სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიცია "აჭრილია"... სოციალური ქსელი გადაჭედილი იყო მათი მომხრეების გაბრაზებით" - მამუკა მდინარაძე
"ოპოზიცია "აჭრილია"... სოციალური ქსელი გადაჭედილი იყო მათი მომხრეების გაბრაზებით" - მამუკა მდინარაძე

ოპო­ზი­ცი­ის გეგ­მაა, რომ გეგ­მა არ აქვთ, უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი გეგ­მაა - რო­დე­საც თქვეს, ჩვენ ახლა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გაბ­რა­ზე­ბა უნდა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო­თო, თა­ვი­სი ამომ­რჩე­ვე­ლი გა­აბ­რა­ზეს, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ოპო­ზი­ცი­ის მიერ გეგ­მის გა­მო­ცხა­დე­ბის ორ­შა­ბა­თის­თვის გა­და­დე­ბას.

რო­გორც მდი­ნა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცია უკვე "აჭ­რი­ლია" და სწო­რა­დაც ვე­ღარ მე­ტყვე­ლებს.

"მათი გეგ­მაა, რომ გეგ­მა არ აქვთ. ეს არის უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი გეგ­მა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი გა­და­ჭე­დი­ლი იყო მათი მომ­ხრე­ე­ბის გაბ­რა­ზე­ბით. რო­დე­საც მათ თქვეს, ჩვენ ახლა უნდა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გაბ­რა­ზე­ბა, გა­აბ­რა­ზეს თა­ვი­სი ამომ­რჩე­ვე­ლი. "გაბ­რა­ზე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა“ რა­ღაც ახა­ლი ტერ­მი­ნია - გა­ვაბ­რა­ზოთ თქვან; გაბ­რა­ზე­ბულ იქ­ნას ნაც­ვლად თქვან, გაბ­რაზ­და. რას ლა­პა­რა­კო­ბენ, უკვე აჭ­რი­ლე­ბი არი­ან, ვე­ღარც მე­ტყვე­ლე­ბენ სწო­რად. ჩახ­ლარ­თეს რა­ღაც სი­ტყვა­თა წყო­ბა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, გა­აბ­რა­ზეს თა­ვი­სი ამომ­რჩე­ვე­ლი. მარ­თლა მეს­მის, გულ­წრფე­ლად მეს­მის მათი. რო­დე­საც ამომ­რჩე­ველს ეუბ­ნე­ბი, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ 25% აქვს და შემ­დეგ 54%-ის იღებს, უბე­დურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ­დე­ბი და რა­ღაც უნდა ქნა.

რა უნდა ქნა, ვერ ხვდე­ბი, ვერც „ტოპ ტვი­ნე­ბი“ გიტ­ვი­ნა­ვენ, ვერც თენ­გო იძა­ხის ვე­რა­ფერს და ხარ ამ სა­ო­ცარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­დე­საც არ­სად გაქვს გა­საქ­ცე­ვი, არ­გუ­მენ­ტებს ვგუ­ლის­ხმობ და არა სხვა გაქ­ცე­ვას, რამე რომ არ დაგ­ვაბ­რა­ლონ. შემ­დეგ იგო­ნებ გეგ­მას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გეგ­მა ორ­შა­ბათს იქ­ნე­ბა. ამი­ტომ მოდი, ძა­ლი­ა­ნაც ნუ დავზრა­ხავთ ამ ხალ­ხს. ჯერ ერთი ტყუ­ი­ლი თქვეს, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ 25% აქვს და მე­ო­რე ტყუ­ილს ახლა სა­უბ­რო­ბენ გა­და­სა­ფა­რად“,- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ოპოზიცია "აჭრილია"... სოციალური ქსელი გადაჭედილი იყო მათი მომხრეების გაბრაზებით" - მამუკა მდინარაძე

"ოპოზიცია "აჭრილია"... სოციალური ქსელი გადაჭედილი იყო მათი მომხრეების გაბრაზებით" - მამუკა მდინარაძე

ოპოზიციის გეგმაა, რომ გეგმა არ აქვთ, უსერიოზულესი გეგმაა - როდესაც თქვეს, ჩვენ ახლა ქართველი ხალხის გაბრაზება უნდა განვახორციელოთო, თავისი ამომრჩეველი გააბრაზეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ გეგმის გამოცხადების ორშაბათისთვის გადადებას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია უკვე "აჭრილია" და სწორადაც ვეღარ მეტყველებს.

"მათი გეგმაა, რომ გეგმა არ აქვთ. ეს არის უსერიოზულესი გეგმა. სოციალური ქსელი გადაჭედილი იყო მათი მომხრეების გაბრაზებით. როდესაც მათ თქვეს, ჩვენ ახლა უნდა განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება, გააბრაზეს თავისი ამომრჩეველი. "გაბრაზების განხორციელება“ რაღაც ახალი ტერმინია - გავაბრაზოთ თქვან; გაბრაზებულ იქნას ნაცვლად თქვან, გაბრაზდა. რას ლაპარაკობენ, უკვე აჭრილები არიან, ვეღარც მეტყველებენ სწორად. ჩახლართეს რაღაც სიტყვათა წყობა, მაგრამ რეალურად, გააბრაზეს თავისი ამომრჩეველი. მართლა მესმის, გულწრფელად მესმის მათი. როდესაც ამომრჩეველს ეუბნები, „ქართულ ოცნებას“ 25% აქვს და შემდეგ 54%-ის იღებს, უბედურ მდგომარეობაში ვარდები და რაღაც უნდა ქნა.

რა უნდა ქნა, ვერ ხვდები, ვერც „ტოპ ტვინები“ გიტვინავენ, ვერც თენგო იძახის ვერაფერს და ხარ ამ საოცარ მდგომარეობაში, როდესაც არსად გაქვს გასაქცევი, არგუმენტებს ვგულისხმობ და არა სხვა გაქცევას, რამე რომ არ დაგვაბრალონ. შემდეგ იგონებ გეგმას, რომლის მიხედვითაც, გეგმა ორშაბათს იქნება. ამიტომ მოდი, ძალიანაც ნუ დავზრახავთ ამ ხალხს. ჯერ ერთი ტყუილი თქვეს, რომ „ქართულ ოცნებას“ 25% აქვს და მეორე ტყუილს ახლა საუბრობენ გადასაფარად“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წაიკითხეთ ასევე: