მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისთვის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩინეთისთვის?
რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისთვის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩინეთისთვის?

არა­ერ­თი ექ­სპერ­ტის თქმით, დო­ნალდ ტრამ­პის დაბ­რუ­ნე­ბა თეთრ სახ­ლში, სა­ვა­რა­უ­დოდ, აშშ-ს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის შეც­ვლას გა­მო­იწ­ვევს და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ომი­სა და გა­ურ­კვევ­ლო­ბის ფონ­ზე, პო­ტენ­ცი­უ­რად მრა­ვალ ფრონტზე შე­უ­წყობს ხელს რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის და­წყე­ბას.

  • კამ­პა­ნი­ის დროს, ტრამპმა საკ­მა­ოდ ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რე­ბა გას­ცა, თუმ­ცა დიდ­წი­ლად კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბის და­კონ­კრე­ტე­ბის გა­რე­შე.

BBC-ი აა­ნა­ლი­ზებს თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იმოქ­მე­დოს დო­ნალდ ტრამ­პის დაბ­რუ­ნე­ბამ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის სა­ვარ­ძელ­ში მსოფ­ლი­ო­ზე.

  • რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა და ნატო

კამ­პა­ნი­ის დროს, ტრამპმა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ შე­უძ­ლია, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი ერთ დღე­ში და­ას­რუ­ლოს. კი­თხვა­ზე, თუ - რო­გორ? - მას კონ­კრე­ტუ­ლი არა­ფე­რი უთ­ქვამს და ზო­გა­დი პა­სუ­ხი გას­ცა, მი­ა­ნიშ­ნა შე­თან­ხმე­ბის, ასე­ვე ამ შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე.

ტრამ­პის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის შტა­ბის ორი ყო­ფი­ლი უფ­რო­სი­სა და მრჩევ­ლე­ბის მიერ მა­ის­ში და­წე­რილ კვლე­ვით ნაშ­რომ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ აშშ-მა უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა უნდა გა­აგ­რძე­ლოს, მაგ­რამ კი­ე­ვის მიერ რუ­სეთ­თან სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის პი­რო­ბით.

მა­თი­ვე თქმით, რუ­სე­თის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად, და­სავ­ლე­თი უკ­რა­ი­ნის ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის გა­და­დე­ბის და­პი­რე­ბას გას­ცემს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნას ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბა ასე ძა­ლი­ან სურს. ყო­ფილ­მა მრჩევ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ უკ­რა­ი­ნამ რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის­გან თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ის სრუ­ლად დაბ­რუ­ნე­ბის იმე­დი არ უნდა და­კარ­გოს, მაგ­რამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ­სე­ბუ­ლი ფრონ­ტის ხა­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა აწარ­მო­ოს.

  • ტრამ­პის დე­მოკ­რა­ტი ოპო­ნენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მას რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან მი­კერ­ძო­ე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, ამ­ბო­ბენ, რომ მისი მიდ­გო­მა უკ­რა­ი­ნის­თვის კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას ნიშ­ნავს და მთელ ევ­რო­პას შე­უქ­მნის საფრ­თხეს.

ტრამპმა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი პრი­ო­რი­ტე­ტი ომის დას­რუ­ლე­ბა და აშშ-ის რე­სურ­სე­ბის ხარ­ჯვის შე­ჩე­რე­ბაა.

გა­ურ­კვე­ვე­ლია, რამ­დე­ნად გა­მო­ხა­ტავს ყო­ფი­ლი მრჩევ­ლე­ბის ნაშ­რო­მი ტრამ­პის მო­საზ­რე­ბებს, მაგ­რამ ეს ქმნის წარ­მოდ­გე­ნას იმ რჩე­ვებ­ზე, რო­მელ­საც ტრამ­პი უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­რე­მო მყოფ­თა­გან მი­ი­ღებს.

მისი მიდ­გო­მა - "ამე­რი­კა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა" ასე­ვე შეც­ვლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ნა­ტოს მო­მავ­ლის სტრა­ტე­გი­ულ სა­კი­თხზე, ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი "ერთი ყვე­ლას­თვის და ყვე­ლა ერ­თის­თვის" - სამ­ხედ­რო ალი­ანსზე.

  • ტრამ­პი დიდი ხა­ნია, სკეპ­ტი­კუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი ალი­ან­სის მი­მართ, ევ­რო­პას კი აშშ-ის უსას­ყიდ­ლოდ სარ­გებ­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რე­ა­ლუ­რად გა­მო­იყ­ვანს თუ არა ის აშშ-ს ნა­ტო­დან, რაც თით­ქმის სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრან­სატ­ლან­ტი­კურ თავ­დაც­ვით ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და, დე­ბა­ტე­ბის საგ­ნად რჩე­ბა.

მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის ზო­გი­ერ­თი წევ­რი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ტრამ­პის მკაც­რი პო­ზი­ცია მხო­ლოდ მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის სა­ჭი­რო ტაქ­ტი­კაა, რათა წევ­რებ­მა ალი­ან­სის თავ­დაც­ვი­თი ხარ­ჯე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ.

  • ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი

უკ­რა­ი­ნის მსგავ­სად, ტრამპმა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­შიც "მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბის" და­პი­რე­ბა გას­ცა - რაც ღა­ზა­ში ის­რა­ელ-"ჰა­მა­სის" ომის და ლი­ბან­ში ის­რა­ელ-"ჰეზ­ბო­ლას" და­პი­რის­პი­რე­ბის დას­რუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს - მაგ­რამ ამ სა­კი­თხზეც არ უთ­ქვამს, რო­გორ.

მან არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ ირან­ზე მისი "მაქ­სი­მა­ლუ­რი ზე­წო­ლის" პო­ლი­ტი­კის გამო, რო­მე­ლიც ამ ჯგუ­ფებს აფი­ნან­სებს, "ჰა­მა­სი" ის­რა­ელს თავს არ და­ეს­ხმე­ბო­და. ზო­გა­დად, სა­ვა­რა­უ­დოდ, ტრამ­პი შე­ეც­დე­ბა, იმ პო­ლი­ტი­კას და­უბ­რუნ­დეს, რომ­ლის დრო­საც მის­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ აშშ ირა­ნის ბირ­თვუ­ლი შე­თან­ხმე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა, ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი გა­აძ­ლი­ე­რა და ირა­ნის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რის, გე­ნე­რა­ლი ყასემ სო­ლე­ი­მა­ნის ლიკ­ვი­და­ცია მო­ახ­დი­ნა.

თეთრ სახ­ლში ყოფ­ნი­სას, ტრამპმა მკვეთ­რად პრო­ის­რა­ე­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, იე­რუ­სა­ლი­მი ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად და­ა­სა­ხე­ლა და აშშ-ს სა­ელ­ჩო იქ თელ-ავი­ვი­დან გა­და­ი­ტა­ნა - ამ ნა­ბი­ჯ­მა ტრამ­პის ქრის­ტი­ა­ნულ-ევან­გე­ლის­ტუ­რი ბაზა გა­აძ­ლი­ე­რა, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კე­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი ჯგუ­ფია.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ ტრამ­პი და­ა­სა­ხე­ლა "სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რად, რო­მე­ლიც ის­რა­ელს ოდეს­მე ჰყო­ლია თეთრ სახ­ლში".

მაგ­რამ კრი­ტი­კო­სე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მის­მა პო­ლი­ტი­კამ რე­გი­ონ­ზე დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ეფექ­ტი იქო­ნია.

ვა­შინგტო­ნის მიერ მათი იე­რუ­სა­ლიმ­ზე პრე­ტენ­ზი­ის უარ­ყო­ფის გამო, პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­მა ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­დეს. ქა­ლა­ქი პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ულ ცენ­ტრს წარ­მო­ად­გენს.

