სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე დავთანხმდი, ვთქვი, - "კარგი, ჩვენ თანახმა ვართ, მაგრამ..." - კრემლში უკრაინისგან "საიდუმლო სამშვიდობო წინადადება" მიიღეს? - რას ჰყვება ვლადიმერ პუტინი
"მე დავთანხმდი, ვთქვი, - "კარგი, ჩვენ თანახმა ვართ, მაგრამ..." - კრემლში უკრაინისგან "საიდუმლო სამშვიდობო წინადადება" მიიღეს? - რას ჰყვება ვლადიმერ პუტინი

BRICS-ის სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, უკ­რა­ი­ნა­ში ომ­ზეც ისა­უბ­რა. მას არა­ერ­თი კი­თხვა და­უს­ვეს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რია BRICS-ის პო­ზი­ცია კონ­ფლიქ­ტის თე­მა­ზე.

"BRICS-ში ყვე­ლას სურს კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად. თქვენ იცით, რომ ჩი­ნეთ­მა და ბრა­ზი­ლი­ამ ნიუ იორკში, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის დროს წა­მო­ა­ყე­ნეს ინი­ცი­ა­ტი­ვა. რუ­სუ­ლი არ­მია ახლა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად მოქ­მე­დებს, ეს ცნო­ბი­ლია და ამას არა­ვინ უარ­ყოფს, ისი­ნი წინ მი­ი­წე­ვენ ფრონტზე ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით", - აცხა­დებს პუ­ტი­ნი.

  • მი­სი­ვე თქმით, მოს­კო­ვი ღიაა ნე­ბის­მი­ე­რი მხა­რის სამ­შვი­დო­ბო ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­მართ. პუ­ტინ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის "სა­ი­დუმ­ლო წი­ნა­და­დე­ბა­ზე:, რო­მე­ლიც მისი თქმით, კრემლში მი­ი­ღეს თურ­ქი დიპ­ლო­მა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

"მე დავ­თან­ხმდი, ვთქვი, - "კარ­გი, ჩვენ თა­ნახ­მა ვართ“. უკ­რა­ი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა აშ­კა­რად არ იყო მზად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის", - თქვა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ამის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ წა­რად­გი­ნა "გა­მარ­ჯვე­ბის გეგ­მა", რო­მელ­მაც პუ­ტი­ნის აზ­რით, ჩა­შა­ლა მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

"სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა გა­მო­იწ­ვევს სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მოხ­სნას და ამის შემ­დეგ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში. რო­გორც ჩანს, ჯერ მზად არ არი­ან. ბურ­თი მათ მო­ე­დან­ზეა“, - ამ­ბობს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და დას­ძენს, რომ რუ­სე­თი მზად არის მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის და მზად არის, რომ გა­ნი­ხი­ლოს "სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ვა­რი­ან­ტი", რო­მე­ლიც უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს "ად­გილ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას".

ცნო­ბის­თვის, პუ­ტინს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია უკ­რა­ი­ნის­გან მი­ღე­ბუ­ლი სამ­შვი­დო­ბო წი­ნა­და­დე­ბის ხა­სი­ა­თი.

ავტორი:

"მე დავთანხმდი, ვთქვი, - "კარგი, ჩვენ თანახმა ვართ, მაგრამ..." - კრემლში უკრაინისგან "საიდუმლო სამშვიდობო წინადადება" მიიღეს? - რას ჰყვება ვლადიმერ პუტინი

"მე დავთანხმდი, ვთქვი, - "კარგი, ჩვენ თანახმა ვართ, მაგრამ..." - კრემლში უკრაინისგან "საიდუმლო სამშვიდობო წინადადება" მიიღეს? - რას ჰყვება ვლადიმერ პუტინი

BRICS-ის სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში ომზეც ისაუბრა. მას არაერთი კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, თუ როგორია BRICS-ის პოზიცია კონფლიქტის თემაზე.

"BRICS-ში ყველას სურს კონფლიქტის დასრულება, რაც შეიძლება სწრაფად. თქვენ იცით, რომ ჩინეთმა და ბრაზილიამ ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის დროს წამოაყენეს ინიციატივა. რუსული არმია ახლა ყველა მიმართულებით თავდაჯერებულად მოქმედებს, ეს ცნობილია და ამას არავინ უარყოფს, ისინი წინ მიიწევენ ფრონტზე ყველა მიმართულებით", - აცხადებს პუტინი.

  • მისივე თქმით, მოსკოვი ღიაა ნებისმიერი მხარის სამშვიდობო ინიციატივის მიმართ. პუტინმა ასევე ისაუბრა მოლაპარაკებების დაწყების "საიდუმლო წინადადებაზე:, რომელიც მისი თქმით, კრემლში მიიღეს თურქი დიპლომატების მეშვეობით.

"მე დავთანხმდი, ვთქვი, - "კარგი, ჩვენ თანახმა ვართ“. უკრაინის ხელმძღვანელობა აშკარად არ იყო მზად მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

მანვე აღნიშნა, რომ ამის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარადგინა "გამარჯვების გეგმა", რომელმაც პუტინის აზრით, ჩაშალა მოლაპარაკების შესაძლებლობა.

"სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება გამოიწვევს საომარი მდგომარეობის მოხსნას და ამის შემდეგ დაუყოვნებლივ იქნება საჭირო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება უკრაინაში. როგორც ჩანს, ჯერ მზად არ არიან. ბურთი მათ მოედანზეა“, - ამბობს ვლადიმერ პუტინი და დასძენს, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებისთვის და მზად არის, რომ განიხილოს "სამშვიდობო შეთანხმების ნებისმიერი ვარიანტი", რომელიც უნდა ეფუძნებოდეს "ადგილზე არსებულ ვითარებას".

ცნობისთვის, პუტინს არ დაუკონკრეტებია უკრაინისგან მიღებული სამშვიდობო წინადადების ხასიათი.