საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას, ცილს გვწამებენ... ამაში ჩართულია საფრანგეთის და აშშ-ს რამდენიმე მოქალაქეც" - როგორ ებრძვიან რუსული სპეცსამსახურები უკრაინაში მებრძოლ ქართველებს: რას ჰყვება მამუკა მამულაშვილი?
"ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას, ცილს გვწამებენ... ამაში ჩართულია საფრანგეთის და აშშ-ს რამდენიმე მოქალაქეც" - როგორ ებრძვიან რუსული სპეცსამსახურები უკრაინაში მებრძოლ ქართველებს: რას ჰყვება მამუკა მამულაშვილი?

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დარ­ტყმის ქვეშ ხში­რად ხვდე­ბი­ან "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი" და მისი ლი­დე­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი. ამ ცოტა ხნის წინ ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მა­ში, სა­ხე­ლით "უკ­რა­ი­ნა თუ­დეი“, ჯეი ბიჩ­რის ავ­ტო­რო­ბით გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, რო­მელ­შიც ლა­პა­რა­კი იყო იმა­ზე, რომ, რომ თით­ქოს მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა მო­წამ­ვლის ფაქ­ტი გა­მო­ი­გო­ნა, მისი სის­ხლის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი კი ნორ­მის ფარ­გლებ­შია. გარ­და ამი­სა, სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად ფი­ნან­სუ­რი დო­ნა­ცი­ის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით, თით­ქოს თაღ­ლი­თურ სქე­მებს მი­მარ­თავ­დნენ, დო­ნა­ცი­ით შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბის ნა­წი­ლი კი რე­ა­ლუ­რად უკ­რა­ი­ნის ნაც­ვლად, მათ ან­გა­რი­შებ­ზე მი­დი­ო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ამ სტა­ტი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ნა­წილ­მაც მო­ამ­ზა­და სი­უ­ჟე­ტე­ბი, თუმ­ცა, ძა­ლი­ან მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ გა­მო­ცე­მასს, რო­მე­ლიც ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო იყო, სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ფე­რი არ აქვს სა­ერ­თო უკ­რა­ი­ნა­ში ნამ­დვი­ლად მოქ­მედ ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა "უკ­რა­ი­ნა თუ­დე­ის­თან“ და ის არის ბრი­ტა­ნეთ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი დო­მე­ი­ნი, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის სამ­სა­ხურ­შია.

"რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს სურთ, გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდელ, ამე­რი­კულ სა­ზო­გა­დო­ებს შე­უქ­მნან გან­ცდა, რომ ბი­უ­ჯე­ტი­დან უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად გა­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბი არა­მიზ­ნობ­რი­ვად იხარ­ჯე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ცი­ლის და­წა­მე­ბა", - ამ­ბობს უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბე­ლი სტა­ტი­ის ავ­ტორ­თან ჯეი ბი­ჩერ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უარ­ყო, "კიევ პოს­ტის“ გარ­და. ამ უკა­ნას­კნელ­მა კი გან­მარ­ტა, რომ ბი­ჩე­რი მათ­თან თარ­ჯიმ­ნად მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის გამო გა­ა­ძე­ვეს.

"ქარ­თუ­ლი ლე­გი­ონ­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბი­ჩე­რის სკან­და­ლუ­რი სტა­ტი­ით და­ინ­ტე­რეს­და უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "აქ­ტუ­ალ­ნა პრავ­და“ და ვრცე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში შე­მოწ­მდა "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ სა­ბუ­ღალ­ტრო ან­გა­რი­შე­ბი, გა­და­რი­ცხვე­ბი, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მა­მუ­ლაშ­ვი­ლის მო­წამ­ვლის ფაქ­ტზე აღ­ძრულ სის­ხლის სა­მარ­თლის ზო­გი­ერ­თი დე­ტა­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, ჟურ­ნა­ლის­ტურ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ გა­მო­ავ­ლი­ნა ფსევ­დო-ჟურ­ნა­ლის­ტი ჯეი ბი­ჩე­რის დამ­კვე­თე­ბი და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი, ასე­ვე დამ­კვეთ­თა მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი. რო­გორ ცდი­ლო­ბენ რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ით, ამე­რი­კულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას და რო­გორ აპი­რის­პი­რე­ბენ ერ­თმა­ნეთ­თან ქარ­თვე­ლებ­სა და უკ­რა­ი­ნე­ლებს, ამის გარ­კვე­ვას მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­თან სა­უბ­რი­სას შე­ვე­ცა­დეთ:

- პირ­ველ რიგ­ში მინ­და გი­თხრა, რომ მსგავ­სი მე­თო­დე­ბით ბრძო­ლა ჩვენს ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე ვერ იმოქ­მე­დებს. უკვე ათი წე­ლია, რაც რუ­სეთ­თან პირ­და­პირ კონფრონ­ტა­ცი­ა­ში ვართ და იმუ­ნი­ტე­ტი გა­მოგ­ვი­მუ­შავ­და. რუ­სებ­მა ბრძო­ლის ველ­ზე ვე­რა­ფე­რი დაგ­ვაკ­ლეს და შე­ე­ცად­ნენ შე­ხე­ბოდ­ნენ იმას, რაც ზო­გა­დად ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის­თვის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლია, ეს არის სა­ხე­ლის შე­ბღალ­ვა. ამ საქ­მე­ში ჩარ­თულ­ნი არი­ან რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­დაზ­ვერ­ვო და კი­ბერ სამ­სა­ხუ­რე­ბი - ბო­ტე­ბი. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს ჩვენს საქ­მე­ზე. მათ მარ­თლაც ყვე­ლა­ფერ გა­არ­კვი­ეს და კვა­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბამ­დე მი­ვი­და. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, გა­ირ­კვა, რომ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ შე­თი­თხნი­ლი ცრუ ბრალ­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში ბი­ჩერ­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლია საფ­რან­გე­თის და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქე. ესე­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ჯგუფს, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში არე­გის­ტრი­რე­ბენ დო­მე­ი­ნებს, ქმნი­ან სა­კუ­თარ გვერ­დებს სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში, წე­რენ უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ რამ­დე­ნი­მე სტა­ტი­ას ან პოსტს - ნდო­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით და მერე უცებ აქ­ვეყ­ნე­ბენ ისეთ სტა­ტი­ებ­სა და პოს­ტებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დო­ზით და სხვა­დას­ხვა ფორ­მით რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ­თა, ზო­გა­დად თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის იდე­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ახ­დენს. პრინ­ციპ­ში, ეს რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­წე­რაა და ძნე­ლად გა­მო­საც­ნო­ბიც არ იყო.

- რაში აძ­ლევს ხელს, ბი­ჩერს ან რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს ვერ­სი­ის გავ­რცე­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ თქვენ სა­კუ­თა­რი მო­წამ­ვლა გა­მო­ი­გო­ნეთ?

- ნა­ხეთ რა ხდე­ბა, ჯეი ბი­ჩე­რის და მისი გუნ­დის მი­ზა­ნი პი­რა­დად ჩემი დის­კრე­დი­ტა­ცია რომ ყო­ფი­ლი­ყო, უფრო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბის შე­თი­თხნას შე­ეც­დე­ბოდ­ნენ, რა­ი­მე ისეთს და­მაბ­რა­ლებ­დნენ, რაში გარ­კვე­ვაც უკ­რა­ი­ნე­ლებს გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ. იმის გა­ქარ­წყლე­ბა, რომ ფუ­ლის შე­საგ­რო­ვებ­ლად გა­მო­ვი­გო­ნე ჩემი თა­ვის მო­წამ­ვლა, ძა­ლი­ან ად­ვი­ლია და ამას ბი­ჩე­რიც უნდა მიმხვდა­რი­ყო და მისი დამ­კვე­თე­ბიც. იმი­ტომ რომ ამ ამ­ბავ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში საქ­მეა აღ­ძრუ­ლი - მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით. ჟურ­ნა­ლის­ტებს იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც კი მი­ე­ცათ, რომ პირ­და­პირ საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნათ ამო­ნა­წე­რი. ასე­ვე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და­სად­გე­ნია, რო­გორ იხარ­ჯე­ბა "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის­თვის“ ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბი. ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ე­რი სა­დო­ნა­ციო სის­ტე­მა შე­ერ­თე­ბუ­ლია ერთ სა­ბუ­ღალ­ტრო აღ­რი­ცხვა­ში. ჩვენ ჟურ­ნა­ლის­ტებს სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ვე­ცით, რომ რაც სჭირ­დე­ბო­დათ, ყვე­ლა­ფე­რი ენა­ხათ "ლე­გი­ო­ნის“ სა­ბუ­ღალ­ტრო ჩა­ნა­წე­რებ­ში. მათ ნა­ხეს, რომ "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ სა­ხელ­ზე შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბი­დან ერთი დო­ლა­რიც კი არ იყო არა­მიზ­ნობ­რი­ვად გა­ხარ­ჯუ­ლი. რამ­დე­ნი­მე მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს კი­დეც. ეს სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­აა და ამის გა­გე­ბა მარ­თლა რომ სდო­მე­ბო­და ვინ­მეს, აუ­ცი­ლებ­ლად გა­არ­კვევ­დნენ.

ახ­ლა­ხან გა­ირ­კვა, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მი­ის კი­დევ ოთხი სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის წი­ნა­აღ­მდე­გაც წა­მო­ი­წყეს ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი სტა­ტი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა. ე.ი. ბი­ჩე­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი­სა და "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ ტა­ლახ­ში ამოს­ვრა არ არის. ეს არის რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის შექ­მნი­ლი პრო­ექ­ტის ნა­წი­ლი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც და­სავ­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა დარ­წმუნ­დეს, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მია და­სავ­ლურ დახ­მა­რე­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს. ამ პრო­ექტს აქვს ქვე მიზ­ნე­ბიც, ვი­ღა­ცებ­მა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი, რა­ტომ უნდა ომობ­დნენ, ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მათი სა­ხე­ლის გა­ფუ­ჭე­ბას ცდი­ლო­ბე­ნო?! ე.ი რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­შა­ლეს ცრუ ვერ­სი­ე­ბი და რომ არა, უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­და­ვი ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი წა­მო­ე­გე­ბო­და რუ­სულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ულ ან­კესს.

არ ვიცი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც“ ჩარ­თუ­ლი იყო ამ სქე­მა­ში თუ, უბ­რა­ლოდ, და­ემ­თხვა, მაგ­რამ ფაქ­ტი ის არის, ბი­ჩე­რის ბრალ­დე­ბე­ბი ჩემს მი­მართ მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აი­ტა­ცეს. ჯეი ბი­ჩე­რის სტა­ტია ერთი ერ­თში აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი "იმე­დის“, რუს­თა­ვი2-ისა და "პოს­ტი­ვის". ყვე­ლა­ზე ცუდი კი ის არის, რომ არ­ცერ­თი ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლისტს არ გა­უჩ­ნდა ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბი­სა და სი­მარ­თლე გარ­კვე­ვის სურ­ვი­ლი. მინ­და გი­თხრათ, რომ რუ­სუ­ლი კი­ბერ-შე­ტე­ვა ისევ გრძელ­დე­ბა. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა და სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა დას­ჯა­დია, ეს გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც სა­ბო­ტა­ჟი უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. ამის შე­სა­ხებ მალე უკ­რა­ი­ნუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბიც გა­ა­კე­თე­ბენ გან­ცხა­დე­ბას. მე რამ­დე­ნა­დაც ვიცი, უკვე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბიც არის აღ­ძრუ­ლი ბრი­ტა­ნე­თის, საფ­რან­გე­თის და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც ჯეი ბი­ჩერ­თან ერ­თად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მა­ში. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მალე გა­ირ­კვე­ვა. სხვა­თა შო­რის, ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან­მა უკ­რა­ი­ნელ­მა ბლო­გერ­მა, რო­მელ­მაც თა­ვის გა­და­ცე­მა­ში დამ­პა­ტი­ჟა, შე­მახ­სე­ნა, რომ "ქარ­თულ ლე­გე­ი­ონ­ზე“ ამე­რი­კის 2020 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი თვით ად­რეც ძა­ლი­ან მძი­მე შე­ტე­ვა გა­ან­ხორ­ცი­ელ­და.

- ბი­ჩე­რის თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის შე­სა­ხებ რა იცით?

