მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვამბობდი, აღარ მინდა მეტი, მძულს ამის კეთება..." - ნიკოლ კიდმანი ეროტიკული დრამის გადაღების სირთულეებზე საუბრობს
"ვამბობდი, აღარ მინდა მეტი, მძულს ამის კეთება..." - ნიკოლ კიდმანი ეროტიკული დრამის გადაღების სირთულეებზე საუბრობს

57 წლის ნი­კოლ კიდ­მა­ნი ახა­ლი კი­ნო­სუ­რა­თის, ერო­ტი­კუ­ლი დრა­მის Babygirl-ის გა­და­ღე­ბის პრო­ცესს იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ ერთ მო­მენ­ტში იმ­დე­ნად აღეგზნო, რომ გა­და­ღე­ბის შე­ჩე­რე­ბა ითხო­ვა.

ნი­კო­ლი ამ­ბობს, რომ პრო­ცე­სი ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო და აღარ სურ­და ერო­ტი­კუ­ლი სცე­ნე­ბის თა­მა­ში. ნი­კოლს ფილმში პარტნი­ო­რო­ბას ჰა­რის დი­კინ­სო­ნი და ან­ტო­ნიო ბან­დერა­სი უწევს.

  • ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი კი­ნო­სუ­რათ­ში და­ქორ­წი­ნე­ბულ, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის როლ­შია, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდა, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი სტა­ჟი­ო­რი შე­უყ­ვარ­დე­ბა.

კიდ­მა­ნის თქმით. თა­მა­მი სცე­ნე­ბის გა­და­ღე­ბა ჰა­რის დი­კინ­სონ­თან და ან­ტო­ნიო ბან­დერას­თან (რო­მე­ლიც მის ქმარს თა­მა­შობს) ხში­რად მე­ტის­მე­ტი იყო.

"იყო დიდი ნდო­ბა პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ, მაგ­რამ ასე­თი მო­მენ­ტე­ბიც მქონ­და: “ნუ­ღარ მე­ხე­ბი”. გა­და­ღე­ბი­სას იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ვამ­ბობ­დი: "აღარ მინ­და მეტი, არ მო­მე­კა­რო. მძულს ამის კე­თე­ბა. სა­ერ­თოდ არ მა­დარ­დებს, თუ ცხოვ­რე­ბა­ში აღა­რას­დროს შე­მე­ხე­ბი­ან! და­ვი­ღა­ლე! ეს იმ­დე­ნად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი იყო ჩემ­თვის, რომ თით­ქმის გა­და­ვიწ­ვი", - იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი.

  • ვარ­სკვლა­ვის თქმით, პრო­ექ­ტმა იმი­ტომ მი­ი­ზი­და, რომ მსგავ­სი როლი კა­რი­ე­რა­ში არას­დროს ჰქო­ნია.

“რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, ყო­ველ­თვის ძი­ე­ბა­ში ვარ, ყო­ველ­თვის იმა­ზე ვფიქ­რობ, რას არ შევ­ხე­ბი­ვარ აქამ­დე და რისი აღ­მო­ჩე­ნა შე­მიძ­ლია”, - აღ­ნიშ­ნა კიდ­მან­მა.

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის შეს­რუ­ლე­ბამ სულ ცოტა ხნის წინ და­იმ­სა­ხუ­რა კრი­ტი­კო­სე­ბის აღი­ა­რე­ბა, რო­დე­საც ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე სა­უ­კე­თე­სო ქალი მსა­ხი­ო­ბის ჯილ­დო მი­ე­ნი­ჭა.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
1

სხვის ფულს ნუ ითვლით

&
1

ნიკოლი დიდი სიმპათიით სარგებლობს მსოფლიო კინო კულტურაში

და პრინციპში ასეთი ფილმები როლმებსაც ღებინებამდე მიჰყავხარ არ სჭირდება

ავტორი:

"ვამბობდი, აღარ მინდა მეტი, მძულს ამის კეთება..." - ნიკოლ კიდმანი ეროტიკული დრამის გადაღების სირთულეებზე საუბრობს

"ვამბობდი, აღარ მინდა მეტი, მძულს ამის კეთება..." - ნიკოლ კიდმანი ეროტიკული დრამის გადაღების სირთულეებზე საუბრობს

57 წლის ნიკოლ კიდმანი ახალი კინოსურათის, ეროტიკული დრამის Babygirl-ის გადაღების პროცესს იხსენებს და ამბობს, რომ ერთ მომენტში იმდენად აღეგზნო, რომ გადაღების შეჩერება ითხოვა.

ნიკოლი ამბობს, რომ პროცესი ძალიან რთული იყო და აღარ სურდა ეროტიკული სცენების თამაში. ნიკოლს ფილმში პარტნიორობას ჰარის დიკინსონი და ანტონიო ბანდერასი უწევს.

  • ჰოლივუდის ვარსკვლავი კინოსურათში დაქორწინებულ, მაღალი თანამდებობის კომპანიის ხელმძღვანელის როლშია, რომელსაც ახალგაზრდა, ექსპერიმენტების მოყვარული სტაჟიორი შეუყვარდება.

კიდმანის თქმით. თამამი სცენების გადაღება ჰარის დიკინსონთან და ანტონიო ბანდერასთან (რომელიც მის ქმარს თამაშობს) ხშირად მეტისმეტი იყო.

"იყო დიდი ნდობა პარტნიორების მიმართ, მაგრამ ასეთი მომენტებიც მქონდა: “ნუღარ მეხები”. გადაღებისას იყო შემთხვევები, როცა ვამბობდი: "აღარ მინდა მეტი, არ მომეკარო. მძულს ამის კეთება. საერთოდ არ მადარდებს, თუ ცხოვრებაში აღარასდროს შემეხებიან! დავიღალე! ეს იმდენად გადაჭარბებული იყო ჩემთვის, რომ თითქმის გადავიწვი", - იხსენებს მსახიობი.

  • ვარსკვლავის თქმით, პროექტმა იმიტომ მიიზიდა, რომ მსგავსი როლი კარიერაში არასდროს ჰქონია.

“როგორც მსახიობი, ყოველთვის ძიებაში ვარ, ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, რას არ შევხებივარ აქამდე და რისი აღმოჩენა შემიძლია”, - აღნიშნა კიდმანმა.

ჰოლივუდის ვარსკვლავის შესრულებამ სულ ცოტა ხნის წინ დაიმსახურა კრიტიკოსების აღიარება, როდესაც ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო მიენიჭა.

წყარო