მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს “მარტოსულობის ეპიდემია“ ემუქრება? - სად როგორ ცდილობენ მის შეჩერებას
მსოფლიოს “მარტოსულობის ეპიდემია“ ემუქრება? - სად როგორ ცდილობენ მის შეჩერებას

ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად შუ­ახ­ნის ასაკ­ში არი­ან, მარ­ტო­ო­ბა­ში იღუ­პე­ბა. ზოგ­ჯერ მათი ცხედ­რებს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღის ან კვი­რე­ბის შემ­დეგ პო­უ­ლო­ბენ.

  • ეს ფე­ნო­მე­ნი ქვე­ყა­ნა­ში "მარ­ტო­ხე­ლა სიკ­ვდი­ლით", იგი­ვე “გო­დოქ­სა­თი" არის ცნო­ბი­ლი. პრობ­ლე­მას ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა წლე­ბია ებ­რძვის, რად­გან გახ­ში­რე­ბულ ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნას­თან ერ­თად, კო­რე­ის მო­სახ­ლე­ო­ბა სწრა­ფად ბერ­დე­ბა.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, კო­რე­უ­ლი “გო­დოქ­სა“ მარ­ტო­ო­ბი­სა და იზო­ლა­ცი­ის მას­შტა­ბუ­რი პრობ­ლე­მის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია.

სე­უ­ლის მმარ­თვე­ლო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­დევ­ნო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში “ქა­ლა­ქის შე­საქ­მნე­ლად, სა­დაც მარ­ტო არა­ვინ იქ­ნე­ბა“, და­ახ­ლო­ე­ბით 327 მი­ლი­ონ დო­ლარს და­ხარ­ჯავს. ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი მო­ი­ცავს “მრჩევ­ლებს“, მარ­ტო­ო­ბის გა­სა­ქარ­წყლებ­ლად, რომ­ლე­ბიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია იქ­ნე­ბა 24/7სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ცხელ ხაზ­ზე და ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა­ზე.

შემ­დგომ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იქ­ნე­ბა პი­რად- ვი­ზი­ტე­ბიც, რო­მელ­საც მთავ­რო­ბა და­ა­ფი­ნან­სებს.

ბუ­დისტ ბე­რებს უჭი­რავთ სამი გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის ფერ­ფლის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ჭურ­ჭე­ლი - 2016 წელი

”მარ­ტო­ო­ბა და იზო­ლა­ცია არ არის მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა, ეს არის გლო­ბა­ლუ­რი ამო­ცა­ნა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერ­თად უნდა გა­დაჭ­რას”, - თქვა სე­უ­ლის მერ­მა ო სე-ჰუნ­მა.

ქა­ლა­ქი ასე­ვე გეგ­მავს გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სერ­ვი­სე­ბის და მწვა­ნე ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გახ­სნას სა­შუ­ა­ლო და ხან­დაზ­მუ­ლი მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის. ასე­ვე აქ­ტი­ვო­ბებს საკ­ვებ ობი­ექ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც ახალ ნაც­ნო­ბო­ბას წა­ა­ხა­ლი­სებს.

  • ათა­სო­ბით “მარ­ტო­ხე­ლა გარ­დაც­ვლი­ლი“

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა გლო­ბა­ლუ­რი გა­სუ­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­და. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ია­პო­ნი­ა­ში, კო­რე­ა­სა და ჩი­ნეთ­ში საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და მარ­ტო­ხე­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც შორ­დე­ბოდ­ნენ სამ­ყა­როს და ცხოვ­რე­ბას სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში არ­ჩევ­დნენ. ფე­ნო­მე­ნი ია­პო­ნი­ა­ში ცნო­ბი­ლია სა­ხელ­წო­დე­ბით - “ჰი­კი­კო­მო­რი“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­რე­ა­ში “მარ­ტო­ხე­ლა გარ­დაც­ვლილ­თა“ რი­ცხვი გა­სულ წელს გა­ი­ზარ­და - გარ­დაც­ვლილ­თა 84%-ზე მეტი მა­მა­კა­ცი იყო. ქვეყ­ნის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლე­ბი 50 - დან 60 წლამ­დე მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან.

2024 წლის ივ­ნის­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მარ­ტო­ო­ბის ეპი­დე­მია ნა­წი­ლობ­რივ გა­მოწ­ვე­უ­ლია “კო­რე­უ­ლი კულ­ტუ­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ნი­უ­ან­სე­ბით“. მა­გა­ლი­თად, თუ სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლე­ბი გრძნო­ბენ, რომ ისი­ნი არ ახ­დე­ნენ მნიშ­ვნე­ლო­ვან, სა­სი­კე­თო გავ­ლე­ნას სხვებ­ზე, შე­იძ­ლე­ბა თავი წა­რუ­მა­ტებ­ლად იგ­რძნონ და ღრმა მარ­ტო­ო­ბა­ში ჩა­ეფ­ლონ...

  • ამ ბრძო­ლა­ში სამ­ხრეთ კო­რეა მარ­ტო არ არის

ია­პო­ნი­ა­ში, სა­დაც ფე­ნო­მე­ნი “ჰი­კი­კო­მო­რი“ ("მარ­ტო­ხე­ლას სიკ­ვდი­ლი") პირ­ვე­ლად 2021 წელს იქნა აღი­ა­რე­ბუ­ლი, “მარ­ტო­ო­ბი­სა და იზო­ლა­ცი­ის“ მი­ნის­ტრიც კი და­ი­ნიშ­ნა.

მომ­დევ­ნო წელს მთავ­რო­ბამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა კონ­ტრზო­მე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი გეგ­მა, მათ შო­რის 24/7 სა­კონ­სულ­ტა­ციო სერ­ვი­სი, სა­მუ­შაო პროგ­რა­მე­ბი და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი. გა­მო­კი­თხვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ 4 ზრდას­რუ­ლი­დან, 1 თავს მარ­ტო­სუ­ლად გრძნობს. სწო­რედ ამის შემ­დეგ ეწო­და მდგო­მა­რე­ო­ბას ეპი­დე­მი­უ­რი.

“მარ­ტო­ო­ბის მი­ნის­ტრე­ბი“ და­ნიშ­ნეს სხვა ქვეყ­ნებ­მაც. შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში კი “მარ­ტო­ო­ბის ეპი­დე­მი­ის“ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ზო­მე­ბის და­გეგ­მვა 2023 წლი­დან და­ი­წყეს.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 2023 წელს მარ­ტო­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად კო­მი­სია შექ­მნა და მას "ჯან­მრთე­ლო­ბის მწვა­ვე საფრ­თხე" უწო­და.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

მსოფლიოს “მარტოსულობის ეპიდემია“ ემუქრება? - სად როგორ ცდილობენ მის შეჩერებას

მსოფლიოს “მარტოსულობის ეპიდემია“ ემუქრება? - სად როგორ ცდილობენ მის შეჩერებას

ყოველწლიურად ათასობით სამხრეთ კორეელი, რომლებიც ძირითადად შუახნის ასაკში არიან, მარტოობაში იღუპება. ზოგჯერ მათი ცხედრებს გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის ან კვირების შემდეგ პოულობენ.

  • ეს ფენომენი ქვეყანაში "მარტოხელა სიკვდილით", იგივე “გოდოქსათი" არის ცნობილი. პრობლემას ქვეყნის მთავრობა წლებია ებრძვის, რადგან გახშირებულ ტრაგიკულ მოვლენასთან ერთად, კორეის მოსახლეობა სწრაფად ბერდება.

როგორც აღმოჩნდა, კორეული “გოდოქსა“ მარტოობისა და იზოლაციის მასშტაბური პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია.

სეულის მმართველობამ განაცხადა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში “ქალაქის შესაქმნელად, სადაც მარტო არავინ იქნება“, დაახლოებით 327 მილიონ დოლარს დახარჯავს. ინიციატივები მოიცავს “მრჩევლებს“, მარტოობის გასაქარწყლებლად, რომლებიც ხელმისაწვდომია იქნება 24/7საათის განმავლობაში, ცხელ ხაზზე და ონლაინ პლატფორმაზე.

შემდგომ ღონისძიებები იქნება პირად- ვიზიტებიც, რომელსაც მთავრობა დააფინანსებს.

ბუდისტ ბერებს უჭირავთ სამი გარდაცვლილი ადამიანის ფერფლისთვის განკუთვნილი ჭურჭელი - 2016 წელი

”მარტოობა და იზოლაცია არ არის მხოლოდ ინდივიდუალური პრობლემა, ეს არის გლობალური ამოცანა, რომელიც საზოგადოებამ ერთად უნდა გადაჭრას”, - თქვა სეულის მერმა ო სე-ჰუნმა.

ქალაქი ასევე გეგმავს გაფართოებული ფსიქოლოგიური სერვისების და მწვანე ტერიტორიების გახსნას საშუალო და ხანდაზმული მცხოვრებლებისთვის. ასევე აქტივობებს საკვებ ობიექტებში, რომლებიც ახალ ნაცნობობას წაახალისებს.

  • ათასობით “მარტოხელა გარდაცვლილი“

აღნიშნული პრობლემა გლობალური გასული ათწლეულის განმავლობაში გახდა. სწორედ იმ პერიოდში აღმოაჩინეს, რომ იაპონიაში, კორეასა და ჩინეთში საგრძნობლად გაიზარდა მარტოხელა ადამიანების რიცხვი, რომლებიც შორდებოდნენ სამყაროს და ცხოვრებას სრულ იზოლაციაში არჩევდნენ. ფენომენი იაპონიაში ცნობილია სახელწოდებით - “ჰიკიკომორი“.

აღსანიშნავია, რომ კორეაში “მარტოხელა გარდაცვლილთა“ რიცხვი გასულ წელს გაიზარდა - გარდაცვლილთა 84%-ზე მეტი მამაკაცი იყო. ქვეყნის სამინისტროს ცნობით, ყველაზე დაუცველები 50 - დან 60 წლამდე მამაკაცები არიან.

2024 წლის ივნისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მარტოობის ეპიდემია ნაწილობრივ გამოწვეულია “კორეული კულტურის ურთიერთობის ნიუანსებით“. მაგალითად, თუ სამხრეთ კორეელები გრძნობენ, რომ ისინი არ ახდენენ მნიშვნელოვან, სასიკეთო გავლენას სხვებზე, შეიძლება თავი წარუმატებლად იგრძნონ და ღრმა მარტოობაში ჩაეფლონ...

  • ამ ბრძოლაში სამხრეთ კორეა მარტო არ არის

იაპონიაში, სადაც ფენომენი “ჰიკიკომორი“ ("მარტოხელას სიკვდილი") პირველად 2021 წელს იქნა აღიარებული, “მარტოობისა და იზოლაციის“ მინისტრიც კი დაინიშნა.

მომდევნო წელს მთავრობამ გამოაქვეყნა კონტრზომების ინტენსიური გეგმა, მათ შორის 24/7 საკონსულტაციო სერვისი, სამუშაო პროგრამები და გაფართოებული სოციალური პროგრამები. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ 4 ზრდასრულიდან, 1 თავს მარტოსულად გრძნობს. სწორედ ამის შემდეგ ეწოდა მდგომარეობას ეპიდემიური.

“მარტოობის მინისტრები“ დანიშნეს სხვა ქვეყნებმაც. შეერთებულ შტატებში კი “მარტოობის ეპიდემიის“ საწინააღმდეგო ზომების დაგეგმვა 2023 წლიდან დაიწყეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წელს მარტოობის წინააღმდეგ საბრძოლველად კომისია შექმნა და მას "ჯანმრთელობის მწვავე საფრთხე" უწოდა.

წყარო

იხილეთ ასევე: