პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის თავს მეფედ მიიჩნევდა..." - P.Diddy დაცემა და დასასრული
"ის თავს მეფედ მიიჩნევდა..." -  P.Diddy დაცემა და დასასრული

იყო დრო, როცა P.Diddy კომბსის წვე­უ­ლე­ბა­ზე დას­წრე­ბა შო­უ­ბიზ­ნე­სის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნად მი­იჩ­ნე­ო­და. ჯას­ტინ ბი­ბე­რის, მე­რა­ია ქე­რის, პა­რის ჰილ­ტო­ნი­სა და სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლებს სტუმ­რე­ბის სი­ა­ში ყო­ველ­თვის ნა­ხავ­დით.

ჯეი-ზიმ და ბი­ონ­სემ "დი­დის ფარ­თის" შე­სა­ხებ სიმ­ღე­რე­ბიც კი შექ­მნეს.

თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე თვის წინ მოვ­ლე­ნე­ბი სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა - ერთ დროს გავ­ლე­ნი­ა­ნი რე­პე­რი ახლა ცი­ხე­ში ზის და სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ელო­დე­ბა. მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლია 100-ზე მეტი სა­მო­ქა­ლა­ქო სარ­ჩე­ლი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სექს-ტრე­ფი­კინგს, სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბებს - თა­ვად კომბსი ყვე­ლა ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს. მისი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 2025 წლის მა­ის­ში და­ი­წყე­ბა.

BBC News-სთან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში კომბსის პუბ­ლი­ცის­ტი, რობ შუ­ტე­რი სა­უბ­რობს:

"რო­დე­საც "დიდი" VIP გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შე­გე­პა­ტი­ჟე­ბო­და, იცო­დი, რომ კარ­გი დრო­ის გა­ტა­რე­ბა გე­ლო­და", - ამ­ბობს შუ­ტე­რი. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, კომბსი ძა­ლა­უფ­ლე­ბით იყო შე­პყრო­ბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა უყ­ვარ­და. შუ­ტე­რი ამ­ტკი­ცებს, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მოწ­მე არას­დროს გამ­ხდა­რა.

"მისი პო­პუ­ლა­რო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ის იყო, რომ ყო­ველ­თვის დი­დე­ბა­ზე ფიქ­რობ­და. თა­ვის წვე­უ­ლე­ბებ­ზე მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვებს პა­ტი­ჟებ­და - ბევ­რჯერ და­უ­რე­კა პრინც უი­ლი­ამ­სა და ჰა­რის და წვე­უ­ლე­ბა­ზე დას­წრე­ბა შეს­თა­ვა­ზა. იმა­საც დაჰ­პირ­და, რომ თა­ვად გა­და­იხ­დი­და მათი მგზავ­რო­ბის ხარ­ჯებს და დაც­ვა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. თავი მე­ფედ მი­აჩ­ნდა, ამი­ტომ სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რია, რომ გა­რე­მოც­ვა­ში პრინ­ცის ყოლა უნ­დო­და".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მე­ფო ოჯა­ხის ორი­ვე წევ­რმა მის ყო­ველ მოწ­ვე­ვას უა­რით უპა­სუ­ხა.

შუ­ტე­რი ამ­ბობს იმა­საც, რომ "დი­დის" სახ­ლი სავ­სე იყო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბით, რე­პე­რი ბე­ვერ­ლი ჰილ­ზის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და. წვე­უ­ლე­ბის ხმა­უ­რის­გან შე­წუ­ხე­ბულ მე­ზობ­ლებს რამ­დენ­ჯერ­მე პო­ლი­ცი­ის­თვი­საც მი­უ­მარ­თავთ. და­უ­ნა­ხავთ მისი სახ­ლი­დან გა­მო­სუ­ლი ქა­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ "საც­ვლე­ბის ამა­რა" იყ­ვნენ.

