საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო გამარჯობა" - "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება ბერას სიმღერით დასრულდა: კადრები და ივანიშვილის ვაჟის მიმართვა
"საქართველო გამარჯობა" - "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება ბერას სიმღერით დასრულდა: კადრები და ივანიშვილის ვაჟის მიმართვა

"სა­ქარ­თვე­ლო გა­მარ­ჯო­ბა" - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა თბი­ლის­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც რო­გორც ჩანს დე­და­ქა­ლაქ­ში სწო­რედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დას­კვნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის ჩა­მო­ვი­და.

"ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია თქვენ­თან ერ­თად დგო­მა. 16 წლის ვი­ყა­ვი, როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო და მა­მა­ჩე­მის გვერ­დით ვიბ­რძო­დი. მინ­და გი­თხრათ, რომ მა­ში­ნაც და დღე­საც მა­მა­ჩემს ნე­ბის­მი­ერ ბრძო­ლა­ში ბრმად გავ­ყვე­ბი.

თუმ­ცა მა­შინ ემო­ცი­ე­ბით სავ­სე ბავ­შვი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც მა­მას მიჰ­ყვე­ბო­და, დღეს მე თვი­თო­ნაც მამა ვარ. სულ სხვა­ნა­ი­რად აღ­ვიქ­ვი, თუ რას ნიშ­ნავს, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი. თუ რის­თვის იბ­რძვის მა­მა­ჩე­მი ამ­დე­ნი წე­ლია. მინ­და, რომ ჩემ­მა ბე­რუ­კამ და და­დუმ და თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის შვი­ლებ­მა ერ­თი­ან და ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში იცხოვ­რონ. ამის­თვის არ­სე­ბობს ერთი გზა, ამ გზას ჰქვია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" - თქვა ბე­რამ მას შემ­დეგ, რაც სცე­ნა­ზე სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა.

  • ცნო­ბის­თვის ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ბოლო წლებ­ში მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად ბრა­ზი­ლი­ა­ში ცხოვ­რობ­და.

"თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე“ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დას­კვნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა ეროვ­ნუ­ლი ჰიმ­ნით გა­იხ­სნა. მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცი­ი­დან მსვლე­ლო­ბა გა­ი­მარ­თა. რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბი­ლებს ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლი შე­უ­ერ­თდა. კი­დევ ერთი მსვლე­ლო­ბა გა­ი­მარ­თა ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დი­დან.

შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებ­მა სი­ტყვით მი­მარ­თეს. ღო­ნის­ძი­ე­ბის გამო, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­სა და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად აკ­რძა­ლუ­ლი იყო.

ნა­ხეთ ასე­ვე: კად­რე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დას­კვნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან - რა გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­და სცე­ნი­დან

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"საქართველო გამარჯობა" - "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება ბერას სიმღერით დასრულდა: კადრები და ივანიშვილის ვაჟის მიმართვა

"საქართველო გამარჯობა" - "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება ბერას სიმღერით დასრულდა: კადრები და ივანიშვილის ვაჟის მიმართვა

"საქართველო გამარჯობა" - ამ სიტყვებით მიმართა თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს ბერა ივანიშვილმა, რომელიც როგორც ჩანს დედაქალაქში სწორედ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიებისთვის ჩამოვიდა.

"ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად დგომა. 16 წლის ვიყავი, როცა ეს ყველაფერი დაიწყო და მამაჩემის გვერდით ვიბრძოდი. მინდა გითხრათ, რომ მაშინაც და დღესაც მამაჩემს ნებისმიერ ბრძოლაში ბრმად გავყვები.

თუმცა მაშინ ემოციებით სავსე ბავშვი ვიყავი, რომელიც მამას მიჰყვებოდა, დღეს მე თვითონაც მამა ვარ. სულ სხვანაირად აღვიქვი, თუ რას ნიშნავს, სამშობლოს სიყვარული. თუ რისთვის იბრძვის მამაჩემი ამდენი წელია. მინდა, რომ ჩემმა ბერუკამ და დადუმ და თითოეული თქვენგანის შვილებმა ერთიან და ძლიერ საქართველოში იცხოვრონ. ამისთვის არსებობს ერთი გზა, ამ გზას ჰქვია "ქართული ოცნება" - თქვა ბერამ მას შემდეგ, რაც სცენაზე სიმღერა შეასრულა.

  • ცნობისთვის ბერა ივანიშვილი ბოლო წლებში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ბრაზილიაში ცხოვრობდა.

"თავისუფლების მოედანზე“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. მანამდე რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობა გაიმართა. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. კიდევ ერთი მსვლელობა გაიმართა ბარათაშვილის ხიდიდან.

შეკრებილ მოქალაქეებს ქართული ოცნების“ ლიდერებმა სიტყვით მიმართეს. ღონისძიების გამო, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აკრძალული იყო.

ნახეთ ასევე: კადრები "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიებიდან - რა განცხადებები გაკეთდა სცენიდან