მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ესროლეთ ამ სულელ, ნაძირალა პუტინს...“ - ამ პოსტისა და ბუჩაზე დაწერილი კომენტარების გამო მოსკოვში, რეჟისორ ანასტასია ბერეჟინსკაიას 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
"ესროლეთ ამ სულელ, ნაძირალა პუტინს...“ - ამ პოსტისა და ბუჩაზე დაწერილი კომენტარების გამო მოსკოვში, რეჟისორ ანასტასია ბერეჟინსკაიას 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუ­სეთ­ში სა­სა­მარ­თლომ რე­ჟი­სორ ანას­ტა­სია ბე­რე­ჟინ­სკა­ი­ას 8-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა ბუ­ჩას შე­სა­ხებ პოს­ტე­ბი­სა და "პუ­ტი­ნის მოკ­ვლის მო­წო­დე­ბის­თვის".

ბე­რე­ჟინ­სკა­ია, რო­მელ­საც ბრა­ლი ედე­ბო­და არ­მი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­ში, ყალ­ბი ამ­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­სა და ტე­რო­რიზ­მის გა­მარ­თლე­ბა­ში, სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში და­ა­კა­ვეს - მა­ნამ­დე მას აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა.

"ბე­რე­ჟინ­სკა­ი­ას გა­მოს­ვლა სა­სა­მარ­თლო­ში ძა­ლი­ან მოკ­ლე იყო", - წერს "მე­დი­ა­ზო­ნა":

"თქვე­ნო ღირ­სე­ბავ, მე არა­ფე­რი მაქვს სათ­ქმე­ლი, და­სა­მა­ტე­ბე­ლი. ვი­ღებ თქვენს მიერ გა­მო­ტა­ნილ ნე­ბის­მი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას", - თქვა ქალ­მა.

უფრო ადრე სო­ცი­ა­ლურ ქსელ VKontakte-ში და­წე­რა, რომ ის იყო ხელ­წე­რი­ლის ქვეშ, რომ არც წა­სას­ვლე­ლი ჰქონ­და და არც ამის­თვის სა­ჭი­რო სახ­სრე­ბი.

"მოს­კო­ვის და­სავ­ლე­თის მე­ო­რე, სამ­ხა­რეო, სამ­ხედ­რო სა­სა­მარ­თლომ თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი ანას­ტა­სია ბე­რე­ჟინ­სკა­ია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის სამი მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლა და 8-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა VKontakte-ზე მისი პოს­ტე­ბი­სა და კო­მენ­ტა­რე­ბის გამო", - იუ­წყე­ბა "მე­დი­ა­ზო­ნა". ის სას­ჯელს სა­ერ­თო რე­ჟი­მის კო­ლო­ნა­ში მო­იხ­დის.

პრო­კუ­რა­ტუ­რა მის­თვის 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ითხოვ­და. ქალს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს "ტე­რო­რიზ­მის გა­მარ­თლე­ბა­ში“ (სსკ-ის 205.2 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი), . 2022 წლის მა­ის­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სამი კო­მენ­ტა­რის გამო.

"მე­დი­ა­ზო­ნა“ წერ­და, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­უ­ბა­რია შემ­დეგ შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ზე:

  • "ეს­რო­ლეთ ამ სუ­ლელ, ნა­ძი­რა­ლა პუ­ტინს, კი­დევ რამ­დენს მო­ით­მენთ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მკვლე­ლო­ბას?“
  • "გა­ა­ნად­გუ­რეთ ეს ნა­ძი­რა­ლა”
  • "აღ­გა­ვეთ პი­რი­სა­გან მი­წი­სა"

მას ასე­ვე ედე­ბო­და ბრა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ძულ­ვი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე რუ­სუ­ლი არ­მი­ის შე­სა­ხებ "ფე­ი­კე­ბის“ გავ­რცე­ლე­ბა­ში (სსკ-ის 207.3 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის პუნ­ქტი "ე“), ის წე­რა­და ბუ­ჩა­ში მო­წყო­ბილ ხოც­ვა-ჟლე­ტა­ზე და აკ­რი­ტი­კებ­და რუ­სულ არ­მი­ას.

მან ასე­ვე გა­მოთ­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ "სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ის" (რო­გორც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია უწო­დებს სრულ­მას­შტა­ბი­ან სამ­ხედ­რო შეჭ­რას უკ­რა­ი­ნა­ში - რედ.), ნამ­დვი­ლი მიზ­ნე­ბი იყო "მე­ზო­ბე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს ეკო­ნო­მი­კუ­რად ხელ­საყ­რე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კა­ვე­ბა".

ბრალ­დე­ბის მე­სა­მე მუხ­ლი იყო რუ­სუ­ლი არ­მი­ის "დის­კრე­დი­ტა­ცია“ (სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 280.3 მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლი), ბრალ­დე­ბის ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად მოყ­ვა­ნი­ლი ჰქონ­და რე­ჟი­სო­რის პოს­ტე­ბი, რო­მელ­შიც ის წერ­და "უკ­რა­ი­ნელ­თა გე­ნო­ციდ­ზე, "ომის და­ნა­შა­უ­ლებ­სა" და "რუ­სუ­ლი არ­მი­ის მიერ სხვი­სი ქო­ნე­ბის ქურ­დო­ბა­ზე..." .

ბე­რე­ჟინ­სკა­ი­ამ უარი თქვა სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე, ამი­ტომ წა­ი­კი­თხეს მისი და­კი­თხვის ოქ­მე­ბი, რო­მელ­შიც ქალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "იგი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო სა­ხელ­მწი­ფოს სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბით, აწუ­ხებ­და რო­გორც რუ­სე­თის, ასე­ვე უკ­რა­ი­ნის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ბედი და ასე­ვე "სურ­და და­ეც­ვა სა­კუ­თა­რი თავი და რუსი ხალ­ხი სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის შე­მოჭ­რი­სა­გან“...

