გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა UFC-ს დაღესტნელი მებრძოლის "შარა ბულეტ" მაგომედოვის ინტერვიუდან მონაკვეთი, სადაც ის მერაბ დვალიშვილის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ინტერვიუში აღნიშნა, რომ დაღესტანი რუსეთის ნაწილად არ შეიძლება ჩაითვალოს.
"შარა ბულეტი" რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ "მერაბ დვალიშვილს ისტორიის გაკვეთილები რომ არ გაეცდინა, ეცოდინებოდა, რომ რუსეთის იმპერია, საქართველოს დაღესტნელებისგან იცავდა...".
მებრძოლის ამბობს, რომ ქართველები რუსეთს უნდა უმადლოდნენ, თორემ შესაძლოა საქართველო ახლა დაღესტნის ნაწილი ყოფილიყო.
მაგომედოვის ამ სიტყვებს UFC-ს ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, შარას შეხვედრისას ამ სიტყვების ახსნა მოუწევს.
"გამარჯობა შარა, მე ძალიან არ მიყვარს ეს ინტერნეტ გარჩევები და დაპირისპირება, მაგრამ მე მოვისმინე შენი სიტყვები, რომელიც ვიღაცამ ინტერნეტში გამოაქვეყნა. ან შეიძლება შენც იყავი. როგორც მინიმუმ, ამ გამონათქვამს არაკორექტულად მივიჩნევ.
ამის შემდეგ, როდესაც გნახავ, მინდა, რომ ამ თემაზე ვილაპარაკოთ. ჩვენ მეზობელი ხალხი ვართ. დიდი ხანია ერთად ვცხოვრობთ და ამ თემაზე სალაპარაკო გვექნება. ზოგიერთი სიტყვის ახსნა მოგიწევს" - ამბობს დოლიძე ვიდეომიმართვაში.
წაიკითხეთ ასევე:
ჭკუა ჯერ მერაბს ასწავლე და მერე ამასაც, მგონი შენს წონაშია
მაგაზე არ მოიშალო ნერვები. ეგ ისეთი მკვირცხლი ჩანს, ფი დიდისთანაც იქნება მაგას პრაქტიკა განავალი.