საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მელანია ტრამპისა და ანა ვინტურის "ფარული ბრძოლა": რატომ აღარ დაბეჭდეს მელანიას ფოტო Vogue-ს გარეკანზე?
მელანია ტრამპისა და ანა ვინტურის "ფარული ბრძოლა": რატომ აღარ დაბეჭდეს მელანიას ფოტო Vogue-ს გარეკანზე?

მე­ლა­ნია ტრამ­პი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლელ პირ­ველ ლე­დიდ მი­იჩ­ნე­ვა. მისი სტი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის ინ­ტე­რე­სი­სა და მი­ბაძ­ვის ობი­ექ­ტია. სწო­რედ ამი­ტომ, მე­ლა­ნი­ას ფა­ნებს ჰქონ­დათ მო­ლო­დი­ნი, რომ მისი ფოტო მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მის, Vogue-გა­რე­კან­ზე და­ი­ბეჭ­დე­ბო­და.

რო­გორც ჩანს, ასე არ ფიქ­რობს გა­მო­ცე­მის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, ანა ვინ­ტუ­რი, რად­გან პირ­ველ ლე­დად ყოფ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე­ლა­ნი­ას ფოტო Vogue-ს გა­რე­კან­ზე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­ლა­ნია ტრამპს გა­მო­ცე­მის გა­რე­კა­ნი 2005 წელს და­ეთ­მო, ამ პე­რი­ოდ­ში ის პირ­ვე­ლი ლედი არ ყო­ფი­ლა.

2005 წლის გა­მო­ცე­მა - მე­ლა­ნი­ას ფოტო გა­რე­კან­ზე და­ბეჭ­დეს, თუმ­ცა მა­შინ პირ­ვე­ლი ლედი არ იყო

  • მე­ლა­ნი­ა­სა და Vogue-ს "ურ­თი­ერ­თო­ბა" არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა მე­დი­ის გან­ხილ­ვის თემა.

2022 წელს, Fox Nation-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­ლა­ნია ტრამპმა Vogue-ს "მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი" უწო­და. წამ­ყვან­მა პირ­ველ ლე­დის ჰკი­თხა, თუ რას ფიქ­რობს იმის შე­სა­ხებ, რომ პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, მათ შო­რის ჯილ ბა­ი­დე­ნის, მი­შელ ობა­მას, ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის ფო­ტო­ე­ბი გა­რე­კან­ზე და­ბეჭ­დეს, მას კი ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მი­ე­ცა.

ისი­ნი მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ეს აშ­კა­რაა. ვფიქ­რობ, ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი და ყვე­ლა ხე­დავს ამას, მე ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი გა­ვა­კე­თე თეთრ სახ­ლში, ვიდ­რე Vogue-ს გა­რე­კან­ზე გა­მო­ჩე­ნაა, - აღ­ნიშ­ნა მე­ლა­ნია ტრამპმა.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი დო­ნალდ ტრამპმაც გა­ა­კე­თა 2024 წელს, საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის დროს.

"და­ი­ჯე­რებთ? გჯე­რათ? მე­ლა­ნია იყო Vogue-ის გა­რე­კან­ზე ჩემს პრე­ზი­დენ­ტო­ბამ­დე, მაგ­რამ შემ­დეგ, მის­თვის ეს კარი და­ი­ხუ­რა. ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ მე­ლა­ნი­ას ეს არ აინ­ტე­რე­სებს. არა­ერ­თი ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე იყო, Vogue-ს გა­რე­კან­ზეც, მაგ­რამ მა­ნამ­დე, სა­ნამ პო­ლი­ტი­კა­ში გა­მოვ­ჩნდე­ბო­დი", - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

რო­გორც The Daily Beast-ი წერს, პირ­ვე­ლი ლე­დის ყო­ფი­ლი მრჩევ­ლის, სტე­ფა­ნი უინ­სტონ ვოლ­კო­ფის თქმით, Vogue-ს სურ­და ფო­ტო­სე­სია პირ­ვე­ლი ლე­დის­თვის, მაგ­რამ მე­ლა­ნი­ამ უარი თქვა მას შემ­დეგ, რაც გა­მო­ცე­მამ არ მის­ცა გა­რან­ტია, რომ მის ფო­ტოს ყდა­ზე და­ბეჭ­დავ­დნენ.

გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­ძაფ­რდა მე­ლა­ნი­ას მომ­ხრე­ებ­ში უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა მას შემ­დეგ, რაც 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში Vogue-გა­რე­კან­ზე ჯილ ბა­ი­დე­ნის ფოტო და­ი­ბეჭ­და.

  • 2019 წელს CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჟურ­ნა­ლის მთა­ვარ რე­დაქ­ტორს, ანა ვინ­ტურს ჰკი­თხეს, თუ ვის და რა ნიშ­ნით ირ­ჩე­ვენ გა­მო­ცე­მის გა­რე­კან­ზე და­სა­ბეჭ­დად.

"ვფიქ­რობ ამის­თვის სა­ჭი­როა, რომ ადა­მი­ა­ნი იყოს სა­მარ­თლი­ა­ნი, ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი და აუ­დი­ტო­რია პა­ტივს გვცემს... მე არ ვფიქ­რობ რომ ყო­ველ­თვის ყვე­ლას უნდა ასი­ა­მოვ­ნო“, - ასე­თი იყო ვინ­ტუ­რის პა­სუ­ხი.

ანა ვინ­ტუ­რი

2019 წელს The Economist-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ანას ჰკი­თხეს, ფიქ­რობ­და თუ არა ის, რომ მე­ლა­ნია ტრამ­პი შე­უ­სა­ბა­მო პერ­სო­ნაა Vogue-ს გა­რე­კა­ნის­თვის.

"ვფიქ­რობ, Vogue-სთვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მხა­რი და­უ­ჭი­როს ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც ამ ქვე­ყა­ნა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის იბ­რძვი­ან და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ლი­დე­რო­ბენ", - უპა­სუ­ხა ვინ­ტურ­მა.

Vogue 1892 წელს და­არ­სდა. ტრა­დი­ცი­უ­ლად, გა­მო­ცე­მა აწყობს ფო­ტო­სე­სი­ებს აშშ-ის პირ­ვე­ლი ლე­დე­ბის­თვის ფო­ტო­სე­სი­ებს, მაგ­რამ გა­რე­კან­ზე მათი ფო­ტოს და­ბეჭდ­ვა შე­და­რე­ბით ახა­ლია. მა­გა­ლი­თად ბარ­ბა­რა ბუ­შის, ლორა ბუ­შის, ნენ­სი რე­ი­გა­ნის ფო­ტო­ე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო უშუ­ა­ლოდ ჟურ­ნალ­ში და არა გა­რე­კან­ზე. პირ­ვე­ლი ლედი, რომ­ლის ფო­ტოც პირ­ვე­ლად და­ი­ბეჭ­და Vogue-ს გა­რე­კან­ზე ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი იყო - 1998 წელს.

ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი 1998 წლის Vogue-ს დე­კემ­ბრის ნომ­რის გა­რე­კან­ზე

"ეს იყო მო­მენ­ტი, როცა ვგრძნობ­დი, რომ პირ­ვე­ლი ლედი იქ­ცე­ო­და ძა­ლი­ან გა­ბე­დუ­ლად“, - ამ­ბობ­და ანა ვინ­ტუ­რი ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის შე­სა­ხებ და ასე ხსნი­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მისი ფო­ტოს გა­რე­კან­ზე და­ბეჭდ­ვის შე­სა­ხებ.

ანა ვინ­ტუ­რი და დო­ნალდ ტრამ­პი - ფოტო 2005 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი

ტრამ­პის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მე­ლა­ნია Vogue-ის ვებგ­ვერ­დზე, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ონ­ლა­ინ სტა­ტი­ა­ში გა­მოჩ­ნდა, სა­დაც სა­უ­ბა­რიო იყო იმ სა­მოს­ზე, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი ლედი იც­ვამ­და სხვა­დას­ხვა სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­ლა­ნია და დო­ნალდ ტრამ­პე­ბი ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბამ­დე ხში­რად ყო­ფი­ლან Met Gala-ს სტუმ­რე­ბი, ყო­ველ­წლი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში, რო­მელ­საც უძღვე­ბა ანა ვინ­ტუ­რი და რო­მე­ლიც თვი­თონ ირ­ჩევს თუ ვის და­პა­ტი­ჟებს.

ტრამ­პე­ბი 2012 წლის Met Gala-ზე

ნა­ხეთ ასე­ვე:

"ტრამ­პის ან­გე­ლო­ზე­ბი": მე­უღ­ლე, შვი­ლე­ბი, სარ­ძლო და ახა­ლი ვარ­სკვლა­ვი პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხი­დან - ვინ გა­მოჩ­ნდა ტრამ­პთან ერ­თად "გა­მარ­ჯვე­ბის ტრი­ბუ­ნა­ზე"

რას წერს მე­ლა­ნია ტრამ­პი, რო­მე­ლიც ხმის მი­სა­ცე­მად Dior-ის კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მი­ვი­და (ფო­ტო­ე­ბი)

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
NINI
0

ანა ვინტური სავსეა ქალური შურით

ნონა
10

მელანია ყველაზე გემოვნებიანი და მომხიბლელი ლედია და ეს აღიზიანებთ ლიბერალებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

მელანია ტრამპისა და ანა ვინტურის "ფარული ბრძოლა": რატომ აღარ დაბეჭდეს მელანიას ფოტო Vogue-ს გარეკანზე?

მელანია ტრამპისა და ანა ვინტურის "ფარული ბრძოლა": რატომ აღარ დაბეჭდეს მელანიას ფოტო Vogue-ს გარეკანზე?

მელანია ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ პირველ ლედიდ მიიჩნევა. მისი სტილი საზოგადოების ნაწილის ინტერესისა და მიბაძვის ობიექტია. სწორედ ამიტომ, მელანიას ფანებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ მისი ფოტო მოდის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი გამოცემის, Vogue-გარეკანზე დაიბეჭდებოდა.

როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს გამოცემის მთავარი რედაქტორი, ანა ვინტური, რადგან პირველ ლედად ყოფნის განმავლობაში, მელანიას ფოტო Vogue-ს გარეკანზე არ გამოჩენილა. აღსანიშნავია, რომ მელანია ტრამპს გამოცემის გარეკანი 2005 წელს დაეთმო, ამ პერიოდში ის პირველი ლედი არ ყოფილა.

2005 წლის გამოცემა - მელანიას ფოტო გარეკანზე დაბეჭდეს, თუმცა მაშინ პირველი ლედი არ იყო

  • მელანიასა და Vogue-ს "ურთიერთობა" არაერთხელ ყოფილა მედიის განხილვის თემა.

2022 წელს, Fox Nation-თან ინტერვიუში მელანია ტრამპმა Vogue-ს "მიკერძოებული" უწოდა. წამყვანმა პირველ ლედის ჰკითხა, თუ რას ფიქრობს იმის შესახებ, რომ პირველი ქალბატონები, მათ შორის ჯილ ბაიდენის, მიშელ ობამას, ჰილარი კლინტონის ფოტოები გარეკანზე დაბეჭდეს, მას კი ეს შესაძლებლობა არ მიეცა.

ისინი მიკერძოებულები არიან, ეს აშკარაა. ვფიქრობ, ამერიკელი ხალხი და ყველა ხედავს ამას, მე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს გასაკეთებელი და უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გავაკეთე თეთრ სახლში, ვიდრე Vogue-ს გარეკანზე გამოჩენაა, - აღნიშნა მელანია ტრამპმა.

  • აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე კომენტარი დონალდ ტრამპმაც გააკეთა 2024 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს.

"დაიჯერებთ? გჯერათ? მელანია იყო Vogue-ის გარეკანზე ჩემს პრეზიდენტობამდე, მაგრამ შემდეგ, მისთვის ეს კარი დაიხურა. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მელანიას ეს არ აინტერესებს. არაერთი ჟურნალის გარეკანზე იყო, Vogue-ს გარეკანზეც, მაგრამ მანამდე, სანამ პოლიტიკაში გამოვჩნდებოდი", - აღნიშნა ტრამპმა.