ისი­ნი კი­დევ უფრო იზო­ლი­რე­ბულ­ნი აღ­მოჩ­ნდნენ, რო­დე­საც ტრამპმა შუ­ა­მავ­ლო­ბა გა­უ­წია ე.წ. "აბ­რა­ა­მის შე­თან­ხმე­ბებს", რომ­ლი­თაც ის­რა­ელ­სა და რამ­დე­ნი­მე არა­ბულ და მუს­ლი­მურ ქვე­ყა­ნას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის­თვის ის­ტო­რი­უ­ლი გა­რი­გე­ბა გა­ფორმ­და. მათ ეს ის­რა­ე­ლის მიერ მო­მა­ვალ­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს მი­ღე­ბის გა­რე­შე გა­ა­კე­თეს - რაც ე.წ. “ორი სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა” იყო - ეს კი ადრე ასე­თი რე­გი­ო­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბის­თვის არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის პი­რო­ბა იყო.

ის­რა­ე­ლის აღი­ა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ჩარ­თუ­ლი ქვეყ­ნე­ბი აშშ-ს მო­წი­ნა­ვე ია­რაღ­ზე იღებ­დნენ წვდო­მას.

პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი თა­ვი­ანთ ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე იზო­ლი­რე­ბულ წერ­ტილ­ში აღ­მოჩ­ნდნენ ერ­თა­დერ­თი ძა­ლის მიერ, რო­მელ­საც რე­ა­ლუ­რად, ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა კონ­ფლიქ­ტის ორი­ვე მხა­რე­ზე შე­უძ­ლია - რა­მაც, მათი გად­მო­სა­ხე­დი­დან, კი­დევ უფრო შე­ა­სუს­ტა შან­სი, ად­გილ­ზე სა­კუ­თა­რი თავი და­ეც­ვათ.

კამ­პა­ნი­ის დროს ტრამპმა რამ­დე­ნი­მე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ღა­ზის ომის დას­რუ­ლე­ბა სურს.

ტრამპს რთუ­ლი, ზოგ­ჯერ დის­ფუნ­ქცი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბაც კი ჰქონ­და ნე­თა­ნი­აჰუს­თან, მაგ­რამ მას­ზე ზე­წო­ლის მოხ­დე­ნის უნა­რი ნამ­დვი­ლად აქვს.

მას ასე­ვე აქვს ინ­ტენ­სი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ის­ტო­რია მთა­ვარ არა­ბულ ქვეყ­ნებ­ში იმ ლი­დე­რებ­თან, რო­მელ­თაც "ჰა­მას­თან" აქვთ კონ­ტაქ­ტე­ბი.

გა­ურ­კვე­ვე­ლია, რო­გორ და­ა­ბა­ლან­სებს ის თა­ვის სურ­ვილს, ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დოს ის­რა­ელს და ამავდრო­უ­ლად, ომის დას­რუ­ლე­ბას შე­ე­ცა­დოს.

ტრამ­პის მო­კავ­ში­რე­ე­ბი ხში­რად მის არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბას დიპ­ლო­მა­ტი­ურ აქ­ტი­ვად წარ­მო­ა­ჩენ­დნენ, მაგ­რამ მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და არას­ტა­ბი­ლუ­რი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის პი­რო­ბებ­ში, უკვე ის­ტო­რი­უ­ლი მას­შტა­ბე­ბის კრი­ზი­სის შუ­ა­გულ­ში, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რა შე­დეგს გა­მო­ი­ღებს ეს.

ტრამპმა უნდა გა­და­წყვი­ტოს, რო­გორ ან სა­ერ­თოდ, თუ გა­აგ­რძე­ლებს ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ და­წყე­ბულ გა­ჩე­რე­ბულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ პრო­ცესს ღა­ზა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის მი­საღ­წე­ვად, "ჰა­მა­სის" მიერ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

  • ჩი­ნე­თი და ვაჭ­რო­ბა

ამე­რი­კის მიდ­გო­მა ჩი­ნე­თი­სად­მი მისი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სფე­როა - და ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­საც გლო­ბა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და ვაჭ­რო­ბა­ზე ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა აქვს.

თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას, ტრამპმა ჩი­ნე­თი "სტრა­ტე­გი­ულ კონ­კუ­რენ­ტად" და­ა­ხა­სი­ა­თა და აშშ-ში ზო­გი­ერთ ჩი­ნურ იმ­პორტზე ტა­რი­ფე­ბი და­ა­წე­სა. ამან პე­კი­ნის მხრი­დან ამე­რი­კულ იმ­პორტზე სა­პა­სუ­ხო ტა­რი­ფე­ბი გა­მო­იწ­ვია.

იყო მცდე­ლო­ბე­ბი სა­ვაჭ­რო და­ვის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის­თვის, მაგ­რამ კო­ვიდ პან­დე­მი­ამ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას წერ­ტი­ლი და­უს­ვა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი მას შემ­დეგ გა­უ­ა­რეს­და, რაც ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა კო­ვი­დი "ჩი­ნურ ვირუ­სად" მო­იხ­სე­ნია.

მა­შინ, როცა ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია ამ­ტკი­ცებ­და, რომ ჩი­ნე­თის პო­ლი­ტი­კის მი­მართ უფრო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ან მიდ­გო­მას იყე­ნებ­და, მან, ფაქ­ტობ­რი­ვად, იმ­პორტზე ტრამ­პის ეპო­ქი­დან ბევ­რი ტა­რი­ფი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

აშშ-ში ამომ­რჩევ­ლე­ბის აღ­ქმა­ში სა­ვაჭ­რო პო­ლი­ტი­კის გა­და­ხედ­ვა მჭიდ­როდ და­უ­კავ­შირ­და ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­ე­ბი­სა და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის დაც­ვის მცდე­ლო­ბას - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტრა­დი­ცი­ულ ამე­რი­კულ მრეწ­ვე­ლო­ბა­ში, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ფო­ლა­დის წარ­მო­ე­ბა, გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის კლე­ბა სწო­რედ იმ­დე­ნად­ვეა გა­მოწ­ვე­უ­ლი ქარ­ხნე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ი­სა და წარ­მო­ე­ბის ცვლი­ლე­ბით, რამ­დე­ნა­დაც გლო­ბა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და წარ­მო­ე­ბის გა­და­ტა­ნით.

ტრამპმა ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი, სი ძინ­პი­ნი შე­ა­ქო, რო­გორც "ბრწყინ­ვა­ლე", "სა­ხი­ფა­თო" და მა­ღა­ლე­ფექ­ტი­ა­ნი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც 1.4 მი­ლი­არდ ადა­მი­ანს "რკი­ნის მუშ­ტით" აკონ­ტრო­ლებს. ამას ოპო­ნენ­ტებ­მა ტრამ­პის "დიქ­ტა­ტო­რე­ბით" აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა უწო­დეს.

ტრამ­პი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიდ­გო­მის­გან გა­და­უხ­ვევს, რო­მე­ლიც ჩი­ნე­თის შე­კა­ვე­ბის მიზ­ნით, რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­თან აშშ-ს მიერ უფრო ძლი­ე­რი პარტნი­ო­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას გუ­ლის­ხმობ­და.

ტრამპმა ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ თუ ის თეთრ სახ­ლში დაბ­რუნ­დე­ბო­და, ტა­ი­ვა­ნის­თვის ჩი­ნე­თის ბლო­კა­დის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მას სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა არ დას­ჭირ­დე­ბო­და, - პრე­ზი­დენ­ტმა სიმ იცის, რომ გიჟი ვარ, თუ ეს მოხ­დე­ბა, ჩი­ნურ იმ­პორტზე პა­რა­ლი­ზე­ბის გა­მომ­წვევ ტა­რი­ფებს და­ვა­წე­სე­ბო...

წყა­რო

ავტორი:

რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისთვის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩინეთისთვის?

რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისთვის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩინეთისთვის?

არაერთი ექსპერტის თქმით, დონალდ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში, სავარაუდოდ, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის შეცვლას გამოიწვევს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ომისა და გაურკვევლობის ფონზე, პოტენციურად მრავალ ფრონტზე შეუწყობს ხელს რადიკალური ცვლილებების დაწყებას.

  • კამპანიის დროს, ტრამპმა საკმაოდ ბევრი პოლიტიკური დაპირება გასცა, თუმცა დიდწილად კონკრეტული დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

BBC-ი აანალიზებს თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს დონალდ ტრამპის დაბრუნებამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სავარძელში მსოფლიოზე.

  • რუსეთი, უკრაინა და ნატო

კამპანიის დროს, ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეუძლია, რუსეთ-უკრაინის ომი ერთ დღეში დაასრულოს. კითხვაზე, თუ - როგორ? - მას კონკრეტული არაფერი უთქვამს და ზოგადი პასუხი გასცა, მიანიშნა შეთანხმების, ასევე ამ შეთანხმების შესრულებაზე ზედამხედველობის მნიშვნელობაზე.

ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების შტაბის ორი ყოფილი უფროსისა და მრჩევლების მიერ მაისში დაწერილ კვლევით ნაშრომში აღნიშნული იყო, რომ აშშ-მა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა გააგრძელოს, მაგრამ კიევის მიერ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პირობით.

მათივე თქმით, რუსეთის წასახალისებლად, დასავლეთი უკრაინის ნატოში გაწევრების გადადების დაპირებას გასცემს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ნატოში გაწევრება ასე ძალიან სურს. ყოფილმა მრჩევლებმა განაცხადეს, რომ უკრაინამ რუსული ოკუპაციისგან თავისი ტერიტორიის სრულად დაბრუნების იმედი არ უნდა დაკარგოს, მაგრამ მოლაპარაკებები არსებული ფრონტის ხაზების საფუძველზე უნდა აწარმოოს.

  • ტრამპის დემოკრატი ოპონენტები, რომლებიც მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მიკერძოებულ ურთიერთობაში ადანაშაულებენ, ამბობენ, რომ მისი მიდგომა უკრაინისთვის კაპიტულაციას ნიშნავს და მთელ ევროპას შეუქმნის საფრთხეს.

ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი ომის დასრულება და აშშ-ის რესურსების ხარჯვის შეჩერებაა.

გაურკვეველია, რამდენად გამოხატავს ყოფილი მრჩევლების ნაშრომი ტრამპის მოსაზრებებს, მაგრამ ეს ქმნის წარმოდგენას იმ რჩევებზე, რომელსაც ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით გარემო მყოფთაგან მიიღებს.

მისი მიდგომა - "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" ასევე შეცვლის დამოკიდებულებას ნატოს მომავლის სტრატეგიულ საკითხზე, ტრანსატლანტიკური "ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის" - სამხედრო ალიანსზე.

  • ტრამპი დიდი ხანია, სკეპტიკურადაა განწყობილი ალიანსის მიმართ, ევროპას კი აშშ-ის უსასყიდლოდ სარგებლობაში ადანაშაულებს.

რეალურად გამოიყვანს თუ არა ის აშშ-ს ნატოდან, რაც თითქმის საუკუნის განმავლობაში ტრანსატლანტიკურ თავდაცვით ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნებოდა, დებატების საგნად რჩება.

მისი მოკავშირეების ზოგიერთი წევრი მიანიშნებს, რომ ტრამპის მკაცრი პოზიცია მხოლოდ მოლაპარაკებისთვის საჭირო ტაქტიკაა, რათა წევრებმა ალიანსის თავდაცვითი ხარჯები დააკმაყოფილონ.

  • ახლო აღმოსავლეთი

უკრაინის მსგავსად, ტრამპმა ახლო აღმოსავლეთშიც "მშვიდობის დამყარების" დაპირება გასცა - რაც ღაზაში ისრაელ-"ჰამასის" ომის და ლიბანში ისრაელ-"ჰეზბოლას" დაპირისპირების დასრულებას გულისხმობს - მაგრამ ამ საკითხზეც არ უთქვამს, როგორ.

მან არაერთხელ განაცხადა, რომ ირანზე მისი "მაქსიმალური ზეწოლის" პოლიტიკის გამო, რომელიც ამ ჯგუფებს აფინანსებს, "ჰამასი" ისრაელს თავს არ დაესხმებოდა. ზოგადად, სავარაუდოდ, ტრამპი შეეცდება, იმ პოლიტიკას დაუბრუნდეს, რომლის დროსაც მისმა ადმინისტრაციამ აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოიყვანა, ირანის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერა და ირანის ყველაზე ძლიერი სამხედრო მეთაურის, გენერალი ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოახდინა.

თეთრ სახლში ყოფნისას, ტრამპმა მკვეთრად პროისრაელური პოლიტიკა განახორციელა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად დაასახელა და აშშ-ს საელჩო იქ თელ-ავივიდან გადაიტანა - ამ ნაბიჯმა ტრამპის ქრისტიანულ-ევანგელისტური ბაზა გააძლიერა, რომელიც რესპუბლიკელი ამომრჩევლების ძირითადი ჯგუფია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპი დაასახელა "საუკეთესო მეგობრად, რომელიც ისრაელს ოდესმე ჰყოლია თეთრ სახლში".

მაგრამ კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მისმა პოლიტიკამ რეგიონზე დესტაბილიზაციის ეფექტი იქონია.

ვაშინგტონის მიერ მათი იერუსალიმზე პრეტენზიის უარყოფის გამო, პალესტინელებმა ტრამპის ადმინისტრაციას ბოიკოტი გამოუცხადეს. ქალაქი პალესტინელების ეროვნული და რელიგიური ცხოვრების ისტორიულ ცენტრს წარმოადგენს.

ისინი კიდევ უფრო იზოლირებულნი აღმოჩნდნენ, როდესაც ტრამპმა შუამავლობა გაუწია ე.წ. "აბრაამის შეთანხმებებს", რომლითაც ისრაელსა და რამდენიმე არაბულ და მუსლიმურ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ისტორიული გარიგება გაფორმდა. მათ ეს ისრაელის მიერ მომავალში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს მიღების გარეშე გააკეთეს - რაც ე.წ. “ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილება” იყო - ეს კი ადრე ასეთი რეგიონული შეთანხმებისთვის არაბული ქვეყნების პირობა იყო.

ისრაელის აღიარების სანაცვლოდ, ჩართული ქვეყნები აშშ-ს მოწინავე იარაღზე იღებდნენ წვდომას.

პალესტინელები თავიანთ ისტორიაში ყველაზე იზოლირებულ წერტილში აღმოჩნდნენ ერთადერთი ძალის მიერ, რომელსაც რეალურად, ზეგავლენის მოხდენა კონფლიქტის ორივე მხარეზე შეუძლია - რამაც, მათი გადმოსახედიდან, კიდევ უფრო შეასუსტა შანსი, ადგილზე საკუთარი თავი დაეცვათ.

კამპანიის დროს ტრამპმა რამდენიმე განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ღაზის ომის დასრულება სურს.

ტრამპს რთული, ზოგჯერ დისფუნქციური ურთიერთობაც კი ჰქონდა ნეთანიაჰუსთან, მაგრამ მასზე ზეწოლის მოხდენის უნარი ნამდვილად აქვს.

მას ასევე აქვს ინტენსიური ურთიერთობების ისტორია მთავარ არაბულ ქვეყნებში იმ ლიდერებთან, რომელთაც "ჰამასთან" აქვთ კონტაქტები.

გაურკვეველია, როგორ დააბალანსებს ის თავის სურვილს, ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადოს ისრაელს და ამავდროულად, ომის დასრულებას შეეცადოს.

ტრამპის მოკავშირეები ხშირად მის არაპროგნოზირებადობას დიპლომატიურ აქტივად წარმოაჩენდნენ, მაგრამ მაღალი კონკურენციისა და არასტაბილური ახლო აღმოსავლეთის პირობებში, უკვე ისტორიული მასშტაბების კრიზისის შუაგულში, ძნელი სათქმელია, რა შედეგს გამოიღებს ეს.

ტრამპმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ ან საერთოდ, თუ გააგრძელებს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწყებულ გაჩერებულ დიპლომატიურ პროცესს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, "ჰამასის" მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.

  • ჩინეთი და ვაჭრობა

ამერიკის მიდგომა ჩინეთისადმი მისი საგარეო პოლიტიკის ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროა - და ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც გლობალურ უსაფრთხოებასა და ვაჭრობაზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს.

თანამდებობაზე ყოფნისას, ტრამპმა ჩინეთი "სტრატეგიულ კონკურენტად" დაახასიათა და აშშ-ში ზოგიერთ ჩინურ იმპორტზე ტარიფები დააწესა. ამან პეკინის მხრიდან ამერიკულ იმპორტზე საპასუხო ტარიფები გამოიწვია.

იყო მცდელობები სავაჭრო დავის დეესკალაციისთვის, მაგრამ კოვიდ პანდემიამ ამ შესაძლებლობას წერტილი დაუსვა, ურთიერთობები კი მას შემდეგ გაუარესდა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა კოვიდი "ჩინურ ვირუსად" მოიხსენია.

მაშინ, როცა ბაიდენის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ ჩინეთის პოლიტიკის მიმართ უფრო პასუხისმგებლობიან მიდგომას იყენებდა, მან, ფაქტობრივად, იმპორტზე ტრამპის ეპოქიდან ბევრი ტარიფი შეინარჩუნა.

აშშ-ში ამომრჩევლების აღქმაში სავაჭრო პოლიტიკის გადახედვა მჭიდროდ დაუკავშირდა ამერიკული წარმოებისა და სამუშაო ადგილების დაცვის მცდელობას - მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ ამერიკულ მრეწველობაში, როგორიცაა, მაგალითად, ფოლადის წარმოება, გრძელვადიანი სამუშაო ადგილების კლება სწორედ იმდენადვეა გამოწვეული ქარხნების ავტომატიზაციისა და წარმოების ცვლილებით, რამდენადაც გლობალური კონკურენციისა და წარმოების გადატანით.

ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი შეაქო, როგორც "ბრწყინვალე", "სახიფათო" და მაღალეფექტიანი ლიდერი, რომელიც 1.4 მილიარდ ადამიანს "რკინის მუშტით" აკონტროლებს. ამას ოპონენტებმა ტრამპის "დიქტატორებით" აღფრთოვანება უწოდეს.

ტრამპი, სავარაუდოდ, ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომისგან გადაუხვევს, რომელიც ჩინეთის შეკავების მიზნით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან აშშ-ს მიერ უფრო ძლიერი პარტნიორობის ჩამოყალიბებას გულისხმობდა.

ტრამპმა ოქტომბერში განაცხადა, რომ თუ ის თეთრ სახლში დაბრუნდებოდა, ტაივანისთვის ჩინეთის ბლოკადის თავიდან ასაცილებლად მას სამხედრო ძალის გამოყენება არ დასჭირდებოდა, - პრეზიდენტმა სიმ იცის, რომ გიჟი ვარ, თუ ეს მოხდება, ჩინურ იმპორტზე პარალიზების გამომწვევ ტარიფებს დავაწესებო...

წყარო