საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპა რომ გვინდა, თურმე ამიტომ ოთხიდან ერთი უნდა ავირჩიოთ..." - რას წერს მამუკა მდინარაძე
"ევროპა რომ გვინდა, თურმე ამიტომ ოთხიდან ერთი უნდა ავირჩიოთ..." - რას წერს მამუკა მდინარაძე

პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს "კამ­პა­ნი­ურ სი­ყალ­ბეს“ უწო­დებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მსგავ­სი გზავ­ნი­ლე­ბი სულ უფრო მძაფ­რდე­ბა.

  • რო­გორც მდი­ნა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ევ­რო­პა რომ უნდა, თურ­მე, სა­ა­კაშ­ვი­ლის, გვა­რა­მი­ას, ხა­ზა­რა­ძი­სა და გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ებს შო­რის უნდა გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თო პატ­რო­ნის აგენ­ტუ­რას წარ­მო­ად­გე­ნენ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, არ შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სურ­დეს ეროვ­ნუ­ლი, ტრა­დი­ცი­ულ და რე­ა­ლუ­რად ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მშვი­დო­ბის, ღირ­სე­ბის და უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის გა­რან­ტო­რი ძალა და ქვეყ­ნის მშვი­დო­ბი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე ფიქ­რიც უნდა და­ი­ვი­წყოს.

"კამ­პა­ნი­უ­რი სი­ყალ­ბე, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლია“, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სულ უფრო მძაფ­რდე­ბა.

ევ­რო­პა რომ გვინ­და, თურ­მე ამი­ტომ ოთხი­დან ერთი უნდა ავირ­ჩი­ოთ:

მკვლე­ლი და მწა­მე­ბე­ლი, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რუ­სეთ­ზე ჩამ­ბა­რე­ბე­ლი და სა­კუ­თარ ჯარ­ზე ომის დამ­ბრა­ლე­ბე­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტია;

ან იგი­ვე ნა­ცწარ­სუ­ლის, რუბ­ლე­ბით და­ფი­ნან­სე­ბულ-ჩახ­დი­ლი და კრი­მი­ნა­ლი გვა­რა­მი­ას პარ­ტია;

ან სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­კე­ტი­ო­რი და თაღ­ლი­თი ხა­ზა­რა­ძის პარ­ტია;

ან სა­ა­კაშ­ვილ­თან მო­ღა­ლა­ტე გა­ხა­რი­ას პარ­ტია.

ყვე­ლა ერ­თად კი სა­ერ­თო­პატ­რო­ნი­ა­ნი აგენ­ტუ­რა…

არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი, ტრა­დი­ცი­ულ და რე­ა­ლუ­რად ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მშვი­დო­ბის, ღირ­სე­ბის და უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის გა­რან­ტო­რი ძალა. უნდა და­ვი­ვი­წყოთ ქვეყ­ნის მშვი­დო­ბი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე ფიქ­რი, თუ პირ­და­პირ სად­მე ტან­კით არ შე­ვარ­დე­ბი, მი­ნი­მუმ მო­ხა­ლი­სე­ე­ბი უნდა გა­უშ­ვა უკ­რა­ი­ნა­ში და სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სო რუ­სეთს, თა­ვი­სით შე­მო­ვარ­დე­ბი­ან… ეკ­ლე­სია და სარ­წმუ­ნო­ე­ბა უნდა და­სუს­ტდეს, ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა და მოს­წავ­ლე­ებ­ში ლგბტ პრო­პა­გან­დაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მარ­ტო ომი არ ეყო­ფა, გა­რან­ტი­ე­ბია სა­ჭი­რო…

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ ქვე­ყა­ნა­ში კი­დევ რჩე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ამ ოთხი პარ­ტი­ი­დან ერთ-ერთს რომ აძ­ლე­ვენ ხმას და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე იღე­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას!..

სას­წა­ულ არ­ჩე­ვანს და გზას სთა­ვა­ზო­ბენ ხალ­ხს ევ­რო­პის­კენ, "მიმ­ზიდ­ველს“ და "უალ­ტერ­ნა­ტი­ვოს“, - წერს მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე.

ავტორი:

"ევროპა რომ გვინდა, თურმე ამიტომ ოთხიდან ერთი უნდა ავირჩიოთ..." - რას წერს მამუკა მდინარაძე

"ევროპა რომ გვინდა, თურმე ამიტომ ოთხიდან ერთი უნდა ავირჩიოთ..." - რას წერს მამუკა მდინარაძე

პარტია "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს "კამპანიურ სიყალბეს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი გზავნილები სულ უფრო მძაფრდება.

  • როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ქართულ საზოგადოებას ევროპა რომ უნდა, თურმე, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას პარტიებს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი, რომლებიც საერთო პატრონის აგენტურას წარმოადგენენ.

მისივე განცხადებით, არ შეიძლება საზოგადოებას სურდეს ეროვნული, ტრადიციულ და რეალურად ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული, მშვიდობის, ღირსების და უკეთესი ცხოვრების გარანტორი ძალა და ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებაზე ფიქრიც უნდა დაივიწყოს.

"კამპანიური სიყალბე, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია“, წინასაარჩევნოდ სულ უფრო მძაფრდება.

ევროპა რომ გვინდა, თურმე ამიტომ ოთხიდან ერთი უნდა ავირჩიოთ:

მკვლელი და მწამებელი, ტერიტორიების რუსეთზე ჩამბარებელი და საკუთარ ჯარზე ომის დამბრალებელი სააკაშვილის პარტია;

ან იგივე ნაცწარსულის, რუბლებით დაფინანსებულ-ჩახდილი და კრიმინალი გვარამიას პარტია;

ან სააკაშვილის რეკეტიორი და თაღლითი ხაზარაძის პარტია;

ან სააკაშვილთან მოღალატე გახარიას პარტია.

ყველა ერთად კი საერთოპატრონიანი აგენტურა…

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეროვნული, ტრადიციულ და რეალურად ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული, მშვიდობის, ღირსების და უკეთესი ცხოვრების გარანტორი ძალა. უნდა დავივიწყოთ ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებაზე ფიქრი, თუ პირდაპირ სადმე ტანკით არ შევარდები, მინიმუმ მოხალისეები უნდა გაუშვა უკრაინაში და სანქციები დაუწესო რუსეთს, თავისით შემოვარდებიან… ეკლესია და სარწმუნოება უნდა დასუსტდეს, ერთნაირსქესიანთა ქორწინება და მოსწავლეებში ლგბტ პროპაგანდაც აუცილებელია, მარტო ომი არ ეყოფა, გარანტიებია საჭირო…

წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაში კიდევ რჩებიან ადამიანები, ამ ოთხი პარტიიდან ერთ-ერთს რომ აძლევენ ხმას და ამ ყველაფერზე იღებენ პასუხისმგებლობას!..

სასწაულ არჩევანს და გზას სთავაზობენ ხალხს ევროპისკენ, "მიმზიდველს“ და "უალტერნატივოს“, - წერს მამუკა მდინარაძე.