სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წლისთავზე მის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაიღეს
ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წლისთავზე მის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაიღეს

ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის მო­წა­მებ­რი­ვი აღ­სას­რუ­ლი­დან 400 წელი გა­ვი­და. სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი მომ­ზად­და. ფილ­მი „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სამ“ და­ა­ფი­ნან­სა და მისი პრე­ზენ­ტა­ცია „თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­ში“ გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მიწ­ვე­უ­ლი იყ­ვნენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, “სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ ქტი­ტორ­თა სა­თათ­ბი­როს წევ­რე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ფილ­მი წარ­მო­ა­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ვე­ლეს ტრა­დი­ცი­ებს, რო­მელ­თა და­ვი­წყე­ბაც და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან ისი­ნი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნა­წი­ლია.

ფილ­მი სრუ­ლად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ მიერ, რო­მე­ლიც არა­ერთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სამ“ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა ახალ პრო­ექ­ტზე, რომ­ლის მი­ზა­ნია წინ წა­მოვ­წი­ოთ ის ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შეს ჩვე­ნი იდენ­ტო­ბის გან­სა­ზღვრა­ში. ჩვე­ნი მი­ზა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ვა­ნა­ხოთ, რო­გორ აზ­როვ­ნებ­დნენ მათი წი­ნაპ­რე­ბი, რას ანი­ჭებ­დნენ ისი­ნი უმ­თავ­რეს და გა­დამ­წყვეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას. სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის ნა­წი­ლია დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი ქე­თე­ვან დე­დო­ფალ­ზე: „ქე­თე­ვა­ნი-დე­დოფ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა„ რო­მე­ლიც დე­დოფ­ლის მო­წა­მებ­რი­ვი აღ­სას­რუ­ლი­დან 400 წლის­თავს ეძღვნე­ბა,“ - გან­მარ­ტა­ვენ „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა­ში“.

ფილ­მის რე­ჟი­სო­რია თა­მარ მა­ხა­რა­ძე, რო­მელ­საც წლე­ბის წინ ანა­ლო­გი­უ­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბის თხოვ­ნით ვა­ტი­კა­ნის ელჩმა მი­მარ­თა. თუმ­ცა თა­მარ­მა სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მხო­ლოდ „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ ჩარ­თუ­ლო­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო.

„ასე­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა რამ­დე­ნი­მე წლის წინ მი­ვი­ღეთ ვა­ტი­კა­ნის ელ­ჩის­გან, მაგ­რამ მა­შინ ვერ გავ­ბე­დეთ, ამ თე­მას შევ­ხე­ბო­დით. ახლა კი ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­უ­ფე და­ნი­ე­ლის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით მოხ­და. ფილ­მი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია ისე­თი ქარ­თუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბით და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ღირ­სე­ბით აღ­სავ­სე „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ მიერ. სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ მი­ვე­ცი თავს უფ­ლე­ბა, რომ ფილმზე მე­მუ­შა­ვა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ქარ­თველ ქა­ლებს შო­რის მსოფ­ლიო მას­შტა­ბით სწო­რედ ქე­თე­ვან დე­დო­ფა­ლია ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი. მის­მა ღვაწლ­მა და ღირ­სე­ბამ, რო­გორც ქა­ლის და რო­გორც წმინ­და­ნის, გა­აღ­წია სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ მა­ხა­რა­ძემ.

ფილ­მს დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წლისთავზე მის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაიღეს

ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წლისთავზე მის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაიღეს

ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი მომზადდა. ფილმი „საზოგადოება ივერიისამ“ დააფინანსა და მისი პრეზენტაცია „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ სასულიერო პირები, “საზოგადოება ივერიისას“ ქტიტორთა სათათბიროს წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები. ფილმი წარმოაჩენს საქართველოს უძველეს ტრადიციებს, რომელთა დავიწყებაც დაუშვებელია, რადგან ისინი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.

ფილმი სრულად დაფინანსებულია „საზოგადოება ივერიისას“ მიერ, რომელიც არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს.

„საზოგადოება ივერიისამ“ დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე, რომლის მიზანია წინ წამოვწიოთ ის ისტორიული პიროვნებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩვენი იდენტობის განსაზღვრაში. ჩვენი მიზანია საზოგადოებას დავანახოთ, როგორ აზროვნებდნენ მათი წინაპრები, რას ანიჭებდნენ ისინი უმთავრეს და გადამწყვეტ მნიშვნელობას. სწორედ ამ პროექტის ნაწილია დოკუმენტური ფილმი ქეთევან დედოფალზე: „ქეთევანი-დედოფლის დაბრუნება„ რომელიც დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წლისთავს ეძღვნება,“ - განმარტავენ „საზოგადოება ივერიისაში“.

ფილმის რეჟისორია თამარ მახარაძე, რომელსაც წლების წინ ანალოგიური ფილმის გადაღების თხოვნით ვატიკანის ელჩმა მიმართა. თუმცა თამარმა საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ „საზოგადოება ივერიისას“ ჩართულობის შემდეგ მიიღო.

„ასეთი შემოთავაზება რამდენიმე წლის წინ მივიღეთ ვატიკანის ელჩისგან, მაგრამ მაშინ ვერ გავბედეთ, ამ თემას შევხებოდით. ახლა კი ეს ყველაფერი მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით მოხდა. ფილმი დაფინანსებულია ისეთი ქართული სულიერებით და შემოქმედებითი ღირსებით აღსავსე „საზოგადოება ივერიისას“ მიერ. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ მივეცი თავს უფლება, რომ ფილმზე მემუშავა. საინტერესოა, რომ ქართველ ქალებს შორის მსოფლიო მასშტაბით სწორედ ქეთევან დედოფალია ყველაზე ცნობილი. მისმა ღვაწლმა და ღირსებამ, როგორც ქალის და როგორც წმინდანის, გააღწია საქართველოს ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა თამარ მახარაძემ.

ფილმს დამსწრე საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა.

R