როგორც The Daily Beast-ი წერს, პირველი ლედის ყოფილი მრჩევლის, სტეფანი უინსტონ ვოლკოფის თქმით, Vogue-ს სურდა ფოტოსესია პირველი ლედისთვის, მაგრამ მელანიამ უარი თქვა მას შემდეგ, რაც გამოცემამ არ მისცა გარანტია, რომ მის ფოტოს ყდაზე დაბეჭდავდნენ.

განსაკუთრებით გამძაფრდა მელანიას მომხრეებში უსამართლობის განცდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის აგვისტოში Vogue-გარეკანზე ჯილ ბაიდენის ფოტო დაიბეჭდა.

  • 2019 წელს CNN-თან ინტერვიუში ჟურნალის მთავარ რედაქტორს, ანა ვინტურს ჰკითხეს, თუ ვის და რა ნიშნით ირჩევენ გამოცემის გარეკანზე დასაბეჭდად.

"ვფიქრობ ამისთვის საჭიროა, რომ ადამიანი იყოს სამართლიანი, ჩვენი მკითხველი და აუდიტორია პატივს გვცემს... მე არ ვფიქრობ რომ ყოველთვის ყველას უნდა ასიამოვნო“, - ასეთი იყო ვინტურის პასუხი.

ანა ვინტური

2019 წელს The Economist-სთვის მიცემულ ინტერვიუში ანას ჰკითხეს, ფიქრობდა თუ არა ის, რომ მელანია ტრამპი შეუსაბამო პერსონაა Vogue-ს გარეკანისთვის.

"ვფიქრობ, Vogue-სთვის მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროს ქალებს, რომლებიც ამ ქვეყანაში ცვლილებებისთვის იბრძვიან და ამ მიმართულებით ლიდერობენ", - უპასუხა ვინტურმა.

Vogue 1892 წელს დაარსდა. ტრადიციულად, გამოცემა აწყობს ფოტოსესიებს აშშ-ის პირველი ლედებისთვის ფოტოსესიებს, მაგრამ გარეკანზე მათი ფოტოს დაბეჭდვა შედარებით ახალია. მაგალითად ბარბარა ბუშის, ლორა ბუშის, ნენსი რეიგანის ფოტოები განთავსებული იყო უშუალოდ ჟურნალში და არა გარეკანზე. პირველი ლედი, რომლის ფოტოც პირველად დაიბეჭდა Vogue-ს გარეკანზე ჰილარი კლინტონი იყო - 1998 წელს.

ჰილარი კლინტონი 1998 წლის Vogue-ს დეკემბრის ნომრის გარეკანზე

"ეს იყო მომენტი, როცა ვგრძნობდი, რომ პირველი ლედი იქცეოდა ძალიან გაბედულად“, - ამბობდა ანა ვინტური ჰილარი კლინტონის შესახებ და ასე ხსნიდა გადაწყვეტილებას მისი ფოტოს გარეკანზე დაბეჭდვის შესახებ.

ანა ვინტური და დონალდ ტრამპი - ფოტო 2005 წელსაა გადაღებული

ტრამპის მმართველობის პერიოდში მელანია Vogue-ის ვებგვერდზე, მხოლოდ რამდენიმე ონლაინ სტატიაში გამოჩნდა, სადაც საუბარიო იყო იმ სამოსზე, რომელსაც პირველი ლედი იცვამდა სხვადასხვა საჯარო ღონისძიებაზე.

აღსანიშნავია, რომ მელანია და დონალდ ტრამპები ტრამპის პრეზიდენტობამდე ხშირად ყოფილან Met Gala-ს სტუმრები, ყოველწლიურ ღონისძიებაზე მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, რომელსაც უძღვება ანა ვინტური და რომელიც თვითონ ირჩევს თუ ვის დაპატიჟებს.

ტრამპები 2012 წლის Met Gala-ზე

ნახეთ ასევე:

"ტრამპის ანგელოზები": მეუღლე, შვილები, სარძლო და ახალი ვარსკვლავი პრეზიდენტის ოჯახიდან - ვინ გამოჩნდა ტრამპთან ერთად "გამარჯვების ტრიბუნაზე"

რას წერს მელანია ტრამპი, რომელიც ხმის მისაცემად Dior-ის კაბაში გამოწყობილი მივიდა (ფოტოები)