სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლიმატის ცვლილება სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას" - ირაკლი კობახიძე
"კლიმატის ცვლილება სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას" - ირაკლი კობახიძე

"კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა ჩვენს ეპო­ქა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მწვა­ვე გა­მოწ­ვე­ვად ყა­ლიბ­დე­ბა, რაც სა­ჭი­რო­ებს გლო­ბა­ლურ, გა­და­უ­დე­ბელ ქმე­დე­ბას და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, მისი მრა­ვალ­მხრი­ვი შე­დე­გე­ბის და­საძ­ლე­ვად", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ COP29-ის ლი­დე­რე­ბის სა­მიტ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად არ­ღვევს გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კას და საფრ­თხეს უქ­მნის გან­სა­კუთ­რე­ბით მო­წყვლა­დი ქვეყ­ნე­ბის და ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მე­ბის სა­არ­სე­ბო პი­რო­ბებს.

“ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ქალ­ბა­ტო­ნე­ბო და ბა­ტო­ნე­ბო, ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, მოგ­მარ­თოთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით. თავ­და­პირ­ვე­ლად, მსურს, დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენტს, ბა­ტონ ილ­ჰამ ალი­ევს, ასე­ვე კონ­ფე­რენ­ცი­ის პრე­ზი­დენტს, ბა­ტონ მუხ­ტარ ბა­ბა­ევს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბას, გუ­ლი­თა­დი მას­პინ­ძლო­ბი­სა და ბა­ქო­ში კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­მორ­ჩე­უ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის.

ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ე­ტა­პო მოვ­ლე­ნაა, რად­გან სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის ქვე­ყა­ნა გა­ე­როს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ჩარ­ჩო კონ­ვენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ას პირ­ვე­ლად მას­პინ­ძლობს. მსურს, წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო აზერ­ბა­ი­ჯანს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ყო­ფი­ე­რი და ამ­ბი­ცი­უ­რი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა­ში, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბი­სა და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გის ხელ­შე­წყო­ბა­ში.

ეს კონ­ფე­რენ­ცია კრი­ტი­კულ დროს ტარ­დე­ბა, რად­გან კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა ჩვენს ეპო­ქა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მწვა­ვე გა­მოწ­ვე­ვად ყა­ლიბ­დე­ბა, რაც სა­ჭი­რო­ებს გლო­ბა­ლურ, გა­და­უ­დე­ბელ ქმე­დე­ბას და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, მისი მრა­ვალ­მხრი­ვი შე­დე­გე­ბის და­საძ­ლე­ვად. სამ­წუ­ხა­როდ, ამ გზა­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი არა მხო­ლოდ სე­რი­ო­ზულ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კრი­ზი­სებს იწ­ვევს, არა­მედ ხელს უშ­ლის და ანე­ლებს მსოფ­ლიო ძა­ლის­ხმე­ვას კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მზარ­დი ზე­მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის მყინ­ვა­რე­ბის სწრა­ფი დნო­ბა და ზღვის დო­ნის აწე­ვა, სე­რი­ო­ზუ­ლად არ­ღვევს გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კას და საფრ­თხეს უქ­მნის გან­სა­კუთ­რე­ბით მო­წყვლა­დი ქვეყ­ნე­ბის და ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მე­ბის სა­არ­სე­ბო პი­რო­ბებს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოც არ წარ­მო­ად­გენს გა­მო­ნაკ­ლისს და დგას კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მკაც­რი შე­დე­გე­ბის წი­ნა­შე. ბოლო წლებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამაღ­ლდა ცნო­ბი­ე­რე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­სა და ეკო­ლო­გი­ას შო­რის არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"კლიმატის ცვლილება სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას" - ირაკლი კობახიძე

"კლიმატის ცვლილება სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას" - ირაკლი კობახიძე

"კლიმატის ცვლილება ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად ყალიბდება, რაც საჭიროებს გლობალურ, გადაუდებელ ქმედებას და თანამშრომლობას, მისი მრავალმხრივი შედეგების დასაძლევად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP29-ის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • მთავრობის მეთაურის თქმით, კლიმატის ცვლილება სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს.

“ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ საქართველოს სახელით. თავდაპირველად, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს, ასევე კონფერენციის პრეზიდენტს, ბატონ მუხტარ ბაბაევს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, გულითადი მასპინძლობისა და ბაქოში კონფერენციის გამორჩეულად წარმატებული ორგანიზებისთვის.

ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა, რადგან სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყანა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მონაწილეთა კონფერენციას პირველად მასპინძლობს. მსურს, წარმატებები ვუსურვო აზერბაიჯანს ამ მიმართულებით ნაყოფიერი და ამბიციური შედეგების მიღწევაში, მოლაპარაკებების პროცესში თანამშრომლობის სულისკვეთებისა და კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობაში.

ეს კონფერენცია კრიტიკულ დროს ტარდება, რადგან კლიმატის ცვლილება ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად ყალიბდება, რაც საჭიროებს გლობალურ, გადაუდებელ ქმედებას და თანამშრომლობას, მისი მრავალმხრივი შედეგების დასაძლევად. სამწუხაროდ, ამ გზაზე შეიარაღებული კონფლიქტები არა მხოლოდ სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისებს იწვევს, არამედ ხელს უშლის და ანელებს მსოფლიო ძალისხმევას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედება, მათ შორის მყინვარების სწრაფი დნობა და ზღვის დონის აწევა, სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს. სამწუხაროდ, საქართველოც არ წარმოადგენს გამონაკლისს და დგას კლიმატის ცვლილების მკაცრი შედეგების წინაშე. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ამაღლდა ცნობიერება ადამიანის უფლებებსა და ეკოლოგიას შორის არსებული კავშირების შესახებ“, - განაცხადა პრემიერმა.