"ჩვენ მტრები არ ვართ..." - ევროკავშირის ქვეყნების დელეგაციის წევრთა და სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ | Ambebi.GE
სამართალი
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
Faceამბები
მოზაიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ მტრები არ ვართ..." - ევროკავშირის ქვეყნების დელეგაციის წევრთა და სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ
"ჩვენ მტრები არ ვართ..." - ევროკავშირის ქვეყნების დელეგაციის წევრთა და სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ევ­რო­კავ­ში­რის 8 ქვეყ­ნის სა­გა­რეო კო­მი­ტე­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ევ­რო­კავ­ში­რის 8 ქვეყ­ნის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის დე­ლე­გა­ცი­ას შეხ­ვედ­რა­ზე უარი უთხრა. მან დე­ლე­გა­ცი­ას უა­რის თქმის მი­ზე­ზი წე­რი­ლო­ბით გა­ნუ­მარ­ტა. იხი­ლეთ წე­რი­ლი


ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­ლე­გა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი შეხ­ვდა.


  • რა თქვა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რის შემ­დეგ?

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი:

"მინ­და მი­ვე­სალ­მო ჩვენს სტუმ­რებს, ევ­რო­პე­ლი პარ­ლა­მენ­ტე­ბის დე­ლე­გა­ცი­ას. ისი­ნი 8 ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გე­ნენ და არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლაც ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლი დღი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს, სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბას, მის ევ­რო­პულ გზას გვერ­დით უდ­გა­ნან. თუ ჩვენ შარ­შან, დე­კემ­ბერ­ში, მი­ვე­დით იმ დო­ნემ­დე, რომ მოგ­ვა­ნი­ჭეს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, ეს ამ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ გვენდვ­ნენ და მოგ­ვა­ნი­ჭეს ეს სტა­ტუ­სი. ნდო­ბის ნი­შა­ნი იყო ის უზარ­მა­ზა­რი ნა­ბი­ჯი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რო­მე­ლიც ჩვენ დე­კემ­ბერ­ში ვი­ზე­ი­მეთ. როცა ვფიქ­რობ, სად ვი­ყა­ვით და დღეს სად ვართ, ძა­ლი­ან ღრმად მტკი­ვა გული. და­კარ­გუ­ლი შან­სი სა­დღა­ცაა და ჩვე­ნი მო­სა­პო­ვე­ბე­ლია ჩვენს მე­გობ­რებ­თან ერ­თად. მათი აქ ჩა­მოს­ვლა დღეს, როცა სა­ქარ­თვე­ლო ღრმა პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ში შე­დის, არის ამ ევ­რო­პუ­ლი მხარ­და­ჭე­რის კი­დევ ერთი ნი­შა­ნი. ევ­რო­პა ხე­ლი­დან არ გვიშ­ვებს და ჯერ კი­დევ სჯე­რა სა­ქარ­თვე­ლო­სი და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლო­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხის ევ­რო­პუ­ლო­ბის, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ხა­ტა ამ 33 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. როცა ევ­რო­პუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი, ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის იმე­დი იყო ეჭვქვეშ, ყო­ველ ჯერ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მო­დი­ო­და. ვი­ცით ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ, პრაქ­ტი­კუ­ლად, 30 წელი ქუ­ჩა­ში გა­ა­ტა­რა იმი­ტომ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პის მი­მართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­დახ­ვე­ვა, ყო­ველ­თვის იყო ამ ქვე­ყა­ნა­ში გაპ­რო­ტეს­ტე­ბუ­ლი. ეს არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა არის ევ­რო­პუ­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და სამ­წუ­ხა­როდ, რო­მელ­საც არ ჰყავს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც ჰყავს ერ­თპარ­ტი­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­ე­უფ­ლა პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ქვეყ­ნის ინ­სტი­ტუტს და შე­დე­გი მი­ვი­ღეთ ამ არ­ჩევ­ნებ­ში"


  • რა თქვეს ევ­რო­პელ­მა სტუმ­რებ­მა?

მი­ხა­ილ როთი, გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის (ბუნ­დეს­ტა­გის) სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე:

"ბო­დი­ში, მაგ­რამ მმარ­თველ პარ­ტი­ას ჰკი­თხეთ, რა­ტომ არ ჰქონ­დათ სურ­ვი­ლი მი­ვე­ღეთ. ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით აქ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხის მე­გობ­რე­ბი და ცო­ცხა­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის პი­რო­ბებ­ში, წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი მო­მენ­ტე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში არის ნორ­მა­ლუ­რი. ეს არის არსი. ჩვენ აქ ვიმ­ყო­ფე­ბით რო­გორც მე­გობ­რე­ბი. ჩვენ ვთან­ხმდე­ბით ბევრ სა­კი­თხზე, მაგ­რამ ზოგ­ჯერ უთან­ხმო­ე­ბაც არ­სე­ბობს. მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გვე­ძა­ხის მტრებს. ჩვენ მტრე­ბი არ ვართ, ჩვენ ვართ მე­გობ­რე­ბი. მე უკვე გა­მოვ­ხა­ტე ჩემი სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა­ზე და ნა­თე­ლია, რომ ეჭ­ვე­ბი გახ­ლავთ ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი, რომ ჩვენ მო­ვი­თხოვთ უცხო­ურ და­მო­კი­დე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას. ეს არის ერ­თა­დერ­თი შან­სი, აღ­დგეს ნდო­ბა“


მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ იყო არც თა­ვი­სუ­ფა­ლი და არც სა­მარ­თლი­ა­ნი. რო­გორც როთ­მა აღ­ნიშ­ნა, უმე­ტეს სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ფა­რუ­ლო­ბა არ იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.


რო­თის გან­ცხა­დე­ბით, ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის მოს­ყიდ­ვა, ამომ­რჩევ­ლე­ბის და­ში­ნე­ბა და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მი­მართ მუ­ქა­რამ ძირი გა­მო­უ­თხა­რა დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცესს და წარ­მოქ­მნა სე­რი­ო­ზუ­ლი შეშ­ფო­თე­ბა შე­დე­გე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და "ეს დად­გინ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­არ­ჩევ­ნო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მიერ და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი მე­დი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ“.


"სრუ­ლად ვუ­ჭერთ მხარს პრე­ზი­დენტ მაკ­რო­ნის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ტუს­კი­სა და კან­ცლერ შოლ­ცის მო­წო­დე­ბას ამ სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუ და­მო­უ­კი­დე­ბელ ქარ­თულ გა­მო­ძი­ე­ბას არ შე­უძ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნო­ებ­მა, რო­გო­რი­ცაა ევ­რო­პის კავ­ში­რი, ეუთო და ევ­რო­კავ­ში­რი, უნდა ჩა­ერ­თონ. ამ ბრალ­დე­ბე­ბის და­ზუს­ტე­ბის გა­რე­შე, ევ­რო­კავ­ში­რი ვერ აღი­ა­რებს ამ არ­ჩევ­ნებს ლე­გი­ტი­მუ­რად. თუკი ეს ბრალ­დე­ბე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად არ იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის­კენ მათ წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არი­ან არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებ­სა და ამომ­რჩევ­ლე­ბის და­ში­ნე­ბა­ზე. დე­მოკ­რა­ტი­ამ და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბამ ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი უნდა ია­რონ და ისი­ნი, ვინც ძირს უთხრი­ან ამ პრინ­ცი­პებს შე­დე­გე­ბის წი­ნა­შე უნდა აღ­მოჩ­ნდნენ“, - აღ­ნიშ­ნა როთ­მა.


მისი თქმით, ევ­რო­კავ­შირ­მა უნდა გა­ნი­ხი­ლოს მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი, მათ შო­რის უვი­ზო რე­ჟი­მის შე­წყვე­ტა.


"ჩვენ უნდა გან­ვი­ხი­ლოთ ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი, მათ შო­რის უვი­ზო რე­ჟი­მის შე­წყვე­ტა. ვიცი, რომ ეს არის უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვა არა მხო­ლოდ თქვენ­თვის, არა­მედ ასე­ვე ჩვენ­თვის. მაგ­რამ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა და ჩვენ მა­გი­და­ზე ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი უნდა დავ­დოთ, რაც ხელთ გვაქვს. მტკი­ცედ ვუდ­გა­ვართ ქარ­თველ ხალ­ხს გვერ­დით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ ერ­თგუ­ლე­ბა­ში. თუმ­ცა, თუკი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბა გა­ნაგ­რძობს ან­ტი­ევ­რო­პულ ტრა­ექ­ტო­რი­ას, არ გა­ა­უქ­მებს კა­ნო­ნებს, რო­გო­რი­ცაა რუ­სუ­ლი "აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნი“ და გა­აგ­რძე­ლებს ევ­რო­კავ­ში­რის პრინ­ცი­პე­ბის­თვის ძი­რის გა­მო­თხრას, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა შე­უ­თავ­სე­ბე­ლია ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბას­თან“, - აღ­ნიშ­ნა როთ­მა.


მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გულ­წრფე­ლი, მაგ­რამ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გის­თვის იმ­ყო­ფე­ბი­ან არა მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტთან, არა­მედ არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­თან, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და ოპო­ზი­ცი­ას­თან.


"სამ­წუ­ხა­როდ, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ და მთავ­რო­ბამ არ მო­ი­სურ­ვეს ჩვე­ნი მი­ღე­ბა, ეს სამ­წუ­ხა­როა, რად­გან დი­ა­ლო­გი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ არ ვე­თან­ხმე­ბით ერ­თმა­ნეთს, უნდა შე­ვიკ­რი­ბოთ, რომ გა­ვუ­ზი­ა­როთ ერ­თმა­ნეთს ჩვე­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბი. ეს არის ევ­რო­პის არსი, აი რა­ტომ ვართ აქ“, - აღ­ნიშ­ნა როთ­მა.

ფრე­დე­რიკ პეტი, საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის ევ­რო­პულ საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი:

გვინ­და ვთქვათ, რომ ევ­რო­პა არის ოჯა­ხი. ევ­რო­კავ­ში­რი გახ­ლავთ კონ­ფლიქ­ტე­ბის მარ­თვის ინ­სტრუ­მენ­ტი. ზოგ­ჯერ ვერ ვთან­ხმდე­ბით. ევ­რო­პა­ში ჩვენ ზოგ­ჯერ გვაქვს უთან­ხმო­ე­ბა, მაგ­რამ ვმუ­შა­ობთ ერ­თად. ჩემ­თვის გა­სა­ო­ცა­რია, რომ რო­გორც პარ­ლა­მენ­ტა­რი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი მე­უბ­ნე­ბა, რომ "მე არ შეგ­ხვდე­ბი, იმი­ტომ, რომ შენ არ მე­თან­ხმე­ბი მე". ჩემ­თვის სრუ­ლი უარ­ყო­ფაა იმი­სა, თუ რა­საც დე­მოკ­რა­ტია გუ­ლის­ხმობს. ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც არ არის კონ­ფლიქ­ტი არის სა­საფ­ლაო. მე არ მეჩ­ქა­რე­ბა იქ".

ჟი­გი­მან­ტას პა­ვი­ლი­ო­ნი­სი, ლი­ე­ტუ­ვის პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი:


"ძა­ლი­ან საბ­ჭო­უ­რია იმი­ტომ, რომ მე შე­ვამ­ჩნიე აღ­ნიშ­ნუ­ლი ტენ­დენ­ცია 3-4 წლის წინ, ვინც კი აკ­რი­ტი­კებ­და ქარ­თულ მთავ­რო­ბას შეხ­ვედ­რე­ბი აღარ ხდე­ბო­და. მე ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ ხში­რად ჩა­მოვ­სულ­ვარ, ისი­ნი შეხ­ვედ­რებს ვერ ახერ­ხებ­დნენ. ერთი მცი­რე გა­მო­ნაკ­ლი­სით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან. თუ გაკ­რი­ტი­კე­ბენ, რო­გორც წესი აღარ გხვდე­ბი­ან, ეს არის საბ­ჭო­თა მიდ­გო­მა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ვერ აბა­რებს გა­მოც­დას, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ეხე­ბა".


გა­ნახ­ლე­ბა 12:43

მი­ჰაუ კა­მინ­სკი, პო­ლო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა და ევ­რო­კავ­ში­რის საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის წევ­რი:

“ამ ქა­ლაქ­ში ვი­დე­ქი, როცა ეს ქა­ლა­ქი იყო რუ­სუ­ლი საფრ­თხის ქვეშ. ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი იმი­ტომ, რომ თბი­ლი­სი ისევ რუ­სუ­ლი საფრ­თხის ქვე­შაა. ეს საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა ისე­თი გა­მო­ხა­ტუ­ლი არაა, ტან­კე­ბი არაა, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა საფრ­თხის ქვეშ არის რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გამო, რუ­სუ­ლი სტი­ლის პო­ლი­ტი­კის გამო... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა


იხი­ლეთ ასე­ვე:


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

"ჩვენ მტრები არ ვართ..." - ევროკავშირის ქვეყნების დელეგაციის წევრთა და სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

"ჩვენ მტრები არ ვართ..." - ევროკავშირის ქვეყნების დელეგაციის წევრთა და სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

საქართველოში იმყოფებიან ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა. მან დელეგაციას უარის თქმის მიზეზი წერილობით განუმარტა. იხილეთ წერილი


ევროპული ქვეყნების დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა.


  • რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ?

სალომე ზურაბიშვილი:

"მინდა მივესალმო ჩვენს სტუმრებს, ევროპელი პარლამენტების დელეგაციას. ისინი 8 ქვეყანას წარმოადგენენ და არიან საქართველოს მართლაც ერთგული მეგობრები, რომლებიც პირველი დღიდან საქართველოს სახელმწიფოს, სახელმწიფოს მშენებლობას, მის ევროპულ გზას გვერდით უდგანან. თუ ჩვენ შარშან, დეკემბერში, მივედით იმ დონემდე, რომ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ეს ამ ჩვენი მეგობრების დამსახურებაა, რომ გვენდვნენ და მოგვანიჭეს ეს სტატუსი. ნდობის ნიშანი იყო ის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოსთვის, რომელიც ჩვენ დეკემბერში ვიზეიმეთ. როცა ვფიქრობ, სად ვიყავით და დღეს სად ვართ, ძალიან ღრმად მტკივა გული. დაკარგული შანსი სადღაცაა და ჩვენი მოსაპოვებელია ჩვენს მეგობრებთან ერთად. მათი აქ ჩამოსვლა დღეს, როცა საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შედის, არის ამ ევროპული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანი. ევროპა ხელიდან არ გვიშვებს და ჯერ კიდევ სჯერა საქართველოსი და საქართველოს ევროპულობის, საქართველოს ხალხის ევროპულობის, რომელიც არაერთხელ გამოიხატა ამ 33 წლის განმავლობაში. როცა ევროპული პრინციპები, ევროპული მომავლის იმედი იყო ეჭვქვეშ, ყოველ ჯერზე საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება გამოდიოდა. ვიცით ბევრი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ, პრაქტიკულად, 30 წელი ქუჩაში გაატარა იმიტომ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპის მიმართ ხელისუფლების მიერ გადახვევა, ყოველთვის იყო ამ ქვეყანაში გაპროტესტებული. ეს არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება არის ევროპული, დემოკრატიული და სამწუხაროდ, რომელსაც არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა პრაქტიკულად ყველა ქვეყნის ინსტიტუტს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში"


  • რა თქვეს ევროპელმა სტუმრებმა?

მიხაილ როთი, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე:

"ბოდიში, მაგრამ მმართველ პარტიას ჰკითხეთ, რატომ არ ჰქონდათ სურვილი მივეღეთ. ჩვენ ვიმყოფებით აქ როგორც საქართველოს ხალხის მეგობრები და ცოცხალი დემოკრატიის პირობებში, წინააღმდეგობრივი მომენტები პოლიტიკაში არის ნორმალური. ეს არის არსი. ჩვენ აქ ვიმყოფებით როგორც მეგობრები. ჩვენ ვთანხმდებით ბევრ საკითხზე, მაგრამ ზოგჯერ უთანხმოებაც არსებობს. მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი გვეძახის მტრებს. ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები. მე უკვე გამოვხატე ჩემი სერიოზული ეჭვი არჩევნების ლეგიტიმურობაზე და ნათელია, რომ ეჭვები გახლავთ ისეთი სერიოზული, რომ ჩვენ მოვითხოვთ უცხოურ დამოკიდებულ გამოძიებას. ეს არის ერთადერთი შანსი, აღდგეს ნდობა“


მისი თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. როგორც როთმა აღნიშნა, უმეტეს საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ფარულობა არ იყო უზრუნველყოფილი.


როთის განცხადებით, ფართოდ გავრცელებული ხმების მოსყიდვა, ამომრჩევლების დაშინება და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ მუქარამ ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესს და წარმოქმნა სერიოზული შეშფოთება შედეგების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და "ეს დადგინდა საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ და დამოუკიდებელი ქართული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“.


"სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ ტუსკისა და კანცლერ შოლცის მოწოდებას ამ სერიოზული ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებასთან დაკავშირებით. თუ დამოუკიდებელ ქართულ გამოძიებას არ შეუძლია უზრუნველყოს, საერთაშორისო ორგანოებმა, როგორიცაა ევროპის კავშირი, ეუთო და ევროკავშირი, უნდა ჩაერთონ. ამ ბრალდებების დაზუსტების გარეშე, ევროკავშირი ვერ აღიარებს ამ არჩევნებს ლეგიტიმურად. თუკი ეს ბრალდებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მოვუწოდებთ ინდივიდუალური სანქციების დაწესებისკენ მათ წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციებსა და ამომრჩევლების დაშინებაზე. დემოკრატიამ და ანგარიშვალდებულებამ ხელიხელჩაკიდებული უნდა იარონ და ისინი, ვინც ძირს უთხრიან ამ პრინციპებს შედეგების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ“, - აღნიშნა როთმა.


მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა განიხილოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა.


"ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა. ვიცი, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ასევე ჩვენთვის. მაგრამ ძალიან სერიოზული სიტუაციაა და ჩვენ მაგიდაზე ყველა ინსტრუმენტი უნდა დავდოთ, რაც ხელთ გვაქვს. მტკიცედ ვუდგავართ ქართველ ხალხს გვერდით ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულებაში. თუმცა, თუკი ამჟამინდელი მთავრობა განაგრძობს ანტიევროპულ ტრაექტორიას, არ გააუქმებს კანონებს, როგორიცაა რუსული "აგენტების კანონი“ და გააგრძელებს ევროკავშირის პრინციპებისთვის ძირის გამოთხრას, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს პროგრესი შეჩერებული დარჩება. საქართველოს პოლიტიკა შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან“, - აღნიშნა როთმა.


მისი თქმით, საქართველოში გულწრფელი, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგისთვის იმყოფებიან არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ არასამთავრობოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან.


"სამწუხაროდ, მმართველმა პარტიამ და მთავრობამ არ მოისურვეს ჩვენი მიღება, ეს სამწუხაროა, რადგან დიალოგი მნიშვნელოვანია, თუ არ ვეთანხმებით ერთმანეთს, უნდა შევიკრიბოთ, რომ გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი განსხვავებული აზრები. ეს არის ევროპის არსი, აი რატომ ვართ აქ“, - აღნიშნა როთმა.

ფრედერიკ პეტი, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი:

გვინდა ვთქვათ, რომ ევროპა არის ოჯახი. ევროკავშირი გახლავთ კონფლიქტების მართვის ინსტრუმენტი. ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით. ევროპაში ჩვენ ზოგჯერ გვაქვს უთანხმოება, მაგრამ ვმუშაობთ ერთად. ჩემთვის გასაოცარია, რომ როგორც პარლამენტარი, პარლამენტის წევრი მეუბნება, რომ "მე არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე". ჩემთვის სრული უარყოფაა იმისა, თუ რასაც დემოკრატია გულისხმობს. ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი არის სასაფლაო. მე არ მეჩქარება იქ".

ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი:


"ძალიან საბჭოურია იმიტომ, რომ მე შევამჩნიე აღნიშნული ტენდენცია 3-4 წლის წინ, ვინც კი აკრიტიკებდა ქართულ მთავრობას შეხვედრები აღარ ხდებოდა. მე ბოლო სამი წლის განმავლობაში, აქ ხშირად ჩამოვსულვარ, ისინი შეხვედრებს ვერ ახერხებდნენ. ერთი მცირე გამონაკლისით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. თუ გაკრიტიკებენ, როგორც წესი აღარ გხვდებიან, ეს არის საბჭოთა მიდგომა. საქართველოს მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება".


განახლება 12:43

მიჰაუ კამინსკი, პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრი:

“ამ ქალაქში ვიდექი, როცა ეს ქალაქი იყო რუსული საფრთხის ქვეშ. ახლა ვიმყოფები იმიტომ, რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა. ეს საფრთხე შეიძლება ისეთი გამოხატული არაა, ტანკები არაა, მაგრამ ქვეყანა საფრთხის ქვეშ არის რუსული პროპაგანდის გამო, რუსული სტილის პოლიტიკის გამო... განაგრძეთ კითხვა


იხილეთ ასევე: