საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთაწმინდაზე, 25 წლის მამუკა დოლიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ბაჩო სირაძეს 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - დეტალები სასამართლოს სხდომიდან
მთაწმინდაზე, 25 წლის მამუკა დოლიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ბაჩო სირაძეს 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - დეტალები სასამართლოს სხდომიდან

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 9 თვის წინ მთაწ­მინ­და­ზე, 25 წლის მა­მუ­კა დო­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბაჩო სი­რა­ძეს 15-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.


გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ვა­ლე­რი­ან ბუ­გი­ა­ნიშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და. მან ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლი, რომ­ლი­თაც სი­რა­ძეს ბრა­ლი ედე­ბო­და, გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და პა­ტიმ­რო­ბა მხო­ლოდ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით შე­უ­ფარ­და.


  • პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და მკვლე­ლო­ბის დროს ბაჩო სი­რა­ძის თან­მხლებ პირ­საც. მას 13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მსჯავ­რდა­დე­ბულ ბაჩო სი­რა­ძეს სა­ბო­ლოო სი­ტყვით არ უსარ­გებ­ლია.


ოჯა­ხი მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ეთან­ხმე­ბა, სი­რა­ძის­თვის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვს და გა­ნა­ჩე­ნის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რებს.


“უშუ­ა­ლოდ მსრო­ლე­ლი პი­რის მი­მართ სა­სა­მარ­თლომ გა­მო­ი­ყე­ნა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სან­ქცი­ით უმაღ­ლე­სი სას­ჯე­ლი - თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 15 წლის ვა­დით, ხოლო მძღო­ლის მი­მართ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 13 წლის ვა­დით. ბრალ­დე­ბის მხა­რეს მი­აჩ­ნია, რომ ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლია პირ­თა ჯგუ­ფის მიერ; გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია პირ­თა ჯგუ­ფის მიერ; ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა - ტა­რე­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია პირ­თა ჯგუ­ფის მიერ. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რე გა­ა­სა­ჩივ­რებს სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და საქ­მის პრო­კუ­რორ­მა.


გა­ნა­ჩენს გა­ა­სა­ჩივ­რებს დაც­ვის მხა­რეც.


მსჯავ­რდა­დე­ბულ ბაჩო სი­რა­ძის ად­ვო­კატს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ ისარ­გებ­ლა ბრალ­დე­ბულ­მა სა­ბო­ლოო სი­ტყვით, მხო­ლოდ მოკ­ლე პა­სუ­ხით შე­მო­ი­ფარ­გლა და თქვა: “ალ­ბათ, არა­ფე­რი ჰქონ­და სათ­ქმე­ლი“.


ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე 24 წლის მა­მუ­კა დო­ლი­ძე 2024 წლის 18 თე­ბერ­ვალს მოკ­ლეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქტს წინ უთან­ხმო­ე­ბა უძღო­და. მომ­ხდარ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მე­ო­რე დღეს­ვე ორი პირი და­ა­კა­ვეს. მათ­გან ერთს, ბაჩო სი­რა­ძეს ბრალ­დე­ბა ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, ხოლო მე­ო­რეს - გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ფაქ­ტზე.


ავტორი:

მთაწმინდაზე, 25 წლის მამუკა დოლიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ბაჩო სირაძეს 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - დეტალები სასამართლოს სხდომიდან

მთაწმინდაზე, 25 წლის მამუკა დოლიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ბაჩო სირაძეს 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - დეტალები სასამართლოს სხდომიდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 თვის წინ მთაწმინდაზე, 25 წლის მამუკა დოლიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ბაჩო სირაძეს 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.


გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მან ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლი, რომლითაც სირაძეს ბრალი ედებოდა, გადააკვალიფიცირა და პატიმრობა მხოლოდ განზრახ მკვლელობის მუხლით შეუფარდა.


  • პატიმრობა შეეფარდა მკვლელობის დროს ბაჩო სირაძის თანმხლებ პირსაც. მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მსჯავრდადებულ ბაჩო სირაძეს საბოლოო სიტყვით არ უსარგებლია.


ოჯახი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, სირაძისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს და განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.


“უშუალოდ მსროლელი პირის მიმართ სასამართლომ გამოიყენა გათვალისწინებული სანქციით უმაღლესი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, ხოლო მძღოლის მიმართ თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ქმედება ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ; განზრახ მკვლელობა განხორციელებულია პირთა ჯგუფის მიერ; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა - ტარება განხორციელებულია პირთა ჯგუფის მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარე გაასაჩივრებს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.


განაჩენს გაასაჩივრებს დაცვის მხარეც.


მსჯავრდადებულ ბაჩო სირაძის ადვოკატს სასამართლო პროცესის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. კითხვაზე, რატომ არ ისარგებლა ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით, მხოლოდ მოკლე პასუხით შემოიფარგლა და თქვა: “ალბათ, არაფერი ჰქონდა სათქმელი“.


ცნობისთვის, თბილისში ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე 24 წლის მამუკა დოლიძე 2024 წლის 18 თებერვალს მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ფაქტს წინ უთანხმოება უძღოდა. მომხდარზე სამართალდამცველებმა მეორე დღესვე ორი პირი დააკავეს. მათგან ერთს, ბაჩო სირაძეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე ჰქონდა წარდგენილი, ხოლო მეორეს - გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე.