Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
”ეს არის ომის ახალი ეპოქის დასაწყისი..." - ისრაელი მომავალ წელს საჰაერო თავდაცვის ლაზერული სისტემის ამოქმედებას გეგმავს: რა არის "რკინის სხივი"?
”ეს არის ომის ახალი ეპოქის დასაწყისი..." - ისრაელი მომავალ წელს საჰაერო თავდაცვის ლაზერული სისტემის ამოქმედებას გეგმავს: რა არის "რკინის სხივი"?

ის­რა­ე­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმი­სას რა­კე­ტე­ბის ჩა­მო­საგ­დე­ბად ლა­ზე­რის გა­მო­ყე­ნე­ბას გეგ­მავს - ქვე­ყა­ნა იმე­დოვ­ნებს, რომ ლა­ზე­რუ­ლი თავ­დაც­ვის სის­ტე­მა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამოქ­მედ­დე­ბა.

ის­რა­ელ­მა ამ კვი­რა­ში 500 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი და­ხარ­ჯა გა­რი­გე­ბებ­ზე დე­ვე­ლო­პე­რებ­თან. ფარი, რო­მელ­საც "რკი­ნის სხი­ვი" უწო­დეს, მიზ­ნად ისა­ხავს გა­მო­ი­ყე­ნოს მა­ღა­ლი სიმ­ძლავ­რის ლა­ზე­რე­ბი რა­კე­ტე­ბის, თვითმფრი­ნა­ვე­ბი­სა და ნაღმმ­ტყორ­ცნე­ბის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად.

”ეს არის ომის ახა­ლი ეპო­ქის და­სა­წყი­სი... ხმე­ლეთ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ლა­ზე­რუ­ლი სის­ტე­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ეიალ ზა­მირ­მა, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა.

ამ ია­რა­ღის თა­ო­ბა­ზე ის­რა­ელ­მა ჯერ კი­დევ 2014 წელს გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. "რკი­ნის სხი­ვის" პირ­ვე­ლი პრო­ტო­ტი­პი კი 2021 წელს წა­რად­გი­ნა და მას შემ­დეგ მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ობს.

მისი ერთ-ერთი მას­შტა­ბუ­რი საბ­რძო­ლო გა­მოც­და 2022 წელს ჩა­ტარ­და და შე­დე­გე­ბი საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი იყო. The Times of Israel-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ტე­მის და­ტესტვა შედ­გა უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის, რა­კე­ტე­ბის, ნაღმმ­ტყორ­ცნე­ბი­სა და ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ეს საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა.

სის­ტე­მას რკი­ნის გუმ­ბა­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით ახლო მან­ძილ­ზე მოქ­მე­დე­ბა უკეთ შე­უძ­ლია. ის ასე­ვე კარ­გად მუ­შა­ობს და­ბალ სი­მაღ­ლე­ზე მფრე­ნი ობი­ექ­ტე­ბი­სა და უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. რკი­ნის სხი­ვი მო­ი­ცავს ორ ლა­ზე­რულ სის­ტე­მას და სრუ­ლად ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლია. თუმ­ცა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი ნა­ხევ­რად ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში გა­დაყ­ვა­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

"ლა­ზე­რი თა­მა­შის წე­სებს ცვლის, ხოლო ტექ­ნო­ლო­გია გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად უფრო მარ­ტი­ვია და თა­ნაც ეკო­ნო­მი­კუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი“, - ამ­ბო­ბენ ის­რა­ე­ლე­ლი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი.

ამ­ჟა­მად ის­რა­ელს რამ­დე­ნი­მე სა­ხის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა აქვს.

პირ­ვე­ლი არის "რკი­ნის გუმ­ბა­თი“, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლია არა­მარ­თვა­დი ტაქ­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი­სა­გან დაც­ვის­თვის 4-დან 70 კმ-მდე ფრე­ნის მან­ძი­ლი­დან. შექ­მნი­ლია ის­რა­ე­ლის ცნო­ბი­ლი სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო კონ­ცერნ Rafael-ის მიერ.

"რკი­ნის სხივ­ზეც“ Rafael -ი მუ­შა­ობს. კომ­პა­ნი­ამ 2014 წელს 11 თე­ბერ­ვალს, სინ­გა­პურ­ში ია­რა­ღის გა­მო­ფე­ნა­ზე გა­ა­სა­ჯა­რო­ვა ახა­ლი ლა­ზე­რუ­ლი კომ­პლექ­სის რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა. "რკი­ნის სხი­ვის" დახ­ვე­წა­ზე მეც­ნი­ე­რე­ბი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რძე­ლებ­დნენ მუ­შა­ო­ბას. იმ­ჟა­მად კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ახა­ლი სის­ტე­მის თავ­დაც­ვით ფარ­ში მი­ერ­თე­ბით ის­რა­ელს შეს­წევ­და ძალა გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა 2-7 ათა­სი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის სპექტრის რა­კე­ტე­ბი.

შემ­დე­გი არის "და­ვი­თის შურ­დუ­ლი“, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია ახლო მან­ძილ­ზე მოქ­მე­დი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად. მისი მოქ­მე­დე­ბის რა­დი­უ­სი 70-300 კმ-მდეა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "რკი­ნის სხი­ვი“ სხვა სის­ტე­მე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით არ ფი­ნანსდე­ბო­და და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გან და ჭეშ­მა­რი­ტად ებ­რა­უ­ლი ია­რა­ღია.

