სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სუს-ი 26 ოქტომბრის შემდეგ გაუქმდება, აღარ იარსებებს - ყველა ოპოზიციურ პარტიას ხელი გვაქვს მოწერილი, რომ ვაუქმებთ სუს-ს“ - გიორგი ვაშაძე
“სუს-ი 26 ოქტომბრის შემდეგ გაუქმდება, აღარ იარსებებს - ყველა ოპოზიციურ პარტიას ხელი გვაქვს მოწერილი, რომ ვაუქმებთ სუს-ს“ - გიორგი ვაშაძე

“ამ ქვე­ყა­ნა­ში სუს-ი 26 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ გა­უქ­მდე­ბა, აღარ იარ­სე­ბებს - ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას ხელი გვაქვს მო­წე­რი­ლი, რომ ვა­უქ­მებთ სუს-ს და პო­ლი­ტი­კურ პო­ლი­ცი­ას“, - ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც გი­ორ­გი ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სუს-ი არის KGB-ს გად­მო­ნაშ­თი.

“მეტი რა მხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“? ამე­რი­კა, ევ­რო­პა: გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, ბრი­ტა­ნე­თი - მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლას შე­წყვე­ტი­ლი აქვს. აი, კი­დევ რით უნდა ამ­ხი­ლო, მარ­თლა ეს მავ­ნე­ბე­ლი ძალა? ახლა მარ­ცხდე­ბი­ან და ათას სი­სუ­ლე­ლეს იგო­ნე­ბენ. კი­თხვა დავ­სვათ, რას აკე­თებს სუს-ი სა­ქარ­თვე­ლო­ში? რომ იცო­დეთ, თქვენც გა­კონ­ტრო­ლებთ, მარ­ტო ჩვენ კი არა. ვი­საც სამ­თავ­რო­ბო მე­დია ჰქვია, იმა­თაც აკონ­ტრო­ლებს, თქვენც გის­მენთ, ხომ იცით,რომ გის­მენთ? ხომ იცით, რომ რა­მეს სხვა­ნა­ი­რად თუ იტყვით, მერე შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ და­გირ­ე­კოთ, ეს რა­ტომ თქვიო.[ამი­ტომ] ვის ვა­ტყუ­ებთ? სუს-ი ამ ქვე­ყა­ნა­ში 26 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ გა­უქ­მდე­ბა, აღარ იარ­სე­ბებს. იარ­სე­ბებს მხო­ლოდ კონ­ტრდაზ­ვერ­ვა, დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რი, ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი სამ­სა­ხუ­რი. სუს-ი არის KGB-ს გად­მო­ნაშ­თი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენ გარ­შე­მო ახლა ფო­ტო­ებს გვი­ღე­ბენ. ის აღარ იარ­სე­ბებს. აღა­რა­ვინ მო­გის­მენთ თქვენ (ჟურ­ნა­ლის­ტებს), ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დის“ წარ­მო­მად­გე­ნელს, თქვენც კი, არა­ვინ მო­გის­მენთ.იცო­დეთ, თქვენც გის­მე­ნენ. ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას ხელი გვაქვს მო­წე­რი­ლი, რომ ვა­უქ­მებთ სუს-ს და პო­ლი­ტი­კურ პო­ლი­ცი­ას ამ ქვე­ყა­ნა­ში,“ - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

მისი თქმით, 5 ნომ­რის მხარ­და­ჭე­რა არის ევ­რო­კავ­ში­რის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა, ხოლო 41 ნომ­რის მხარ­და­ჭე­რა არის სვლა იზო­ლა­ცი­ის­კენ და ჭა­ო­ბის­კენ, რა­ზეც ყვე­ლა პარტნი­ო­რი ამა­ზე სა­უბ­რობს.

“სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის და მო­ქა­ლა­ქე­თა მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს ვაც­ნო­ბოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინა დღე­ებ­ში, გეგ­მა­ვენ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის და სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვი­დეო და აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას“, - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

სუს-ის ცნო­ბით, “აღ­ნიშ­ნულ ყალბ ჩა­ნა­წე­რებ­ში იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ხმე­ბი და ვი­დეო გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მი­ზა­ნი არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვა, აგ­რეთ­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას შო­რის შუღ­ლის ჩა­მოგ­დე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა“.

“ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი, მათ მიერ შექ­მნილ ყალბ ჩა­ნა­წე­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გე­ნენ, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ჟო­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით მო­ახ­დე­ნენ, ერთი მხრივ, უწყე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, დი­სო­ნან­სის შე­ტა­ნას სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო შტო­ებს შო­რის. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის მთა­ვარ მი­ზანს კი წარ­მო­ად­გენს საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნა და აგო­რე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის კე­რე­ბის გა­ჩე­ნა, რაც სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის.

ჩვენ ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას და ნე­ბის­მი­ე­რი კა­ნონ­დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი“, - ნათ­ქვა­მია სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

“სუს-ი 26 ოქტომბრის შემდეგ გაუქმდება, აღარ იარსებებს - ყველა ოპოზიციურ პარტიას ხელი გვაქვს მოწერილი, რომ ვაუქმებთ სუს-ს“ - გიორგი ვაშაძე

“სუს-ი 26 ოქტომბრის შემდეგ გაუქმდება, აღარ იარსებებს - ყველა ოპოზიციურ პარტიას ხელი გვაქვს მოწერილი, რომ ვაუქმებთ სუს-ს“ - გიორგი ვაშაძე

“ამ ქვეყანაში სუს-ი 26 ოქტომბრის შემდეგ გაუქმდება, აღარ იარსებებს - ყველა ოპოზიციურ პარტიას ხელი გვაქვს მოწერილი, რომ ვაუქმებთ სუს-ს და პოლიტიკურ პოლიციას“, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განუცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, სუს-ი არის KGB-ს გადმონაშთი.

“მეტი რა მხილება სჭირდება “ქართულ ოცნებას“? ამერიკა, ევროპა: გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი - მასთან ურთიერთობა ყველას შეწყვეტილი აქვს. აი, კიდევ რით უნდა ამხილო, მართლა ეს მავნებელი ძალა? ახლა მარცხდებიან და ათას სისულელეს იგონებენ. კითხვა დავსვათ, რას აკეთებს სუს-ი საქართველოში? რომ იცოდეთ, თქვენც გაკონტროლებთ, მარტო ჩვენ კი არა. ვისაც სამთავრობო მედია ჰქვია, იმათაც აკონტროლებს, თქვენც გისმენთ, ხომ იცით,რომ გისმენთ? ხომ იცით, რომ რამეს სხვანაირად თუ იტყვით, მერე შეიძლება ვიღაცამ დაგირეკოთ, ეს რატომ თქვიო.[ამიტომ] ვის ვატყუებთ? სუს-ი ამ ქვეყანაში 26 ოქტომბრის შემდეგ გაუქმდება, აღარ იარსებებს. იარსებებს მხოლოდ კონტრდაზვერვა, დაზვერვის სამსახური, ანტიტერორისტული სამსახური. სუს-ი არის KGB-ს გადმონაშთი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გარშემო ახლა ფოტოებს გვიღებენ. ის აღარ იარსებებს. აღარავინ მოგისმენთ თქვენ (ჟურნალისტებს), ტელეკომპანია “იმედის“ წარმომადგენელს, თქვენც კი, არავინ მოგისმენთ.იცოდეთ, თქვენც გისმენენ. ყველა ოპოზიციურ პარტიას ხელი გვაქვს მოწერილი, რომ ვაუქმებთ სუს-ს და პოლიტიკურ პოლიციას ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, 5 ნომრის მხარდაჭერა არის ევროკავშირის გარანტირებული მხარდაჭერა, ხოლო 41 ნომრის მხარდაჭერა არის სვლა იზოლაციისკენ და ჭაობისკენ, რაზეც ყველა პარტნიორი ამაზე საუბრობს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სუს-ის ცნობით, “აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.

“ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ, ერთი მხრივ, უწყების დისკრედიტაციას, ხოლო, მეორე მხრივ, დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის. აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.