ამავდრო­უ­ლად, ქალი ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობ­და, რომ ისურ­ვებ­და ისეთ თე­ატ­რში მოხ­ვედ­რას, რო­მე­ლიც არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და "ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის შეჭ­რას, სა­დაც რე­ჟი­სო­რე­ბი და დრა­მა­ტურ­გე­ბი არ მოხ­ვდე­ბოდ­ნენ ცი­ხე­ში სცე­ნა­რე­ბის და­წე­რი­სა და სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გმის­თვის".

43 წლის ბე­რე­ჟინ­სკა­ი­ას ორი შვი­ლი ჰყავს - რვა და 10 წლის, მე­უღ­ლეს კი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

ავტორი:

"ესროლეთ ამ სულელ, ნაძირალა პუტინს...“ - ამ პოსტისა და ბუჩაზე დაწერილი კომენტარების გამო მოსკოვში, რეჟისორ ანასტასია ბერეჟინსკაიას 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

"ესროლეთ ამ სულელ, ნაძირალა პუტინს...“ - ამ პოსტისა და ბუჩაზე დაწერილი კომენტარების გამო მოსკოვში, რეჟისორ ანასტასია ბერეჟინსკაიას 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში სასამართლომ რეჟისორ ანასტასია ბერეჟინსკაიას 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ბუჩას შესახებ პოსტებისა და "პუტინის მოკვლის მოწოდებისთვის".

ბერეჟინსკაია, რომელსაც ბრალი ედებოდა არმიის დისკრედიტაციაში, ყალბი ამბების გავრცელებასა და ტერორიზმის გამართლებაში, სასამართლო დარბაზში დააკავეს - მანამდე მას აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.

"ბერეჟინსკაიას გამოსვლა სასამართლოში ძალიან მოკლე იყო", - წერს "მედიაზონა":

"თქვენო ღირსებავ, მე არაფერი მაქვს სათქმელი, დასამატებელი. ვიღებ თქვენს მიერ გამოტანილ ნებისმიერ გადაწყვეტილებას", - თქვა ქალმა.

უფრო ადრე სოციალურ ქსელ VKontakte-ში დაწერა, რომ ის იყო ხელწერილის ქვეშ, რომ არც წასასვლელი ჰქონდა და არც ამისთვის საჭირო სახსრები.

"მოსკოვის დასავლეთის მეორე, სამხარეო, სამხედრო სასამართლომ თეატრის რეჟისორი ანასტასია ბერეჟინსკაია სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით გაასამართლა და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა VKontakte-ზე მისი პოსტებისა და კომენტარების გამო", - იუწყება "მედიაზონა". ის სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონაში მოიხდის.

პროკურატურა მისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. ქალს ბრალი წაუყენეს "ტერორიზმის გამართლებაში“ (სსკ-ის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილი), . 2022 წლის მაისში გამოქვეყნებული სამი კომენტარის გამო.

"მედიაზონა“ წერდა, რომ, სავარაუდოდ, საუბარია შემდეგ შეტყობინებებზე:

  • "ესროლეთ ამ სულელ, ნაძირალა პუტინს, კიდევ რამდენს მოითმენთ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას?“
  • "გაანადგურეთ ეს ნაძირალა”
  • "აღგავეთ პირისაგან მიწისა"

მას ასევე ედებოდა ბრალი პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე რუსული არმიის შესახებ "ფეიკების“ გავრცელებაში (სსკ-ის 207.3 მუხლის მე-2 ნაწილის პუნქტი "ე“), ის წერადა ბუჩაში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტაზე და აკრიტიკებდა რუსულ არმიას.

მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ "სპეციალური ოპერაციის" (როგორც რუსეთის ფედერაცია უწოდებს სრულმასშტაბიან სამხედრო შეჭრას უკრაინაში - რედ.), ნამდვილი მიზნები იყო "მეზობელი დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფოს ეკონომიკურად ხელსაყრელი ტერიტორიების დაკავება".

ბრალდების მესამე მუხლი იყო რუსული არმიის "დისკრედიტაცია“ (სისხლის სამართლის კოდექსის 280.3 მუხლის 1-ლი ნაწილი), ბრალდების ამის მტკიცებულებად მოყვანილი ჰქონდა რეჟისორის პოსტები, რომელშიც ის წერდა "უკრაინელთა გენოციდზე, "ომის დანაშაულებსა" და "რუსული არმიის მიერ სხვისი ქონების ქურდობაზე..." .

ბერეჟინსკაიამ უარი თქვა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, ამიტომ წაიკითხეს მისი დაკითხვის ოქმები, რომელშიც ქალმა აღნიშნა, რომ "იგი გაღიზიანებული იყო სახელმწიფოს სამხედრო მოქმედებებით, აწუხებდა როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ბედი და ასევე "სურდა დაეცვა საკუთარი თავი და რუსი ხალხი სხვა სახელმწიფოების შემოჭრისაგან“...

ამავდროულად, ქალი ჩვენებაში ამბობდა, რომ ისურვებდა ისეთ თეატრში მოხვედრას, რომელიც არ დაექვემდებარებოდა "ოპერატიული სამსახურების შეჭრას, სადაც რეჟისორები და დრამატურგები არ მოხვდებოდნენ ციხეში სცენარების დაწერისა და სპექტაკლების დადგმისთვის".

43 წლის ბერეჟინსკაიას ორი შვილი ჰყავს - რვა და 10 წლის, მეუღლეს კი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.