- პირ­ველ რიგ­ში ჯეი ბი­ჩე­რის შე­სა­ხებ გე­ტყვით, ის არის ინ­გლი­სის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­დან გა­მოქ­ცე­უ­ლია იმის გამო, არ გა­და­ე­ხა­და სა­სა­მარ­თლოს მიერ და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც მას ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის და­ა­კის­რეს. გა­ირ­კვა ისიც, რომ ბი­ჩე­რი თა­ვად­ვე ყო­ფი­ლა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პე­დო­ფი­ლი­ა­ში და ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა­ში. მის გუნდში არის ასე­თი პი­როვ­ნე­ბა ფოი რისი, რო­მე­ლიც ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს იმის შე­სა­ხებ, რომ თით­ქოს "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ ბრძო­ლებ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობს. ის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სტა­ტი­ის გამო აშშ-ს არ­მი­ი­დან და­ი­თხო­ვეს, ჩა­მო­ვი­და უკ­რა­ი­ნა­ში, ჩა­ი­რი­ცხა სა­ერ­თა­შო­რი­სო ლე­გი­ო­ნის რი­გებ­ში და აქე­დან გა­ნაგ­რძო დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა. მის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე რომ შეხ­ვი­დეთ, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის არა­ერ­თი მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბელ სტა­ტი­ას ნა­ხავთ. ჯეი ბი­ჩერს ასე­ვე ეხ­მა­რე­ბა ემეს ფა­ი­კი, ფოი რი­სის კო­ლე­გა სა­ერ­თა­შო­რი­სო ლე­გი­ონ­ში. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც, გა­სულ წელს, ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Daily Mail-ი წერ­და, - უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის­თვის გათ­ვლი­ლი ფული მო­ი­პა­რაო... არის კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი, მარკ ენ­დრიუ ჰამ­ლი­ნი, იგი­ვე ომის სან­ტა, რო­მე­ლის სა­ხელ­ზეც და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რიც კი გა­მო­წე­რეს ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ის ფლო­ბის­თვის. თუმ­ცა, მისი საქ­მე რო­გორ­ღაც ჩა­ი­ფარ­ცხა. ეს კი­დევ არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ გუნ­დი­სა, რო­მე­ლიც ჯეი ბი­ჩერ­მა შეკ­რა ,უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სათ­ვის.

- გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­საც ხომ არ ცდი­ლო­ბენ?

- დიახ, ნამ­დვი­ლად არი­ან ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის ან­გა­ჟი­რე­ბას და "ქარ­თულ ლე­გი­ონ­თან“ და­პი­რის­პი­რე­ბას ცდი­ლო­ბენ. სხვა­თა, შო­რის ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი იყო, თან ერ­თმა­ნეთს გვა­პი­რის­პი­რებ­დნენ და თან ყვე­ლას ერ­თად გვლან­ძღავ­დნენ. მა­გა­ლი­თად, "რაშა თუ­დე­ი­ში“ და­ი­ბეჭ­და სტა­ტია რო­მელ­შიც წე­რია, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მია სავ­სეა ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ სა­ძარ­ცვა­ვად, სა­ყა­ჩა­ღოდ, ფუ­ლის სა­კე­თებ­ლად ჩა­დი­ან და ის ფული, რო­მელ­საც და­სავ­ლე­თი უკ­რა­ი­ნულ არ­მი­ა­ში აგ­ზავ­ნის, წყალ­ში გა­დაყ­რი­ლია. ძა­ლი­ან ცუ­დია, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნის ნა­რა­ტივს დრო­დად­რო სა­ქარ­თვე­ლო­შიც რომ იმე­ო­რე­ბენ.

- მე მო­ვის­მი­ნე ვერ­სია იმის შე­სა­ხებ, რომ უკ­რა­ი­ნულ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრა საქ­მე, თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის თა­ო­ბა­ზე.

- (იცი­ნის) ამის შე­სა­ხებ ჯერ მე არა­ფე­რი ვიცი, ალ­ბათ ეს კი­დევ ერთი რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა.

- რაც შე­ე­ხე­ბა თქვე­ნი მო­წამ­ვლის ფაქტს, რო­გო­რია ახლა თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ?

- მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბა, ეს არ არის მარ­ტი­ვი... მძი­მე მე­ტა­ლე­ბი, რო­მე­ლიც ჩემს ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვდა, ნელ-ნელა იწყებს ორ­გა­ნიზ­მის და­ა­ვა­დე­ბას.

- ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ალ­ბათ ორ­მა­გად რთუ­ლია...

- კი, მაგ­რამ რო­გორც სა­უბ­რის და­სა­წყის­ში გი­თხა­რით, იმუ­ნი­ტე­ტი მაქვს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. 2020 წელს, ამე­რი­კის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც "გა­ზპ­რომ­ში" 8 წელი მუ­შა­ობ­და, ჩვენს გა­შა­ვე­ბის მიზ­ნით ფილ­მის გა­და­ღე­ბა და­უკ­ვე­თა. ასე­თი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი ბრძო­ლის უფრო დიდ მო­ტი­ვა­ცი­ას მი­ჩენს.

- რა ხდე­ბა ახლა ფრონ­ტის ხაზ­ზე?

- შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მტე­რი გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია და ამე­რი­კის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა. ეც­დე­ბი­ან, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია მო­ახ­დი­ნონ. პუ­ტი­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ამე­რი­კუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა და სურს, ამ დრო­ი­სათ­ვის, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სა­ვაჭ­რო ჰქონ­დეს.

- თქვენ, რო­გორც ამ პრო­ცე­სე­ბის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლეს, რა გან­ცდა გაქვთ, შედ­გე­ბა თუ არა მო­ლა­პა­რა­კე­ბა რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ?

- პირ­და­პირ გე­ტყვით, პუ­ტინს ამის ილუ­ზია არ უნდა ჰქონ­დეს, უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი და უკ­რა­ი­ნე­ლი პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტინ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე წავა.

- ახლა უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მი­ის­თვის ძა­ლი­ან დიდ გა­მოწ­ვე­ვად მი­იჩ­ნევს 12 000 - მდე ჩრდი­ლო კო­რე­ელ ჯა­რის­კაცს, რომ­ლე­ბიც უკვე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან და სა­ვა­რა­უ­დოდ, პირ­ვე­ლი ნო­მებ­რი­დან ჩარ­თვე­ბი­ან ომში...

- ჩრდი­ლო კო­რე­ელ ჯა­რის­კა­ცებს არც ომის გა­მო­ციდ­ლე­ბა აქვთ და არც მო­ტი­ვა­ცია, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მათ დიდ გა­მოწ­ვე­ვად არ მი­ვიჩ­ნევთ. რუ­სე­ბი მა­გა­თაც ისე­ვე გა­მო­ი­ყე­ნებნ სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად, რო­გორც სა­კუ­თარ ხალ­ხს იყე­ნე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას, ცილს გვწამებენ... ამაში ჩართულია საფრანგეთის და აშშ-ს რამდენიმე მოქალაქეც" - როგორ ებრძვიან რუსული სპეცსამსახურები უკრაინაში მებრძოლ ქართველებს: რას ჰყვება მამუკა მამულაშვილი?

"ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას, ცილს გვწამებენ... ამაში ჩართულია საფრანგეთის და აშშ-ს რამდენიმე მოქალაქეც" - როგორ ებრძვიან რუსული სპეცსამსახურები უკრაინაში მებრძოლ ქართველებს: რას ჰყვება მამუკა მამულაშვილი?

უკრაინაში მებრძოლი ქართველების დისკრედიტაციას რუსული სპეცსამსახურები მუდმივად ცდილობენ. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ ხშირად ხვდებიან "ქართული ლეგიონი" და მისი ლიდერი მამუკა მამულაშვილი. ამ ცოტა ხნის წინ ინტერნეტ გამოცემაში, სახელით "უკრაინა თუდეი“, ჯეი ბიჩრის ავტორობით გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ, რომ თითქოს მამუკა მამულაშვილმა მოწამვლის ფაქტი გამოიგონა, მისი სისხლის მაჩვენებლები კი ნორმის ფარგლებშია. გარდა ამისა, სტატიის თანახმად, კონკრეტული პირები უკრაინის დასახმარებლად ფინანსური დონაციის მოზიდვის მიზნით, თითქოს თაღლითურ სქემებს მიმართავდნენ, დონაციით შემოსული თანხების ნაწილი კი რეალურად უკრაინის ნაცვლად, მათ ანგარიშებზე მიდიოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სტატიაზე დაყრდნობით ქართული ტელევიზიების ნაწილმაც მოამზადა სიუჟეტები, თუმცა, ძალიან მალევე გაირკვა, რომ გამოცემასს, რომელიც ამ ინფორმაციის წყარო იყო, სინამდვილეში არაფერი არ აქვს საერთო უკრაინაში ნამდვილად მოქმედ ინტერნეტგამოცემა "უკრაინა თუდეისთან“ და ის არის ბრიტანეთში დარეგისტრირებული დომეინი, რომელიც რუსული პროპაგანდის სამსახურშია.

"რუსულ სპეცსამსახურებს სურთ, გადასახადების გადამხდელ, ამერიკულ საზოგადოებს შეუქმნან განცდა, რომ ბიუჯეტიდან უკრაინის დასახმარებლად გახარჯული თანხები არამიზნობრივად იხარჯება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ქართველებისთვის ცილის დაწამება", - ამბობს უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

მისი თქმით, მადისკრედიტირებელი სტატიის ავტორთან ჯეი ბიჩერთან თანამშრომლობა უკრაინული მედიის ყველა წარმომადგენელმა უარყო, "კიევ პოსტის“ გარდა. ამ უკანასკნელმა კი განმარტა, რომ ბიჩერი მათთან თარჯიმნად მუშაობდა, მაგრამ პროვოკაციების გამო გააძევეს.

"ქართული ლეგიონთან“ დაკავშირებული ბიჩერის სკანდალური სტატიით დაინტერესდა უკრაინული გამოცემა "აქტუალნა პრავდა“ და ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. გამოძიების ფარგლებში შემოწმდა "ქართული ლეგიონის“ საბუღალტრო ანგარიშები, გადარიცხვები, პროკურატურაში მამულაშვილის მოწამვლის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის ზოგიერთი დეტალი. საბოლოოდ, ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა ფსევდო-ჟურნალისტი ჯეი ბიჩერის დამკვეთები და თანამოაზრეები, ასევე დამკვეთთა მიზნები და ამოცანები. როგორ ცდილობენ რუსული სპეცსამსახურები ქართველების დისკრედიტაციით, ამერიკულ საზოგადოებაზე ზემოქმედებას და როგორ აპირისპირებენ ერთმანეთთან ქართველებსა და უკრაინელებს, ამის გარკვევას მამუკა მამულაშვილთან საუბრისას შევეცადეთ:

- პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ მსგავსი მეთოდებით ბრძოლა ჩვენს ბრძოლისუნარიანობაზე ვერ იმოქმედებს. უკვე ათი წელია, რაც რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში ვართ და იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა. რუსებმა ბრძოლის ველზე ვერაფერი დაგვაკლეს და შეეცადნენ შეხებოდნენ იმას, რაც ზოგადად ქართველი მებრძოლისთვის ყველაზე მტკივნეულია, ეს არის სახელის შებღალვა. ამ საქმეში ჩართულნი არიან რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო და კიბერ სამსახურები - ბოტები. ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ უკრაინელებმა ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება გადაწყვიტეს ჩვენს საქმეზე. მათ მართლაც ყველაფერ გაარკვიეს და კვალი რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებამდე მივიდა. ჩემდა გასაკვირად, გაირკვა, რომ ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილი ცრუ ბრალდებების გავრცელებაში ბიჩერთან ერთად ჩართულია საფრანგეთის და ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე მოქალაქე. ესენი წარმოადგენენ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლებიც უკრაინაში არეგისტრირებენ დომეინებს, ქმნიან საკუთარ გვერდებს სოციალურ მედიაში, წერენ უკრაინის მხარდამჭერ რამდენიმე სტატიას ან პოსტს - ნდობის მოპოვების მიზნით და მერე უცებ აქვეყნებენ ისეთ სტატიებსა და პოსტებს, რომლებიც სხვადასხვა დოზით და სხვადასხვა ფორმით რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლთა, ზოგადად თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეის დისკრედიტაციას ახდენს. პრინციპში, ეს რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა და ძნელად გამოსაცნობიც არ იყო.

- რაში აძლევს ხელს, ბიჩერს ან რუსულ სპეცსამსახურებს ვერსიის გავრცელება იმის შესახებ, რომ თქვენ საკუთარი მოწამვლა გამოიგონეთ?

- ნახეთ რა ხდება, ჯეი ბიჩერის და მისი გუნდის მიზანი პირადად ჩემი დისკრედიტაცია რომ ყოფილიყო, უფრო დამაჯერებელი ბრალდებების შეთითხნას შეეცდებოდნენ, რაიმე ისეთს დამაბრალებდნენ, რაში გარკვევაც უკრაინელებს გაუჭირდებოდათ. იმის გაქარწყლება, რომ ფულის შესაგროვებლად გამოვიგონე ჩემი თავის მოწამვლა, ძალიან ადვილია და ამას ბიჩერიც უნდა მიმხვდარიყო და მისი დამკვეთებიც. იმიტომ რომ ამ ამბავზე პროკურატურაში საქმეა აღძრული - მკვლელობის მცდელობის მუხლით. ჟურნალისტებს იმის საშუალებაც კი მიეცათ, რომ პირდაპირ საქმის მასალებიდან გამოექვეყნებინათ ამონაწერი. ასევე ძალიან მარტივი დასადგენია, როგორ იხარჯება "ქართული ლეგიონისთვის“ ჩარიცხული თანხები. ზოგადად, ნებისმიერი სადონაციო სისტემა შეერთებულია ერთ საბუღალტრო აღრიცხვაში. ჩვენ ჟურნალისტებს სრული თავისუფლება მივეცით, რომ რაც სჭირდებოდათ, ყველაფერი ენახათ "ლეგიონის“ საბუღალტრო ჩანაწერებში. მათ ნახეს, რომ "ქართული ლეგიონის“ სახელზე შემოსული თანხებიდან ერთი დოლარიც კი არ იყო არამიზნობრივად გახარჯული. რამდენიმე მიღება-ჩაბარების აქტი გამოაქვეყნეს კიდეც. ეს საჯარო ინფორმაციაა და ამის გაგება მართლა რომ სდომებოდა ვინმეს, აუცილებლად გაარკვევდნენ.

ახლახან გაირკვა, რომ უკრაინული არმიის კიდევ ოთხი სხვადასხვა დანაყოფის წინააღმდეგაც წამოიწყეს ცილისმწამებლური სტატიების გავრცელება. ე.ი. ბიჩერის მთავარი მიზანი მამუკა მამულაშვილისა და "ქართული ლეგიონის“ ტალახში ამოსვრა არ არის. ეს არის რუსული სპეცსამსახურების შექმნილი პროექტის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც დასავლური საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ უკრაინული არმია დასავლურ დახმარებას არ იმსახურებს. ამ პროექტს აქვს ქვე მიზნებიც, ვიღაცებმა ქართველი ხალხის სახელით დაიწყეს ლაპარაკი, რატომ უნდა ომობდნენ, ჩვენი ბიჭები უკრაინაში, როდესაც უკრაინელები მათი სახელის გაფუჭებას ცდილობენო?! ე.ი რამდენიმე მიმართულებით გაშალეს ცრუ ვერსიები და რომ არა, უკრაინელი ჟურნალისტები, საქმეში ჩაუხედავი ძალიან ბევრი ადამიანი წამოეგებოდა რუსულ დეზინფორმაციულ ანკესს.

არ ვიცი, "ქართული ოცნებაც“ ჩართული იყო ამ სქემაში თუ, უბრალოდ, დაემთხვა, მაგრამ ფაქტი ის არის, ბიჩერის ბრალდებები ჩემს მიმართ მხოლოდ ქართული სამთავრობო მედიის წარმომადგენლებმა აიტაცეს. ჯეი ბიჩერის სტატია ერთი ერთში აქვს გადაღებული "იმედის“, რუსთავი2-ისა და "პოსტივის". ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ არცერთი ტელევიზიის ჟურნალისტს არ გაუჩნდა ჩემთან დაკავშირებისა და სიმართლე გარკვევის სურვილი. მინდა გითხრათ, რომ რუსული კიბერ-შეტევა ისევ გრძელდება. საომარი მოქმედებების დროს პროვოკაციების მოწყობა და სიცრუის ტირაჟირება დასჯადია, ეს განიხილება, როგორც საბოტაჟი უკრაინული არმიის წინააღმდეგ. ამის შესახებ მალე უკრაინული სპეცსამსახურებიც გააკეთებენ განცხადებას. მე რამდენადაც ვიცი, უკვე სისხლის სამართლის საქმეებიც არის აღძრული ბრიტანეთის, საფრანგეთის და ამერიკის შეერთებული შტატების იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ჯეი ბიჩერთან ერთად იყვნენ ჩართული ამ დანაშაულებრივ სქემაში. ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა უკრაინელმა ბლოგერმა, რომელმაც თავის გადაცემაში დამპატიჟა, შემახსენა, რომ "ქართულ ლეგეიონზე“ ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრეც ძალიან მძიმე შეტევა გაანხორციელდა.

- ბიჩერის თანამოაზრეების შესახებ რა იცით?

- პირველ რიგში ჯეი ბიჩერის შესახებ გეტყვით, ის არის ინგლისის მოქალაქე, რომელიც საკუთარი ქვეყნიდან გამოქცეულია იმის გამო, არ გადაეხადა სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა, რომელიც მას ცილისწამებისთვის დააკისრეს. გაირკვა ისიც, რომ ბიჩერი თავადვე ყოფილა ეჭვმიტანილი პედოფილიაში და ნარკოტიკებით ვაჭრობაში. მის გუნდში არის ასეთი პიროვნება ფოი რისი, რომელიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ თითქოს "ქართული ლეგიონი“ ბრძოლებში არ მონაწილეობს. ის დეზინფორმაციული სტატიის გამო აშშ-ს არმიიდან დაითხოვეს, ჩამოვიდა უკრაინაში, ჩაირიცხა საერთაშორისო ლეგიონის რიგებში და აქედან განაგრძო დეზინფორმაციული საქმიანობა. მის "ფეისბუქის" გვერდზე რომ შეხვიდეთ, უკრაინის თავდაცვის ძალების არაერთი მადისკრედიტირებელ სტატიას ნახავთ. ჯეი ბიჩერს ასევე ეხმარება ემეს ფაიკი, ფოი რისის კოლეგა საერთაშორისო ლეგიონში. ეს არის ადამიანი, რომლის შესახებაც, გასულ წელს, ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერდა, - უკრაინელი სამხედროების მედიკამენტებისთვის გათვლილი ფული მოიპარაო... არის კიდევ ერთი ადამიანი, მარკ ენდრიუ ჰამლინი, იგივე ომის სანტა, რომელის სახელზეც დაპატიმრების ორდერიც კი გამოწერეს ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობისთვის. თუმცა, მისი საქმე როგორღაც ჩაიფარცხა. ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია იმ გუნდისა, რომელიც ჯეი ბიჩერმა შეკრა ,უკრაინული სამხედრო ძალების დისკრედიტაციისათვის.

- გარკვეული ძალები ქართველი მებრძოლების ერთმანეთთან დაპირისპირებასაც ხომ არ ცდილობენ?

- დიახ, ნამდვილად არიან ძალები, რომლებიც ქართველი მებრძოლების ანგაჟირებას და "ქართულ ლეგიონთან“ დაპირისპირებას ცდილობენ. სხვათა, შორის ეს ღონისძიება საკმაოდ მასშტაბური იყო, თან ერთმანეთს გვაპირისპირებდნენ და თან ყველას ერთად გვლანძღავდნენ. მაგალითად, "რაშა თუდეიში“ დაიბეჭდა სტატია რომელშიც წერია, რომ უკრაინული არმია სავსეა ქართველები, რომლებიც იქ საძარცვავად, საყაჩაღოდ, ფულის საკეთებლად ჩადიან და ის ფული, რომელსაც დასავლეთი უკრაინულ არმიაში აგზავნის, წყალში გადაყრილია. ძალიან ცუდია, მარგარიტა სიმონიანის ნარატივს დროდადრო საქართველოშიც რომ იმეორებენ.

- მე მოვისმინე ვერსია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა პროკურატურამ თქვენს წინააღმდეგ აღძრა საქმე, თანხების გაფლანგვის თაობაზე.

- (იცინის) ამის შესახებ ჯერ მე არაფერი ვიცი, ალბათ ეს კიდევ ერთი რუსული დეზინფორმაციაა.

- რაც შეეხება თქვენი მოწამვლის ფაქტს, როგორია ახლა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ?

- მკურნალობა გრძელდება, ეს არ არის მარტივი... მძიმე მეტალები, რომელიც ჩემს ორგანიზმში მოხვდა, ნელ-ნელა იწყებს ორგანიზმის დაავადებას.

- ასეთ ვითარებაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობა ალბათ ორმაგად რთულია...

- კი, მაგრამ როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით, იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული. 2020 წელს, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ადამიანმა, რომელიც "გაზპრომში" 8 წელი მუშაობდა, ჩვენს გაშავების მიზნით ფილმის გადაღება დაუკვეთა. ასეთი პროვოკაციები ბრძოლის უფრო დიდ მოტივაციას მიჩენს.

- რა ხდება ახლა ფრონტის ხაზზე?

- შემიძლია გითხრათ, რომ მტერი გააქტიურებულია და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კიდევ უფრო გააქტიურდება. ეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინონ. პუტინი დარწმუნებულია, რომ ამერიკული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოლაპარაკება გაიმართება და სურს, ამ დროისათვის, რაც შეიძლება მეტი სავაჭრო ჰქონდეს.

- თქვენ, როგორც ამ პროცესების უშუალო მონაწილეს, რა განცდა გაქვთ, შედგება თუ არა მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ?

- პირდაპირ გეტყვით, პუტინს ამის ილუზია არ უნდა ჰქონდეს, უკრაინელი ხალხი და უკრაინელი პრეზიდენტი პუტინთან მოლაპარაკებაზე წავა.

- ახლა უკრაინული არმიისთვის ძალიან დიდ გამოწვევად მიიჩნევს 12 000 - მდე ჩრდილო კორეელ ჯარისკაცს, რომლებიც უკვე მობილიზებულები არიან და სავარაუდოდ, პირველი ნომებრიდან ჩართვებიან ომში...

- ჩრდილო კორეელ ჯარისკაცებს არც ომის გამოციდლება აქვთ და არც მოტივაცია, შესაბამისად, ჩვენი მათ დიდ გამოწვევად არ მივიჩნევთ. რუსები მაგათაც ისევე გამოიყენებნ საზარბაზნე ხორცად, როგორც საკუთარ ხალხს იყენებენ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"