლის­ტია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

გილოცავთ ვაჟკაცებო!

tngh
6

ლ. ლაშქარავა სხვა მიზეზით გარდაიცვალა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ  დავით კუტალაძე და თორნიკე დავლაშერიძე, რომლებიც ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ძალადობაში იყვნენ მსჯავრდებულები

ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ  დავით კუტალაძე და თორნიკე დავლაშერიძე, რომლებიც ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ძალადობაში იყვნენ მსჯავრდებულები

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულმა დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს.

არსებული ინფორმაციით, ისინი „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

  • როგორც თორნიკე დავლაშერიძის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ქნის მე-15 პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.

"მას ამნისტიის საფუძველზე 1/6 მოაკლდა. საპატიმრო უკვე დატოვა“,- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, საპატიმრო 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულმა კიდევ რამდენიმე პირმა დატოვა, თუმცა ვინ, ამ ეტაპზე უცნობია.

ცნობისთვის, 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით სულ 27 პირი იყო დაკავებული მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე მუხლით (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით წაუყენეს. ნაწილს ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილს ჯგუფურად. რამდენიმე პირს ასევე ბრალი წაუყენეს 117 მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილითაც, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ჯგუფურად გენდერის ნიშნით, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილს გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე 27 პირი დააკავეს, საქმეს კი 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.