ლა­ზე­რულ ია­რაღ­ზე სხვა ქვეყ­ნე­ბიც მუ­შა­ო­ბენ. მათ შო­რი­საა საფ­რან­გე­თი, სამ­ხრეთ კო­რეა და რუ­სე­თი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:P
0

ისრაელი ნახევარ მილიარდს ხარჯავს ტექნოლოგიაზე რომლის უფასო ექსპერტებით სავსეა ამბები.ჯის კომენტარები :D :D :D 

ურა პატრიოტებს
10

წვიმაში მაგის ეფექტირობა ნოლთან ახლოსაა, ისრაელში იშვიათად წვიმს მაგრამ მაინც

ავტორი:

”ეს არის ომის ახალი ეპოქის დასაწყისი..." - ისრაელი მომავალ წელს საჰაერო თავდაცვის ლაზერული სისტემის ამოქმედებას გეგმავს: რა არის "რკინის სხივი"?

”ეს არის ომის ახალი ეპოქის დასაწყისი..." - ისრაელი მომავალ წელს საჰაერო თავდაცვის ლაზერული სისტემის ამოქმედებას გეგმავს: რა არის "რკინის სხივი"?

ისრაელი საჰაერო თავდასხმისას რაკეტების ჩამოსაგდებად ლაზერის გამოყენებას გეგმავს - ქვეყანა იმედოვნებს, რომ ლაზერული თავდაცვის სისტემა ერთი წლის განმავლობაში ამოქმედდება.

ისრაელმა ამ კვირაში 500 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა გარიგებებზე დეველოპერებთან. ფარი, რომელსაც "რკინის სხივი" უწოდეს, მიზნად ისახავს გამოიყენოს მაღალი სიმძლავრის ლაზერები რაკეტების, თვითმფრინავებისა და ნაღმმტყორცნების გასანადგურებლად.

”ეს არის ომის ახალი ეპოქის დასაწყისი... ხმელეთზე დაფუძნებული ლაზერული სისტემა, სავარაუდოდ, ერთი წლის განმავლობაში დაიწყებს მუშაობას“, - განაცხადა ეიალ ზამირმა, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა.

ამ იარაღის თაობაზე ისრაელმა ჯერ კიდევ 2014 წელს გაავრცელა ინფორმაცია. "რკინის სხივის" პირველი პროტოტიპი კი 2021 წელს წარადგინა და მას შემდეგ მის განვითარებაზე მუშაობს.

მისი ერთ-ერთი მასშტაბური საბრძოლო გამოცდა 2022 წელს ჩატარდა და შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. The Times of Israel-ის ინფორმაციით, სისტემის დატესტვა შედგა უპილოტო საფრენი აპარატების, რაკეტების, ნაღმმტყორცნებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების წინააღმდეგ და ეს საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

სისტემას რკინის გუმბათისგან განსხვავებით ახლო მანძილზე მოქმედება უკეთ შეუძლია. ის ასევე კარგად მუშაობს დაბალ სიმაღლეზე მფრენი ობიექტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ. რკინის სხივი მოიცავს ორ ლაზერულ სისტემას და სრულად ავტომატიზებულია. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მისი ნახევრად ავტომატურ რეჟიმში გადაყვანაც შესაძლებელია.

"ლაზერი თამაშის წესებს ცვლის, ხოლო ტექნოლოგია გამოსაყენებლად უფრო მარტივია და თანაც ეკონომიკურად მომგებიანი“, - ამბობენ ისრაელელი სამხედრო ექსპერტები.

ამჟამად ისრაელს რამდენიმე სახის საჰაერო თავდაცვის სისტემა აქვს.

პირველი არის "რკინის გუმბათი“, რომელიც განკუთვნილია არამართვადი ტაქტიკური რაკეტებისაგან დაცვისთვის 4-დან 70 კმ-მდე ფრენის მანძილიდან. შექმნილია ისრაელის ცნობილი სამხედრო-სამრეწველო კონცერნ Rafael-ის მიერ.

"რკინის სხივზეც“ Rafael -ი მუშაობს. კომპანიამ 2014 წელს 11 თებერვალს, სინგაპურში იარაღის გამოფენაზე გაასაჯაროვა ახალი ლაზერული კომპლექსის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. "რკინის სხივის" დახვეწაზე მეცნიერები ამ წლების განმავლობაში აგრძელებდნენ მუშაობას. იმჟამად კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ახალი სისტემის თავდაცვით ფარში მიერთებით ისრაელს შესწევდა ძალა გაენადგურებინა 2-7 ათასიანი დისტანციის სპექტრის რაკეტები.

შემდეგი არის "დავითის შურდული“, რომელიც შექმნილია ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად. მისი მოქმედების რადიუსი 70-300 კმ-მდეა.

აღსანიშნავია, რომ "რკინის სხივი“ სხვა სისტემებისგან განსხვავებით არ ფინანსდებოდა დასავლელი პარტნიორებისგან და ჭეშმარიტად ებრაული იარაღია.

ლაზერულ იარაღზე სხვა ქვეყნებიც მუშაობენ. მათ შორისაა საფრანგეთი, სამხრეთ კორეა და რუსეთი.

იხილეთ ასევე: