რუსეთის ფედერაციის სასამართლომ, YouTube-ზე რუსული სახელმწიფო მედიის არხების შეზღუდვის გამო, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Google-ი ერთბაშად $20 დეცილიონით დააჯარიმა - დოლარის თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ კომპანიას $20,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000 გადახდა მოსთხოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ Google-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანიაა, ამ მოცულობის ჯარიმის გადახდას მაინც ვერ მოახერხებს. გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი სულ რაღაც $105 ტრილიონის ტოლია, რაც Google-ისთვის გამოწერილი ჯარიმაზე 190 კვინტილიონით ნაკლებია. მარტივად რომ ვთქვათ, პლანეტაზე ამდენი ფული უბრალოდ არ არსებობს.
Tass-ის ცნობით, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ „ამ რიცხვის წარმოთქმაც კი არ შეუძლია“. მან "გუგლის" მენეჯმენტს ყურადღებისკენ მოუწოდა.
კომპანიას საჯარო კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
რუსული მედიასაშუალება RBC იუწყება, რომ ჯარიმა YouTube-ზე 17 რუსული მედია არხის კონტენტის შეზღუდვას უკავშირდება. რუსული არხების აკრძალვა Google-მა ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო, მაგრამ აკრძალული არხების სია მნიშვნელოვნად გაფართოვდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. როცა Google-მა სასამართლოსგან ანგარიშების აღდგენის ვალდებულება მიიღო, ის ცხრა თვეში უნდა აღესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, დღეში 100,000 რუბლით დაჯარიმდებოდა. Google-მა ეს ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო ჯარიმა, ამ დროის მონაცემებით, $20 დეცილიონამდე გაიზარდა.
მაგის გადამხდელი არავინაა,მაგრამ აი სტრასბურგმა რუსეთს დეპორტირებული ქართველებისთვის სულ რაღაც ათი მილიონი ევროს გადახდა რომ დააკისრა მაგაზე რა ხდება? არ იხდის? აბა Лялька ხოშტარიას საავტორო უფლებებისას რატომ უხდიდა,სტარსბურგზე მეტად სცემს პატივას?ჰა სექტა გეცოდინებათ თქვენ! :))
ყოჩაღ რუსი მოსამართლეები ამდენი მათემატიკა რომ იციან.