თა­ვად კომბსი თა­ვის წვე­უ­ლე­ბებს რა­სობ­რი­ვი და თა­ო­ბა­თა ბა­რი­ე­რე­ბის დაშ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას უწო­დებ­და, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ფა­სა­დი იყო:

ერთ-ერთ სარ­ჩელ­ში, მა­მა­კა­ცი,რო­მე­ლიც იმ დროს 16 წლის იყო,1998 წელს, კომბსის წვე­უ­ლე­ბა­ზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას იხ­სე­ნებს: მისი თქმით, სა­ა­ბა­ზა­ნო­ში მი­დი­ო­და, როცა შემ­თხვე­ვით რე­პერს შე­ე­ჯა­ხა. თა­ვი­დან მუ­სი­კა­ზე სა­უბ­რობ­დნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი კომბსმა ის ცალ­კე ოთახ­ში გა­უყ­ვა­ნა და შარ­ვლის ჩახ­და მოს­თხო­ვა. მისი თქმით, ეს "ვარ­სკვლა­ვად გახ­დო­მის გზა" იყო.

სა­სა­მარ­თლო­ში სულ ათზე მეტი სა­მო­ქა­ლა­ქო სარ­ჩე­ლია შე­ტა­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც ბრალს სდე­ბენ მუ­სი­კა­ლურ მაგ­ნატს თავ­დას­ხმა­ში, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­სა და სექ­სუ­ა­ლურ გა­მო­ძალ­ვა­ში. ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ში, რო­გორც მა­მა­კა­ცე­ბი, ასე­ვე ქა­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კომბსი­სა და მისი გა­რე­მოც­ვის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას გა­ნიც­დიდ­ნენ.

კომბსის იუ­რი­დი­უ­ლი გუნ­დი ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს:

"შონ კომბსის თეთ­რი წვე­უ­ლე­ბე­ბი და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იყო ჰიპ-ჰო­პის, ჰო­ლი­ვუ­დი­სა და შავ­კა­ნი­ან­თა ბრწყინ­ვა­ლე­ბის ნამ­დვი­ლი კონ­ვერ­გენ­ცია“, - ნათ­ქვა­მია მათ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"იმედ­გაც­რუ­ე­ბაა იმის და­ნახ­ვა, რომ მე­დია ამ კულ­ტუ­რუ­ლი მო­მენ­ტე­ბის შე­ბღალ­ვას ცდი­ლობს. ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შერ­ცხვე­ნა, ვი­დეო კლი­პე­ბი­სა და ფო­ტო­ე­ბის კონ­ტექ­სტი­დან ამო­ღე­ბა და ამ მოვ­ლე­ნე­ბის ცრუ ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბის მცდე­ლო­ბა, უბ­რა­ლოდ, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს", - აცხა­დე­ბენ იუ­რის­ტე­ბი.

იხი­ლეთ ახ­ლა­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ის თავს მეფედ მიიჩნევდა..." - P.Diddy დაცემა და დასასრული

"ის თავს მეფედ მიიჩნევდა..." -  P.Diddy დაცემა და დასასრული

იყო დრო, როცა P.Diddy კომბსის წვეულებაზე დასწრება შოუბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნეოდა. ჯასტინ ბიბერის, მერაია ქერის, პარის ჰილტონისა და სხვა ცნობილი ადამიანების სახელებს სტუმრების სიაში ყოველთვის ნახავდით.

ჯეი-ზიმ და ბიონსემ "დიდის ფართის" შესახებ სიმღერებიც კი შექმნეს.

თუმცა, რამდენიმე თვის წინ მოვლენები სრულიად შეიცვალა - ერთ დროს გავლენიანი რეპერი ახლა ციხეში ზის და სასამართლო პროცესს ელოდება. მის წინააღმდეგ აღძრულია 100-ზე მეტი სამოქალაქო სარჩელი, რომელიც მოიცავს სექს-ტრეფიკინგს, სექსუალურ ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებებს - თავად კომბსი ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი სასამართლო პროცესი 2025 წლის მაისში დაიწყება.

BBC News-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კომბსის პუბლიცისტი, რობ შუტერი საუბრობს:

"როდესაც "დიდი" VIP განყოფილებაში შეგეპატიჟებოდა, იცოდი, რომ კარგი დროის გატარება გელოდა", - ამბობს შუტერი. მისივე განცხადებით, კომბსი ძალაუფლებით იყო შეპყრობილი და ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარდა. შუტერი ამტკიცებს, რომ სექსუალური ძალადობის მოწმე არასდროს გამხდარა.

"მისი პოპულარობის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ყოველთვის დიდებაზე ფიქრობდა. თავის წვეულებებზე მსოფლიო დონის ვარსკვლავებს პატიჟებდა - ბევრჯერ დაურეკა პრინც უილიამსა და ჰარის და წვეულებაზე დასწრება შესთავაზა. იმასაც დაჰპირდა, რომ თავად გადაიხდიდა მათი მგზავრობის ხარჯებს და დაცვასაც უზრუნველყოფდა. თავი მეფედ მიაჩნდა, ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ გარემოცვაში პრინცის ყოლა უნდოდა".

აღსანიშნავია, რომ სამეფო ოჯახის ორივე წევრმა მის ყოველ მოწვევას უარით უპასუხა.

შუტერი ამბობს იმასაც, რომ "დიდის" სახლი სავსე იყო ცეცხლსასროლი იარაღებით, რეპერი ბევერლი ჰილზის ყველაზე ძვირადღირებულ ქუჩაზე ცხოვრობდა. წვეულების ხმაურისგან შეწუხებულ მეზობლებს რამდენჯერმე პოლიციისთვისაც მიუმართავთ. დაუნახავთ მისი სახლიდან გამოსული ქალებიც, რომლებიც მხოლოდ "საცვლების ამარა" იყვნენ.

თავად კომბსი თავის წვეულებებს რასობრივი და თაობათა ბარიერების დაშლის საშუალებას უწოდებდა, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ფასადი იყო:

ერთ-ერთ სარჩელში, მამაკაცი,რომელიც იმ დროს 16 წლის იყო,1998 წელს, კომბსის წვეულებაზე მომხდარ შემთხვევას იხსენებს: მისი თქმით, სააბაზანოში მიდიოდა, როცა შემთხვევით რეპერს შეეჯახა. თავიდან მუსიკაზე საუბრობდნენ, მოგვიანებით კი კომბსმა ის ცალკე ოთახში გაუყვანა და შარვლის ჩახდა მოსთხოვა. მისი თქმით, ეს "ვარსკვლავად გახდომის გზა" იყო.

სასამართლოში სულ ათზე მეტი სამოქალაქო სარჩელია შეტანილი, რომლებიც ბრალს სდებენ მუსიკალურ მაგნატს თავდასხმაში, გაუპატიურებასა და სექსუალურ გამოძალვაში. ამ სასამართლო პროცესებში, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები აცხადებენ, რომ კომბსისა და მისი გარემოცვის მხრიდან სექსუალურ ძალადობას განიცდიდნენ.

კომბსის იურიდიული გუნდი ბრალდებებს უარყოფს:

"შონ კომბსის თეთრი წვეულებები და სხვა ღონისძიებები იყო ჰიპ-ჰოპის, ჰოლივუდისა და შავკანიანთა ბრწყინვალების ნამდვილი კონვერგენცია“, - ნათქვამია მათ განცხადებაში.

"იმედგაცრუებაა იმის დანახვა, რომ მედია ამ კულტურული მომენტების შებღალვას ცდილობს. ცნობილი ადამიანების შერცხვენა, ვიდეო კლიპებისა და ფოტოების კონტექსტიდან ამოღება და ამ მოვლენების ცრუ ბრალდებებთან დაკავშირების მცდელობა, უბრალოდ, არ შეესაბამება სინამდვილეს", - აცხადებენ იურისტები.

იხილეთ ახლავე: