სპორტი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსახლეობა მტვერმა და ჭუჭყმა დააბრმავა... ეს რუსეთია, მეგობრებო" - რა მოხდა დაღესტანში, სადაც მისი მეთაური მოსახლეობასთან შესახვედრად პირადი ვერტმფრენით ჩავიდა (ვიდეო)
"მოსახლეობა მტვერმა და ჭუჭყმა დააბრმავა... ეს რუსეთია, მეგობრებო" - რა მოხდა დაღესტანში, სადაც მისი მეთაური მოსახლეობასთან შესახვედრად პირადი ვერტმფრენით ჩავიდა (ვიდეო)

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დე­ო­კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ ჩა­ვი­და და­ღეს­ტნის მე­თა­უ­რი, სერ­გეი მე­ლი­კო­ვი ვერ­ტმფრე­ნით ერთ ერთ რა­ი­ონ­ში. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად იმ­ყო­ფე­ბო­და.

  • ვი­დეო 23 სექ­ტემ­ბერ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. კად­რებ­ში კი ჩანს, რომ ვერ­ტმფრე­ნი ეშ­ვე­ბა იმ ად­გი­ლას, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა, მათ შო­რის, ბავ­შვე­ბი არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი. მო­ქა­ლა­ქე­ებს თვა­ლებ­ში მტვე­რი ეყ­რე­ბათ და დის­კომ­ფორ­ტი ექ­მნე­ბათ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე­ლი­კო­ვის პრეს­სამ­სა­ხურ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ასეთ ად­გი­ლას დაშ­ვე­ბა და­გეგ­მი­ლი არ იყო.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ არა­ფე­რი ემუქ­რე­ბო­და დამ­სწრე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას, მაგ­რამ ის უხერ­ხუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მათ შე­ექ­მნათ, სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია", - ნათ­ქვა­მია პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ვი­დე­ოს ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, დმიტ­რი გორ­დო­ნიც აქ­ვეყ­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და წერს: "და­ღეს­ტნის მე­თა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბას­თან პი­რა­დი შვე­ულმფრე­ნით მიფ­რინ­და. მო­სახ­ლე­ო­ბა მტვერ­მა და ჭუ­ჭყმა და­აბრმა­ვა. ეს რუ­სე­თია, მე­გობ­რე­ბო", - წერს გორ­დო­ნი.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მოსახლეობა მტვერმა და ჭუჭყმა დააბრმავა... ეს რუსეთია, მეგობრებო" - რა მოხდა დაღესტანში, სადაც მისი მეთაური მოსახლეობასთან შესახვედრად პირადი ვერტმფრენით ჩავიდა (ვიდეო)

"მოსახლეობა მტვერმა და ჭუჭყმა დააბრმავა... ეს რუსეთია, მეგობრებო" - რა მოხდა დაღესტანში, სადაც მისი მეთაური მოსახლეობასთან შესახვედრად პირადი ვერტმფრენით ჩავიდა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ჩავიდა დაღესტნის მეთაური, სერგეი მელიკოვი ვერტმფრენით ერთ ერთ რაიონში. არსებული ინფორმაციით, ის სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად იმყოფებოდა.

  • ვიდეო 23 სექტემბერსაა გადაღებული. კადრებში კი ჩანს, რომ ვერტმფრენი ეშვება იმ ადგილას, სადაც მოსახლეობა, მათ შორის, ბავშვები არიან შეკრებილები. მოქალაქეებს თვალებში მტვერი ეყრებათ და დისკომფორტი ექმნებათ.

მოგვიანებით, მელიკოვის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ასეთ ადგილას დაშვება დაგეგმილი არ იყო.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არაფერი ემუქრებოდა დამსწრეების უსაფრთხოებას, მაგრამ ის უხერხულობა, რომელიც მათ შეექმნათ, სრულიად მიუღებელია", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ვიდეოს ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონიც აქვეყნებს სოციალურ ქსელში და წერს: "დაღესტნის მეთაური მოსახლეობასთან პირადი შვეულმფრენით მიფრინდა. მოსახლეობა მტვერმა და ჭუჭყმა დააბრმავა. ეს რუსეთია, მეგობრებო", - წერს გორდონი.

ნახეთ ვიდეო: